პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ცესკო-ს შედეგებისა და PVT-ის მონაცემების თანხვედრა ცხადყოფს, რომ საუბარი არჩევნების გაყალბებაზე მტკნარი სიცრუეა" - ირაკლი კობახიძე ხმების პარალელურ დათვლაზე
"ცესკო-ს შედეგებისა და PVT-ის მონაცემების თანხვედრა ცხადყოფს, რომ საუბარი არჩევნების გაყალბებაზე მტკნარი სიცრუეა" - ირაკლი კობახიძე ხმების პარალელურ დათვლაზე

ცეს­კოს შე­დე­გე­ბი­სა და PVT-ის მო­ნა­ცე­მე­ბის თან­ხვედ­რა კი­დევ ერთხელ ცხად­ყოფს, რომ ყო­ველ­გვა­რი სა­უ­ბა­რი არ­ჩევ­ნე­ბის გა­ყალ­ბე­ბა­ზე მტკნა­რი სიც­რუე და სპე­კუ­ლა­ცი­აა, - ამის შე­სა­ხებ სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის ლი­დერ­მა, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა მდი­ვან­მა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ პარ­ტი­ის ოფის­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, რი­თაც „სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბის“ მიერ ხმე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რი დათ­ვლის შე­დე­გე­ბის და­ზუს­ტე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

მი­სი­ვე თქმით, „რა­დი­კა­ლუ­რი ოპო­ზი­ცია დღემ­დე გა­ურ­ბის ყვე­ლა შე­თა­ვა­ზე­ბას არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბის გა­და­მოწ­მე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით“.

„გვინ­და, გა­მო­ვეხ­მა­უ­როთ გუ­შინ სა­ღა­მოს გავ­რცე­ლე­ბულ სკან­და­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია „სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბის“ ხმის პა­რა­ლე­ლუ­რი დათ­ვლის შე­სა­ხებ. რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ხმის პა­რა­ლე­ლუ­რი დათ­ვლა - ე.წ. PVT გა­ნი­ხი­ლე­ბა რო­გორც ცეს­კოს მო­ნა­ცე­მე­ბის კო­რექ­ტუ­ლო­ბის გა­და­მოწ­მე­ბის მთა­ვა­რი მე­ქა­ნიზ­მი. გან­სხვა­ვე­ბით გა­სუ­ლი წლე­ბის­გან, „სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბის“ (ISFED-ის) მიერ ამა წლის 1 ნო­ემ­ბერს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ PVT-ში პირ­ვე­ლად და­ფიქ­სირ­და არ­სე­ბი­თი გა­დახ­რა ცეს­კოს შე­დე­გე­ბი­დან, რაც ოპო­ზი­ცი­ის მხრი­დან არ­ჩევ­ნე­ბის გა­ყალ­ბე­ბის მტკი­ცე­ბის მთა­ვარ საყ­რდე­ნად იქცა. კერ­ძოდ, PVT-ის თა­ნახ­მად, ფიქ­სირ­დე­ბო­და 2,4-პრო­ცენ­ტი­ა­ნი ცდო­მი­ლე­ბა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ შემ­თხვე­ვა­ში, რის სა­ფუძ­ველ­ზეც რა­დი­კა­ლუ­რი ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რე­ბი არ­ჩევ­ნე­ბის გა­ყალ­ბე­ბა­ზე სა­უბ­რობ­დნენ.

PVT-ის ელე­მენ­ტა­რუ­ლი მა­თე­მა­ტი­კუ­რი ანა­ლი­ზის სა­ფუძ­ველ­ზე, ჩვენ იმ­თა­ვით­ვე შე­ვი­ტა­ნეთ ეჭვი მისი მო­ნა­ცე­მე­ბის კო­რექ­ტუ­ლო­ბა­ში. აშ­კა­რა იყო, რომ პარ­ტი­ე­ბის პრო­ცენ­ტუ­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბის გა­მოთ­ვლი­სას, დაშ­ვე­ბუ­ლი იყო უხე­ში ხარ­ვე­ზი, რომ­ლის გა­მოს­წო­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ჩვე­ნი ვა­რა­უ­დით, PVT-ის მო­ნა­ცე­მე­ბი და­ემ­თხვე­ო­და ცეს­კოს მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გებს. ამის თა­ო­ბა­ზე, ჩვენ ღიად ვი­სა­უბ­რეთ პარ­ტი­ის ოფის­ში გა­მარ­თულ რამ­დე­ნი­მე ბრი­ფინგზე.

