სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
საზოგადოება
სპორტი
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აგვისტოში ავარიაში მოვყევი... შენზე ვფიქრობდი, სანამ მანქანა ოთხ დაუნდობელ ბრუნს აკეთებდა" - მეუღლის ემოციური მილოცვა სამყურაშვილს, რომელიც 43 წლის გახდებოდა
"აგვისტოში ავარიაში მოვყევი... შენზე ვფიქრობდი, სანამ მანქანა ოთხ დაუნდობელ ბრუნს აკეთებდა" - მეუღლის ემოციური მილოცვა სამყურაშვილს, რომელიც 43 წლის გახდებოდა

ყო­ფი­ლი დე­პუ­ტა­ტის, რატი სამ­ყუ­რაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან 9 თვე გა­ვი­და. ის 6 აპ­რილს, 42 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა მძი­მე და­ა­ვა­დე­ბას­თან, გლი­ობ­ლას­ტო­მას­თან ხან­გრძლი­ვი ბრძო­ლის შემ­დეგ.

ყო­ფილ პო­ლი­ტი­კოსს მე­უღ­ლე და ერთი ქა­ლიშ­ვი­ლი დარ­ჩა. რატი სამ­ყუ­რაშ­ვი­ლი და მწე­რა­ლი ეკა­ტე­რი­ნე ტო­გო­ნი­ძე 15 წელი იყ­ვნენ ქორ­წი­ნე­ბა­ში. დღეს სამ­ყუ­რაშ­ვი­ლი 43 წლის გახ­დე­ბო­და. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით ემო­ცი­ურ პოსტს აქ­ვეყ­ნებს ექსდე­პუ­ტა­ტის მე­უღ­ლე:

"ეს დღეც დად­გა. 19 დე­კემ­ბე­რი. ში­შით ვე­ლო­დი.შენი გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან თით­ქმის 9 თვის­თავ­ზე შენი და­ბა­დე­ბის დღეა!ჭრი­ლო­ბა, რო­მე­ლიც აპ­რილ­ში სი­ა­მის ტყუ­პი­ვით შეზ­რდი­ლი ადა­მი­ა­ნის ჩა­მოთ­ლამ გა­ა­ჩი­ნა, თით­ქოს ისეთ სახ­სარ­ში მოხ­ვდა, რომ გა­ტო­კე­ბის­თა­ნა­ვე იხ­სნე­ბა, შე­ხორ­ცე­ბას არც აპი­რებს, ყო­ველ გა­მოძ­რა­ვე­ბა­ზე ხე­ლახ­ლა აღებს პირს და ჩემ ნაც­ვლად ლა­პა­რა­კობს, ამ ჭრი­ლო­ბი­დან გად­მო­დის სი­ტყვე­ბი, წი­ნა­და­დე­ბე­ბი. ვცდი­ლობ, ამოვ­კე­რო, ყო­ველ დღე ახალ ნა­კერს ვა­დებ, ვკემ­სავ და ვა­დუ­მებ.

სი­ტყვებს ვას­წო­რებ, გა­მო­ჟო­ნი­ლი ტკი­ვი­ლის­გან ვა­სუფ­თა­ვებ, უკე­თე­სი ფრა­ზე­ბით ვა­ნაც­ვლებ, უფრო მსუ­ბუ­ქით, უფრო ასა­ტა­ნით. ეს ხომ მარ­თლა შე­უძ­ლია ენას, ერთი ამ­ბა­ვი სხვა­დას­ხვაგ­ვა­რად მოგ­ვი­ტა­ნოს, რბი­ლად, დამნდო­ბად, ტაქ­ტი­ა­ნა­დაც. მეც ასე ვეც­დე­ბი:გი­ლო­ცავთ ნი­კო­ლო­ზო­ბას ყვე­ლას, ვის­თვი­საც ეს დღე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. მთე­ლი იმ ჯა­დოს­ნუ­რი ძა­ლით შე­გე­წი­ოთ, რომ­ლი­საც გჯე­რათ და რო­მელ­საც ენ­დო­ბით.გა­ზა­ფხულ­ზე სა­ა­გენ­ტო­ებ­მა შეც­დო­მით და­წე­რეს: 43 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა რატი სამ­ყუ­რაშ­ვი­ლი. და მე ვი­ფიქ­რე: ნეტა!..

ს ერთი წა­მა­ტე­ბუ­ლი წე­ლიც რა ბევ­რია, ღმერ­თო, რა უსას­რუ­ლოდ ბევ­რი.სი­ნამ­დვი­ლე­ში შენი 43 დღეს შეს­რულ­და. დად­გა უშე­ნოდ.ყო­ველ­თვის, როცა სახ­ლში ვბრუნ­დე­ბი და კარს გა­სა­ღე­ბით ვა­ღებ, მახ­სენ­დე­ბა, რო­გორ მო­მიყ­ვა­ნე აქ და მაჩ­ვე­ნე: აი, შე­ხე­დე, ასე გა­უ­კე­თებ გა­სა­ღებს, ასე გა­და­ატ­რი­ა­ლებ და გა­ი­ღე­ბა. ბავ­შვი­ვით მას­წავ­ლე კა­რის გა­ღე­ბა და წინ გა­მი­ძე­ხი. და­მათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნე ყვე­ლა­ფე­რი, შენი ხე­ლით შექ­მნი­ლი, შენი გე­მოვ­ნე­ბით შეს­რუ­ლე­ბუ­ლი. რა უცა­ნუ­რია გო­ნე­ბა, ყო­ველ ჯერ­ზე იმე­ო­რებს ამ ფრაგ­მენტს და შინ შეს­ვლი­სას სა­სი­ა­მოვ­ნოდ ჩა­მეს­მის მო­ნატ­რე­ბუ­ლი ხმა, ისევ შენ მოგ­ყვე­ბი. თუმ­ცა რაღა სახ­ლში, ყველ­გან ასეა.ლა­ბი­რინ­თი იყო ეს ცხრა თვე. და­დი­ხარ, დარ­ბი­ხარ, ზოგ­ჯერ ფე­ხებს მი­ათ­რევ, იღ­ლე­ბი, ჩერ­დე­ბი, მერე ისევ ჩქარ­დე­ბი, გეჩ­ვე­ნე­ბა, რომ, აი, იპო­ვე გა­სას­ვლე­ლი, იპო­ვე პა­სუ­ხი, გა­მო­სა­ვა­ლი, მაგ­რამ ჩი­ხია, უშე­ნო­ბის კე­დე­ლი - უშე­ნო­ბა რო­გორც შე­ნო­ბა, დიდი, მო­ნუ­მენ­ტუ­რი, სახლზე დიდი, ქა­ლაქ­ზეც დიდი, ქვე­ყა­ნა­ზეც.ყო­ვე­ლი დღე წინა წლის ტყვეა.

