პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რამდენიმე დღე კლინიკაში იწვა...გული აწუხებდა" - რა გახდა გოგი ქავთარაძის გარდაცვალების მიზეზი
"რამდენიმე დღე კლინიკაში იწვა...გული აწუხებდა" - რა გახდა გოგი ქავთარაძის გარდაცვალების მიზეზი

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო არ­ტის­ტი, გოგი ქავ­თა­რა­ძე გარ­და­იც­ვა­ლა. რო­გორც მისი ყო­ფი­ლი სტუ­დენ­ტი და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი, გი­ორ­გი გას­ვი­ა­ნი გვიყ­ვე­ბა, მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქავ­თა­რა­ძე რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში კლი­ნი­კა­ში იწვა.

"მე რო­გორც ვიცი, კო­რო­ნას­გან არ გარ­დაც­ვლი­ლა. რამ­დე­ნი­მე დღე კლი­ნი­კა­ში იწვა, თბი­ლის­ში არ ვი­ყა­ვი და ვერ ვი­ნა­ხუ­ლე. კურ­სე­ლებ­მა და­მი­რე­კეს. გული აწუ­ხებ­და და ბო­ლოს მუ­ცე­ლი ას­ტკი­ე­ბია. რა მოხ­და ზუს­ტად არ ვიცი. ბო­ლოს რომ ვე­სა­უბ­რე, მინ­დო­და ჩემს გა­და­ცე­მა­ში მო­მეწ­ვია, მივ­ხვდი, რომ უკვე სუს­ტად იყო. მის­მა მე­უღ­ლემ მი­თხრა, არ შე­იძ­ლე­ბა მისი ნერ­ვი­უ­ლო­ბა ამ პე­რი­ოდ­შიო.

პან­დე­მი­ის დროს 80 წელი შე­უს­რულ­და, გული მწყდე­ბა რომ ჯგუ­ფე­ლე­ბი ვერ ავე­დით მას­თან სახ­ლში, გვე­ში­ნო­და ვირუ­სი არ მიგ­ვე­ტა­ნა. წელს ვერ მო­ვა­ხერ­ხეთ ჯგუ­ფე­ლებ­მა მისი ნახ­ვა.

წელს მისი ვარ­სკვლა­ვის გახ­სნა იყო და­გეგ­მი­ლი, სამ­წუ­ხა­როა, რომ ვერ მო­ეს­წრო. და­ვუ­რე­კე, ვუ­თხა­რი, ბა­ტო­ნო გოგი, არა უშავს, მალე გა­და­ივ­ლის და ვარ­სკვლავს გავ­ხსნით-თქო, ვა­გუ­ლი­ა­ნებ­დი.

ბა­ტო­ნი გოგი იყო კი­ნო­სა და თე­ატ­რის ვარ­სკვლა­ვი, რე­ჟი­სო­რი, რე­გი­ო­ნა­ლუ­რი თე­ატ­რე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი. თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სამი ჯგუ­ფი გა­მო­უშ­ვა, დაგვფო­ფი­ნებ­და, გა­და­ყო­ლი­ლი იყო ჩვენ­ზე, სხვა­დას­ხვა თე­ატ­რებ­ში გვა­თა­მა­შებ­და რო­ლებს. მზრუნ­ვე­ლი და სა­მარ­თლი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი იყო. სო­ხუ­მის თე­ატ­რში მისი მმარ­თვე­ლო­ბის ათწ­ლი­ან პე­რი­ოდს ოქ­როს ხა­ნას ეძა­ხი­ან. დიდი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი მი­სია ჰქონ­და სო­ხუმ­ში და ბევ­რი რამ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა აფხა­ზებ­სა და ქარ­თვე­ლებს შო­რის. ბევ­რი აფხა­ზი მე­გო­ბა­რი მის­ტი­რის ახლა. მან გვას­წავ­ლა ადა­მი­ა­ნო­ბა, ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი და უდი­დე­სი ადა­მი­ა­ნი იყო, რო­გორ მწყდე­ბა გული რომ ვარ­სკვლა­ვის გახ­სნას ვერ მო­ეს­წრო", - ამ­ბობს გი­ორ­გი გას­ვი­ა­ნი.

გოგი ქავ­თა­რა­ძე 80 წლის იყო. ის გა­და­ღე­ბუ­ლია 25 ფილმში და არის ერთი ფილ­მის რე­ჟი­სო­რი. იყო სა­ქარ­თვე­ლოს კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფის­ტთა შე­მოქ­მე­დე­ბი­თი კავ­ში­რის წევ­რი. მი­ღე­ბუ­ლი აქვს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტის წო­დე­ბა. ქავ­თა­რა­ზე ასე­ვე იყო კოტე მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტი და ღირ­სე­ბის ორ­დე­ნის კა­ვა­ლე­რი.

გარ­და ამი­სა, გოგი ქავ­თა­რა­ძე 1990-1991 წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს რეს­პუბ­ლი­კის პირ­ვე­ლი მოწ­ვე­ვის უზე­ნა­ე­სი საბ­ჭოს წევ­რი, ხოლო 2012-2016 წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მე-8 მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი გახ­ლდათ.

