სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხალხს და საქართველოს რაც სჭირდება, ის გვერდზე რჩება - მიდის პოლიტიკური ბრძოლა" - მეუფე იაკობი
"ხალხს და საქართველოს რაც სჭირდება, ის გვერდზე რჩება - მიდის პოლიტიკური ბრძოლა" - მეუფე იაკობი

ბოდ­ბე­ლი ეპის­კო­პო­სის, მე­უ­ფე ია­კო­ბის შე­ფა­სე­ბით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ში იყო წარ­მა­ტე­ბე­ბი, თუმ­ცა "ბევ­რი და­ნა­შა­უ­ლი ჩა­ი­დი­ნეს, ქარ­თვე­ლი ადა­მი­ა­ნის ღირ­სე­ბას შე­ეხ­ნენ და წა­სას­ვლე­ლე­ბი გახ­დნენ“.

მე­უ­ფე ია­კობ­მა ქა­და­გე­ბი­სას სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ვი­თა­რე­ბა შე­ა­ფა­სა და აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას წას­ვლის გარ­და, სხვა შან­სი არ ჰქონ­და.

"არც პო­ლი­ტი­კუ­რი და­ძა­ბუ­ლო­ბა არ არის ისე­თი რთუ­ლი. დღეს სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ყვე­ლა­ზე რთუ­ლი ისევ და ისევ არის ის, თუ რო­გო­რი იქ­ნე­ბა ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფო. ჩვენ ვინც არ უნდა დაგ­ვი­პყროს, ქვე­ყა­ნაც გაგ­ვაჩ­ნია და სამ­შობ­ლოც, მაგ­რამ სა­ხელ­წმი­ფო­ებ­რი­ო­ბას ვკარ­გავთ ხოლ­მე. დღეს, როცა ასე­თი გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ტუ­ა­ცი­აა, შევ­ხე­დოთ ჩვენს ირ­გვლივ, სულ ცოტა ხის წინ სა­მე­ზობ­ლო­ში ჩვენს მე­ზო­ბელ ერებს ერ­თმა­ნეთ­ში რა მძი­მე რამ მო­უხ­დათ. რე­გი­ონ­ში სი­ტუ­ა­ცია შე­იც­ვა­ლა.

30 წე­ლია უკვე, რაც თა­ვი­სუფ­ლე­ბა მო­ვი­პო­ვეთ, პირ­ვე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს ძა­ლი­ან ბევ­რი რამ მოხ­და, გავ­ხდით და­მო­უ­კი­დებ­ლე­ბი. შემ­დეგ იცით, რომ ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მო­წი­ნა­აღ­მდე­გებ­მა ჩა­მო­აგ­დეს. შემ­დეგ იყო მე­ო­რე ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, გამ­სა­ხურ­დი­ას ხე­ლი­სუფ­ლე­ბა შეც­ვა­ლა ჯერ სამ­ხედ­რო საბ­ჭომ და მერე უკვე შე­ვარ­დნა­ძემ. პირ­ველ შემ­თხვე­ვა­ში, თუ კარ­გი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა გვქონ­და, სა­მო­ქა­ლა­ქო ომიც ძა­ლი­ან ცუდი იყო და ამის შე­დე­გებს დღე­საც ვიმ­კით, სამ­წუ­ხა­როდ, იმი­ტომ, რომ ვი­საც ბო­დი­ში ჰქონ­და მო­სახ­დე­ლი, არ მო­ი­ხა­და და ადა­მი­ა­ნე­ბი სულ­ში ჩა­ფურ­თხე­ბუ­ლად გრძნო­ბენ თავს. იმ დროს ნა­თე­ლი წერ­ტი­ლე­ბიც იყო ჩვე­ნი ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რია რომ დაგ­ვეც­ვა, მაგ­რამ მა­შინ რუ­სეთ­მა შეგ­ვი­ტია.

