პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
2021 წლის ბიუჯეტი 18 384.5 მლნ ლარს შეადგენს - რაში აპირებს მთავრობა ყველაზე მეტი თანხის დახარჯვას?
2021 წლის ბიუჯეტი 18 384.5 მლნ ლარს შეადგენს - რაში აპირებს მთავრობა ყველაზე მეტი თანხის დახარჯვას?

2021 წელს მთავ­რო­ბა 18 მი­ლი­არდ ლარს და­ხარ­ჯავს. მომ­დევ­ნო წლის ბი­უ­ჯე­ტის პრო­ექ­ტის სა­ბო­ლოო ვერ­სი­ით, წინა ვერ­სი­ას­თან შე­და­რე­ბით სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტის ხარ­ჯე­ბის მო­ცუ­ლო­ბა 1 313.1 მლნ ლა­რი­თაა გაზ­რდი­ლი. 2021 წელს ხარ­ჯის სა­ხით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი თან­ხა ასე­ვე აღე­მა­ტე­ბა 2020 წლის ბი­უ­ჯე­ტით დამ­ტკი­ცე­ბულ გეგ­მა­საც. კერ­ძოდ, სა­ხელ­წი­ფო ბი­უ­ჯე­ტის ხარ­ჯე­ბის მო­ცუ­ლო­ბა 2020 წლის დამ­ტკი­ცე­ბულ გეგ­მას­თან შე­და­რე­ბით იზ­რდე­ბა 2 460.7 მლნ ლა­რით და შე­ად­გენს 18 384.5 მლნ ლარს.

ამას­თან, 2021 წელს სა­ბი­უ­ჯე­ტო ხარ­ჯებ­ში 890 მლნ ლარ­ზე მე­ტია გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის (COVID-19) პან­დე­მი­ის და მის­გან გა­მოწ­ვე­უ­ლი კრი­ზი­სი სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის­თვის.

"2021 წლის სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტის ხარ­ჯვით ნა­წილ­ში ასა­ხუ­ლია და­მა­ტე­ბი­თი ხარ­ჯე­ბი ისე­თი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით, რო­გო­რი­ცაა სა­ხელ­მწი­ფო პენ­სი­ის ინ­დექ­სა­ცია და მას­წავ­ლე­ბელ­თა ხელ­ფა­სე­ბის ზრდა კა­რი­ე­რუ­ლი სქე­მის შე­სა­ბა­მი­სად. სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტის წარ­მოდ­გე­ნილ ვერ­სი­ა­ში მხო­ლოდ ხარ­ჯვით ნა­წილ­ში 892.0 მლნ ლა­რამ­დე გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია 2021 წელს COVID-19-თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ან­ტიკ­რი­ზი­სუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის­თვის“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია დო­კუ­მენ­ტში, რო­მე­ლიც სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს უკვე წა­რედ­გი­ნა.

ბი­უ­ჯე­ტის სა­ბო­ლოო ვერ­სი­ით, ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ბი­უ­ჯე­ტი 5 563.0 მლნ ლარს შე­ად­გენს.

უწყე­ბის ბი­უ­ჯე­ტი გაზ­რდი­ლია, რო­გორც 2021 წლის ბი­უ­ჯე­ტის პრო­ექ­ტის წინა წარ­დგე­ნას­თან, ასე­ვე 2020 წლის დამ­ტკი­ცე­ბულ გეგ­მას­თან შე­და­რე­ბით. კერ­ძოდ, ჯან­დაც­ვის უწყე­ბის ბი­უ­ჯე­ტი წინა წარ­დგე­ნას­თან შე­და­რე­ბით გაზ­რდი­ლია 711.0 მლნ ლა­რით, ხოლო 2020 წლის დამ­ტკი­ცე­ბულ გეგ­მას­თან შე­და­რე­ბით - 48.0 მლნ ლა­რით.

სა­მი­ნის­ტროს ბი­უ­ჯეტ­ში ასა­ხუ­ლია ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სით (COVID-19) გა­მოწ­ვე­ულ პან­დე­მი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ხარ­ჯე­ბიც 2021 წლი­სათ­ვის. ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ბი­უ­ჯე­ტი ცალ­კე­უ­ლი პროგ­რა­მე­ბის მი­ხედ­ვით შემ­დეგ­ნა­ი­რად ნა­წილ­დე­ბა: მო­სახ­ლე­ო­ბის სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვა - 3 839.9 მლნ ლარი; მო­სახ­ლე­ო­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვა - 1 548.6 მლნ ლარი, რაც თა­ვის მხრივ მო­ი­ცავს COVID-19-თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვის სერ­ვი­სე­ბის­თვის 400.0 მლნ ლარს; სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­თა რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია და აღ­ჭურ­ვა - 30.0 მლნ ლარი; შრო­მი­სა და და­საქ­მე­ბის სის­ტე­მის რე­ფორ­მე­ბის პროგ­რა­მა - 8.9 მლნ ლარი; იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბულ პირ­თა და მიგ­რან­ტთა ხელ­შე­წყო­ბა - 71.8 მლნ ლარი.