იმე­ო­რებს და იმი­ტი­რებს შარ­შან­დელ ამ­ბებს, რა ხდე­ბო­და იმ დღეს, იმ სა­ათ­ში, იმ წუ­თას: რა გვი­ჭირ­და, რას ვდარ­დობ­დით, რას გა­ვურ­ბო­დით, რას მივსდევ­დით ან ვე­ჭი­დე­ბო­დით, რა გვე­გო­ნა ან გვე­ი­მე­დე­ბო­და, ტრი­ა­ლებს და ბრუ­ნავს ციკ­ლი, გა­მო­უ­ვა­ლი წრე - შარ­შან­დე­ლი ანუ ბოლო წელი. ახ­ლაც შარ­შან­დელ სა­ჩუ­ქარს ვუ­ყუ­რებ და ვფიქ­რობ.შენ­თვის სა­ჩუქ­რის შერ­ჩე­ვა, ყო­ველ­თვის რთუ­ლი იყო, თვე­ე­ბით ადრე ვი­წყებ­დი მზა­დე­ბას. თურ­მე ჯერ სად ვი­ყა­ვი. ნახე, წელს რო­გორ გარ­თულ­და ყვე­ლა­ფე­რი, წარ­ნო­უდ­გენ­ლად გარ­თულ­და შენი სა­ჩუ­ქა­რიც.შარ­შან მე და თუ­თამ ორი თვით ადრე ვი­პო­ვეთ ძა­ლი­ან კარ­გი მხატ­ვარ-რეს­ტავ­რა­ტო­რი, რო­მე­ლის მა­შინ­ვე შე­უდ­გა მუ­შა­ო­ბას ამ ნა­ხატ­ზე - მი­ხაი ზი­ჩის ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის ილუსტრა­ცი­ა­ზე, შენი ბავ­შვო­ბის და­უ­ვი­წყარ მო­გო­ნე­ბა­ზე, დიდ სიყ­ვა­რულ­ზე. აი, ასე გუ­ლი­ა­ნად, ზუს­ტად შე­ას­რუ­ლა ტი­ლოს გა­დი­დე­ბუ­ლი ასლი.

ნა­ხატს ვირ­ტუ­ა­ლუ­რი სა­ჩუ­ქა­რიც და­ვურ­თეთ. მე და ჩემ­მა მე­გობ­რებ­მა ვი­დე­ო­მო­ლოც­ვა ჩა­გი­წე­რეთ, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან პი­რა­დია და აქ არ ვაქ­ვეყ­ნებ. ნანა ექ­ვთი­მიშ­ვილ­მა მუ­სი­კა შეგ­ვარ­ჩე­ვი­ნა, თუ­თამ და­ა­მონ­ტა­ჟა, ნი­ნომ სა­ბო­ლოო სახე მის­ცა. ყვე­ლამ ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის თითო აფორზმი აარ­ჩია და ამ ფრა­ზით ილა­პა­რა­კა შენ­ზე. მო­ბი­ლუ­რე­ბით ვი­ღებ­დით, სი­ა­მოვ­ნე­ბით გიყ­ვე­ბო­დით, რო­გო­რი ხარ ჩვენ­თვის, რისი მა­გა­ლი­თი და რა იმე­დი. ვუს­მენ­დი ჩემს მე­გობ­რებს, მონ­ტა­ჟის პრო­ცეს­ში ათ­ჯერ ვატ­რი­ა­ლებ­დით თი­თო­ე­ულ ჩა­ნა­წერს და ერთ რა­მეს მივ­ხვდი: მე აქ არა­ფერ შუ­ა­ში ვი­ყა­ვი, ან ზუს­ტა­დაც შუ­ა­ში ვი­ყა­ვი და მეტი არა­ფე­რი.

ჩემ­გან გა­გიც­ნეს, მაგ­რამ ჩემ­გან სრუ­ლი­ად და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სიყ­ვა­რუ­ლი, ძალ­და­უ­ტა­ნე­ბე­ლი და ბუ­ნებ­რი­ვი მო­ჯაჭ­ვუ­ლო­ბა გა­უჩ­ნდათ შენ მი­მართ, მთლი­ა­ნად გას­ცდნენ ოჯა­ხის წევ­რად ქცე­უ­ლი მე­გობ­რის ქმარ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბას და შენი ნახ­ვა მარ­თლა დღე­სას­წა­უ­ლად მი­ი­ღეს. „რატი იქ­ნე­ბა?“ - მე­კი­თხე­ბოდ­ნენ და ახ­ლი­დან უხა­რო­დათ ყო­ვე­ლი შეხ­ვედ­რა.

