პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„ავტომობილმაც რომ გადაუაროს, შეიძლება, ეკრანიც კი არ დაზიანდეს“ -ტაბლეტი მათთვის, ვინც საველე პირობებში მუშაობს
„ავტომობილმაც რომ გადაუაროს, შეიძლება, ეკრანიც კი არ დაზიანდეს“ -ტაბლეტი მათთვის, ვინც საველე პირობებში მუშაობს

პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი, შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლე­ბი, წი­ა­ღი­სე­უ­ლის გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბე­ლი ქარ­ხნე­ბის, აე­რო­პორ­ტე­ბი­სა და პორ­ტე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი - ეს იმ პრო­ფე­სი­ა­თა და სპე­ცი­ა­ლო­ბა­თა არას­რუ­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლია, რო­მელ­თაც ხში­რად მკაცრ კლი­მა­ტურ პი­რო­ბებ­ში და ფორ­სმა­ჟო­რულ ვი­თა­რე­ბა­ში უწევს მუ­შა­ო­ბა.

მათ სპე­ცტან­საც­მლი­სა და აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის მსგავ­სად, კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბიც სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბუ­ლი სჭირ­დე­ბათ, რათა და­კის­რე­ბუ­ლი მო­ვა­ლე­ო­ბა სრულ­ფა­სოვ­ნად შე­ას­რუ­ლონ. ევ­რო­პა­სა და ამე­რი­კა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ფე­სი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ყო­ველ­თვის მსგავ­სი შე­ჯავ­შნუ­ლი კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბით არი­ან აღ­ჭურ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ჩვე­უ­ლებ­რივ ტაბ­ლე­ტებ­ზე გა­ცი­ლე­ბით გამ­ძლე და პო­ლი­ცი­ის­თვი­სა და სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რის­თვის მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლია.

ჩვენს ქვე­ყა­ნა­შიც, ზო­გი­ერთ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სა­დაც სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ას მკაცრს კლი­მა­ტურ პი­რო­ბებ­ში უწევს მუ­შა­ო­ბა, ავ­ტო­მო­ბი­ლებ­ში შე­ჯავ­შნი­ლი, სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბუ­ლი ტაბ­ლე­ტე­ბი აქვს ჩა­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი.

რას გუ­ლის­ხმობს სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბულ ტაბ­ლე­ტე­ბი და რა­ტომ ანი­ჭე­ბენ მას უპი­რა­ტე­სო­ბას ევ­რო­პე­ლი და ამე­რი­კე­ლი ძა­ლოვ­ნე­ბი? ამის შე­სა­ხებ კომ­პა­ნია “ციფ­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის“ (DTECH) წარ­მო­მად­გე­ნელს ვე­სა­უბ­რეთ, რო­მელ­მაც დე­ტა­ლე­ბი კონ­კრე­ტუ­ლი მწარ­მო­ებ­ლის - Zebra-ს მა­გა­ლით­ზე ავგვიხ­სნა:

სტან­დარ­ტუ­ლი კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის მომ­ხმა­რე­ბელ­თა დიდ­მა ნა­წილ­მა არ იცის, რას ნიშ­ნავს სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბუ­ლი ტაბ­ლე­ტე­ბი, ვის­თვის არის ის გან­კუთ­ვნი­ლი და რით გან­სხვავ­დე­ბა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მო­დე­ლე­ბის­გან?

სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბუ­ლი ტაბ­ლე­ტე­ბი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოხ­მა­რე­ბის­თვის არ არის გან­კუთ­ვნი­ლი, ის გათ­ვლი­ლია მათ­თვის, ვი­საც ასე ვთქვათ, სა­ვე­ლე პი­რო­ბებ­ში უწევს მუ­შა­ო­ბა.

ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ტაბ­ლე­ტე­ბი ად­ვი­ლად და­ზი­ა­ნე­ბა­დია, არ გა­აჩ­ნი­ათ სხვა­დას­ხვა მძი­მე გა­რე­მო პი­რო­ბე­ბის­გან დამ­ცა­ვი კორ­პუ­სი და ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ი­სა და წარ­მო­ე­ბის 1 წლი­ა­ნი ციკ­ლით შე­მო­ი­ფარ­გლე­ბი­ან.

გარ­და ამი­სა, თუ ჩვე­უ­ლებ­რივ მო­წყო­ბი­ლო­ბა­ზე მწარ­მო­ე­ბე­ლი ანდა „რი­თე­ი­ლე­რი“ ერ­თწ­ლი­ან გა­რან­ტი­ას გვაძ­ლევს, სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბუ­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი გათ­ვლი­ლია უფრო ხან­გრძლი­ვი სა­ექ­სპლუ­ა­ტა­ციო ვა­დის­თვის. სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბუ­ლი ტაბ­ლე­ტი შე­ძე­ნი­დან 5-10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში უხარ­ვე­ზოდ გვემ­სა­ხუ­რე­ბა, ამას­თან, წინა მო­დე­ლის აქ­სე­სუ­ა­რე­ბი მომ­დევ­ნო მო­დელ­ზეც გა­მო­ი­ყე­ნე­ბა და ამ მხრივ ფი­ნან­სე­ბის და­ზოგ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა გვეძ­ლე­ვა, რაც სა­ჯა­რო უწყე­ბე­ბის­თვის დიდ კომ­ფორ­ტს წარ­მო­ად­გენს. მა­გა­ლი­თად, ძა­ლო­ვან უწყე­ბებს თუ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მო­წყო­ბი­ლო­ბის გა­მოც­ვლა 2-3 წელ­ში მა­ინც უწევთ, Zebra-ს ტაბ­ლე­ტე­ბი 3-ჯერ მეტი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში ემ­სა­ხუ­რე­ბათ და შე­კე­თე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მათი ნა­წი­ლე­ბი ყო­ველ­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მია.

რას ნიშ­ნავს შე­ჯავ­შნი­ლი ტაბ­ლე­ტი?

შე­ჯავ­შნი­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბა წარ­მო­უდ­გენ­ლად გამ­ძლეა - მას ავ­ტო­მო­ბილ­მაც რომ გა­და­უ­ა­როს, შე­იძ­ლე­ბა, მხო­ლოდ ეკ­რა­ნი და­ზი­ან­დეს ან სა­ერ­თოდ არ მი­ი­ღოს და­ზი­ა­ნე­ბა. პო­ლი­ცი­ე­ლის­თვის თუ შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მო­სამ­სა­ხუ­რის­თვის ამ მხრივ ის შე­უც­ვლე­ლია, რად­გან პრო­ფე­სი­უ­ლი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ში ტექ­ნი­კუ­რი მხა­რე აბ­სო­ლუ­ტუ­რად შე­უ­წყობს ხელს.

სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბუ­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი ძი­რი­თა­დად ავ­ტო­მო­ბი­ლებ­ში გა­მო­ი­ყე­ნე­ბა, რის გა­მოც ისი­ნი ვიბ­რა­ცი­ას გა­ნიც­დი­ან. გა­რე­დან შე­ჯავ­შნი­ლო­ბა კი მას და­ზი­ა­ნე­ბის­გან იცავს, რაც ჩვე­უ­ლებ­რივ მო­წყო­ბი­ლო­ბებ­ში გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი არ არის.

via GIPHY

Zebra-ს მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი დაპ­რო­ექ­ტე­ბის ფა­ზი­დან­ვე გათ­ვლი­ლია გამ­ძლე­ო­ბა­ზე. მისი სქე­მე­ბი და ნა­წი­ლე­ბის გან­ლა­გე­ბა შერ­ჩე­უ­ლია იმ მიზ­ნით, რომ და­ვარ­დნის, ვიბ­რა­ცი­ის შემ­თხვე­ვა­ში მას­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბა არ მოხ­დეს და მე­ქა­ნიზ­მი უვ­ნებ­ლად შე­ნარ­ჩუნ­დეს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი ტექ­ნი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის 15-წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა გვაქვს, თუმ­ცა დღეს ის ისე ფარ­თოდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი და დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი არ არის, რო­გორც მა­გა­ლი­თად, აშშ-სა და ევ­რო­პა­ში.