მად­ლო­ბა გვინ­და გა­და­ვუ­ხა­დოთ უცხო­ელ პარტნი­ო­რებს იმი­სათ­ვის, რომ გუ­ლის­ყუ­რით მო­ე­კიდ­ნენ ჩვენს შეშ­ფო­თე­ბას PVT-ის ცდო­მი­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ჩვენს მიერ მათი ინ­ფორ­მი­რე­ბის შემ­დეგ, გა­და­მოწ­მე­ბის მიზ­ნით, ჩა­ტარ­და აუ­დი­ტი, რომ­ლის შე­დე­გე­ბიც გუ­შინ გა­მოქ­ვეყ­ნდა. უაღ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ხარ­ვე­ზის მი­ზე­ზი სრუ­ლად, გამჭვირ­ვა­ლედ და რაც შე­იძ­ლე­ბა მოკ­ლე ვა­დებ­ში იქ­ნას შეს­წავ­ლი­ლი.

დღე­ვან­დე­ლი რა­დი­კა­ლუ­რი ოპო­ზი­ცია 9 წლის მან­ძილ­ზე და უფრო ად­რეც, აყალ­ბებ­და არ­ჩევ­ნებს. ამ ადა­მი­ა­ნებ­თან თავ­დაც­ვით პო­ზი­ცი­ა­ში ყოფ­ნა და არ­ჩევ­ნე­ბის არ­გა­ყალ­ბე­ბის შე­სა­ხებ თა­ვის მარ­თლე­ბა, ჩვენ­თვის კა­ტე­გო­რი­უ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია. ასე­თი­ვე სი­ყალ­ბეა მათი პრო­პა­გან­და ე.წ. კა­რუ­სე­ლებ­თან, ამომ­რჩევ­ლის მოს­ყიდ­ვას­თან და ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი რე­სურ­სის გა­მო­ყე­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რა­ზეც ისი­ნი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა და არ­გუ­მენ­ტე­ბის გა­რე­შე სა­უბ­რო­ბენ. სწო­რედ ამი­ტომ გა­ურ­ბის რა­დი­კა­ლუ­რი ოპო­ზი­ცია დღემ­დე ჩვენს ყვე­ლა შე­თა­ვა­ზე­ბას არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბის გა­და­მოწ­მე­ბას­თან და ამ თე­მა­ზე დე­ბა­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით“, - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის თქმით, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ არა­ვის მის­ცემს უფ­ლე­ბას კონ­კუ­რენ­ტუ­ლი და თა­ვი­სუ­ფა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი ხე­ლოვ­ნუ­რად და­ა­ყე­ნონ ეჭვქვეშ.

„უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ PVT-ის ხარ­ვე­ზი რა­დი­კა­ლურ­მა ოპო­ზი­ცი­ამ გა­მო­ი­ყე­ნა მო­რიგ სა­ბა­ბად ჩვენს სტრა­ტე­გი­ულ პარტნი­ო­რებ­ზე და არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტორ­ზე თავ­დას­ხმი­სათ­ვის, რაც სა­თა­ნა­დო რე­ა­გი­რე­ბას სა­ჭი­რო­ებს. აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტი გან­სა­კუთ­რე­ბით შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია რა­დი­კა­ლუ­რი ოპო­ზი­ცი­ის მხრი­დან ჩვენს ამე­რი­კელ და ევ­რო­პელ პარტნი­ო­რებ­ზე გახ­ში­რე­ბუ­ლი თავ­დას­ხმე­ბის, მათი შე­უ­რა­ცხყო­ფის, უხე­ში ან­ტი­ა­მე­რი­კუ­ლი და ან­ტი­ევ­რო­პუ­ლი პრო­პა­გან­დის ფონ­ზე, რა­საც ისი­ნი გა­სუ­ლი დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტი­უ­რად აწარ­მო­ე­ბენ.

ან­ტი­და­სავ­ლუ­რი, ან­ტი­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი და ან­ტი­დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლე­ბი ვერ მი­აღ­წე­ვენ სა­კუ­თარ მიზ­ნებს, რა­საც PVT-ზე აგე­ბუ­ლი მათი სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბის სიმცდა­რის მხი­ლე­ბაც ცხად­ყოფს. ჩვენ არა­ვის მივ­ცემთ კონ­კუ­რენ­ტუ­ლი და თა­ვი­სუ­ფა­ლი არ­ჩევ­ნე­ბის ხე­ლოვ­ნუ­რად ეჭვქვეშ და­ყე­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას. პირ­ველ რიგ­ში, სწო­რედ სი­ყალ­ბეს უთხრა უარი ქარ­თველ­მა ამომ­რჩე­ველ­მა 31 ოქ­ტომ­ბერს“, - აცხა­დებს კო­ბა­ხი­ძე.

