სამართალი

15

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 21:07-ზე, მთვარე სასწორშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. იკვებეთ ზომიერად, არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა. ივარჯიშეთ სასიამოვნო მუსიკის ფონზე.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პარლამენტში არ შესვლას დასჭირდება ძალიან სერიოზული გამბედაობა, რაც ცდუნების გაძლებაა" - ლევან გოგიჩაიშვილი
"პარლამენტში არ შესვლას დასჭირდება ძალიან სერიოზული გამბედაობა, რაც ცდუნების გაძლებაა" - ლევან გოგიჩაიშვილი

პარ­ლა­მენ­ტში არ შეს­ვლას აქვს მო­რა­ლუ­რი პო­ზი­ცია, ძა­ლი­ან ძლი­ე­რი პო­ზი­ცია, ამას დას­ჭირ­დე­ბა ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი გამ­ბე­და­ო­ბა, რაც ცდუ­ნე­ბის გაძ­ლე­ბაა, - ამის შე­სა­ხებ და­მო­უ­კი­დე­ბელ­მა დე­პუ­ტატ­მა ლე­ვან გო­გი­ჩა­იშ­ვილ­მა „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა „დღის ნი­უს­რუმ­ში“ გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რებ­მა თა­მა­სა თა­ვად აწი­ეს, რო­დე­საც გა­ნა­ცხა­დეს, რომ პარ­ლა­მენ­ტში არ შე­ვი­დოდ­ნენ, თუმ­ცა ეს მო­რა­ლუ­რად სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა, რად­გან არ­ჩევ­ნე­ბი გა­ყალბ­და.

„ძა­ლი­ან დიდი მი­ზი­დუ­ლო­ბა აქვს პარ­ლა­მენტს და მეს­მის, რომ პო­ლი­ტი­კო­სე­ბი არ­ჩევ­ნებ­ში იმის­თვის იღე­ბენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, რომ, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, მან­და­ტე­ბის­თვის იბ­რძო­ლოს. მან­და­ტი გჭირ­დე­ბა იმის­თვის, რომ პო­ლი­ტი­კა­ში იყო, პარ­ლა­მენ­ტში იყო, გავ­ლე­ნა გქონ­დეს, ბერ­კე­ტი გქონ­დეს და შე­სა­ბა­მი­სად, ტრი­ბუ­ნა გქონ­დეს, ეს პა­ტა­რა ამ­ბა­ვი არ არის. თუ ადა­მი­ა­ნე­ბი შეძ­ლე­ბენ ამ ვნე­ბე­ბის მო­თოკ­ვას, რომ არ შე­ვიდ­ნენ, ჩემს თვალ­ში ეს ადა­მი­ა­ნი გა­იზ­რდე­ბი­ან.

ამა­ზე უა­რის თქმას სე­რი­ო­ზუ­ლი გამ­ბე­და­ო­ბა სჭირ­დე­ბა, მაგ­რამ ვი­ღა­ცებს არა­ვინ არ ექა­ჩე­ბო­და იმის სათ­ქმე­ლად, რომ პარ­ლა­მენ­ტში არ შე­ვი­დოდ­ნენ. ამ ადა­მი­ა­ნებ­მა თვი­თონ აწი­ეს ეს თა­მა­სა. მო­რა­ლუ­რად ეს ძა­ლი­ან სწო­რია, იმი­ტომ რომ ვფიქ­რობ, ეს არ­ჩევ­ნე­ბი იყო ძა­ლი­ან მძი­მე არ­ჩევ­ნე­ბი, გა­ყალბ­და, ბუ­ნებ­რი­ვია, „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ არ აქვს 48%, მას რე­ა­ლუ­რად აქვს ის პრო­ცენ­ტი, რა რა­ო­დე­ნო­ბის ამომ­რჩე­ვე­ლიც მე­ო­რე ტურ­ზე მი­ვი­და“, - გა­ნა­ცხა­და გო­გი­ჩა­იშ­ვილ­მა.

ლე­ვან გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლის თქმით, იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბი პარ­ლა­მენ­ტში არ შეს­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თა­ვის სი­ტყვას გა­ტე­ხენ, ეს ამომ­რჩე­ველ­ში იმედ­გაც­რუ­ე­ბას გა­მო­იწ­ვევს.

მი­სი­ვე თქმით, ბა­რი­ერ­გა­და­ლა­ხულ ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რებს პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლის­თვის არ გა­აკ­რი­ტი­კებ­დნენ, თუმ­ცა ბო­ი­კო­ტის გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დეგ სი­ტყვის გა­ტეხ­ვა, მათ რე­პუ­ტა­ცი­ულ პრობ­ლე­მებს შე­უქ­მნის.

„მე მგო­ნია, ამომ­რჩე­ვე­ლი თა­ვის არ­ჩე­ულს არ უნდა გა­უბ­რაზ­დეს იმის გამო, შე­ვი­და ის პარ­ლა­მენ­ტში თუ არ შე­ვი­და. შე­იძ­ლე­ბა გა­უბ­რაზ­დეს იმის გამო, რომ დღეს ერთს ამ­ბობ და ხვალ მე­ო­რეს ამ­ბობ. შე­იძ­ლე­ბა ამ ხალ­ხს არ ეთ­ქვა თა­ვი­დან­ვე, რომ არ შე­ვალ­თო და შე­სუ­ლიყ­ვნენ და ამის გამო არა­ვინ არ გა­აკ­რი­ტი­კებ­და. იტყო­და რომ: „გა­ყალბ­და, და­ვი­ჩაგ­რე, ვე­რა­ფერს ვერ ვა­კე­თებ, დამ­რჩა ეს მან­და­ტი და ეს მან­და­ტი მინ­და გა­მო­ვი­ყე­ნო. და­მაკ­ლეს მან­და­ტე­ბი, მაგ­რამ, არა­უ­შავს, უფრო მეტ ენერ­გი­ას ჩავ­დებ, ვიბ­რძო­ლებ და არ შე­ვარ­ჩენ „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“, მაგ­რამ, იმ ხალ­ხს, ვინც ბოლო ორი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში აცხა­დებ­და, რომ არ შე­ვალ­თო, შე­იძ­ლე­ბა ამ სი­ტყვე­ბის გამო შე­ექ­მნათ რე­პუ­ტა­ცი­უ­ლი პრობ­ლე­მა, ვიდ­რე შეს­ვლის­თვის,“- გა­ნა­ცხა­და გო­გი­ჩა­იშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 31 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
$$$
38

