პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხმების პარალელური დათვლა არ ასახავს „კარუსელს“, მოსყიდვას, ზეწოლას და სხვა მნიშვნელოვან კანონდარღვევებს, რომლებზეც ჩვენ საჩივრები გვქონდა შეტანილი" - ხატია დეკანოიძე
"ხმების პარალელური დათვლა არ ასახავს „კარუსელს“, მოსყიდვას, ზეწოლას და სხვა მნიშვნელოვან კანონდარღვევებს, რომლებზეც ჩვენ საჩივრები გვქონდა შეტანილი" - ხატია დეკანოიძე

პა­რა­ლე­ლუ­რი დათ­ვლა არ ასა­ხავს „კა­რუ­სელს“, მოს­ყიდ­ვას, ზე­წო­ლას და სხვა მნიშ­ვნე­ლო­ვან კა­ნონ­დარ­ღვე­ვებს, რომ­ლებ­ზეც ჩვენ სა­ჩივ­რე­ბი გვქონ­და შე­ტა­ნი­ლი,- ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ერთ-ერთი ლი­დე­რი ხა­ტია დე­კა­ნო­ი­ძე „სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბის“ მიერ ხმე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რი დათ­ვლის შე­დე­გე­ბის და­ზუს­ტე­ბას.

ამას­თან, დე­კა­ნო­ი­ძის აზ­რით, გა­მო­ძი­ე­ბამ უნდა და­ად­გი­ნოს, რო­გორ გა­ი­გო „ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ ISFED-ის ცდო­მი­ლე­ბის შე­სა­ხებ.

„მე მა­ინ­ტე­რე­სებს, სა­ი­დან გა­ი­გო კო­ბა­ხი­ძემ, მდი­ნა­რა­ძემ. ისე­თი თვალ­ნა­თე­ლი იყო, რომ პრო­ცენ­ტე­ბის ცვლი­ლე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ISFED აპი­რებ­და გა­მოქ­ვეყ­ნე­ბას, რომ მრჩე­ბა გო­ნივ­რუ­ლი ეჭვი, რომ ეს არის ფა­რუ­ლი მი­ყუ­რა­დე­ბის, თვალ­თვა­ლის და მო­ნა­ცემ­თა ბა­ზა­ში შეღ­წე­ვის ძა­ლი­ან თვალ­სა­ჩი­ნო მცდე­ლო­ბა. ამი­ტომ, მო­ვი­თხოვ გა­მო­ძი­ე­ბას, რომ გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნოს, რო­გორ გახ­და ცნო­ბი­ლი „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­თვის“, იმი­ტომ, რომ ელ­ჩებ­თან შე­თა­ვა­ზე­ბა ოპო­ზი­ცი­ის­თვის ასე­თი და­ჟი­ნე­ბით, იყო ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მა­გა­ლი­თი ამის“, - გა­ნა­ცხა­და დე­კა­ნო­ი­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა „მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის“ ლი­დე­რის, ალე­კო ელი­საშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას, რომ „სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბის“ პა­რა­ლე­ლუ­რი გა­დათ­ვლე­ბის შე­დე­გე­ბი ოპო­ზი­ცი­ის პო­ზი­ცი­ებს ასუს­ტებს, დე­კა­ნო­ი­ძე ამას არ ეთან­ხმე­ბა.

„ვინც ამას ამ­ბობს, ეს არის „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ გზავ­ნი­ლის ჭრილ­ში გა­და­თარ­გმნი­ლი იმი­ტომ, რომ რო­გორც გი­თხა­რით, ის კა­ნონ­დარ­ღვე­ვე­ბი, რაც ჩვენ ვნა­ხეთ არ­ჩევ­ნებ­ზე, რო­მელ­საც არ ერ­ქვა არ­ჩევ­ნე­ბი, მხო­ლოდ ოქ­მე­ბის დათ­ვლა, სა­დაც ასე­ვე ცდო­მი­ლე­ბაა, ვერ უშ­ვე­ლის“,- გა­ნა­ცხა­და ხა­ტია დე­კა­ნო­ი­ძემ.

ცნო­ბის­თვის, „სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბი“ (ISFED) 2020 წლის 31 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბის სა­ბო­ლოო შე­დე­გე­ბის და­ზუს­ტე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას აქ­ვეყ­ნებს. მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მოვ­ლინ­და ხარ­ვე­ზი სა­არ­ჩევ­ნო სუ­ბი­ექ­ტე­ბის მიერ მი­ღე­ბუ­ლი ხმე­ბის გა­მო­სათ­ვლელ ფორ­მუ­ლა­ში. გას­წო­რე­ბის შე­დე­გად, სა­არ­ჩევ­ნო სუ­ბი­ექ­ტე­ბის მიერ მი­ღე­ბუ­ლი ხმე­ბის პრო­ცენ­ტუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბა უმ­ნიშ­ვნე­ლოდ შე­იც­ვა­ლა. აღ­ნიშ­ნუ­ლი სხვა­ო­ბა გავ­ლე­ნას არ ახ­დენს არ­ცერ­თი სა­არ­ჩევ­ნო სუ­ბი­ექ­ტის მიერ მი­ღე­ბუ­ლი მან­და­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა­ზე.

„სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბის“ (ISFED) 2020 წლის 31 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბის დღის სა­ბო­ლოო შე­დე­გე­ბის და­ზუს­ტე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - დე­მოკ­რა­ტი­ულ სა­ქარ­თვე­ლოს" ხმე­ბის 47.6% აქვს.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზურაბ
4

რატომ უნდა მოენდომებინა საქართველოს მოსახლეობას, მწამებლების ,მკვლელების ტერიტორიების რუსეთისთვის გადამცემი ხალხისათვიე მიეცა საშუალება ხელისუფლებაში დაბრუნების. მაზოხისტი არაა ქართველი ხალხი.ნაყაჩაღარი ფულით აფინანსებენ ტელევიზიებს და აბრუებენ ხალხს.

w
0

ქალბატონო ხატია უკეთესი იქნება აღიაროთ რეალობა და დაიწყოთ იმის ანალიზი თუ რა მოხდა და ახალი არჩევნებისათვის მოემზადოთ.დღეს ის დრო აღარ არის ხალხი იოლად დააშინო ბევრს ეცადა თქვენი ბელადი მაგრამ 2012-შიც კი ვერ დააშინა ხალხი და ეხლა ეს უნიათოები(როგორც თქვენ უწოდებთ) როგორ დააშინებდნენ???თუ ბიულეტინების რიცხვი არ ემთხვევა მისული ამომრჩევლის რიცხვს ეს აპრიორი არრომ მთავრობამ გააყალბა არჩევნები. ვთქვათ მე ვარ არეულობით დაინტერესებული პირი შემიძლია უბნიდან გამოვიტანო ბიულეტინი და გადავცე სხვა უბნის ამომრჩეველს ის იქ ჩააგდებს ორ ბიულეტინს მე არცერთს შედეგად ერთგან დააკლდება მეორე ადგილზე იქნება მეტი ასე რამდენიმე უბანზე და სასაუბროც არის.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"ხმების პარალელური დათვლა არ ასახავს „კარუსელს“, მოსყიდვას, ზეწოლას და სხვა მნიშვნელოვან კანონდარღვევებს, რომლებზეც ჩვენ საჩივრები გვქონდა შეტანილი" - ხატია დეკანოიძე

"ხმების პარალელური დათვლა არ ასახავს „კარუსელს“, მოსყიდვას, ზეწოლას და სხვა მნიშვნელოვან კანონდარღვევებს, რომლებზეც ჩვენ საჩივრები გვქონდა შეტანილი" - ხატია დეკანოიძე

პარალელური დათვლა არ ასახავს „კარუსელს“, მოსყიდვას, ზეწოლას და სხვა მნიშვნელოვან კანონდარღვევებს, რომლებზეც ჩვენ საჩივრები გვქონდა შეტანილი,- ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე „სამართლიანი არჩევნების“ მიერ ხმების პარალელური დათვლის შედეგების დაზუსტებას.

ამასთან, დეკანოიძის აზრით, გამოძიებამ უნდა დაადგინოს, როგორ გაიგო „ქართულმა ოცნებამ“ ISFED-ის ცდომილების შესახებ.

„მე მაინტერესებს, საიდან გაიგო კობახიძემ, მდინარაძემ. ისეთი თვალნათელი იყო, რომ პროცენტების ცვლილებებთან დაკავშირებით ISFED აპირებდა გამოქვეყნებას, რომ მრჩება გონივრული ეჭვი, რომ ეს არის ფარული მიყურადების, თვალთვალის და მონაცემთა ბაზაში შეღწევის ძალიან თვალსაჩინო მცდელობა. ამიტომ, მოვითხოვ გამოძიებას, რომ გამოძიებამ დაადგინოს, როგორ გახდა ცნობილი „ქართული ოცნებისთვის“, იმიტომ, რომ ელჩებთან შეთავაზება ოპოზიციისთვის ასეთი დაჟინებით, იყო ძალიან მნიშვნელოვანი მაგალითი ამის“, - განაცხადა დეკანოიძემ.

რაც შეეხება „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებას, რომ „სამართლიანი არჩევნების“ პარალელური გადათვლების შედეგები ოპოზიციის პოზიციებს ასუსტებს, დეკანოიძე ამას არ ეთანხმება.

„ვინც ამას ამბობს, ეს არის „ქართული ოცნების“ გზავნილის ჭრილში გადათარგმნილი იმიტომ, რომ როგორც გითხარით, ის კანონდარღვევები, რაც ჩვენ ვნახეთ არჩევნებზე, რომელსაც არ ერქვა არჩევნები, მხოლოდ ოქმების დათვლა, სადაც ასევე ცდომილებაა, ვერ უშველის“,- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ცნობისთვის, „სამართლიანი არჩევნები“ (ISFED) 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგების დაზუსტებულ ინფორმაციას აქვეყნებს. მათი ინფორმაციით, გამოვლინდა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში. გასწორების შედეგად, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიცვალა. აღნიშნული სხვაობა გავლენას არ ახდენს არცერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე.

„სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების დღის საბოლოო შედეგების დაზუსტებული ინფორმაციით, "ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს" ხმების 47.6% აქვს.

"პროცესი გამოაჩენს, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი პარლამენტში შევა. უნდა შევიდეთ, ხალხმა ხმა იმისთვის მოგვცა, რომ პარლამენტში ვიმუშაოთ" - ალეკო ელისაშვილი

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"ძალიან დაგვაკლდა გიგა ბოკერიას რჩევები, დაგვაკლდა სალომე სამადაშვილი, დაგვაკლდება ელენე ხოშტარია, ვაშაძე" - კობახიძე ოპოზიციის პარლამენტში არყოფნაზე