მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გაუსაძლის მდგომარეობაში არიან... ვერ ყიდულობენ საკვებსა და ჰიგიენის საშუალებებს" - რუსთავის პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულები დახმარებას ითხოვენ
"გაუსაძლის მდგომარეობაში არიან... ვერ ყიდულობენ საკვებსა და ჰიგიენის საშუალებებს" - რუსთავის პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულები დახმარებას ითხოვენ

რუს­თა­ვის N17 პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბი დახ­მა­რე­ბას ითხო­ვენ. ერთ-ერთი პა­ტიმ­რის ად­ვო­კა­ტი, გი­ორ­გი გა­ბე­და­ვა Ambebi.ge-ს ეუბ­ნე­ბა, რომ და­წე­სე­ბუ­ლე­ბას ორი დღეა წყა­ლი და ელექტრო­ე­ნერ­გია არ მი­ე­წო­დე­ბა. მისი თქმით, 5 დღეა და­ხუ­რუ­ლია ე.წ. ცი­ხის მა­ღა­ზია, რის გა­მოც პა­ტიმ­რე­ბი ელე­მენ­ტა­რუ­ლი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას ვერ ახერ­ხე­ბენ.

"მი­რე­კა­ვენ პა­ტიმ­რე­ბი და მიყ­ვე­ბი­ან, რომ გა­უ­საძ­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არი­ან. 5 დღის წინ კო­რო­ნა­ვო­რუ­სი და­დას­ტუ­რე­ბია ცი­ხის მარ­კე­ტის თა­ნამ­შრო­მელს, რის გა­მოც მა­ღა­ზია და­ხუ­რეს. პა­ტიმ­რე­ბი ვერ ახერ­ხე­ბენ სი­გა­რე­ტის და საკ­ვე­ბის ყიდ­ვას. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ ყვე­ლა პა­ტი­მა­რი ცი­ხის საკ­ვე­ბით ვერ იკ­ვე­ბე­ბა. გარ­და ამი­სა, ვერ ყი­დუ­ლო­ბენ ელე­მენ­ტა­რუ­ლად ჰი­გი­ე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბებს: სა­პონს, ხელ­სა­ხო­ცებს, ტუ­ა­ლე­ტის ქა­ღალ­დებს და ა.შ. ამას ისიც და­ე­მა­ტა, რომ მე­სა­მე დღეა არ აქვთ შუქი და წყა­ლი. იქ­ნებ ვინ­მემ მი­აქ­ცი­ოს ყუ­რა­დღე­ბა ამ ადა­მი­ა­ნებს" - ამ­ბობს უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი.

პე­ნი­ტენ­ცი­ურ სამ­სა­ხურ­ში აცხა­დე­ბენ, რომ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს, "ცი­ხის მა­ღა­ზია" ხუთი დღეა არ ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს, სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა. უწყე­ბის პო­ზი­ცი­ით, სიც­რუ­ეა ისიც, თით­ქოს, შე­ნო­ბას ელექტრო­ე­ნერ­გია არ მი­ე­წო­დე­ბა. თუმ­ცა უწყე­ბა­ში ადას­ტუ­რე­ბენ, რომ N17 სა­პყრო­ბი­ლე­ში გარ­კვე­ულ შე­ფერ­ხე­ბე­ბი არ­სე­ბობს და აცხა­დე­ბენ, რომ პრობ­ლე­მა 7 დე­კემ­ბრი­დან მოგ­ვარ­დე­ბა.

"ინ­ფორ­მა­ცია, რომ N17 პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ხუთი დღეა არ ფუნ­ქი­ო­ნი­რებს ე.წ. ცი­ხის მა­ღა­ზია, ასე­ვე და­წე­სე­ბუ­ლე­ბას არ მი­წო­დე­ბა ელექტრო­ე­ნერ­გია და წყა­ლი, სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა და N17 პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში არ­სე­ბულ­მა მა­ღა­ზი­ამ მუ­შა­ო­ბა არა 5 დღის წინ, არა­მედ 3 დე­კემ­ბერს შე­ა­ჩე­რა. მი­ზე­ზი კი მა­ღა­ზი­ის თა­ნამ­შრომ­ლის მხრი­დან ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრის მიერ covid-19-ის გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით დად­გე­ნი­ლი სა­ნი­ტა­რულ-ჰი­გი­ე­ნუ­რი წე­სებს დარ­ღვე­ვა გახ­და.