რეპუტაციული პრობლემა!? მაინც საჭირო გახდება ახალი არჩევნები, ხუხულა მაინც ჩამოინგრევა და შესულები ვერ ეღირსებიან მხარდაჭერას ხალხისგან !

თამი
18

მე პირადად და ყველას ვინც ხმა მივეცით ალეკო ელისაშვილს გვჯერა და ეჭვიც არ გვეპარება რომ არასდროს არ უღალატებს იმ ხალხს ვინც მისი ირწმუნა!!!

ავტორი:

"პარლამენტში არ შესვლას დასჭირდება ძალიან სერიოზული გამბედაობა, რაც ცდუნების გაძლებაა" - ლევან გოგიჩაიშვილი

"პარლამენტში არ შესვლას დასჭირდება ძალიან სერიოზული გამბედაობა, რაც ცდუნების გაძლებაა" - ლევან გოგიჩაიშვილი

პარლამენტში არ შესვლას აქვს მორალური პოზიცია, ძალიან ძლიერი პოზიცია, ამას დასჭირდება ძალიან სერიოზული გამბედაობა, რაც ცდუნების გაძლებაა, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციონერებმა თამასა თავად აწიეს, როდესაც განაცხადეს, რომ პარლამენტში არ შევიდოდნენ, თუმცა ეს მორალურად სწორი გადაწყვეტილებაა, რადგან არჩევნები გაყალბდა.

„ძალიან დიდი მიზიდულობა აქვს პარლამენტს და მესმის, რომ პოლიტიკოსები არჩევნებში იმისთვის იღებენ მონაწილეობას, რომ, საბოლოო ჯამში, მანდატებისთვის იბრძოლოს. მანდატი გჭირდება იმისთვის, რომ პოლიტიკაში იყო, პარლამენტში იყო, გავლენა გქონდეს, ბერკეტი გქონდეს და შესაბამისად, ტრიბუნა გქონდეს, ეს პატარა ამბავი არ არის. თუ ადამიანები შეძლებენ ამ ვნებების მოთოკვას, რომ არ შევიდნენ, ჩემს თვალში ეს ადამიანი გაიზრდებიან.

ამაზე უარის თქმას სერიოზული გამბედაობა სჭირდება, მაგრამ ვიღაცებს არავინ არ ექაჩებოდა იმის სათქმელად, რომ პარლამენტში არ შევიდოდნენ. ამ ადამიანებმა თვითონ აწიეს ეს თამასა. მორალურად ეს ძალიან სწორია, იმიტომ რომ ვფიქრობ, ეს არჩევნები იყო ძალიან მძიმე არჩევნები, გაყალბდა, ბუნებრივია, „ქართულ ოცნებას“ არ აქვს 48%, მას რეალურად აქვს ის პროცენტი, რა რაოდენობის ამომრჩეველიც მეორე ტურზე მივიდა“, - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, იმ შემთხვევაში თუ ოპოზიციური პარტიები პარლამენტში არ შესვლასთან დაკავშირებით, თავის სიტყვას გატეხენ, ეს ამომრჩეველში იმედგაცრუებას გამოიწვევს.

მისივე თქმით, ბარიერგადალახულ ოპოზიციონერებს პარლამენტში შესვლისთვის არ გააკრიტიკებდნენ, თუმცა ბოიკოტის გამოცხადების შემდეგ სიტყვის გატეხვა, მათ რეპუტაციულ პრობლემებს შეუქმნის.

„მე მგონია, ამომრჩეველი თავის არჩეულს არ უნდა გაუბრაზდეს იმის გამო, შევიდა ის პარლამენტში თუ არ შევიდა. შეიძლება გაუბრაზდეს იმის გამო, რომ დღეს ერთს ამბობ და ხვალ მეორეს ამბობ. შეიძლება ამ ხალხს არ ეთქვა თავიდანვე, რომ არ შევალთო და შესულიყვნენ და ამის გამო არავინ არ გააკრიტიკებდა. იტყოდა რომ: „გაყალბდა, დავიჩაგრე, ვერაფერს ვერ ვაკეთებ, დამრჩა ეს მანდატი და ეს მანდატი მინდა გამოვიყენო. დამაკლეს მანდატები, მაგრამ, არაუშავს, უფრო მეტ ენერგიას ჩავდებ, ვიბრძოლებ და არ შევარჩენ „ქართულ ოცნებას“, მაგრამ, იმ ხალხს, ვინც ბოლო ორი თვის განმავლობაში აცხადებდა, რომ არ შევალთო, შეიძლება ამ სიტყვების გამო შეექმნათ რეპუტაციული პრობლემა, ვიდრე შესვლისთვის,“- განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი

"ბოიკოტი გრძელდება, ვინც არ უნდა გამოაკლდეს" - რა პროცესებს აანონსებენ ოპოზიციის ლიდერები მოლაპარაკების შემდეგ

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"