ზუს­ტად ასე იყო. რატი ჩემი მე­გობ­რე­ბის­თვის გან­ყე­ნე­ბუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნი გახ­და, რო­მელ­საც ისე­თი უნი­კა­ლუ­რი ნდო­ბით ემე­გობ­რე­ბოდ­ნენ და იმე­დით ეყ­რდნო­ბოდ­ნენ, რო­გორც არა­ვის სხვას. თით­ქოს ისე­დაც ვი­ცო­დი, რომ მათ გუ­ლებ­ში და ცხოვ­რე­ბა­ში მხო­ლოდ რა­ტის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი კუნ­ძუ­ლი არ­სე­ბობ­და, მაგ­რამ ვერც კი წარ­მო­მედ­გი­ნა, რამ­ხე­ლა იყო ის... ვი­ღებ­დით, ვა­მონ­ტა­ჟებ­დით, ძა­ლი­ან სწრა­ფად და ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლად ვმოქ­მე­დებ­დით, თით­ქოს რა­ღაც მა­რა­თონ­ში ვი­ყა­ვით ჩაბ­მუ­ლე­ბი, წე­სით 19 დე­კემ­ბრამ­დე ყვე­ლა­ფერს ვას­წრებ­დით, მაგ­რამ მა­ინც ერ­თმა­ნე­თის­თვის გა­უმ­ხე­ლე­ლი ნერ­ვი­უ­ლო­ბით ვჩ­ქა­რობ­დით და რამ­დე­ნი­მე დღით ადრე უკვე ნა­თე­ლი გახ­და, რომ ტყუ­ი­ლად არ გვდევ­და ეს უსი­ა­მოვ­ნო გან­ცდა.

მარ­ტო­ე­ბი არ მი­ვიჩ­ქა­რო­დით რა­ტის­კენ, მისი და­ბა­დე­ბის დღის­კენ, ჩვენ­თან ერ­თად გლი­ობ­ლას­ტო­მის ელ­ვი­სე­ბუ­რი უჯრე­დე­ბი მიჰ­ქ­როდ­ნენ 19 დე­კემ­ბრის და ყო­ვე­ლი ახა­ლი დღის და­სა­პყრო­ბად, რო­მე­ლიც ჩვე­ნი, მხო­ლოდ დრო­ე­ბი­თი, ცხოვ­რე­ბის­გან გა­მოგ­ლე­ჯი­ლი, გა­მარ­ჯვე­ბე­ბი იყო. და­ვას­წა­რით. 19-ში ვერა (ძალა არ შეს­წევ­და), მაგ­რამ მერე და მერე რა­ტიმ არა­ერ­თხელ მო­ის­მი­ნა სიყ­ვა­რუ­ლის ყვე­ლა­ზე გულ­წრფე­ლი ახნ­სა, სა­ერ­თოდ იმ ყვე­ლაფ­რის ახ­სნა, რის­თვი­საც იბა­დე­ბა და კვდე­ბა ადა­მი­ა­ნი. რამ­დენ­ჯერ ჩა­მირ­თავს რე­ა­ნი­მა­ცი­ად ქცე­ულ ოთახ­ში ეს ვი­დე­ო­მი­მარ­თვა, ამ­დენ­ჯერ­ვე აც­რემ­ლე­ბუ­ლა იქ მყო­ფი ექთა­ნი, ექი­მი, ოჯა­ხის წევ­რი. მარ­თლა ძნე­ლია პა­თე­ტი­კის გა­რე­შე გულ­წრფე­ლად ილა­პა­რა­კო ცი­ტა­ტე­ბით, ხე­ლოვ­ნუ­რო­ბის­გან და გაპ­რან­ჭვის­გან დაც­ლილ­მა და­ა­ხა­სი­ა­თო ადა­მი­ა­ნი აფო­რიზ­მე­ბით და სი­ყალ­ბის ნა­სა­ხიც არ გა­მო­ე­რი­ოს ამ შე­და­რე­ბებ­ში. ყვე­ლა მო­ნა­წი­ლემ იო­ლად შეძ­ლო ეს. ვი­დეო ლო­გი­კუ­რად და­ას­რუ­ლა თუ­თამ: „ბო­როტ­სა სძლია კე­თილ­მან, არ­სე­ბა მისი გრძე­ლია“...

გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის შემ­დეგ გავ­ბე­დე, მე­კი­თხა, სჯე­რა თუ არა ამ სი­ტყვე­ბის და ისე სწრა­ფად მი­პა­სუ­ხა, ენა ჩა­მი­ვარ­და: „კი, ოღონდ in a long term“. რა ფან­ტას­ტი­კუ­რად სხარ­ტე­ბი არი­ან ბავ­შვე­ბი. რამ­დენს ამ­ბობს ეს თი­ნე­ი­ჯე­რუ­ლად მარ­ტი­ვი, ინ­გლი­სურ­გა­მო­რე­უ­ლი, გლო­ბა­ლუ­რი, ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლი პა­სუ­ხი. პა­ტა­რებს ხომ იმა­ზე მეტი აქვთ ნა­ფიქ­რი, ვიდ­რე ჩვენ, დი­დებს, გვგო­ნია. ჩვენ­ზე ძლი­ე­რია მათი რწმე­ნაც, შეგ­ნე­ბაც, გა­დარ­ჩე­ნის უნა­რიც, ვე­ფხის­ტყა­ო­სან­თან კავ­ში­რიც კი და თვით სი­ცო­ცხლის სიყ­ვა­რუ­ლი. შვე­ბა ვიგ­რძე­ნი.