2021 წლის 1-ელი იან­ვრი­დან პენ­სია იზ­რდე­ბა

ჯამ­ში სა­პენ­სიო უზ­რუნ­ველ­ყო­ფა­ზე მი­მარ­თუ­ლია 2.6 მლნ ლარი (გაზ­რდი­ლია 370 მლნ ლა­რით), რაც გა­მოწ­ვე­უ­ლია სა­ხელ­მწი­ფო პენ­სი­ის ზრდის ინ­დექ­სა­ცი­ის წე­სის შე­მო­ღე­ბით.

„კა­ნო­ნის პრო­ექ­ტით, 2021 წლის პირ­ვე­ლი იან­ვრი­დან გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია 70 წლამ­დე ასა­კის პენ­სი­ო­ნე­რე­ბის­თვის პენ­სი­ის ზრდა 20 ლა­რით და პენ­სია გა­ნი­სა­ზღვრე­ბა 240 ლა­რით, ხოლო 70 წლის ან მეტი ასა­კის პენ­სი­ო­ნე­რე­ბის­თვის პენ­სია იზ­რდე­ბა 25 ლა­რით და ის გა­ნი­სა­ზღვრე­ბა 275 ლა­რის ოდე­ნო­ბით. პენ­სი­ის ინ­დექ­სა­ცი­ის ზრდის ეფექ­ტი 2021 წლი­სათ­ვის შე­ად­გენს 210 მლნ ლარს, ასე­ვე, გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია მიმ­დი­ნა­რე წლის ივ­ლი­სის თვი­დან, 70 წლის და მეტი ასა­კის პენ­სი­ო­ნე­რე­ბის სა­პენ­სიო გა­სა­ცემ­ლე­ბის 30 ლა­რით ზრდის წლი­უ­რი ეფექ­ტი და დე­მოგ­რა­ფი­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით სა­პენ­სიო ასა­კის მო­სახ­ლე­ო­ბის ზრდის ეფექ­ტი",-აღ­ნიშ­ნუ­ლია ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

2021 წლის ბი­უ­ჯე­ტის პრო­ექ­ტში გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია 2021 წლის იან­ვრი­დან სტა­ტუ­სის მქო­ნე მას­წავ­ლებ­ლე­ბის სა­ხელ­ფა­სო და­ნა­მა­ტის ზრდა 100 ლა­რით.

ფი­ნანსთა სა­მი­ნიტ­როს ცნო­ბით, გარ­და ამი­სა, 2021 წელს შრო­მით ანა­ზღა­უ­რე­ბა­ში გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია თან­ხა, რო­მე­ლიც სა­ჭი­როა იმის­თვის, რომ მოხ­დეს 2020 წელს პო­ლი­ცი­ა­სა და ჯარ­ში გაზ­რდი­ლი შრო­მის ანა­ზღა­უ­რე­ბის სრუ­ლი წლის და­ფი­ნან­სე­ბა. მო­მა­ვა­ლი წლის ბი­უ­ჯე­ტის პრო­ექ­ტში დევ­ნილ­თა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­სა და მიგ­რან­ტთა ხელ­შე­წყო­ბი­სათ­ვის ჯა­მუ­რად გა­მო­ყო­ფი­ლია 103.1 მლნ ლარი. 30 მლნ ლარ­ზე მეტი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია მი­წის რე­გის­ტრა­ცი­ის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ხელ­შე­წყო­ბის­თვის.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
llcl
2

პენსია იზრდება 20 ლარით, რადგან ყველაფერი კატასტროფულად გაძვირდა ამიტომ ქოც-იმპოტენტების პრემია-დანამატები გაათმაგდება, ესევე იზრდება საწვავის ხარჯი, რადგან პანდემიის პირობებში უფრო ხშირად ასეირნონ და ქალაქგარეთ სუფთა ჰაერზე გაიყვანონ შვილები, სიდედრები თუ ცოლიდები, ეხლა მიდის მოლაპარაკებები მეცოცხეთა სექტასთან საბიუჯეტო სახსრების გაყოფასთან დაკავშირებით, იმედია მალე შეთანხმდებიან და გააგრძელებენ ბედნიერ და უზრუნველ ცხოვრებას

თაია
3

რაში აპირებს და საკუთარი კეთილდღეობის უფრო უკეთ მოწყობაში.

ავტორი:

2021 წლის ბიუჯეტი 18 384.5 მლნ ლარს შეადგენს - რაში აპირებს მთავრობა ყველაზე მეტი თანხის დახარჯვას?

2021 წლის ბიუჯეტი 18 384.5 მლნ ლარს შეადგენს - რაში აპირებს მთავრობა ყველაზე მეტი თანხის დახარჯვას?

2021 წელს მთავრობა 18 მილიარდ ლარს დახარჯავს. მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიით, წინა ვერსიასთან შედარებით სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების მოცულობა 1 313.1 მლნ ლარითაა გაზრდილი. 2021 წელს ხარჯის სახით გათვალისწინებული თანხა ასევე აღემატება 2020 წლის ბიუჯეტით დამტკიცებულ გეგმასაც. კერძოდ, სახელწიფო ბიუჯეტის ხარჯების მოცულობა 2020 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით იზრდება 2 460.7 მლნ ლარით და შეადგენს 18 384.5 მლნ ლარს.

ამასთან, 2021 წელს საბიუჯეტო ხარჯებში 890 მლნ ლარზე მეტია გათვალისწინებული ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის და მისგან გამოწვეული კრიზისი საწინააღმდეგო ღონისძიებების დაფინანსებისთვის.

"2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში ასახულია დამატებითი ხარჯები ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა სახელმწიფო პენსიის ინდექსაცია და მასწავლებელთა ხელფასების ზრდა კარიერული სქემის შესაბამისად. სახელმწიფო ბიუჯეტის წარმოდგენილ ვერსიაში მხოლოდ ხარჯვით ნაწილში 892.0 მლნ ლარამდე გათვალისწინებულია 2021 წელს COVID-19-თან დაკავშირებული ანტიკრიზისული ღონისძიებებისთვის“, - აღნიშნულია დოკუმენტში, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს უკვე წარედგინა.

ბიუჯეტის საბოლოო ვერსიით, ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 5 563.0 მლნ ლარს შეადგენს.

უწყების ბიუჯეტი გაზრდილია, როგორც 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის წინა წარდგენასთან, ასევე 2020 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით. კერძოდ, ჯანდაცვის უწყების ბიუჯეტი წინა წარდგენასთან შედარებით გაზრდილია 711.0 მლნ ლარით, ხოლო 2020 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით - 48.0 მლნ ლარით.

სამინისტროს ბიუჯეტში ასახულია ახალი კორონავირუსით (COVID-19) გამოწვეულ პანდემიასთან დაკავშირებული ხარჯებიც 2021 წლისათვის. ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი ცალკეული პროგრამების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება: მოსახლეობის სოციალური დაცვა - 3 839.9 მლნ ლარი; მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა - 1 548.6 მლნ ლარი, რაც თავის მხრივ მოიცავს COVID-19-თან დაკავშირებული ჯანმრთელობის დაცვის სერვისებისთვის 400.0 მლნ ლარს; სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაცია და აღჭურვა - 30.0 მლნ ლარი; შრომისა და დასაქმების სისტემის რეფორმების პროგრამა - 8.9 მლნ ლარი; იძულებით გადაადგილებულ პირთა და მიგრანტთა ხელშეწყობა - 71.8 მლნ ლარი.

2021 წლის 1-ელი იანვრიდან პენსია იზრდება

ჯამში საპენსიო უზრუნველყოფაზე მიმართულია 2.6 მლნ ლარი (გაზრდილია 370 მლნ ლარით), რაც გამოწვეულია სახელმწიფო პენსიის ზრდის ინდექსაციის წესის შემოღებით.

„კანონის პროექტით, 2021 წლის პირველი იანვრიდან გათვალისწინებულია 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსიის ზრდა 20 ლარით და პენსია განისაზღვრება 240 ლარით, ხოლო 70 წლის ან მეტი ასაკის პენსიონერებისთვის პენსია იზრდება 25 ლარით და ის განისაზღვრება 275 ლარის ოდენობით. პენსიის ინდექსაციის ზრდის ეფექტი 2021 წლისათვის შეადგენს 210 მლნ ლარს, ასევე, გათვალისწინებულია მიმდინარე წლის ივლისის თვიდან, 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერების საპენსიო გასაცემლების 30 ლარით ზრდის წლიური ეფექტი და დემოგრაფიის გათვალისწინებით საპენსიო ასაკის მოსახლეობის ზრდის ეფექტი",-აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

2021 წლის ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებულია 2021 წლის იანვრიდან სტატუსის მქონე მასწავლებლების სახელფასო დანამატის ზრდა 100 ლარით.

ფინანსთა სამინიტროს ცნობით, გარდა ამისა, 2021 წელს შრომით ანაზღაურებაში გათვალისწინებულია თანხა, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ მოხდეს 2020 წელს პოლიციასა და ჯარში გაზრდილი შრომის ანაზღაურების სრული წლის დაფინანსება. მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში დევნილთა საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფისა და მიგრანტთა ხელშეწყობისათვის ჯამურად გამოყოფილია 103.1 მლნ ლარი. 30 მლნ ლარზე მეტი გათვალისწინებულია მიწის რეგისტრაციის ღონისძიებების ხელშეწყობისთვის.

"მოსალოდნელია ძლიერი ქარი" - გარემოს ეროვნული სააგენტო მოქალაქეებს აფრთხილებს

"კარგია, რომ სავაჭრო ობიექტებში წესები დაცული იყო, შემთხვევების მნიშვნელოვან მატებას არ ვვარაუდობთ" - რას ამბობს თამარ გაბუნია განახლებულ შეზღუდვებზე

4-5 იანვარს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში ძლიერი ქარია მოსალოდნელი