სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გუშინ დავწერე მოკლე ლოცვა, სადაც ვთხოვთ უფალს, რომ სიმშვიდე მოგვცეს, დაამშვიდოს ეს ცხოვრება ჩვენთვის" - პატრიარქი
"გუშინ დავწერე მოკლე ლოცვა, სადაც ვთხოვთ უფალს, რომ სიმშვიდე მოგვცეს, დაამშვიდოს ეს ცხოვრება ჩვენთვის" - პატრიარქი

ჩვენ დღეს ვკი­თხუ­ლობთ, რაც დღეს ხდე­ბა, ამ­დე­ნი მსხვერ­პლი, ეს სას­ჯე­ლია თუ ლოც­ვა-კურ­თხე­ვა ღვთი­სა? არა­ფე­რი არ ხდე­ბა ღვთის გა­რე­შე, - ამის შე­სა­ხებ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს - პატ­რი­არ­ქმა, უწ­მინ­დეს­მა და უნე­ტა­რეს­მა ილია მე­ო­რემ სი­ო­ნის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში ბარ­ბა­რო­ბის დღე­სას­წა­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მარ­თუ­ლი წირ­ვის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ქა­და­გე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც პატ­რი­არ­ქმა აღ­ნიშ­ნა, დღეს ჩვენ ვი­თხოვთ მშვი­დო­ბას, სი­ხა­რულს, ქრის­ტი­ა­ნუ­ლი რწმე­ნიც გან­მტკი­ცე­ბას, სიმ­შვი­დეს გულ­ში, გო­ნე­ბა­ში და სულ­ში.

„ყვე­ლას გი­ლო­ცავთ ბარ­ბა­რო­ბას. ეს არის უდი­დე­სი დღე­სას­წა­უ­ლი. წმინ­და ბარ­ბა­რე არის მა­გა­ლი­თი მტკი­ცე სარ­წმუ­ნო­ე­ბი­სა, ერ­თგუ­ლე­ბი­სა... პრობ­ლე­მე­ბი მუ­დამ ყო­ფი­ლა და იქ­ნე­ბა მშობ­ლებ­სა და შვი­ლებს შო­რის. სწო­რედ დღეს ჩვენ შევ­თხოვთ უფალს, რომ გახ­სნას გული და გო­ნე­ბა ჩვე­ნი ახალ­გაზ­რდე­ბის, ჩვე­ნი ხალ­ხი­სა. ჩვენ დღეს ვკი­თხუ­ლობთ, რაც დღეს ხდე­ბა, ამ­დე­ნი მსხვერ­პლი, ეს სას­ჯე­ლია თუ ლოც­ვა-კურ­თხე­ვა ღვთი­სა? არა­ფე­რი არ ხდე­ბა ღვთის გა­რე­შე. შევ­თხოვთ უფალს, რომ უფალ­მა გონი ესე მოგ­ვცეს, უფალ­მა და­ლო­ცოს თქვე­ნი შვი­ლე­ბი. ითხოვ­დით და მო­გე­ცეთ თქვენ! ეძი­ებ­დით და ჰპო­ვოთ! დღეს ჩვენ ვი­თხოვთ მშვი­დო­ბას, სი­ხა­რულს, ქრის­ტი­ა­ნუ­ლი რწმე­ნიც გან­მტკი­ცე­ბას, სიმ­შვი­დეს გულ­ში, გო­ნე­ბა­ში, სულ­ში. ჩვენ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვართ, რომ ღმერ­თი შე­ის­მენს ჩვენს ლოც­ვას.

გუ­შინ დავ­წე­რე მოკ­ლე ლოც­ვა, სა­დაც ვთხოვთ უფალს, რომ სიმ­შვი­დე მოგ­ვცეს, და­ამ­შვი­დოს ეს ცხოვ­რე­ბა ჩვენ­თვის. ამის გარ­და, ჩვენ გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ ჩვენ­მა ბავ­შვებ­მა, ჩვენ­მა ახალ­გაზ­რდებ­მა და­წე­რონ ლოც­ვე­ბი, თხოვ­ნე­ბი, რომ ღმერ­თმა შე­ის­მი­ნოს ჩვე­ნი შვი­ლე­ბის ლოც­ვე­ბი. რომ და­წერთ ამ ლოც­ვებს, თხოვ­ნებს, წე­რი­ლებს, რო­გორც სა­კუ­თარ მშო­ბელს, ისე უნდა მი­მარ­თოთ მა­მა­სა, ძესა და სუ­ლიწ­მინ­და­სა. გა­მო­მიგ­ზავ­ნეთ მე. როცა შეგ­როვ­დე­ბა საკ­მა­ოდ ბევ­რი, გა­მოვ­ცეთ წიგ­ნად“, - გა­ნა­ცხა­და პატ­რი­არ­ქმა.

სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს პატ­რი­არ­ქის მიერ და­წე­რი­ლი ლოც­ვა მრევლს მე­უ­ფე და­ნი­ელ­მა წა­უ­კი­თხა.

„მა­მაო ჩვე­ნო, ღმერ­თო აბ­რა­ა­მი­სა ისა­ა­კი­სა და ია­კო­ბი­სა დი­დე­ბა და მად­ლო­ბა შენ! უფ­ლი­სა ჩვე­ნი­სა იესო ქრის­ტეს სა­ხე­ლით, მისი მე­ო­ხე­ბი­თა და შუ­ამ­დგომ­ლო­ბით გე­ვედ­რე­ბით გარ­და­მო­ი­ხი­ლე ზე­ცით მო­წყა­ლეო, შეგ­ვინ­დევ შე­ცო­დე­ბა­ნი ჩვენ­ნი, მოგ­ვეც ძალა ბო­რო­ტის დათ­რგუნ­ვი­სა და სი­მარ­თლის გზით სვლი­სა. მოგ­ვეც ძალა შენი მორ­ჩი­ლე­ბი­სა. დაგ­ვი­ლო­ცე ოჯა­ხე­ბი, შვი­ლე­ბი და შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი, ჩვე­ნი ახ­ლობ­ლე­ბი, დაგ­ვი­ლო­ცე სა­ქარ­თვე­ლო და მთე­ლი მსოფ­ლიო. შენ­ნი ვართ, გვა­ცხოვ­ნე ჩვენ. შეგ­თხოვთ უფა­ლო და­ამ­შვი­დე ცხოვ­რე­ბა ჩვე­ნი. გვიხ­სენ ჭირ­თა და სენ­თა­გან და მრა­ვალ­ფერ­თა გან­საც­დელ­თა­გან. შეგ­თხოვთ უფა­ლო, არა უგულ­ვე­ბელ­ყო ჟამ­სა მას მე­ო­რედ მოს­ვლი­სა შე­ნი­სა­სა, არა­მედ გვი­ხა­რო­დეს ორ­სავ სო­ფელ­სა შინა და მა­რად გა­დი­დებ­დეთ შენ მა­მა­სა, ძესა და წმინ­და­სა სულ­სა. ამინ“.

რო­გორც პატ­რი­არ­ქმა აღ­ნიშ­ნა, ლოც­ვა დღე­ი­დან ტაძ­რებ­ში იქ­ნე­ბა და ის მრევ­ლმა ტა­ძარ­ში, სახ­ლში თუ სამ­სა­ხურ­ში უნდა წა­ი­კი­თხოს.

„ღმერ­თმა და­ლო­ცოს ჩვე­ნი ხალ­ხი, მთე­ლი მსოფ­ლიო. ღმერ­თმა ის­მი­ნოს ლოც­ვი­სა, ამინ. ეს ლოც­ვა დარ­ჩე­ბა ტაძ­რებ­ში და სა­დაც არ უნდა იყოთ ტა­ძარ­ში, სახ­ლში თუ სამ­სა­ხურ­ში, ეს ლოც­ვა წა­ი­კი­თხეთ და ღმერ­თი შე­ის­მენს თქვენს ლოც­ვას“, - გა­ნა­ცხა­და პატ­რი­არ­ქმა.

მკითხველის კომენტარები / 36 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გაიხარეთ უწმინდესო
47

უფალმა და ანგელოზებმა მქუხარე აპლოდისმენტებით დაგასაჩუქრათ ?

კიდევ რაო ? ჩვენთვის სათქმელი ხომ არ დაუბარებიათ რამე ?

ტრეი
43

აი ამაზე დიდი ქოცი თუ მენახოს მე ვიყო ქოციშვილი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"გუშინ დავწერე მოკლე ლოცვა, სადაც ვთხოვთ უფალს, რომ სიმშვიდე მოგვცეს, დაამშვიდოს ეს ცხოვრება ჩვენთვის" - პატრიარქი

"გუშინ დავწერე მოკლე ლოცვა, სადაც ვთხოვთ უფალს, რომ სიმშვიდე მოგვცეს, დაამშვიდოს ეს ცხოვრება ჩვენთვის" - პატრიარქი

ჩვენ დღეს ვკითხულობთ, რაც დღეს ხდება, ამდენი მსხვერპლი, ეს სასჯელია თუ ლოცვა-კურთხევა ღვთისა? არაფერი არ ხდება ღვთის გარეშე, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სიონის საკათედრო ტაძარში ბარბარობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართული წირვის დასრულების შემდეგ, ქადაგებისას განაცხადა.

როგორც პატრიარქმა აღნიშნა, დღეს ჩვენ ვითხოვთ მშვიდობას, სიხარულს, ქრისტიანული რწმენიც განმტკიცებას, სიმშვიდეს გულში, გონებაში და სულში.