ზა­ფხულ­ში ერთი ძა­ლი­ან კარ­გი პრო­ექ­ტი წა­მო­ი­წყო მწე­რალ­თა სახ­ლმა, პირ­ვე­ლად და­ა­წე­სეს ავ­ტო­რე­ბის­თვის „მწერ­ლის სტი­პენ­დია“. კონ­კურ­სზე მეც ვი­ყა­ვი წარ­დგე­ნი­ლი, რო­მა­ნის სი­ნოფ­სი­სით და მოკ­ლე ბი­ოგ­რა­ფი­ით. პა­სუ­ხი ივ­ნი­სის და­სა­წყის­ში უნდა ყო­ფი­ლი­ყო და რომ არა­ვინ გა­მოჩ­ნდა, იქვე და­ვი­ვი­წყე ეს ამ­ბა­ვი. ბოლო წლებ­მა თუ რამე მარ­გო, წვრილ­მა­ნებ­ზე ღელ­ვას ნამ­დვი­ლად გა­და­მაჩ­ვია. 17 ივ­ნისს ჩვე­ნი ქორ­წი­ნე­ბის 14 წლის იუ­ბი­ლე იყო, ფე­ი­ბუქ­მაც ამო­აგ­დო რო­მე­ლი­ღაც წლის ფოტო და მო­ლოც­ვე­ბი, და­ე­მა­ტა ზედ გაბ­ზა­რუ­ლი გუ­ლე­ბი და ცრემ­ლე­ბი... ზღვა­ზე ვი­ყა­ვი. დი­ლი­დან ამეკ­ვი­ა­ტა ფიქ­რი: „თუ ყვე­ლა­ფე­რი სწო­რად იყო, რამე მი­თხა­რი. თუ ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თე შენ­თვის, მო­მი­ლო­ცე ეს დღე.“...

ძა­ლი­ან მე­რი­დე­ბა ასე­თი ფიქ­რე­ბის, ახ­ლაც მი­ჭირს გამ­ხე­ლა, ეს ნამ­დვი­ლად არაა ჩემი ის ნა­წი­ლი, რო­მელ­საც თა­ვი­სუფ­ლად გი­ზი­ა­რებთ... ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ, მსგავ­სი არა­ფე­რი წა­მომ­ცდეს. რას ვი­ზამთ, ასეა მო­წყო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი, ითხოვს შე­უძ­ლე­ბელს, მა­თხოვ­რობს სიყ­ვა­რულს, ფიქ­რე­ბი თა­ვი­სი ურჩი დი­ნე­ბით მი­დის, ვე­ღარც ვე­წე­ვით. “თუ ისევ მე ამირ­ჩევ­დი ყვე­ლა­ფე­რი წი­ნას­წარ რომ გცოდ­ნო­და, რო­გორ­მე მო­მი­ლო­ცე”...„გი­ლო­ცავ!“ - მო­მი­ვი­და ჩემი მე­გობ­რის (ბე­ქას) მე­სი­ჯი. ტე­ლე­ფო­ნი ხელ­ში გა­მიქ­ვავ­და. ვი­ფიქ­რე, ეტყო­ბა ფე­ის­ბუქ მე­მო­რი ნახა...ან ეს რაღა მო­სა­ლო­ცია...თუმ­ცა მა­ინც მო­სა­ლო­ცია, აბა რა არის...მოკ­ლედ ძა­ლი­ან და­ვი­ბე­ნი და სა­ბო­ლო­ოდ აღ­მოჩ­ნდა, რომ მწერ­ლის სტი­პენ­დია მი­მი­ღია, დაგ­ვი­ა­ნე­ბით გა­მო­უქ­ვეყ­ნე­ბი­ათ შე­დე­გე­ბი, სწო­რედ ამ დღეს და მე ბე­ქას­გან გა­ვი­გე. „გი­ლო­ცავ“ - ათ­ჯერ მა­ინც წა­ვი­კი­თხე მო­ნა­წე­რი და მეც ვუ­პა­სუ­ხე: „მად­ლო­ბა, ბექა“. ეს სი­ტყვე­ბი კლა­ვი­ა­ტუ­რა­ზე ავ­კრი­ფე და გულ­ში ვი­ფიქ­რე: „მად­ლო­ბა, რატი“.პა­სუ­ხი მი­ღე­ბუ­ლია.თამ­რი­კოს ხში­რად ვა­ყო­ლებ­დი რა­ტის და­ბა­დე­ბას.