კერ­ძოდ, მო­ცე­მუ­ლი პირი სა­მუ­შა­ოს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი დამ­ცა­ვი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­რე­შე ას­რუ­ლებ­და, რის გა­მოც და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მხრი­დან შე­ნიშ­ვნა მი­ე­ცა, თუმ­ცა იგი მო­თხოვ­ნას არ და­ე­მორ­ჩუ­ლა. ამი­ტომ, და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გან­თავ­სე­ბუ­ლი მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე (ვირუ­სის შე­საძ­ლო გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით) პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, მო­ცე­მუ­ლი პირი სა­მუ­შაო პრო­ცე­სის­თვის ჩა­მო­ე­ცი­ლე­ბი­ნა. სწო­რედ ამ მი­ზე­ზი­დან გა­მომ­დი­ნა­რე და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში არ­სე­ბულ­მა მა­ღა­ზი­ამ ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა 3 დე­კემ­ბერს შე­ა­ჩე­რა, თუმ­ცა ხარ­ვე­ზი ორ­შა­ბა­თი­დან - 7 დე­კემ­ბრი­დან აღ­მო­ი­ფხვრე­ბა და და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მყო­ფი მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბი ჩვე­ულ რე­ჟიმ­ში შეძ­ლე­ბენ მა­ღა­ზი­ით სარ­გებ­ლო­ბას. " -აცხა­დე­ბენ პე­ნი­ტენ­ცი­ურ სა­მა­სა­ხურ­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა ელექტრო­ე­ნერ­გი­ის და წყლის მი­წო­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ შე­ფერ­ხე­ბას, უწყე­ბა­ში გან­მარ­ტა­ვენ, რომ და­წე­სე­ბუ­ლე­ბას ელექტრო­ე­ნერ­გია უწყვეტ რე­ჟიმ­ში მი­ე­წო­დე­ბა და ამ მხრივ არა­ნა­ი­რი შე­ფერ­ხე­ბა არ ყო­ფი­ლა.

წყლის მი­წო­დე­ბა კი პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბას ქა­ლაქ რუს­თა­ვის წყალ­მო­მა­რა­გე­ბის ქსელ­ზე არ­სე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბის მი­ზე­ზით 5 დე­კემ­ბერს ღა­მის სა­ა­თებ­ში შე­უ­წყდა. პე­ნი­ტენ­ცი­ურ სამ­სა­ხურ­ში აცხა­დე­ბენ, რომ " პრობ­ლე­მის აღ­მო­სა­ფხვრე­ლად მუ­შა­ო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს და და­წე­სე­ბუ­ლე­ბას წლის მი­წო­დე­ბა უახ­ლო­ეს სა­ა­თებ­ში აღუდ­გე­ბა."

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზეინკალი
11

აბა რა ეგონათ გამაჯანსაღებელ კურორტზე ხომ არ მიდიოდნენ დანაშაულს როდესაც ჩადიოდნენ

nani
2

xistava martla zeinkaliiiiiii

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"გაუსაძლის მდგომარეობაში არიან... ვერ ყიდულობენ საკვებსა და ჰიგიენის საშუალებებს" - რუსთავის პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულები დახმარებას ითხოვენ

"გაუსაძლის მდგომარეობაში არიან... ვერ ყიდულობენ საკვებსა და ჰიგიენის საშუალებებს" - რუსთავის პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულები დახმარებას ითხოვენ

რუსთავის N17 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულები დახმარებას ითხოვენ. ერთ-ერთი პატიმრის ადვოკატი, გიორგი გაბედავა Ambebi.ge-ს ეუბნება, რომ დაწესებულებას ორი დღეა წყალი და ელექტროენერგია არ მიეწოდება. მისი თქმით, 5 დღეა დახურულია ე.წ. ციხის მაღაზია, რის გამოც პატიმრები ელემენტარული საჭიროებების დაკმაყოფილებას ვერ ახერხებენ.