კარ­გად ვი­ცით, ჩვენ არც აფხა­ზებ­თან გვქონ­და რა­ი­მე გა­სა­ყო­ფი, არც ოსებ­თან, მაგ­რამ იმ­პე­რი­ას, მით უმე­ტეს რუ­სე­თის, ასე­თი რამ ახა­სი­ა­თებს. ომიც დაგ­ვი­წყო და უნ­დო­დათ მო­ე­ნათ­ლათ, ვი­თომ ჩვენ და ოსე­ბი, ან ჩვენ და აფხა­ზე­ბი ვებ­რძო­დით ერ­თმა­ნეთს. სი­ნამ­დვი­ლე­ში, რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომი იყო. სამ­წუ­ხა­როდ, ეს დღე­საც გრძელ­დე­ბა. რა თქმა უნდა, ჩვენ ნე­ბის­მი­ერ მე­ზო­ბელ­თან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა გვინ­და, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, მარ­ტო ჩვე­ნი სურ­ვი­ლი საკ­მა­რი­სი არ არის“, - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფემ.

მან ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ მოქ­მე­დი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს კარ­გი რაც გა­კეთ­და, სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის მი­ნი­ჭე­ბაა.

"ჩვენ­თან მარ­ტო ადრე ჩა­ტარ­და წე­სი­ე­რი არ­ჩევ­ნე­ბი, და­ნარ­ჩე­ნი ყვე­ლა მეტ-ნაკ­ლე­ბად ერ­თნა­ი­რად ტარ­დე­ბა. იმ არ­ჩევ­ნე­ბის შე­მოქ­მე­დე­ბი დღე­საც სხვა პარ­ტი­ებ­ში არი­ან და თუ ვინ­მეს რამე შე­უძ­ლია, არა­ვინ აკ­ლებს ძა­ლის­ხმე­ვას. გა­უშ­ვეს ის მთავ­რო­ბაც, მო­ვი­და შემ­დე­გი - სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, იქაც იყო წარ­მა­ტე­ბე­ბი ის, რომ იმ პე­რი­ოდ­ში სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბა ყა­ლიბ­დე­ბო­და, მშე­ნებ­ლო­ბე­ბიც ბევ­რი ჰქონ­დათ. ბევ­რი და­ნა­შა­უ­ლი ჩა­ი­დი­ნეს, ქარ­თვე­ლი ადა­მი­ა­ნის ღირ­სე­ბას შე­ეხ­ნენ და წა­სას­ვლე­ლე­ბი გახ­დნენ. კარ­გად ვიცი, რო­გორც იყო. სხვა შან­სი არ ჰქონ­დათ, უნდა წა­სუ­ლიყ­ვნენ. არ წა­ვი­დოდ­ნენ და მა­ინც გა­უშ­ვებ­დნენ. მათ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი არ იყო იმი­ტომ, რომ არ შე­იძ­ლე­ბა შენს ქვე­ყა­ნა­ში ასე­თი რა­ღა­ცე­ბი აკე­თო, გა­რეთ, სა­მე­ზობ­ლო­ში თუ ვის­თა­ნაც ურ­თი­ერ­თო­ბა გინ­და, არა­ვის უს­მენ­დე.

ეს მე უხო­ე­თი­და­ნაც ვიცი, ვინც მა­შინ სა­ქარ­თვე­ლოს­თან პო­ლი­ტი­კას ქმნი­და და კი­დევ ბევრ რა­მეს არ ვი­ტყვი, ძა­ლი­ან ბევ­რი რამ ვიცი. შემ­დეგ მო­ვი­და ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და რო­გორც ყვე­ლა ახალ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ახა­ლი იმე­დე­ბი გაჩ­ნდა. კარ­გი რაც მოხ­და, იყო ევ­რო­კავ­შირ­თან უვი­ზო მი­მოს­ვლა. სამ­წუ­ხა­როდ, ეს უნდა ვთქვა, ენას უჩლი­ქა­ვენ ყვე­ლა­ნი და ვერ ამ­ბო­ბენ. მე­ო­რე ვა­და­ში ყვე­ლას ჰგო­ნია, რომ მარ­ტო მათ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, გე­გო­ნე­ბა ნო­ტა­რი­უ­სით ჰქონ­დეს დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი თა­ვი­ან­თი წი­ნა­პი­რე­ბის­გან. ხალ­ხს და სა­ქარ­თვე­ლოს რაც სჭირ­დე­ბა, ის გვერ­დზე რჩე­ბა ხოლ­მე და მი­დის პო­ლი­ტი­კუ­რი ბრძო­ლა“, - აღ­ნიშ­ნა მე­უ­ფე ია­კობ­მა.