ძა­ლი­ან მომ­წონ­და ამ ამ­ბის მოს­მე­ნა, თამ­რი­კოს ტკბი­ლი ხმა და ჭი­ა­თუ­რის თოვ­ლი­ა­ნი ზამ­თრის იმ ბედ­ნი­ე­რი დი­ლის წარ­მოდ­გე­ნა, როცა შენ და­ი­ბა­დე. უზარ­მა­ზა­რი თოვ­ლი, გა­უკ­ვა­ლა­ვი გზე­ბი, უტ­რან­სპორ­ტო­ბა... თამ­როს ფე­ხით მო­უ­წია სამ­შო­ბი­ა­რომ­დე რამ­დე­ნი­მე კი­ლო­მეტ­რის გავ­ლა. ეს ალ­ბათ ორი­ვეს და­გეხ­მა­რათ, მუც­ლით ბოლო გა­სე­ირ­ნე­ბამ სა­ბო­ლო­ოდ მო­გამ­ზა­და და სამ­შო­ბი­ა­რო­ში მის­ვლის­თა­ნა­ვე მარ­ტი­ვად, სწრა­ფად, უმ­ტკივ­ნე­უ­ლოდ და­ი­ბა­დე, პირ­ვე­ლი ტი­რი­ლი დას­ცხე და ასე შე­ე­გე­ბე 43 წლის წი­ნა­ნა­დელ ნი­კო­ლო­ზო­ბას. შენი სა­ხე­ლი მა­მას წი­ნას­წარ ჰქონ­და შერ­ჩე­უ­ლი და ვერც ნი­კო­ლო­ზო­ბამ გა­და­ათ­ქმე­ვი­ნა. ასე მო­ევ­ლი­ნა ქვე­ყა­ნას რატი რე­ვა­ზის ძე, კი­რას ძმა. მერე ჩვე­ნი შვი­ლიც ნი­კო­ლო­ზო­ბას გაჩ­ნდა, ოღონდ მა­ის­ში, შენს საყ­ვა­რელ 22 რი­ცხვში.

აგ­ვის­ტო­ში ავა­რი­ა­ში მოვ­ყე­ვი, რო­მელ­ზეც ლა­პა­რა­კი არ მინ­და და მხო­ლოდ ერთს ვი­ტყვი, იქი­დან ადა­მი­ა­ნი ცო­ცხა­ლი არც ერთი წე­სით, არა­ნა­ი­რი კა­ნონ­ზო­მი­ე­რე­ბით არ უნდა გა­მო­სუ­ლი­ყო. მე მხო­ლოდ ფეხი ვიღ­რძე, ისიც მსუ­ბუ­ქად, ისიც იმი­ტომ, რომ თავს ვი­ცავ­დი და სა­ხეს ვი­ფა­რავ­დი კი­დუ­რე­ბით. მა­ში­ნაც შენ­ზე ვფიქ­რობ­დი, ბევ­რი რა­მის მო­საზ­რე­ბა მო­ვას­წა­რი, სა­ნამ მან­ქა­ნა ოთხ და­უნ­დო­ბელ ბრუნს აკე­თებ­და და ნა­წი­ლე­ბად ილე­წე­ბო­და. გა­დავ­რჩი. ცხოვ­რე­ბა გაგ­რძელ­და. ერ­თმა ახ­ლო­ბელ­მა ძა­ლი­ან უცა­ნუ­რი კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა ამ ამ­ბავ­ზე: „გა­უშ­ვი რატი, აპა­ტიე რომ მარ­ტო დაგ­ტო­ვა.“ დიდ ხანს ვფიქ­რობ­დი, რა კავ­ში­რი ჰქონ­და ამ სი­ტყვებს ავა­რი­ას­თან, რა აბ­სურ­დია ამ ამ­ბის ასე შე­მოტ­რი­ა­ლე­ბა? ეს ნათ­ქვა­მი გულ­ზე ჭვა­ლი­ვით და­მად­გა, იქ­ნებ იმი­ტომ, რომ მარ­თა­ლია, იქ­ნებ იმი­ტომ, რომ რა­ღა­ცა­ში მამ­ხი­ლა. თით­ქოს სა­დღაც ზე­მოთ ამიყ­ვა­ნა, რო­მე­ლი­ღაც რა­კურ­სი გა­მიხ­სნა, მწვერ­ვა­ლი­დან გად­მო­მა­ხე­და, იქი­დან და­მა­ნა­ხა მთე­ლი ჩემი წყე­ნა, მიჩ­ვე­ნა ცრ­მე­ლის მდი­ნა­რე­ე­ბი და მთე­ბად აზ­ვირ­თუ­ლი ტკი­ვი­ლე­ბი. განა გინ­დო­და წას­ვლა, მაგ­რამ მა­ინც წახ­ვე­დი... რა­ტომ აღარ ხარ? რა­ტომ წახ­ვე­დი?მა­შინ ეს იყოს წელს შენი და­ბა­დე­ბის დღის სა­ჩუ­ქა­რი, რატი. ან რა შე­მიძ­ლია ამა­ზე მეტი:გპა­ტი­ობ და შენც მა­პა­ტიე" - წერს ტო­გო­ნი­ძე,

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
bajaglaria
5

cudia naadrevad rom midis am qveynidan da toveb gul cariel adamians samartliani rom iyos samyaro 100 weli unda icocxlo da ertad wavides wasasvleli sikvdili gardauvali yopila

ლალუკა
71

გახსენებაა თუ დეტექტიური ჟანრი

ავტორი:

"აგვისტოში ავარიაში მოვყევი... შენზე ვფიქრობდი, სანამ მანქანა ოთხ დაუნდობელ ბრუნს აკეთებდა" - მეუღლის ემოციური მილოცვა სამყურაშვილს, რომელიც 43 წლის გახდებოდა

"აგვისტოში ავარიაში მოვყევი... შენზე ვფიქრობდი, სანამ მანქანა ოთხ დაუნდობელ ბრუნს აკეთებდა" - მეუღლის ემოციური მილოცვა სამყურაშვილს, რომელიც 43 წლის გახდებოდა

ყოფილი დეპუტატის, რატი სამყურაშვილის გარდაცვალებიდან 9 თვე გავიდა. ის 6 აპრილს, 42 წლის ასაკში გარდაიცვალა მძიმე დაავადებასთან, გლიობლასტომასთან ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ.

ყოფილ პოლიტიკოსს მეუღლე და ერთი ქალიშვილი დარჩა. რატი სამყურაშვილი და მწერალი ეკატერინე ტოგონიძე 15 წელი იყვნენ ქორწინებაში. დღეს სამყურაშვილი 43 წლის გახდებოდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ემოციურ პოსტს აქვეყნებს ექსდეპუტატის მეუღლე:

"ეს დღეც დადგა. 19 დეკემბერი. შიშით ველოდი.შენი გარდაცვალებიდან თითქმის 9 თვისთავზე შენი დაბადების დღეა!ჭრილობა, რომელიც აპრილში სიამის ტყუპივით შეზრდილი ადამიანის ჩამოთლამ გააჩინა, თითქოს ისეთ სახსარში მოხვდა, რომ გატოკებისთანავე იხსნება, შეხორცებას არც აპირებს, ყოველ გამოძრავებაზე ხელახლა აღებს პირს და ჩემ ნაცვლად ლაპარაკობს, ამ ჭრილობიდან გადმოდის სიტყვები, წინადადებები. ვცდილობ, ამოვკერო, ყოველ დღე ახალ ნაკერს ვადებ, ვკემსავ და ვადუმებ.

სიტყვებს ვასწორებ, გამოჟონილი ტკივილისგან ვასუფთავებ, უკეთესი ფრაზებით ვანაცვლებ, უფრო მსუბუქით, უფრო ასატანით. ეს ხომ მართლა შეუძლია ენას, ერთი ამბავი სხვადასხვაგვარად მოგვიტანოს, რბილად, დამნდობად, ტაქტიანადაც. მეც ასე ვეცდები:გილოცავთ ნიკოლოზობას ყველას, ვისთვისაც ეს დღე მნიშვნელოვანია. მთელი იმ ჯადოსნური ძალით შეგეწიოთ, რომლისაც გჯერათ და რომელსაც ენდობით.გაზაფხულზე სააგენტოებმა შეცდომით დაწერეს: 43 წლის ასაკში გარდაიცვალა რატი სამყურაშვილი. და მე ვიფიქრე: ნეტა!..

ს ერთი წამატებული წელიც რა ბევრია, ღმერთო, რა უსასრულოდ ბევრი.სინამდვილეში შენი 43 დღეს შესრულდა. დადგა უშენოდ.ყოველთვის, როცა სახლში ვბრუნდები და კარს გასაღებით ვაღებ, მახსენდება, როგორ მომიყვანე აქ და მაჩვენე: აი, შეხედე, ასე გაუკეთებ გასაღებს, ასე გადაატრიალებ და გაიღება. ბავშვივით მასწავლე კარის გაღება და წინ გამიძეხი. დამათვალიერებინე ყველაფერი, შენი ხელით შექმნილი, შენი გემოვნებით შესრულებული. რა უცანურია გონება, ყოველ ჯერზე იმეორებს ამ ფრაგმენტს და შინ შესვლისას სასიამოვნოდ ჩამესმის მონატრებული ხმა, ისევ შენ მოგყვები. თუმცა რაღა სახლში, ყველგან ასეა.ლაბირინთი იყო ეს ცხრა თვე. დადიხარ, დარბიხარ, ზოგჯერ ფეხებს მიათრევ, იღლები, ჩერდები, მერე ისევ ჩქარდები, გეჩვენება, რომ, აი, იპოვე გასასვლელი, იპოვე პასუხი, გამოსავალი, მაგრამ ჩიხია, უშენობის კედელი - უშენობა როგორც შენობა, დიდი, მონუმენტური, სახლზე დიდი, ქალაქზეც დიდი, ქვეყანაზეც.ყოველი დღე წინა წლის ტყვეა.

იმეორებს და იმიტირებს შარშანდელ ამბებს, რა ხდებოდა იმ დღეს, იმ საათში, იმ წუთას: რა გვიჭირდა, რას ვდარდობდით, რას გავურბოდით, რას მივსდევდით ან ვეჭიდებოდით, რა გვეგონა ან გვეიმედებოდა, ტრიალებს და ბრუნავს ციკლი, გამოუვალი წრე - შარშანდელი ანუ ბოლო წელი. ახლაც შარშანდელ საჩუქარს ვუყურებ და ვფიქრობ.შენთვის საჩუქრის შერჩევა, ყოველთვის რთული იყო, თვეებით ადრე ვიწყებდი მზადებას. თურმე ჯერ სად ვიყავი. ნახე, წელს როგორ გართულდა ყველაფერი, წარნოუდგენლად გართულდა შენი საჩუქარიც.შარშან მე და თუთამ ორი თვით ადრე ვიპოვეთ ძალიან კარგი მხატვარ-რესტავრატორი, რომელის მაშინვე შეუდგა მუშაობას ამ ნახატზე - მიხაი ზიჩის ვეფხისტყაოსნის ილუსტრაციაზე, შენი ბავშვობის დაუვიწყარ მოგონებაზე, დიდ სიყვარულზე. აი, ასე გულიანად, ზუსტად შეასრულა ტილოს გადიდებული ასლი.

ნახატს ვირტუალური საჩუქარიც დავურთეთ. მე და ჩემმა მეგობრებმა ვიდეომოლოცვა ჩაგიწერეთ, რომელიც ძალიან პირადია და აქ არ ვაქვეყნებ. ნანა ექვთიმიშვილმა მუსიკა შეგვარჩევინა, თუთამ დაამონტაჟა, ნინომ საბოლოო სახე მისცა. ყველამ ვეფხისტყაოსნის თითო აფორზმი აარჩია და ამ ფრაზით ილაპარაკა შენზე. მობილურებით ვიღებდით, სიამოვნებით გიყვებოდით, როგორი ხარ ჩვენთვის, რისი მაგალითი და რა იმედი. ვუსმენდი ჩემს მეგობრებს, მონტაჟის პროცესში ათჯერ ვატრიალებდით თითოეულ ჩანაწერს და ერთ რამეს მივხვდი: მე აქ არაფერ შუაში ვიყავი, ან ზუსტადაც შუაში ვიყავი და მეტი არაფერი.