ყვე­ლას გვქო­ნია შემ­თხვე­ვა, როცა წვი­მის, თო­ვი­სა და ყინ­ვის დროს ჩვე­უ­ლებ­რივ მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფონ­სა თუ ტაბ­ლეტს სენ­სო­რის მგრძნო­ბე­ლო­ბა უქ­ვე­ით­დე­ბა. ამ მხრივ რამ­დე­ნად კომ­ფორ­ტუ­ლია სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბუ­ლი ტაბ­ლე­ტი?

თუ პრო­ფე­სი­ულ მო­ვა­ლე­ო­ბას და­ბალ ან მა­ღალ კლი­მა­ტურ პი­რო­ბებ­ში ვას­რუ­ლებთ, რამ­დე­ნი­მე პრობ­ლე­მა გვექ­მნე­ბა: ტე­ნი­ან ამინ­დში სენ­სო­რის მგრძნო­ბე­ლო­ბა ქვე­ით­დე­ბა, მას სა­კუ­თა­რი თა­ვის გა­სათ­ბო­ბად მეტი ენერ­გი­ის და­ხარ­ჯვა უწევს და ბა­ტა­რეა იმა­ზე სწრა­ფად ჯდე­ბა, ვიდ­რე ჩვე­უ­ლებ­რივ პი­რო­ბებ­ში, სი­ცხე­ში მო­წყო­ბი­ლო­ბა გა­და­ხურ­დე­ბა და შე­იძ­ლე­ბა, ვე­ღარც ჩავ­რთოთ.

წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ეს რამ­დე­ნად დიდ დის­კომ­ფორტთან შე­იძ­ლე­ბა იყოს და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, როცა ძა­ლოვ­ნე­ბი ზამ­თრის კუ­რორტზე ან უბ­რა­ლოდ წე­ლი­წა­დის ამ ყვე­ლა­ზე ცივ სე­ზონ­ზე ას­რუ­ლე­ბენ თა­ვი­ანთ მო­ვა­ლე­ო­ბას. თუნ­დაც ზა­ფხულ­ში, როცა მზის გულ­ზე დგო­მა უწევთ და თა­ვი­ანთ ტექ­ნი­კურ სა­შუ­ა­ლე­ბებს უბ­რა­ლოდ ვე­ღარ იყე­ნე­ბენ. იგი­ვე შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლებ­ზეც.

ასე­ვე, ხში­რად მი­ნა­ხავს, ბუ­ნებ­რი­ვი წი­ა­ღი­სე­უ­ლის მომ­პო­ვე­ბელ და გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბელ მა­ღა­რო­ებ­სა და ქარ­ხნებ­ში ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ტაბ­ლე­ტე­ბი მტვრის გამო მწყობ­რი­დან რო­გორ გა­მო­დის - ამ პი­რო­ბებ­ში მათი ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის ვადა მაქ­სი­მუმ 6-8 თვე შე­იძ­ლე­ბა იყოს, სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბუ­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბა კი 5 და მეტი წელი შე­უ­ფერ­ხებ­ლად მუ­შა­ობს.

სა­ინ­ტე­რე­სოა, ტაბ­ლე­ტებ­ში არ­სე­ბუ­ლი ოპე­რა­ცი­უ­ლი სის­ტე­მა რამ­დე­ნად და­ცუ­ლია გა­რე­შე პი­რე­ბის­გან?

აღ­ნიშ­ნულ სა­კითხს მწა­რო­ებ­ლე­ბი უდი­დეს ყუ­რა­დღე­ბას უთ­მო­ბენ. მა­გა­ლი­თად, Zebra-ს სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბუ­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბა გა­მო­დის ორი ვერ­სი­ით: “ვინ­დო­უ­სი­სა” და “ან­დრო­ი­დის”. “ვინ­დო­უ­სის” ვერ­სი­ად აღე­ბუ­ლია “IOT ვინ­დო­უ­სი” ანუ მას­ზე ზედ­მე­ტი აპ­ლი­კა­ცი­ე­ბი და პროგ­რა­მუ­ლი უზ­რუნ­ველ­ყო­ფე­ბი არ არის და­ყე­ნე­ბუ­ლი, სხვა შემ­თხვე­ვა­ში ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ტაბ­ლე­ტის მსგავ­სად იმუ­შა­ვებ­და.

რაც შე­ე­ხე­ბა “ან­დრო­იდს”, ჩვე­ნი მწარ­მო­ე­ბე­ლი მის გა­ნახ­ლე­ბას რა თქმა უნდა, Google-სთან შე­თან­ხმე­ბით თა­ვად აკე­თებს. ამას­თან გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია, რომ აღ­ნიშ­ნულ­მა ვერ­სი­ამ სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბუ­ლი ტაბ­ლე­ტის ყო­ველ ახალ მო­დელ­ზეც უნდა იმუ­შა­ოს, რაც სა­მომ­ხმა­რებ­ლო მო­წყო­ბი­ლო­ბებ­ში არ გვხვდე­ბა. ასე­ვე, უსაფრ­თხო­ე­ბის თვალ­საზ­რი­სით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ რომ ყო­ველ 2-3 თვე­ში ერთხელ სის­ტე­მა ახ­ლდე­ბა, რაც მას კი­დევ უფრო და­ცულს ხდის.

უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, რო­მელ ქვეყ­ნებ­შია ამ­გვა­რი სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბუ­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი პო­პუ­ლა­რუ­ლი?

რო­გორც აღ­ვნიშ­ნე, ევ­რო­პა და აშშ მას უდი­დეს უპი­რა­ტე­სო­ბას ანი­ჭებს. მა­გა­ლი­თად, ნიუ იორ­კის პო­ლი­ცია მხო­ლოდ შე­ჯავ­შნილ ტაბ­ლე­ტებს იყე­ნებს. რა თქმა უნდა, ძა­ლოვ­ნე­ბი ბრენ­დე­ბი­სა და მწარ­მო­ებ­ლე­ბის გა­სა­ჯა­რო­ე­ბის­გან უსაფრ­თხო­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით თავს იკა­ვე­ბენ, თუმ­ცა ცნო­ბი­ლია, რომ ლი­დე­რე­ბი არი­ან Zebra, Panasonic და სხვა გი­გან­ტი კომ­პა­ნი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც მა­ღა­ლი სან­დო­ო­ბით სარ­გებ­ლო­ბენ.

ზო­გი­ერ­თი ქვე­ყა­ნა, მა­გა­ლი­თად, გერ­მა­ნია ად­გი­ლობ­რი­ვი ბიზ­ნე­სის მხარ­და­ჭე­რის­თვის მხო­ლოდ ლო­კა­ლუ­რი მწარ­მო­ებ­ლის შე­ჯავ­შნილ ტაბ­ლე­ტებს იყე­ნებს, თუმ­ცა რაც მთა­ვა­რია, თა­ნამ­შრომ­ლე­ბი­სა და მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის დაც­ვის მა­ღა­ლი სტან­დარ­ტე­ბი არ აძ­ლევთ სა­შუ­ა­ლე­ბას, არ­ჩე­ვა­ნი სა­მოყ­ვა­რუ­ლო მო­წყო­ბი­ლო­ბებ­ზე შე­ა­ჩე­რონ.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
იკა
2