მე­უ­ფემ ქვე­ყა­ნა­ში არე­ბულ ეპიდ­ვი­თა­რე­ბა­ზეც ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ მან ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გა­აფრ­თხი­ლა, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რი­ცხვის ზრდა მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, მაგ­რამ მათ შე­ზღუდ­ვე­ბი დრო­უ­ლად არ და­ა­წე­სეს.

„ახ­ლაც ვხე­დავთ, ჩა­ტარ­და არ­ჩევ­ნე­ბი და რის ფა­სად? იმ ფა­სად, რომ არ შე­ზღუ­დეს, როცა დრო­ზე იყო შე­სა­ზღუ­დი, და­დი­ო­და აგი­ტა­ცი­ებ­ზე ყვე­ლა პარ­ტია. არა­ვინ აკ­ლებ­და, ვი­საც გა­და­ად­გი­ლე­ბა შე­ეძ­ლო, აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა და­დი­ო­და. ვი­საც დიდი ფული ჰქონ­და, ისი­ნი უფრო მეტს მოძ­რა­ობ­დნენ და ვირუ­სი სხვა­დას­ხვა კუ­თხე­ებ­ში გადი-გა­მო­დი­ო­და. მერე იყო არ­ჩევ­ნე­ბი, 2 მი­ლი­ო­ნი კაცი მი­ვე­დით არ­ჩევ­ნებ­ზე, კარ­გად ვი­ცით, რომ ძა­ლი­ან ბევ­რი იქაც და­ა­ვად­და, თვი­თონ კო­მი­სი­ის წევ­რე­ბი და მათ სახ­ლებ­შიც მი­ი­ტა­ნეს. ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა. მე ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გა­ვაფრ­თხი­ლე, 1500 და 1600-ს შო­რის იყო და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბის რი­ცხვი, გა­ვაფრ­თხი­ლე, 5 000, 10 ათა­სიც იქ­ნე­ბა, კარ­გად გა­და­ხე­დეთ- მეთ­ქი. ექი­მე­ბის ბრა­ლი სა­ერ­თოდ არ არის, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ და ოპო­ზი­ცი­ამ გა­და­წყვი­ტეს ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნათ არ­ჩევ­ნე­ბი და მი­ვი­ღეთ ასე­თი დიდი სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა. მერე რა ხდე­ბა, ნა­წი­ლი პარ­ლა­მენ­ტში შე­დის, ნა­წი­ლი ამ­ბობს, არ შევ­დი­ვა­რო. სულ არ მა­ინ­ტე­რე­სებს, ვინ შე­დის და ვინ არა, მა­ინ­ტე­რე­სებს ერთი რამ, მო­ვე­დით, აგირ­ჩი­ეთ და რის­თვის? ერ­თმა­ნეთ­ში რომ გა­აგ­რძე­ლოთ უაზ­რო ბრძო­ლა? ასეთ დღე­ში ვართ“, -აღ­ნიშ­ნა მე­უ­ფე ია­კობ­მა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კახა
5

როცა ეს წვერებიანი თხები არ ჩაერევიან პოლიტიკაში, მაშინ გაბრწყინდება საქართველო

იაკობ ბიძია
5

რა გინდა შენ ტაძარში???ცოდვის ტაძარი ხარ...ყველასთან შეკრული,ოღონდ არა კეთილ ხალხთან...ცინიზმი მოისორე მაინც..

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"ხალხს და საქართველოს რაც სჭირდება, ის გვერდზე რჩება - მიდის პოლიტიკური ბრძოლა" - მეუფე იაკობი

"ხალხს და საქართველოს რაც სჭირდება, ის გვერდზე რჩება - მიდის პოლიტიკური ბრძოლა" - მეუფე იაკობი

ბოდბელი ეპისკოპოსის, მეუფე იაკობის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში იყო წარმატებები, თუმცა "ბევრი დანაშაული ჩაიდინეს, ქართველი ადამიანის ღირსებას შეეხნენ და წასასვლელები გახდნენ“.

მეუფე იაკობმა ქადაგებისას საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება შეაფასა და აღნიშნა, რომ სააკაშვილის ხელისუფლებას წასვლის გარდა, სხვა შანსი არ ჰქონდა.

"არც პოლიტიკური დაძაბულობა არ არის ისეთი რთული. დღეს საქართველოსთვის ყველაზე რთული ისევ და ისევ არის ის, თუ როგორი იქნება ჩვენი სახელმწიფო. ჩვენ ვინც არ უნდა დაგვიპყროს, ქვეყანაც გაგვაჩნია და სამშობლოც, მაგრამ სახელწმიფოებრიობას ვკარგავთ ხოლმე. დღეს, როცა ასეთი გეოპოლიტიკური სიტუაციაა, შევხედოთ ჩვენს ირგვლივ, სულ ცოტა ხის წინ სამეზობლოში ჩვენს მეზობელ ერებს ერთმანეთში რა მძიმე რამ მოუხდათ. რეგიონში სიტუაცია შეიცვალა.

30 წელია უკვე, რაც თავისუფლება მოვიპოვეთ, პირველი ხელისუფლების დროს ძალიან ბევრი რამ მოხდა, გავხდით დამოუკიდებლები. შემდეგ იცით, რომ ის ხელისუფლება მოწინააღმდეგებმა ჩამოაგდეს. შემდეგ იყო მეორე ხელისუფლება, გამსახურდიას ხელისუფლება შეცვალა ჯერ სამხედრო საბჭომ და მერე უკვე შევარდნაძემ. პირველ შემთხვევაში, თუ კარგი დამოუკიდებლობა გვქონდა, სამოქალაქო ომიც ძალიან ცუდი იყო და ამის შედეგებს დღესაც ვიმკით, სამწუხაროდ, იმიტომ, რომ ვისაც ბოდიში ჰქონდა მოსახდელი, არ მოიხადა და ადამიანები სულში ჩაფურთხებულად გრძნობენ თავს. იმ დროს ნათელი წერტილებიც იყო ჩვენი ქვეყნის ტერიტორია რომ დაგვეცვა, მაგრამ მაშინ რუსეთმა შეგვიტია.

კარგად ვიცით, ჩვენ არც აფხაზებთან გვქონდა რაიმე გასაყოფი, არც ოსებთან, მაგრამ იმპერიას, მით უმეტეს რუსეთის, ასეთი რამ ახასიათებს. ომიც დაგვიწყო და უნდოდათ მოენათლათ, ვითომ ჩვენ და ოსები, ან ჩვენ და აფხაზები ვებრძოდით ერთმანეთს. სინამდვილეში, რუსეთ-საქართველოს ომი იყო. სამწუხაროდ, ეს დღესაც გრძელდება. რა თქმა უნდა, ჩვენ ნებისმიერ მეზობელთან კარგი ურთიერთობა გვინდა, მაგრამ სამწუხაროდ, მარტო ჩვენი სურვილი საკმარისი არ არის“, - განაცხადა მეუფემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ მოქმედი ხელისუფლების დროს კარგი რაც გაკეთდა, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებაა.

"ჩვენთან მარტო ადრე ჩატარდა წესიერი არჩევნები, დანარჩენი ყველა მეტ-ნაკლებად ერთნაირად ტარდება. იმ არჩევნების შემოქმედები დღესაც სხვა პარტიებში არიან და თუ ვინმეს რამე შეუძლია, არავინ აკლებს ძალისხმევას. გაუშვეს ის მთავრობაც, მოვიდა შემდეგი - სააკაშვილის ხელისუფლება, იქაც იყო წარმატებები ის, რომ იმ პერიოდში სახელმწიფოებრიობა ყალიბდებოდა, მშენებლობებიც ბევრი ჰქონდათ. ბევრი დანაშაული ჩაიდინეს, ქართველი ადამიანის ღირსებას შეეხნენ და წასასვლელები გახდნენ. კარგად ვიცი, როგორც იყო. სხვა შანსი არ ჰქონდათ, უნდა წასულიყვნენ. არ წავიდოდნენ და მაინც გაუშვებდნენ. მათზე დამოკიდებული არ იყო იმიტომ, რომ არ შეიძლება შენს ქვეყანაში ასეთი რაღაცები აკეთო, გარეთ, სამეზობლოში თუ ვისთანაც ურთიერთობა გინდა, არავის უსმენდე.

ეს მე უხოეთიდანაც ვიცი, ვინც მაშინ საქართველოსთან პოლიტიკას ქმნიდა და კიდევ ბევრ რამეს არ ვიტყვი, ძალიან ბევრი რამ ვიცი. შემდეგ მოვიდა ახალი ხელისუფლება და როგორც ყველა ახალ ხელისუფლებასთან დაკავშირებით, ახალი იმედები გაჩნდა. კარგი რაც მოხდა, იყო ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა. სამწუხაროდ, ეს უნდა ვთქვა, ენას უჩლიქავენ ყველანი და ვერ ამბობენ. მეორე ვადაში ყველას ჰგონია, რომ მარტო მათზეა დამოკიდებული, გეგონება ნოტარიუსით ჰქონდეს დამტკიცებული თავიანთი წინაპირებისგან. ხალხს და საქართველოს რაც სჭირდება, ის გვერდზე რჩება ხოლმე და მიდის პოლიტიკური ბრძოლა“, - აღნიშნა მეუფე იაკობმა.

მეუფემ ქვეყანაში არებულ ეპიდვითარებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მან ხელისუფლება გააფრთხილა, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვის ზრდა მოსალოდნელი იყო, მაგრამ მათ შეზღუდვები დროულად არ დააწესეს.

„ახლაც ვხედავთ, ჩატარდა არჩევნები და რის ფასად? იმ ფასად, რომ არ შეზღუდეს, როცა დროზე იყო შესაზღუდი, დადიოდა აგიტაციებზე ყველა პარტია. არავინ აკლებდა, ვისაც გადაადგილება შეეძლო, აბსოლუტურად ყველა დადიოდა. ვისაც დიდი ფული ჰქონდა, ისინი უფრო მეტს მოძრაობდნენ და ვირუსი სხვადასხვა კუთხეებში გადი-გამოდიოდა. მერე იყო არჩევნები, 2 მილიონი კაცი მივედით არჩევნებზე, კარგად ვიცით, რომ ძალიან ბევრი იქაც დაავადდა, თვითონ კომისიის წევრები და მათ სახლებშიც მიიტანეს. ძალიან ბევრი ადამიანი გარდაიცვალა. მე ხელისუფლება გავაფრთხილე, 1500 და 1600-ს შორის იყო დაავადებულების რიცხვი, გავაფრთხილე, 5 000, 10 ათასიც იქნება, კარგად გადახედეთ- მეთქი. ექიმების ბრალი საერთოდ არ არის, ხელისუფლებამ და ოპოზიციამ გადაწყვიტეს ჩაეტარებინათ არჩევნები და მივიღეთ ასეთი დიდი სიკვდილიანობა. მერე რა ხდება, ნაწილი პარლამენტში შედის, ნაწილი ამბობს, არ შევდივარო. სულ არ მაინტერესებს, ვინ შედის და ვინ არა, მაინტერესებს ერთი რამ, მოვედით, აგირჩიეთ და რისთვის? ერთმანეთში რომ გააგრძელოთ უაზრო ბრძოლა? ასეთ დღეში ვართ“, -აღნიშნა მეუფე იაკობმა.

სალომე ზურაბიშვილი 14 წლის გოგონას თვითმკვლელობის ფაქტს ეხმაურება - რას წერს პრეზიდენტი "ფეისბუქზე"?

"მეუფე იაკობი არის სახე საბჭოთა და პედარასტი პატრიარქისა" - პეტრე ცაავა ბოდბელ ეპისკოპოსს პასუხობს

ცნობილი ხდება, რაზე იმსჯელეს და რა დაადგინეს მღვდელმთავრებმა სინოდის სხდომაზე - საპატრიარქო ოქმს აქვეყნებს