ჩემგან გაგიცნეს, მაგრამ ჩემგან სრულიად დამოუკიდებელი სიყვარული, ძალდაუტანებელი და ბუნებრივი მოჯაჭვულობა გაუჩნდათ შენ მიმართ, მთლიანად გასცდნენ ოჯახის წევრად ქცეული მეგობრის ქმართან ურთიერთობის ვალდებულებას და შენი ნახვა მართლა დღესასწაულად მიიღეს. „რატი იქნება?“ - მეკითხებოდნენ და ახლიდან უხაროდათ ყოველი შეხვედრა.

ზუსტად ასე იყო. რატი ჩემი მეგობრებისთვის განყენებულად მნიშვნელოვანი ადამიანი გახდა, რომელსაც ისეთი უნიკალური ნდობით ემეგობრებოდნენ და იმედით ეყრდნობოდნენ, როგორც არავის სხვას. თითქოს ისედაც ვიცოდი, რომ მათ გულებში და ცხოვრებაში მხოლოდ რატისთვის განკუთვნილი, განსხვავებული კუნძული არსებობდა, მაგრამ ვერც კი წარმომედგინა, რამხელა იყო ის... ვიღებდით, ვამონტაჟებდით, ძალიან სწრაფად და ორგანიზებულად ვმოქმედებდით, თითქოს რაღაც მარათონში ვიყავით ჩაბმულები, წესით 19 დეკემბრამდე ყველაფერს ვასწრებდით, მაგრამ მაინც ერთმანეთისთვის გაუმხელელი ნერვიულობით ვჩქარობდით და რამდენიმე დღით ადრე უკვე ნათელი გახდა, რომ ტყუილად არ გვდევდა ეს უსიამოვნო განცდა.

მარტოები არ მივიჩქაროდით რატისკენ, მისი დაბადების დღისკენ, ჩვენთან ერთად გლიობლასტომის ელვისებური უჯრედები მიჰქროდნენ 19 დეკემბრის და ყოველი ახალი დღის დასაპყრობად, რომელიც ჩვენი, მხოლოდ დროებითი, ცხოვრებისგან გამოგლეჯილი, გამარჯვებები იყო. დავასწარით. 19-ში ვერა (ძალა არ შესწევდა), მაგრამ მერე და მერე რატიმ არაერთხელ მოისმინა სიყვარულის ყველაზე გულწრფელი ახნსა, საერთოდ იმ ყველაფრის ახსნა, რისთვისაც იბადება და კვდება ადამიანი. რამდენჯერ ჩამირთავს რეანიმაციად ქცეულ ოთახში ეს ვიდეომიმართვა, ამდენჯერვე აცრემლებულა იქ მყოფი ექთანი, ექიმი, ოჯახის წევრი. მართლა ძნელია პათეტიკის გარეშე გულწრფელად ილაპარაკო ციტატებით, ხელოვნურობისგან და გაპრანჭვისგან დაცლილმა დაახასიათო ადამიანი აფორიზმებით და სიყალბის ნასახიც არ გამოერიოს ამ შედარებებში. ყველა მონაწილემ იოლად შეძლო ეს. ვიდეო ლოგიკურად დაასრულა თუთამ: „ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია“...

გარდაცვალებიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ გავბედე, მეკითხა, სჯერა თუ არა ამ სიტყვების და ისე სწრაფად მიპასუხა, ენა ჩამივარდა: „კი, ოღონდ in a long term“. რა ფანტასტიკურად სხარტები არიან ბავშვები. რამდენს ამბობს ეს თინეიჯერულად მარტივი, ინგლისურგამორეული, გლობალური, ყოვლისმომცველი პასუხი. პატარებს ხომ იმაზე მეტი აქვთ ნაფიქრი, ვიდრე ჩვენ, დიდებს, გვგონია. ჩვენზე ძლიერია მათი რწმენაც, შეგნებაც, გადარჩენის უნარიც, ვეფხისტყაოსანთან კავშირიც კი და თვით სიცოცხლის სიყვარული. შვება ვიგრძენი.

ზაფხულში ერთი ძალიან კარგი პროექტი წამოიწყო მწერალთა სახლმა, პირველად დააწესეს ავტორებისთვის „მწერლის სტიპენდია“. კონკურსზე მეც ვიყავი წარდგენილი, რომანის სინოფსისით და მოკლე ბიოგრაფიით. პასუხი ივნისის დასაწყისში უნდა ყოფილიყო და რომ არავინ გამოჩნდა, იქვე დავივიწყე ეს ამბავი. ბოლო წლებმა თუ რამე მარგო, წვრილმანებზე ღელვას ნამდვილად გადამაჩვია. 17 ივნისს ჩვენი ქორწინების 14 წლის იუბილე იყო, ფეიბუქმაც ამოაგდო რომელიღაც წლის ფოტო და მოლოცვები, დაემატა ზედ გაბზარული გულები და ცრემლები... ზღვაზე ვიყავი. დილიდან ამეკვიატა ფიქრი: „თუ ყველაფერი სწორად იყო, რამე მითხარი. თუ ყველაფერი გავაკეთე შენთვის, მომილოცე ეს დღე.“...

ძალიან მერიდება ასეთი ფიქრების, ახლაც მიჭირს გამხელა, ეს ნამდვილად არაა ჩემი ის ნაწილი, რომელსაც თავისუფლად გიზიარებთ... ყოველთვის ვცდილობ, მსგავსი არაფერი წამომცდეს. რას ვიზამთ, ასეა მოწყობილი ადამიანი, ითხოვს შეუძლებელს, მათხოვრობს სიყვარულს, ფიქრები თავისი ურჩი დინებით მიდის, ვეღარც ვეწევით. “თუ ისევ მე ამირჩევდი ყველაფერი წინასწარ რომ გცოდნოდა, როგორმე მომილოცე”...„გილოცავ!“ - მომივიდა ჩემი მეგობრის (ბექას) მესიჯი. ტელეფონი ხელში გამიქვავდა. ვიფიქრე, ეტყობა ფეისბუქ მემორი ნახა...ან ეს რაღა მოსალოცია...თუმცა მაინც მოსალოცია, აბა რა არის...მოკლედ ძალიან დავიბენი და საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ მწერლის სტიპენდია მიმიღია, დაგვიანებით გამოუქვეყნებიათ შედეგები, სწორედ ამ დღეს და მე ბექასგან გავიგე. „გილოცავ“ - ათჯერ მაინც წავიკითხე მონაწერი და მეც ვუპასუხე: „მადლობა, ბექა“. ეს სიტყვები კლავიატურაზე ავკრიფე და გულში ვიფიქრე: „მადლობა, რატი“.პასუხი მიღებულია.თამრიკოს ხშირად ვაყოლებდი რატის დაბადებას.

ძალიან მომწონდა ამ ამბის მოსმენა, თამრიკოს ტკბილი ხმა და ჭიათურის თოვლიანი ზამთრის იმ ბედნიერი დილის წარმოდგენა, როცა შენ დაიბადე. უზარმაზარი თოვლი, გაუკვალავი გზები, უტრანსპორტობა... თამროს ფეხით მოუწია სამშობიარომდე რამდენიმე კილომეტრის გავლა. ეს ალბათ ორივეს დაგეხმარათ, მუცლით ბოლო გასეირნებამ საბოლოოდ მოგამზადა და სამშობიაროში მისვლისთანავე მარტივად, სწრაფად, უმტკივნეულოდ დაიბადე, პირველი ტირილი დასცხე და ასე შეეგებე 43 წლის წინანადელ ნიკოლოზობას. შენი სახელი მამას წინასწარ ჰქონდა შერჩეული და ვერც ნიკოლოზობამ გადაათქმევინა. ასე მოევლინა ქვეყანას რატი რევაზის ძე, კირას ძმა. მერე ჩვენი შვილიც ნიკოლოზობას გაჩნდა, ოღონდ მაისში, შენს საყვარელ 22 რიცხვში.

აგვისტოში ავარიაში მოვყევი, რომელზეც ლაპარაკი არ მინდა და მხოლოდ ერთს ვიტყვი, იქიდან ადამიანი ცოცხალი არც ერთი წესით, არანაირი კანონზომიერებით არ უნდა გამოსულიყო. მე მხოლოდ ფეხი ვიღრძე, ისიც მსუბუქად, ისიც იმიტომ, რომ თავს ვიცავდი და სახეს ვიფარავდი კიდურებით. მაშინაც შენზე ვფიქრობდი, ბევრი რამის მოსაზრება მოვასწარი, სანამ მანქანა ოთხ დაუნდობელ ბრუნს აკეთებდა და ნაწილებად ილეწებოდა. გადავრჩი. ცხოვრება გაგრძელდა. ერთმა ახლობელმა ძალიან უცანური კომენტარი გააკეთა ამ ამბავზე: „გაუშვი რატი, აპატიე რომ მარტო დაგტოვა.“ დიდ ხანს ვფიქრობდი, რა კავშირი ჰქონდა ამ სიტყვებს ავარიასთან, რა აბსურდია ამ ამბის ასე შემოტრიალება? ეს ნათქვამი გულზე ჭვალივით დამადგა, იქნებ იმიტომ, რომ მართალია, იქნებ იმიტომ, რომ რაღაცაში მამხილა. თითქოს სადღაც ზემოთ ამიყვანა, რომელიღაც რაკურსი გამიხსნა, მწვერვალიდან გადმომახედა, იქიდან დამანახა მთელი ჩემი წყენა, მიჩვენა ცრმელის მდინარეები და მთებად აზვირთული ტკივილები. განა გინდოდა წასვლა, მაგრამ მაინც წახვედი... რატომ აღარ ხარ? რატომ წახვედი?მაშინ ეს იყოს წელს შენი დაბადების დღის საჩუქარი, რატი. ან რა შემიძლია ამაზე მეტი:გპატიობ და შენც მაპატიე" - წერს ტოგონიძე,

პაატა იმნაძის დედა "ასტრაზენეკას" ვაქცინით აიცრა - კლინიკიდან ფოტოს მისი შვილიშვილი აქვეყნებს

"ახალფეხადგმულივით ყველაფრის ხელახლა სწავლა მიწევს, ურთიერთობის, ძილის, ცხოვრების..." - ეკატერინე ტოგონიძე მეუღლის უკანასკნელ წუთებსა და მის გარეშე ცხოვრების ტკივილზე

სამსახურიდან გუშინ გათავისუფლებულმა მოსამართლე მაია სვიანაძემ დღეს, აშშ-ში მუშაობა დაიწყო - "თანამდებობიდან წასულიც კი, თან ძალიან შორს, კლანის სახელს არ შეარცხვენს"