"მირეკავენ პატიმრები და მიყვებიან, რომ გაუსაძლის მდგომარეობაში არიან. 5 დღის წინ კორონავორუსი დადასტურებია ციხის მარკეტის თანამშრომელს, რის გამოც მაღაზია დახურეს. პატიმრები ვერ ახერხებენ სიგარეტის და საკვების ყიდვას. მოგეხსენებათ, რომ ყველა პატიმარი ციხის საკვებით ვერ იკვებება. გარდა ამისა, ვერ ყიდულობენ ელემენტარულად ჰიგიენის საშუალებებს: საპონს, ხელსახოცებს, ტუალეტის ქაღალდებს და ა.შ. ამას ისიც დაემატა, რომ მესამე დღეა არ აქვთ შუქი და წყალი. იქნებ ვინმემ მიაქციოს ყურადღება ამ ადამიანებს" - ამბობს უფლებადამცველი.

პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, "ციხის მაღაზია" ხუთი დღეა არ ფუნქციონირებს, სიმართლეს არ შეესაბამება. უწყების პოზიციით, სიცრუეა ისიც, თითქოს, შენობას ელექტროენერგია არ მიეწოდება. თუმცა უწყებაში ადასტურებენ, რომ N17 საპყრობილეში გარკვეულ შეფერხებები არსებობს და აცხადებენ, რომ პრობლემა 7 დეკემბრიდან მოგვარდება.

"ინფორმაცია, რომ N17 პენიტენციური დაწესებულებაში ხუთი დღეა არ ფუნქიონირებს ე.წ. ციხის მაღაზია, ასევე დაწესებულებას არ მიწოდება ელექტროენერგია და წყალი, სიმართლეს არ შეესაბამება და N17 პენიტენციური დაწესებულებაში არსებულმა მაღაზიამ მუშაობა არა 5 დღის წინ, არამედ 3 დეკემბერს შეაჩერა. მიზეზი კი მაღაზიის თანამშრომლის მხრიდან ჯანდაცვის სამინისტრის მიერ covid-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დადგენილი სანიტარულ-ჰიგიენური წესებს დარღვევა გახდა.

კერძოდ, მოცემული პირი სამუშაოს ინდივიდუალური დამცავი საშუალებების გარეშე ასრულებდა, რის გამოც დაწესებულების ადმინისტრაციის მხრიდან შენიშვნა მიეცა, თუმცა იგი მოთხოვნას არ დაემორჩულა. ამიტომ, დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდებულების უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე (ვირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით) პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, მოცემული პირი სამუშაო პროცესისთვის ჩამოეცილებინა. სწორედ ამ მიზეზიდან გამომდინარე დაწესებულებაში არსებულმა მაღაზიამ ფუნქციონირება 3 დეკემბერს შეაჩერა, თუმცა ხარვეზი ორშაბათიდან - 7 დეკემბრიდან აღმოიფხვრება და დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულები ჩვეულ რეჟიმში შეძლებენ მაღაზიით სარგებლობას. " -აცხადებენ პენიტენციურ სამასახურში.

რაც შეეხება ელექტროენერგიის და წყლის მიწოდებასთან დაკავშირებულ შეფერხებას, უწყებაში განმარტავენ, რომ დაწესებულებას ელექტროენერგია უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება და ამ მხრივ არანაირი შეფერხება არ ყოფილა.

წყლის მიწოდება კი პენიტენციურ დაწესებულებას ქალაქ რუსთავის წყალმომარაგების ქსელზე არსებული დაზიანების მიზეზით 5 დეკემბერს ღამის საათებში შეუწყდა. პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ " პრობლემის აღმოსაფხვრელად მუშაობა მიმდინარეობს და დაწესებულებას წლის მიწოდება უახლოეს საათებში აღუდგება."

კახი კავსაძის მდგომარეობა გაუმჯობესდა - მსახიობის ფოტო კლინიკიდან

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

ხმაური პარლამენტთან - სამოქალაქო ატივისტებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოხდა