სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
საზოგადოება
სპორტი
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ ოპოზიციის ერთიანობა დაირღვა, ხელისუფლებას მარტივი ბერკეტი აქვს - პარლამენტში შესულები შიგნით და გარეთ დარჩენილები გარეთ "მოგუდოს" - გია ხუხაშვილი
"თუ ოპოზიციის ერთიანობა დაირღვა, ხელისუფლებას მარტივი ბერკეტი აქვს - პარლამენტში შესულები შიგნით და გარეთ დარჩენილები გარეთ "მოგუდოს" - გია ხუხაშვილი

ექ­სპერტ გია ხუ­ხაშ­ვი­ლის შე­ფა­სე­ბით, ერ­თა­დერ­თი აქ­ტი­ვი, რაც დღეს ოპო­ზი­ცი­ას აქვს, ერ­თი­ა­ნო­ბაა და ვინც ამ აქ­ტივს და­არ­ღვევს, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს პარ­ლა­მენ­ტში შე­სუ­ლე­ბი შიგ­ნით, გა­რეთ დარ­ჩე­ნი­ლე­ბი კი გა­რეთ "მო­გუ­დოს". ამის შე­სა­ხებ ხუ­ხაშ­ვილ­მა "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და, სა­დაც პარ­ტია "მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის“ ლი­დე­რის, ალე­კო ელი­საშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას უპა­სუ­ხა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ის პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლას იმ შემ­თხვე­ვა­ში და­თან­ხმდე­ბა, თუ მხა­რე­ე­ბი სა­არ­ჩევ­ნო კა­ნონ­მდებ­ლო­ბი­სა და სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის რე­ფორ­მა­ზე შე­თან­ხმდე­ბი­ან.

ხუ­ხაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ პო­ლი­ტი­კო­სის მხრი­დან მი­ზე­ზის ნახ­ვა ძა­ლი­ან მარ­ტი­ვია.

"ერ­თა­დერ­თი აქ­ტი­ვი რაც დღეს ოპო­ზი­ცი­ას აქვს, ერ­თი­ა­ნო­ბაა, მეტი აქ­ტი­ვი მათ არ აქვთ. თუ ეს ერ­თი­ა­ნო­ბა და­ირ­ღვა სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზით, ნუ რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს... ობი­ექ­ტუ­რი, სუ­ბი­ექ­ტუ­რი, ტყუ­ი­ლი, მარ­თა­ლი, თუ ერ­თი­ა­ნო­ბა და­ირ­ღვა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი ბერ­კე­ტი აქვს - შე­სუ­ლე­ბი შიგ­ნით და გა­რეთ დარ­ჩე­ნი­ლე­ბი - გა­რეთ "მო­გუ­დოს". ასე რომ აქ­ტივს გაფრ­თხი­ლე­ბა სჭირ­დე­ბათ, თუ უნ­დათ, რომ რე­ა­ლუ­რი შე­დე­გი მი­ი­ღონ, რო­გორც სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვად, ასე­ვე პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბის­თვის. მი­ზე­ზის ნახ­ვა, მა­გა­ლი­თად, უგუ­ლა­ვას რა­ღაც არ მომ­წონს და ამი­ტომ შევ­დი­ვარ, პირ­და­პირ გე­ტყვით - ეს ძა­ლი­ან სუს­ტი არ­გუ­მენ­ტია და არ "იჭ­მე­ვა", - გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, პარ­ტია "მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის“ ლი­დერ­მა ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა დღეს გა­ნა­ცხა­და, რომ პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლას იმ შემ­თხვე­ვა­ში და­თან­ხმდე­ბა, თუ მხა­რე­ე­ბი სა­არ­ჩევ­ნო კა­ნონ­მდებ­ლო­ბი­სა და სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის რე­ფორ­მა­ზე შე­თან­ხმდე­ბი­ან.

ასე­ვე დღეს ელი­საშ­ვილ­მა სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­მი­მარ­თვა­ში აღ­ნიშ­ნა, რომ ბო­კე­რია და უგუ­ლა­ვა პარ­ლა­მენ­ტში ვერ მოხ­ვდნენ და ამი­ტომ უნ­დათ, ყვე­ლა­ფე­რი არი­ონ და სა­ბო­ტა­ჟით და­კავ­დნენ.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზურაბი
4

ეს კაცი იჩემებს ექსპერტობას? ის უტიფარია ვინც მას ექსპერტობას აბრალებთ გამოფხიზლდით კაცი ალეკო ელისაშვილს გადაწყვეტილებას პარლამენტში შესაძლო შესვლაზე კატასტროფული შედეგის მომტანად ხატავს ლამის კაცი ჩაქოლოს ხუხა მიშას ნაყიდი ნაცია ამაზრზენია მისი ექსპერტად მოხსენიება

სილიბისტრო
2

"აზროვნების გიგანტი" ,"დემოკრატიის მამა". ისე ამაზე სულელურ კომენტარებს და პროგნოზებს ჩიტაძეც კი არ აკეთებს.

ავტორი:

"თუ ოპოზიციის ერთიანობა დაირღვა, ხელისუფლებას მარტივი ბერკეტი აქვს - პარლამენტში შესულები შიგნით და გარეთ დარჩენილები გარეთ "მოგუდოს" - გია ხუხაშვილი

"თუ ოპოზიციის ერთიანობა დაირღვა, ხელისუფლებას მარტივი ბერკეტი აქვს - პარლამენტში შესულები შიგნით და გარეთ დარჩენილები გარეთ "მოგუდოს" - გია ხუხაშვილი

ექსპერტ გია ხუხაშვილის შეფასებით, ერთადერთი აქტივი, რაც დღეს ოპოზიციას აქვს, ერთიანობაა და ვინც ამ აქტივს დაარღვევს, ხელისუფლებას საშუალებას მისცემს პარლამენტში შესულები შიგნით, გარეთ დარჩენილები კი გარეთ "მოგუდოს". ამის შესახებ ხუხაშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, სადაც პარტია "მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებას უპასუხა, რომლის მიხედვითაც ის პარლამენტში შესვლას იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ მხარეები საარჩევნო კანონმდებლობისა და საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმაზე შეთანხმდებიან.

ხუხაშვილმა აღნიშნა, რომ პოლიტიკოსის მხრიდან მიზეზის ნახვა ძალიან მარტივია.

"ერთადერთი აქტივი რაც დღეს ოპოზიციას აქვს, ერთიანობაა, მეტი აქტივი მათ არ აქვთ. თუ ეს ერთიანობა დაირღვა სხვადასხვა მიზეზით, ნუ რა მნიშვნელობა აქვს... ობიექტური, სუბიექტური, ტყუილი, მართალი, თუ ერთიანობა დაირღვა ხელისუფლებას ძალიან მარტივი ბერკეტი აქვს - შესულები შიგნით და გარეთ დარჩენილები - გარეთ "მოგუდოს". ასე რომ აქტივს გაფრთხილება სჭირდებათ, თუ უნდათ, რომ რეალური შედეგი მიიღონ, როგორც სახელმწიფოებრივად, ასევე პოლიტიკური ინტერესებისთვის. მიზეზის ნახვა, მაგალითად, უგულავას რაღაც არ მომწონს და ამიტომ შევდივარ, პირდაპირ გეტყვით - ეს ძალიან სუსტი არგუმენტია და არ "იჭმევა", - განაცხადა ხუხაშვილმა.

შეგახსენებთ, პარტია "მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა დღეს განაცხადა, რომ პარლამენტში შესვლას იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ მხარეები საარჩევნო კანონმდებლობისა და საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმაზე შეთანხმდებიან.

ასევე დღეს ელისაშვილმა სოციალური ქსელით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, რომ ბოკერია და უგულავა პარლამენტში ვერ მოხვდნენ და ამიტომ უნდათ, ყველაფერი არიონ და საბოტაჟით დაკავდნენ.

პარლამენტში ოპოზიციისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს მომავალ წლამდე არ განიხილავენ

ზურაბ ჯაფარიძემ ახალი პარტია - "გირჩი - მეტი თავისუფლება" დააფუძნა - "ძველისგან ბევრი რამით განსხვავდება..."

ჯანმო-ს დირექტორსა და გიორგი გახარიას შორის სატელეფონო საუბარი შედგა - რა ინფორმაციას ავრცელებს მთავრობის ადმინისტრაცია?