გააჩნია რა მანქანა იქნება და რომელი საბურავი ეკეთება

მერი
2

ჯობდა ნარკოტესტის ადგილზე ჩატარებისათვის საჭირო აპარატები შეგეძინათ, ფულს რომ ათეთრებთ ამ უაზრობაზე.უამინდობის დროს ტაბლეტს მანქანაშიც მშვენივრად გამოიყენებს პოლიციელი , როგორც აქამდე იყენებდა.წესრიგის დარღვევისთვის ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მყოფ მძღოლს რომ აჩერებენ ,მხოლოდ წესრიგის დარღვევაზე უწერენ ჯარიმას, რადგან ნარკოტესტს ადგილზე ვერ უკეთებენ.სტატისტიკაც არ არსებობს ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მყოფი დამნაშავე მძღოლების შესახებ.ამ დროს ნარკომანი ტაქსის მძღოლებითაა სავსე ქალაქი.მეტადონის პროგრამაში და წამლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი მძღოლები ემსახურებიან მშვიდობიან მოქალაქეებს და ესენი ტაბლეტების უსაფრთხოებაზე ზრუნავენ -ეკრანი არ გაგებზაროთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

„ავტომობილმაც რომ გადაუაროს, შეიძლება, ეკრანიც კი არ დაზიანდეს“ -ტაბლეტი მათთვის, ვინც საველე პირობებში მუშაობს

„ავტომობილმაც რომ გადაუაროს, შეიძლება, ეკრანიც კი არ დაზიანდეს“ -ტაბლეტი მათთვის, ვინც საველე პირობებში მუშაობს

პოლიციელები, შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები, მეხანძრე-მაშველები, წიაღისეულის გადამამუშავებელი ქარხნების, აეროპორტებისა და პორტების თანამშრომლები - ეს იმ პროფესიათა და სპეციალობათა არასრული ჩამონათვალია, რომელთაც ხშირად მკაცრ კლიმატურ პირობებში და ფორსმაჟორულ ვითარებაში უწევს მუშაობა.

მათ სპეცტანსაცმლისა და აღჭურვილობის მსგავსად, კომპიუტერული მოწყობილობებიც სპეციალიზებული სჭირდებათ, რათა დაკისრებული მოვალეობა სრულფასოვნად შეასრულონ. ევროპასა და ამერიკაში აღნიშნული პროფესიების წარმომადგენლები ყოველთვის მსგავსი შეჯავშნული კომპიუტერული მოწყობილობებით არიან აღჭურვილი, რომელიც ჩვეულებრივ ტაბლეტებზე გაცილებით გამძლე და პოლიციისთვისა და სამაშველო სამსახურისთვის მოსახერხებელია.

ჩვენს ქვეყანაშიც, ზოგიერთ ტერიტორიაზე, სადაც საპატრულო პოლიციას მკაცრს კლიმატურ პირობებში უწევს მუშაობა, ავტომობილებში შეჯავშნილი, სპეციალიზებული ტაბლეტები აქვს ჩამონტაჟებული.

რას გულისხმობს სპეციალიზებულ ტაბლეტები და რატომ ანიჭებენ მას უპირატესობას ევროპელი და ამერიკელი ძალოვნები? ამის შესახებ კომპანია “ციფრული ტექნოლოგიების“ (DTECH) წარმომადგენელს ვესაუბრეთ, რომელმაც დეტალები კონკრეტული მწარმოებლის - Zebra-ს მაგალითზე ავგვიხსნა:

სტანდარტული კომპიუტერული მოწყობილობების მომხმარებელთა დიდმა ნაწილმა არ იცის, რას ნიშნავს სპეციალიზებული ტაბლეტები, ვისთვის არის ის განკუთვნილი და რით განსხვავდება ჩვეულებრივი მოდელებისგან?

სპეციალიზებული ტაბლეტები ჩვეულებრივი მოხმარებისთვის არ არის განკუთვნილი, ის გათვლილია მათთვის, ვისაც ასე ვთქვათ, საველე პირობებში უწევს მუშაობა.