„ყველას გილოცავთ ბარბარობას. ეს არის უდიდესი დღესასწაული. წმინდა ბარბარე არის მაგალითი მტკიცე სარწმუნოებისა, ერთგულებისა... პრობლემები მუდამ ყოფილა და იქნება მშობლებსა და შვილებს შორის. სწორედ დღეს ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ გახსნას გული და გონება ჩვენი ახალგაზრდების, ჩვენი ხალხისა. ჩვენ დღეს ვკითხულობთ, რაც დღეს ხდება, ამდენი მსხვერპლი, ეს სასჯელია თუ ლოცვა-კურთხევა ღვთისა? არაფერი არ ხდება ღვთის გარეშე. შევთხოვთ უფალს, რომ უფალმა გონი ესე მოგვცეს, უფალმა დალოცოს თქვენი შვილები. ითხოვდით და მოგეცეთ თქვენ! ეძიებდით და ჰპოვოთ! დღეს ჩვენ ვითხოვთ მშვიდობას, სიხარულს, ქრისტიანული რწმენიც განმტკიცებას, სიმშვიდეს გულში, გონებაში, სულში. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ღმერთი შეისმენს ჩვენს ლოცვას.

გუშინ დავწერე მოკლე ლოცვა, სადაც ვთხოვთ უფალს, რომ სიმშვიდე მოგვცეს, დაამშვიდოს ეს ცხოვრება ჩვენთვის. ამის გარდა, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენმა ბავშვებმა, ჩვენმა ახალგაზრდებმა დაწერონ ლოცვები, თხოვნები, რომ ღმერთმა შეისმინოს ჩვენი შვილების ლოცვები. რომ დაწერთ ამ ლოცვებს, თხოვნებს, წერილებს, როგორც საკუთარ მშობელს, ისე უნდა მიმართოთ მამასა, ძესა და სულიწმინდასა. გამომიგზავნეთ მე. როცა შეგროვდება საკმაოდ ბევრი, გამოვცეთ წიგნად“, - განაცხადა პატრიარქმა.

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მიერ დაწერილი ლოცვა მრევლს მეუფე დანიელმა წაუკითხა.

„მამაო ჩვენო, ღმერთო აბრაამისა ისააკისა და იაკობისა დიდება და მადლობა შენ! უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს სახელით, მისი მეოხებითა და შუამდგომლობით გევედრებით გარდამოიხილე ზეცით მოწყალეო, შეგვინდევ შეცოდებანი ჩვენნი, მოგვეც ძალა ბოროტის დათრგუნვისა და სიმართლის გზით სვლისა. მოგვეც ძალა შენი მორჩილებისა. დაგვილოცე ოჯახები, შვილები და შვილიშვილები, ჩვენი ახლობლები, დაგვილოცე საქართველო და მთელი მსოფლიო. შენნი ვართ, გვაცხოვნე ჩვენ. შეგთხოვთ უფალო დაამშვიდე ცხოვრება ჩვენი. გვიხსენ ჭირთა და სენთაგან და მრავალფერთა განსაცდელთაგან. შეგთხოვთ უფალო, არა უგულვებელყო ჟამსა მას მეორედ მოსვლისა შენისასა, არამედ გვიხაროდეს ორსავ სოფელსა შინა და მარად გადიდებდეთ შენ მამასა, ძესა და წმინდასა სულსა. ამინ“.

როგორც პატრიარქმა აღნიშნა, ლოცვა დღეიდან ტაძრებში იქნება და ის მრევლმა ტაძარში, სახლში თუ სამსახურში უნდა წაიკითხოს.

„ღმერთმა დალოცოს ჩვენი ხალხი, მთელი მსოფლიო. ღმერთმა ისმინოს ლოცვისა, ამინ. ეს ლოცვა დარჩება ტაძრებში და სადაც არ უნდა იყოთ ტაძარში, სახლში თუ სამსახურში, ეს ლოცვა წაიკითხეთ და ღმერთი შეისმენს თქვენს ლოცვას“, - განაცხადა პატრიარქმა.

67 წლის ასაკში ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური გარდაიცვალა

"12-დან 2 ბავშვი რეანიმაციაში მკურნალობს" - როდის და როგორ ვლინდება მოზარდებში ე.წ. მულტისისტემური ანთებითი სინდრომი, რომელიც კორონავირუსის გართულებად მიიჩნევა

"თითქოს ჭავჭავაძეზე რამე ცუდი გავაკეთეთ - აბა ის მოგწონდათ, ვირთხები, თაგვები და სუნი რომ იყო?" - კახა კალაძე "ნაგვის ურნების" შესახებ კრიტიკას პასუხობს