სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სანამ მედიცინა არ დაამარცხებს კორონავირუსს, ეკონომიკა მედიცინის მძევლად დარჩება" - როგორ აფასებს ლადო პაპავა მთავრობის ახალ რეგულაციებს
"სანამ მედიცინა არ დაამარცხებს კორონავირუსს, ეკონომიკა მედიცინის მძევლად დარჩება" - როგორ აფასებს ლადო პაპავა მთავრობის ახალ რეგულაციებს

მი­ვე­სალ­მე­ბი მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, რად­გან მო­ლო­დი­ნია, რომ ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით შემ­ცირ­დე­ბა ინ­ფი­ცი­რე­ბის მზარ­დი დი­ნა­მი­კა. სა­ნამ მე­დი­ცი­ნა არ და­ა­მარ­ცხებს კო­რო­ნა­ვირუსს, ეკო­ნო­მი­კა მე­დი­ცი­ნის მძევ­ლად დარ­ჩე­ბა, - ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ პრო­ფე­სორ­მა ლადო პა­პა­ვამ მთავ­რო­ბის მიერ და­წე­სე­ბუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის ეკო­ნო­მი­კა­ზე გავ­ლე­ნის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას გა­ნუ­ცხა­და.

ლადო პა­პა­ვას შე­ფა­სე­ბით, კარ­გი იქ­ნე­ბო­და, რომ გარ­კვე­უ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი ადრე და­წე­სე­ბუ­ლი­ყო, თუმ­ცა თუ პო­ლი­ტი­კურ პრო­ცესს გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, მთავ­რო­ბა სწო­რად მო­იქ­ცა.

„ის პრო­ცე­სი, რაც დღეს მი­დის პან­დე­მი­ის მე­ო­რე ტალ­ღას­თან და­კავ­ში­რე­ბით, გლო­ბა­ლუ­რი პრობ­ლე­მაა და ბუ­ნებ­რი­ვია, თა­ვი­დან ვერ აი­ცი­ლა სა­ქარ­თვე­ლომ. რომ არ ყო­ფი­ლი­ყო არ­ჩევ­ნე­ბის პე­რი­ო­დი, ალ­ბათ, მთავ­რო­ბა უფრო აქ­ტი­უ­რად იმოქ­მე­დებ­და ადრე, მაგ­რამ სა­ჭი­რო იყო ქვე­ყა­ნა­ში პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სი არ გა­ყი­ნუ­ლი­ყო. მეს­მის, რომ არ­ჩევ­ნე­ბის დროს შე­ზღუდ­ვე­ბის შე­მო­ღე­ბა იქ­ნე­ბო­და თვი­თონ არ­ჩევ­ნე­ბის შე­ზღუდ­ვაც, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე მთავ­რო­ბა სწო­რად მო­იქ­ცა, თუმ­ცა არ­ჩევ­ნე­ბი გვერ­დზე რომ გა­დავ­დოთ, რა თქმა უნდა სჯობ­და, რო­დე­საც იფეთ­ქა ეპიდსი­ტუ­ა­ცი­ამ აჭა­რა­ში, მკაც­რი ზო­მე­ბის შე­მო­ღე­ბა და­წყე­ბუ­ლი­ყო“, - აღ­ნიშ­ნა ლადო პა­პა­ვამ.

მი­სი­ვე თქმით, იმ ფონ­ზე, რომ გა­უ­ა­რე­სე­ბუ­ლი ეპიდ­ვი­თა­რე­ბის გამო ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა­ზე დატ­ვირ­თვის ზრდა და­მა­ტე­ბი­თი სა­ბი­უ­ჯე­ტო თან­ხე­ბის ხარ­ჯვის სა­ჭი­რო­ე­ბას იწ­ვევს, მთავ­რო­ბის მიერ მი­ღე­ბუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი გა­მარ­თლე­ბუ­ლია.