ჩვეულებრივი ტაბლეტები ადვილად დაზიანებადია, არ გააჩნიათ სხვადასხვა მძიმე გარემო პირობებისგან დამცავი კორპუსი და ექსპლუატაციისა და წარმოების 1 წლიანი ციკლით შემოიფარგლებიან.

გარდა ამისა, თუ ჩვეულებრივ მოწყობილობაზე მწარმოებელი ანდა „რითეილერი“ ერთწლიან გარანტიას გვაძლევს, სპეციალიზებული მოწყობილობები გათვლილია უფრო ხანგრძლივი საექსპლუატაციო ვადისთვის. სპეციალიზებული ტაბლეტი შეძენიდან 5-10 წლის განმავლობაში უხარვეზოდ გვემსახურება, ამასთან, წინა მოდელის აქსესუარები მომდევნო მოდელზეც გამოიყენება და ამ მხრივ ფინანსების დაზოგვის საშუალება გვეძლევა, რაც საჯარო უწყებებისთვის დიდ კომფორტს წარმოადგენს. მაგალითად, ძალოვან უწყებებს თუ ჩვეულებრივი მოწყობილობის გამოცვლა 2-3 წელში მაინც უწევთ, Zebra-ს ტაბლეტები 3-ჯერ მეტი დროის განმავლობაში ემსახურებათ და შეკეთების საჭიროების შემთხვევაში, მათი ნაწილები ყოველთვის ხელმისაწვდომია.

რას ნიშნავს შეჯავშნილი ტაბლეტი?

შეჯავშნილი მოწყობილობა წარმოუდგენლად გამძლეა - მას ავტომობილმაც რომ გადაუაროს, შეიძლება, მხოლოდ ეკრანი დაზიანდეს ან საერთოდ არ მიიღოს დაზიანება. პოლიციელისთვის თუ შეიარაღებული ძალების მოსამსახურისთვის ამ მხრივ ის შეუცვლელია, რადგან პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ტექნიკური მხარე აბსოლუტურად შეუწყობს ხელს.

სპეციალიზებული მოწყობილობები ძირითადად ავტომობილებში გამოიყენება, რის გამოც ისინი ვიბრაციას განიცდიან. გარედან შეჯავშნილობა კი მას დაზიანებისგან იცავს, რაც ჩვეულებრივ მოწყობილობებში გათვალისწინებული არ არის.

via GIPHY

Zebra-ს მოწყობილობები დაპროექტების ფაზიდანვე გათვლილია გამძლეობაზე. მისი სქემები და ნაწილების განლაგება შერჩეულია იმ მიზნით, რომ დავარდნის, ვიბრაციის შემთხვევაში მასზე ზემოქმედება არ მოხდეს და მექანიზმი უვნებლად შენარჩუნდეს. აღსანიშნავია, რომ საქართველოში აღნიშნული ტექნიკური საშუალების გამოყენების 15-წლიანი გამოცდილება გვაქვს, თუმცა დღეს ის ისე ფართოდ გავრცელებული და დამკვიდრებული არ არის, როგორც მაგალითად, აშშ-სა და ევროპაში.

ყველას გვქონია შემთხვევა, როცა წვიმის, თოვისა და ყინვის დროს ჩვეულებრივ მობილურ ტელეფონსა თუ ტაბლეტს სენსორის მგრძნობელობა უქვეითდება. ამ მხრივ რამდენად კომფორტულია სპეციალიზებული ტაბლეტი?

თუ პროფესიულ მოვალეობას დაბალ ან მაღალ კლიმატურ პირობებში ვასრულებთ, რამდენიმე პრობლემა გვექმნება: ტენიან ამინდში სენსორის მგრძნობელობა ქვეითდება, მას საკუთარი თავის გასათბობად მეტი ენერგიის დახარჯვა უწევს და ბატარეა იმაზე სწრაფად ჯდება, ვიდრე ჩვეულებრივ პირობებში, სიცხეში მოწყობილობა გადახურდება და შეიძლება, ვეღარც ჩავრთოთ.