გოგი ქავ­თა­რა­ძე მო­ნა­წი­ლე­ობ­და ისეთ ფილ­მებ­ში რო­გო­რე­ბი­ცაა "მაცი ხვი­ტია", "გან­გა­ში", "ჩარი რამა", "ბე­ბე­რი მე­ზურ­ნე­ე­ბი", "ვე­რის უბ­ნის მე­ლო­დი­ე­ბი", "ბა­კუ­ლას ღო­რე­ბი" და ა.შ. რაც შე­ე­ხე­ბა მის სა­რე­ჟი­სო­რო ნა­მუ­შე­ვარს, 1992 წელს და­ვით კვირ­ცხა­ლი­ას­თან და მი­ხე­ილ ან­თა­ძეს­თან ერ­თად მან გა­და­ი­ღო ფილ­მი "ოქ­როს ობო­ბა."

მკითხველის კომენტარები / 29 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ღუჯღუჯა
236

რა კარგია... ყველა გაპოლიტიკოსებულ მსახიობს იგივეს ვუსურვებ, გარდაცვალებას <3

ადონის
20

....მაგარი ქართველი და კარგი ადამიანი....ღმერთო გაანათლე მისი სული!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"რამდენიმე დღე კლინიკაში იწვა...გული აწუხებდა" - რა გახდა გოგი ქავთარაძის გარდაცვალების მიზეზი

"რამდენიმე დღე კლინიკაში იწვა...გული აწუხებდა" - რა გახდა გოგი ქავთარაძის გარდაცვალების მიზეზი

საქართველოს სახალხო არტისტი, გოგი ქავთარაძე გარდაიცვალა. როგორც მისი ყოფილი სტუდენტი და ტელეწამყვანი, გიორგი გასვიანი გვიყვება, მისი ინფორმაციით, ქავთარაძე რამდენიმე დღის განმავლობაში კლინიკაში იწვა.

"მე როგორც ვიცი, კორონასგან არ გარდაცვლილა. რამდენიმე დღე კლინიკაში იწვა, თბილისში არ ვიყავი და ვერ ვინახულე. კურსელებმა დამირეკეს. გული აწუხებდა და ბოლოს მუცელი ასტკიებია. რა მოხდა ზუსტად არ ვიცი. ბოლოს რომ ვესაუბრე, მინდოდა ჩემს გადაცემაში მომეწვია, მივხვდი, რომ უკვე სუსტად იყო. მისმა მეუღლემ მითხრა, არ შეიძლება მისი ნერვიულობა ამ პერიოდშიო.

პანდემიის დროს 80 წელი შეუსრულდა, გული მწყდება რომ ჯგუფელები ვერ ავედით მასთან სახლში, გვეშინოდა ვირუსი არ მიგვეტანა. წელს ვერ მოვახერხეთ ჯგუფელებმა მისი ნახვა.

წელს მისი ვარსკვლავის გახსნა იყო დაგეგმილი, სამწუხაროა, რომ ვერ მოესწრო. დავურეკე, ვუთხარი, ბატონო გოგი, არა უშავს, მალე გადაივლის და ვარსკვლავს გავხსნით-თქო, ვაგულიანებდი.

ბატონი გოგი იყო კინოსა და თეატრის ვარსკვლავი, რეჟისორი, რეგიონალური თეატრების ხელმძღვანელი. თეატრალურ უნივერსიტეტში სამი ჯგუფი გამოუშვა, დაგვფოფინებდა, გადაყოლილი იყო ჩვენზე, სხვადასხვა თეატრებში გვათამაშებდა როლებს. მზრუნველი და სამართლიანი ადამიანი იყო. სოხუმის თეატრში მისი მმართველობის ათწლიან პერიოდს ოქროს ხანას ეძახიან. დიდი დიპლომატიური მისია ჰქონდა სოხუმში და ბევრი რამ განახორციელა აფხაზებსა და ქართველებს შორის. ბევრი აფხაზი მეგობარი მისტირის ახლა. მან გვასწავლა ადამიანობა, ინტელექტუალური და უდიდესი ადამიანი იყო, როგორ მწყდება გული რომ ვარსკვლავის გახსნას ვერ მოესწრო", - ამბობს გიორგი გასვიანი.

გოგი ქავთარაძე 80 წლის იყო. ის გადაღებულია 25 ფილმში და არის ერთი ფილმის რეჟისორი. იყო საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი. მიღებული აქვს საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატის წოდება. ქავთარაზე ასევე იყო კოტე მარჯანიშვილის პრემიის ლაურეატი და ღირსების ორდენის კავალერი.

გარდა ამისა, გოგი ქავთარაძე 1990-1991 წლებში საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, ხოლო 2012-2016 წლებში საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი გახლდათ.

გოგი ქავთარაძე მონაწილეობდა ისეთ ფილმებში როგორებიცაა "მაცი ხვიტია", "განგაში", "ჩარი რამა", "ბებერი მეზურნეები", "ვერის უბნის მელოდიები", "ბაკულას ღორები" და ა.შ. რაც შეეხება მის სარეჟისორო ნამუშევარს, 1992 წელს დავით კვირცხალიასთან და მიხეილ ანთაძესთან ერთად მან გადაიღო ფილმი "ოქროს ობობა."

ზაზა ფაჩულიას საახალწლო სამზადისი - კალათბურთელის დიდი ოჯახის სადღესასწაულო ფოტოები

მდიდრული სახლები, საახალწლო განათებები, ოჯახური შეკრებები და ზღაპრული სამყარო - როგორ ხვდებიან ვარსკვლავები დღესასწაულს (ფოტოები)

"ადრე მეცინებოდა ეგეთ ცოლებზე და კაპასების ერთი გამოვდექი..." - რას წერს ნუკი კოშკელიშვილი ბენთან ურთიერთობის შესახებ