აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს სპეციალისტების ინფორმაციით, დედამიწისკენ ხუთი ასტეროიდი მოემართება, რომელთაგან ორი იმაზე ახლო მანძილზეა, ვიდრე მთვარეა დედამიწიდან დაშორებული.
მათივე ცნობით, სამი ასტეროიდი ჩვენ პლანეტას დღეს მოუახლოვდება, რომელთა დიამეტრი 10-დან 24 მეტრამდეა. ყველაზე ახლოს დედამიწას ერთი მათგანი 343 ათასი კილომეტრის დაშორებით ჩაუვლის.
ორი ასტეროიდის დიამეტრი 6.8 და 30 მეტრია, ისინი დედამიწას 18 დეკემბერს მოუახლოვდებიან. ყველაზე მცირე ზომის ასტეროიდი დედამიწას 57 ათასი კილომეტრის დაშორებით ჩაუვლის, ყველაზე დიდი კი 7 მილიონი კილომეტრის დაშორებით.
ესღა გვაკლდა!..
ჩვენ კოვიდს ვებრძვით, არ გვცალია ასტეროიდებისთვის. ეს არის ჩვენი პასუხი. ისეთი დრო დადგა ღვთის შიში დავკარგეთ და მარტო კორონას შიში გვაქვს, ასტეროიდის დაჯახების შიშიც კი არ გვაქვს - აი რა შემოგვიგდეს ამ ვირუსის სახით ბოროტმა ძალებმა ...