წარმოიდგინეთ, ეს რამდენად დიდ დისკომფორტთან შეიძლება იყოს დაკავშირებული, როცა ძალოვნები ზამთრის კურორტზე ან უბრალოდ წელიწადის ამ ყველაზე ცივ სეზონზე ასრულებენ თავიანთ მოვალეობას. თუნდაც ზაფხულში, როცა მზის გულზე დგომა უწევთ და თავიანთ ტექნიკურ საშუალებებს უბრალოდ ვეღარ იყენებენ. იგივე შეიძლება ითქვას მეხანძრე-მაშველებზეც.

ასევე, ხშირად მინახავს, ბუნებრივი წიაღისეულის მომპოვებელ და გადამამუშავებელ მაღაროებსა და ქარხნებში ჩვეულებრივი ტაბლეტები მტვრის გამო მწყობრიდან როგორ გამოდის - ამ პირობებში მათი ექსპლუატაციის ვადა მაქსიმუმ 6-8 თვე შეიძლება იყოს, სპეციალიზებული მოწყობილობა კი 5 და მეტი წელი შეუფერხებლად მუშაობს.

საინტერესოა, ტაბლეტებში არსებული ოპერაციული სისტემა რამდენად დაცულია გარეშე პირებისგან?

აღნიშნულ საკითხს მწაროებლები უდიდეს ყურადღებას უთმობენ. მაგალითად, Zebra-ს სპეციალიზებული მოწყობილობა გამოდის ორი ვერსიით: “ვინდოუსისა” და “ანდროიდის”. “ვინდოუსის” ვერსიად აღებულია “IOT ვინდოუსი” ანუ მასზე ზედმეტი აპლიკაციები და პროგრამული უზრუნველყოფები არ არის დაყენებული, სხვა შემთხვევაში ჩვეულებრივი ტაბლეტის მსგავსად იმუშავებდა.

რაც შეეხება “ანდროიდს”, ჩვენი მწარმოებელი მის განახლებას რა თქმა უნდა, Google-სთან შეთანხმებით თავად აკეთებს. ამასთან გათვალისწინებულია, რომ აღნიშნულმა ვერსიამ სპეციალიზებული ტაბლეტის ყოველ ახალ მოდელზეც უნდა იმუშაოს, რაც სამომხმარებლო მოწყობილობებში არ გვხვდება. ასევე, უსაფრთხოების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, რომ რომ ყოველ 2-3 თვეში ერთხელ სისტემა ახლდება, რაც მას კიდევ უფრო დაცულს ხდის.

უფრო კონკრეტულად, რომელ ქვეყნებშია ამგვარი სპეციალიზებული მოწყობილობები პოპულარული?

როგორც აღვნიშნე, ევროპა და აშშ მას უდიდეს უპირატესობას ანიჭებს. მაგალითად, ნიუ იორკის პოლიცია მხოლოდ შეჯავშნილ ტაბლეტებს იყენებს. რა თქმა უნდა, ძალოვნები ბრენდებისა და მწარმოებლების გასაჯაროებისგან უსაფრთხოების გათვალისწინებით თავს იკავებენ, თუმცა ცნობილია, რომ ლიდერები არიან Zebra, Panasonic და სხვა გიგანტი კომპანიები, რომლებიც მაღალი სანდოობით სარგებლობენ.

ზოგიერთი ქვეყანა, მაგალითად, გერმანია ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერისთვის მხოლოდ ლოკალური მწარმოებლის შეჯავშნილ ტაბლეტებს იყენებს, თუმცა რაც მთავარია, თანამშრომლებისა და მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვის მაღალი სტანდარტები არ აძლევთ საშუალებას, არჩევანი სამოყვარულო მოწყობილობებზე შეაჩერონ.

ალდაგის ოცდამეათე წელი

ყველა სამედიცინო ნივთი ერთ სივრცეში და "თბილისი მედიკი“, რომელმაც საქართველოში პირველმა დაიწყო სამედიცინო პროდუქტების ონლაინ გაყიდვები

5 რჩევა, როგორ დავანებოთ თავი სიგარეტს