„რაც შე­ე­ხე­ბა ეკო­ნო­მი­კურ მდგე­ნელს, ჩვენ გვა­ვი­წყდე­ბა, რომ ჯან­დაც­ვაც ეკო­ნო­მი­კის ერთ-ერთი დარ­გია და საკ­მა­ოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნიც და მას და­ფი­ნან­სე­ბა სჭირ­დე­ბა. და­ფი­ნან­სე­ბის ძი­რი­თა­დი წყა­რო პან­დე­მი­ის დროს ბი­უ­ჯე­ტია, ხოლო ბი­უ­ჯეტს ის პრობ­ლე­მა აქვს, რომ კრი­ზი­სის გამო შე­მო­სავ­ლებს კარ­გავს. ამი­ტომ, თუ ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა­ზე დატ­ვირ­თვას ძა­ლი­ან გავზრდით, ამ პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბას ბი­უ­ჯე­ტი­დან თან­ხე­ბი უბ­რა­ლოდ არ ეყო­ფა, რომ აღა­რა­ფე­რი ვთქვათ, სა­წოლ­ფონდსა და კვა­ლი­ფი­ცი­ურ მედ­პერ­სო­ნალ­ზე. ამი­ტომ, ყო­ველ­თვი­საა სა­ჭი­რო ბა­ლან­სი. მი­ვე­სალ­მე­ბი, მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, რად­გან მო­ლო­დი­ნია, რომ ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით შემ­ცირ­დე­ბა ინ­ფი­ცი­რე­ბის მზარ­დი დი­ნა­მი­კა. ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რაც მთავ­რო­ბამ მი­ი­ღო ჯდე­ბა იმ ლო­გი­კა­ში, რაც დღეს მსოფ­ლი­ო­ში ტრენ­დუ­ლია, ხოლო ის, რომ სა­ა­ხალ­წლო პე­რი­ოდ­ში შერ­ბი­ლე­ბა იქ­ნე­ბა, ვფიქ­რობ, დე­კემ­ბრის 20 რი­ცხვის შემ­დეგ შე­საძ­ლოა, მთავ­რო­ბა ამ სა­კითხს და­უბ­რუნ­დეს და შერ­ბი­ლე­ბის გა­და­ხედ­ვა­ზე იფიქ­როს, თუკი სი­ტუ­ა­ცია ვერ და­რე­გუ­ლირ­დე­ბა, თუმ­ცა რო­გორც მთავ­რო­ბის წევ­რე­ბი მე­დი­კო­სებ­ზე დაყ­რდნო­ბით ამ­ბო­ბენ, და­რე­გუ­ლი­რე­ბა საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი ალ­ბა­თო­ბაა.

ეს კრი­ზი­სი ატი­პუ­რი ეკო­ნო­მი­კუ­რი კრი­ზი­სია, ანუ კლა­სი­კურ ეკო­ნო­მი­კურ სქე­მებ­ში არ ჯდე­ბა, უფრო მე­ტიც, ამ კრი­ზი­სის დას­რუ­ლე­ბა ეკო­ნო­მი­კა­ში, მე­დი­ცი­ნა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, ეკო­ნო­მის­ტე­ბი ამ კრი­ზი­სის დას­რუ­ლე­ბის­თვის რე­კო­მენ­და­ცი­ებს ვერ შე­ი­მუ­შა­ვე­ბენ, რად­გან სა­ნამ პან­დე­მი­აა, ეკო­ნო­მი­კურ მე­ქა­ნიზ­მებს მხო­ლოდ შე­უძ­ლია მო­სახ­ლე­ო­ბას არ­სე­ბო­ბა შე­უმ­სუ­ბუ­ქოს და ბიზ­ნე­სის­თვის შე­არ­ბი­ლოს შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბა. სა­ნამ მე­დი­ცი­ნა არ და­ა­მარ­ცხებს კო­რო­ნა­ვირუსს, ეკო­ნო­მი­კა მე­დი­ცი­ნის მძევ­ლად დარ­ჩე­ბა“, - აღ­ნიშ­ნა ლადო პა­პა­ვამ.

ცნო­ბის­თვის, უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, 28 ნო­ემ­ბრი­დან 31 იან­ვრის ჩათ­ვლით ქვეყ­ნის მას­შტა­ბით იზღუ­დე­ბა: 21:00 სა­ა­თი­დან 05:00 სა­ა­თამ­დე პირ­თა გა­და­ად­გი­ლე­ბა რო­გორც ქვე­ი­თად, ისე სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბით, ასე­ვე სა­ჯა­რო სივ­რცე­ში ყოფ­ნა; იზღუ­დე­ბა მგზავ­რე­ბის რე­გუ­ლა­რუ­ლი სა­ქა­ლაქთა­შო­რი­სო გა­დაყ­ვა­ნა, მათ შო­რის - რკი­ნიგ­ზით, ავ­ტო­ბუ­სით, სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სით. რეს­ტორ­ნე­ბი და კვე­ბის ობი­ექ­ტე­ბი მთლი­ა­ნად გა­და­დი­ან გა­ტა­ნის სერ­ვის­ზე (და­საშ­ვე­ბია: პრო­დუქ­ტის გა­ტა­ნა ე.წ. takeaway, „დე­ლი­ვე­რი“, „დრა­ი­ვი“) ასე­ვე, თბი­ლის­ში თე­ლავ­ში, ბა­თუმ­ში, ქუ­თა­ის­ში, რუს­თავ­ში, გორ­ში, ფოთ­ში და ზუგ­დიდ­ში იზღუ­დე­ბა მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ტრან­სპორ­ტის მუ­შა­ო­ბა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლილი
3

არა ბატონო მედიცინის საჭიროებებს არ შეწირვია ეკონომიკა,არამედ ჩვენი უნიათო ხელისუფლების არასწორ მენეჯმენტს.ვერ გაუმკლავდნენ ს კოვიდის მართვას,დომხალი აქვთ ყველა სფეროში.,გაფლანგეს და არჩევნებში ქოცნახირის მოსყიდვას მოანდომეს მილიარდები.ახლა კი ადამიანების სიცოცხლეებით თამაშობენ.ჩამოიკლონ თვითონ უზარმაზარი ხელფასები და იცხოვრონ ორას ლარზე თვეში.დამერწმუნეთ დიდძალი თანხა შეგროვდება და სოციალურ საჭიროებებს მოვახმაროთ.

------
4

როცა პანდემია არ იყო ხომ აშენდა ქვეყანა და ეკონომიკა.

ეკონომიკა ხალხის ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა პირიქით ისე რომ დღეს ადამიანის აიცოცხლე უფრო მნიშვნელოვანია და მძევალი არის ადამიანი ვაი ეკონომიკის ვაი მშენებლების ხელში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"სანამ მედიცინა არ დაამარცხებს კორონავირუსს, ეკონომიკა მედიცინის მძევლად დარჩება" - როგორ აფასებს ლადო პაპავა მთავრობის ახალ რეგულაციებს

"სანამ მედიცინა არ დაამარცხებს კორონავირუსს, ეკონომიკა მედიცინის მძევლად დარჩება" - როგორ აფასებს ლადო პაპავა მთავრობის ახალ რეგულაციებს

მივესალმები მთავრობის გადაწყვეტილებას, რადგან მოლოდინია, რომ ამ გადაწყვეტილებით შემცირდება ინფიცირების მზარდი დინამიკა. სანამ მედიცინა არ დაამარცხებს კორონავირუსს, ეკონომიკა მედიცინის მძევლად დარჩება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პროფესორმა ლადო პაპავამ მთავრობის მიერ დაწესებული რეგულაციების ეკონომიკაზე გავლენის კომენტირებისას განუცხადა.

ლადო პაპავას შეფასებით, კარგი იქნებოდა, რომ გარკვეული შეზღუდვები ადრე დაწესებულიყო, თუმცა თუ პოლიტიკურ პროცესს გავითვალისწინებთ, მთავრობა სწორად მოიქცა.

„ის პროცესი, რაც დღეს მიდის პანდემიის მეორე ტალღასთან დაკავშირებით, გლობალური პრობლემაა და ბუნებრივია, თავიდან ვერ აიცილა საქართველომ. რომ არ ყოფილიყო არჩევნების პერიოდი, ალბათ, მთავრობა უფრო აქტიურად იმოქმედებდა ადრე, მაგრამ საჭირო იყო ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი არ გაყინულიყო. მესმის, რომ არჩევნების დროს შეზღუდვების შემოღება იქნებოდა თვითონ არჩევნების შეზღუდვაც, აქედან გამომდინარე მთავრობა სწორად მოიქცა, თუმცა არჩევნები გვერდზე რომ გადავდოთ, რა თქმა უნდა სჯობდა, როდესაც იფეთქა ეპიდსიტუაციამ აჭარაში, მკაცრი ზომების შემოღება დაწყებულიყო“, - აღნიშნა ლადო პაპავამ.

მისივე თქმით, იმ ფონზე, რომ გაუარესებული ეპიდვითარების გამო ჯანდაცვის სისტემაზე დატვირთვის ზრდა დამატებითი საბიუჯეტო თანხების ხარჯვის საჭიროებას იწვევს, მთავრობის მიერ მიღებული რეგულაციები გამართლებულია.

„რაც შეეხება ეკონომიკურ მდგენელს, ჩვენ გვავიწყდება, რომ ჯანდაცვაც ეკონომიკის ერთ-ერთი დარგია და საკმაოდ მნიშვნელოვანიც და მას დაფინანსება სჭირდება. დაფინანსების ძირითადი წყარო პანდემიის დროს ბიუჯეტია, ხოლო ბიუჯეტს ის პრობლემა აქვს, რომ კრიზისის გამო შემოსავლებს კარგავს. ამიტომ, თუ ჯანდაცვის სისტემაზე დატვირთვას ძალიან გავზრდით, ამ პრობლემის მოგვარებას ბიუჯეტიდან თანხები უბრალოდ არ ეყოფა, რომ აღარაფერი ვთქვათ, საწოლფონდსა და კვალიფიციურ მედპერსონალზე. ამიტომ, ყოველთვისაა საჭირო ბალანსი. მივესალმები, მთავრობის გადაწყვეტილებას, რადგან მოლოდინია, რომ ამ გადაწყვეტილებით შემცირდება ინფიცირების მზარდი დინამიკა. ის გადაწყვეტილება, რაც მთავრობამ მიიღო ჯდება იმ ლოგიკაში, რაც დღეს მსოფლიოში ტრენდულია, ხოლო ის, რომ საახალწლო პერიოდში შერბილება იქნება, ვფიქრობ, დეკემბრის 20 რიცხვის შემდეგ შესაძლოა, მთავრობა ამ საკითხს დაუბრუნდეს და შერბილების გადახედვაზე იფიქროს, თუკი სიტუაცია ვერ დარეგულირდება, თუმცა როგორც მთავრობის წევრები მედიკოსებზე დაყრდნობით ამბობენ, დარეგულირება საკმაოდ მაღალი ალბათობაა.

ეს კრიზისი ატიპური ეკონომიკური კრიზისია, ანუ კლასიკურ ეკონომიკურ სქემებში არ ჯდება, უფრო მეტიც, ამ კრიზისის დასრულება ეკონომიკაში, მედიცინაზეა დამოკიდებული, ეკონომისტები ამ კრიზისის დასრულებისთვის რეკომენდაციებს ვერ შეიმუშავებენ, რადგან სანამ პანდემიაა, ეკონომიკურ მექანიზმებს მხოლოდ შეუძლია მოსახლეობას არსებობა შეუმსუბუქოს და ბიზნესისთვის შეარბილოს შექმნილი ვითარება. სანამ მედიცინა არ დაამარცხებს კორონავირუსს, ეკონომიკა მედიცინის მძევლად დარჩება“, - აღნიშნა ლადო პაპავამ.

ცნობისთვის, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით ქვეყნის მასშტაბით იზღუდება: 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა; იზღუდება მგზავრების რეგულარული საქალაქთაშორისო გადაყვანა, მათ შორის - რკინიგზით, ავტობუსით, სამარშრუტო ტაქსით. რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გადადიან გატანის სერვისზე (დასაშვებია: პროდუქტის გატანა ე.წ. takeaway, „დელივერი“, „დრაივი“) ასევე, თბილისში თელავში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთში და ზუგდიდში იზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა.

"ფიტნეს დარბაზს საცხოვრებელ სახლად ვქირაობ - შეგიძლიათ, მოხვიდეთ და აქ ივარჯიშოთ" - ზურაბ ჯაფარიძე

სააკაშვილს ახალგაზრდა უკრაინელ პოლიტიკოსთან რომანი აქვს? - "გოგონა პერიოდულად ცხოვრობს მის რეზიდენციაში, მათ სერიოზული ურთიერთობა აქვთ" (სკანდალური ფოტოები)

"კარასინთან შეხვედრაზე 2019 წლის მოვლენები ნახსენები საერთოდ არ ყოფილა, ეს რუსეთის მხარის ინტერპრეტაციაა" - აბაშიძე