ცნო­ბის­თვის, „სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბი“ (ISFED) 2020 წლის 31 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბის სა­ბო­ლოო შე­დე­გე­ბის და­ზუს­ტე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას აქ­ვეყ­ნებს. მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მოვ­ლინ­და ხარ­ვე­ზი სა­არ­ჩევ­ნო სუ­ბი­ექ­ტე­ბის მიერ მი­ღე­ბუ­ლი ხმე­ბის გა­მო­სათ­ვლელ ფორ­მუ­ლა­ში. გას­წო­რე­ბის შე­დე­გად, სა­არ­ჩევ­ნო სუ­ბი­ექ­ტე­ბის მიერ მი­ღე­ბუ­ლი ხმე­ბის პრო­ცენ­ტუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბა უმ­ნიშ­ვნე­ლოდ შე­იც­ვა­ლა. აღ­ნიშ­ნუ­ლი სხვა­ო­ბა გავ­ლე­ნას არ ახ­დენს არ­ცერ­თი სა­არ­ჩევ­ნო სუ­ბი­ექ­ტის მიერ მი­ღე­ბუ­ლი მან­და­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა­ზე.„სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბის“ (ISFED) 2020 წლის 31 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბის დღის სა­ბო­ლოო შე­დე­გე­ბის და­ზუს­ტე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - დე­მოკ­რა­ტი­ულ სა­ქარ­თვე­ლოს" ხმე­ბის 47.6% აქვს.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
))))
6

ტაში, ამხანაგო, ჩიჩილაკ! შენ თქვა და ჩვენ არ დავიჯეროთ?!

გლახუნა
5

აბაა - საქოცეთი... ., აშენებთ,, -,, სახელმწიფოს,, 8 ,,საუკეთესო,, წელია,, განსაკუთრებით - 2018 წლიდან ,,გამოასწორეთ მართვის ბერკეტები,, არაა?! და ხალხი ისე კმაყოფილია... იმაზე მეტი ხმა მოქცა, ვიდრე - 2016 წელს, ხომ ?! ანუ ხალხს ,,მოსწონს,, რომ::

დააუსუსურეთ სახელმწიფო ინსტიტუტები,

დააუსუსურეთ სახელმწიფოს უსაფრთხოება,

დაბლოკეთ სტრატეგიული ეკო-რი პროექტები - ანაკლია - ლაზიკის პორტი - ქალაქი, მით 10 000- ბით სამუშაო ადგილი,

დაბლოკეთ - დევნით დასავლურ ბიზნეს - მენეჯმენტს, მით 100 000- ბით სამუშაო ადგილი,

მით ჩამოშალეთ - ეკო-კა, ააღორძინებთ კორუფცია, ნეპოტიზმში, კრიმინალური - გაძარცვეთ, გააღატაკეთ - სახელმწიფო,ერი , ბიუჯეტი ( ნაც-ბის 4-ჯერ გაზრდილი) და ეს მოსწონთ და ამიტომ ისევ ,,აგირჩიეს,, ?! 

- მთლად სასაცილო - მასხარები შეიქმენით, თან კრემლის გენერლების... 

ავტორი:

"ცესკო-ს შედეგებისა და PVT-ის მონაცემების თანხვედრა ცხადყოფს, რომ საუბარი არჩევნების გაყალბებაზე მტკნარი სიცრუეა" - ირაკლი კობახიძე ხმების პარალელურ დათვლაზე

"ცესკო-ს შედეგებისა და PVT-ის მონაცემების თანხვედრა ცხადყოფს, რომ საუბარი არჩევნების გაყალბებაზე მტკნარი სიცრუეა" - ირაკლი კობახიძე ხმების პარალელურ დათვლაზე

ცესკოს შედეგებისა და PVT-ის მონაცემების თანხვედრა კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ყოველგვარი საუბარი არჩევნების გაყალბებაზე მტკნარი სიცრუე და სპეკულაციაა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც „სამართლიანი არჩევნების“ მიერ ხმების პარალელური დათვლის შედეგების დაზუსტებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, „რადიკალური ოპოზიცია დღემდე გაურბის ყველა შეთავაზებას არჩევნების შედეგების გადამოწმებასთან დაკავშირებით“.

„გვინდა, გამოვეხმაუროთ გუშინ საღამოს გავრცელებულ სკანდალურ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ ხმის პარალელური დათვლის შესახებ. როგორც მოგეხსენებათ, ხმის პარალელური დათვლა - ე.წ. PVT განიხილება როგორც ცესკოს მონაცემების კორექტულობის გადამოწმების მთავარი მექანიზმი. განსხვავებით გასული წლებისგან, „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED-ის) მიერ ამა წლის 1 ნოემბერს გამოქვეყნებულ PVT-ში პირველად დაფიქსირდა არსებითი გადახრა ცესკოს შედეგებიდან, რაც ოპოზიციის მხრიდან არჩევნების გაყალბების მტკიცების მთავარ საყრდენად იქცა. კერძოდ, PVT-ის თანახმად, ფიქსირდებოდა 2,4-პროცენტიანი ცდომილება „ქართული ოცნების“ შემთხვევაში, რის საფუძველზეც რადიკალური ოპოზიციის ლიდერები არჩევნების გაყალბებაზე საუბრობდნენ.

PVT-ის ელემენტარული მათემატიკური ანალიზის საფუძველზე, ჩვენ იმთავითვე შევიტანეთ ეჭვი მისი მონაცემების კორექტულობაში. აშკარა იყო, რომ პარტიების პროცენტული მაჩვენებლების გამოთვლისას, დაშვებული იყო უხეში ხარვეზი, რომლის გამოსწორების შემთხვევაში, ჩვენი ვარაუდით, PVT-ის მონაცემები დაემთხვეოდა ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ არჩევნების შედეგებს. ამის თაობაზე, ჩვენ ღიად ვისაუბრეთ პარტიის ოფისში გამართულ რამდენიმე ბრიფინგზე.

მადლობა გვინდა გადავუხადოთ უცხოელ პარტნიორებს იმისათვის, რომ გულისყურით მოეკიდნენ ჩვენს შეშფოთებას PVT-ის ცდომილებასთან დაკავშირებით. ჩვენს მიერ მათი ინფორმირების შემდეგ, გადამოწმების მიზნით, ჩატარდა აუდიტი, რომლის შედეგებიც გუშინ გამოქვეყნდა. უაღრესად მნიშვნელოვანია, ხარვეზის მიზეზი სრულად, გამჭვირვალედ და რაც შეიძლება მოკლე ვადებში იქნას შესწავლილი.

დღევანდელი რადიკალური ოპოზიცია 9 წლის მანძილზე და უფრო ადრეც, აყალბებდა არჩევნებს. ამ ადამიანებთან თავდაცვით პოზიციაში ყოფნა და არჩევნების არგაყალბების შესახებ თავის მართლება, ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. ასეთივე სიყალბეა მათი პროპაგანდა ე.წ. კარუსელებთან, ამომრჩევლის მოსყიდვასთან და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებით, რაზეც ისინი მტკიცებულებებისა და არგუმენტების გარეშე საუბრობენ. სწორედ ამიტომ გაურბის რადიკალური ოპოზიცია დღემდე ჩვენს ყველა შეთავაზებას არჩევნების შედეგების გადამოწმებასთან და ამ თემაზე დებატებთან დაკავშირებით“, - განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, „ქართული ოცნება“ არავის მისცემს უფლებას კონკურენტული და თავისუფალი არჩევნები ხელოვნურად დააყენონ ეჭვქვეშ.

„უნდა აღინიშნოს, რომ PVT-ის ხარვეზი რადიკალურმა ოპოზიციამ გამოიყენა მორიგ საბაბად ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებზე და არასამთავრობო სექტორზე თავდასხმისათვის, რაც სათანადო რეაგირებას საჭიროებს. აღნიშნული ფაქტი განსაკუთრებით შემაშფოთებელია რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ჩვენს ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებზე გახშირებული თავდასხმების, მათი შეურაცხყოფის, უხეში ანტიამერიკული და ანტიევროპული პროპაგანდის ფონზე, რასაც ისინი გასული დღეების განმავლობაში განსაკუთრებით აქტიურად აწარმოებენ.

ანტიდასავლური, ანტისახელმწიფოებრივი და ანტიდემოკრატიული პოლიტიკური ძალები ვერ მიაღწევენ საკუთარ მიზნებს, რასაც PVT-ზე აგებული მათი სპეკულაციების სიმცდარის მხილებაც ცხადყოფს. ჩვენ არავის მივცემთ კონკურენტული და თავისუფალი არჩევნების ხელოვნურად ეჭვქვეშ დაყენების შესაძლებლობას. პირველ რიგში, სწორედ სიყალბეს უთხრა უარი ქართველმა ამომრჩეველმა 31 ოქტომბერს“, - აცხადებს კობახიძე.

ცნობისთვის, „სამართლიანი არჩევნები“ (ISFED) 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგების დაზუსტებულ ინფორმაციას აქვეყნებს. მათი ინფორმაციით, გამოვლინდა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში. გასწორების შედეგად, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიცვალა. აღნიშნული სხვაობა გავლენას არ ახდენს არცერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე.„სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების დღის საბოლოო შედეგების დაზუსტებული ინფორმაციით, "ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს" ხმების 47.6% აქვს.

"გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სასამართლოში რამდენიმე თვეში შეუდგება უფლებამოსილების შესრულებას, მანამდე ჩვენს გუნდში გააგრძელებს საქმიანობას" - პრემიერი

"როგორც ფასილიტატორი, ვხედავ, რომ პარტიები ერთმანეთს უფრო შორდებიან, იმის ნაცვლად, რომ დაუახლოვდნენ" - კარლ ჰარცელი

იუსტიციის მინისტრის პოსტზე წარდგენილი გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს