მოზაიკა
მსოფლიო
პოლიტიკა

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
საზოგადოება
წიგნები
კონფლიქტები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ მიიღებს 1200-ლარიან დახმარებას - რა სოციალურ დახმარებებს სთავაზობს მთავრობა მოქალაქეებს, პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების პირობებში?
ვინ მიიღებს 1200-ლარიან დახმარებას - რა სოციალურ დახმარებებს სთავაზობს მთავრობა მოქალაქეებს, პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების პირობებში?

28 ნო­ემ­ბრი­დან მა­ღა­ზი­ე­ბი, რეს­ტორ­ნე­ბი, ფიტ­ნეს ცენ­ტრე­ბი და სა­ცუ­რაო აუ­ზე­ბი იხუ­რე­ბა, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი და სა­ქა­ლაქთა­შო­რი­სო ტრან­სპორ­ტი კი მუ­შა­ო­ბას აჩე­რებს. გამ­კაც­რე­ბის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უწყე­ბა­თა­შო­რის­მა სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭომ უკვე მი­ი­ღო. ამის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ გა­ა­კე­თა.

"28 ნო­ემ­ბრი­დან 24 დე­კემ­ბრამ­დე ჩვენ გვაქვს მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი წერ­ტი­ლო­ვა­ნი შე­ზღუდ­ვე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რი რა­ო­დე­ნო­ბა, 24 დე­კემ­ბრი­დან 2 იან­ვრის ჩათ­ვლით ჩვენ ვაძ­ლევთ ჩვენ მო­ქა­ლა­ქე­ებს სა­შუ­ა­ლე­ბას ვი­ზე­ი­მოთ ახა­ლი წელი და რე­ლი­გი­უ­რი დღე­სას­წა­უ­ლე­ბი, ხოლო შემ­დგომ ისევ ვუბ­რუნ­დე­ბით შე­ზღუდ­ვებს 3 იან­ვრი­დან 16 იან­ვრამ­დე. ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად მინ­და გი­თხრათ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მთვრო­ბის გა­დაწ­ვე­ტი­ლე­ბით, 3 იან­ვრი­დან 15 იან­ვრის ჩათ­ვლით, ცხად­დე­ბა უქმე, დას­ვე­ნე­ბის დღე­ე­ბი, რაც მო­ბი­ლო­ბის შემ­ცი­რე­ბა­ში მოგ­ვეხ­მა­რე­ბა.16 იან­ვრის შემ­დგომ ყვე­ლა შე­ზღუდ­ვა იხ­სნე­ბა, რჩე­ბა მხო­ლოდ შე­ზღუდ­ვე­ბი შა­ბათ-კვი­რას“, - გა­ნა­ცხა­და გა­ხა­რი­ამ.

მან ისა­უბ­რა იმ დახ­მა­რე­ბებ­ზეც, რო­მელ­საც ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი თუ ბიზ­ნე­სი მი­ი­ღე­ბენ ამ პე­რი­ოდ­ში.

"რაც შე­ე­ხე­ბა სო­ცი­ა­ლუ­რი და ბიზ­ნე­სის დახ­მა­რე­ბის მე-4 ტალ­ღას, ყვე­ლას გვახ­სოვს, რომ ამ დახ­მა­რე­ბის წინა 3 ტალ­ღა იყო უკი­დუ­რე­სად მიზ­ნობ­რი­ვი. იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ რამ­დე­ნი­მე კვი­რით ვზღუ­დავთ სა­ცა­ლო ვაჭ­რო­ბას, მო­ლებს, ბაზ­რო­ბებს, მა­ღა­ზი­ებს, სა­დაც დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არი­ან და­საქ­მე­ბუ­ლე­ბი, ჩვენ ვა­წე­სე­ბით იგი­ვე სა­ხის დახ­მა­რე­ბას, რაც გვქონ­და თვით­და­საქ­მე­ბუ­ლე­ბის­თვის პირ­ვე­ლი ტალ­ღი­სას, ეს გახ­ლავთ 300 ლა­რის ოდე­ნო­ბით, ჩვენ უკვე და­წყე­ბუ­ლი გვაქვს ამ ადა­მი­ა­ნე­ბის აღ­რი­ცხვა იმ კომ­პა­ნი­ებ­თან ერ­თად, სა­დაც მუ­შა­ო­ბენ.

ამ 300-ლა­რი­ა­ნი დახ­მა­რე­ბის გარ­და, ვი­ღებთ ვალ­დე­ბუ­ლე­ბას, რომ თი­თო­ე­ულ იმ ადა­მი­ანს, რომ­ლე­საც გა­აჩ­ნია სეს­ხი და ამ სფე­რო­შია და­საქ­მე­ბუ­ლი, მიზ­ნობ­რი­ვად მი­ვეხ­მა­როთ სეს­ხის გა­და­ვა­დე­ბა­ში.

4 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის კო­მუ­ნა­ლუ­რი გა­და­სახ­დე­ბი, რო­გორც ელექტრო­ე­ნერ­გი­ის, ისე ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის, სა­ხელ­მწი­ფოს­გან და­ი­ფა­რე­ბა. გახ­სოვთ პირ­ვე­ლი ტალ­ღის დახ­მა­რე­ბე­ბის დროს ჩვენ იმ ადა­მი­ა­ნებს, ვინც და­კარ­გეს სამ­სა­ხუ­რი, 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში 1200 ლარი გა­და­ვუ­ხა­დეთ, ეს პროგ­რა­მა ისევ ამოქ­მედ­დე­ბა - და­წყე­ბა 1-ლ იან­ვარს და გაგ­რძელ­დე­ბა ასე­ვე 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, ყვე­ლა ის ადა­მი­ა­ნი, ვინც ამ კრი­ზი­სი­სას და­კარ­გავს სამ­სა­ხურს, სა­ხელ­მწი­ფოს­გან მი­ი­ღებს 1200-ლა­რი­ან დახ­მა­რე­ბას, ყო­ველ თვე 200 ლარს. გარ­და ამი­სა, ჩვენ გვყავს სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, ეს ის ჯგუ­ფია, რო­მე­ლიც დღე­ვან­დე­ლი და მსგავ­სი კრი­ზი­სე­ბის დროს, ყვე­ლა­ზე მო­წყვლა­დია, ამი­ტომ 65 000- დან 100 000-მდე ქუ­ლის მქო­ნე ყვე­ლა ოჯახს, 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ექ­ნე­ბა 100 ლარი ყო­ველ­თვი­უ­რად. და­მა­ტე­ბით, 0-დან 100 000-მდე ქუ­ლის მქო­ნე ოჯა­ხებს, რო­მელ­თაც ჰყავთ 3 ან მეტი 16 -წლამ­დე არას­რულ­წლო­ვა­ნი შვი­ლი, 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ყო­ველ­თვი­უ­რად ექ­ნე­ბათ 100 ლა­რის ოდე­ნო­ბის დახ­მა­რე­ბა. ასე­ვე 18-წლამ­დე შშმ და მკვეთ­რად გა­მო­ხა­ტუ­ლი შშმ პი­რე­ბის­თვის 100-ლა­რი­ა­ნი დახ­მა­რე­ბა გაგ­რძელ­დე­ბა 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში.

გარ­და ამი­სა, სეს­ხე­ბის გა­და­ვა­დე­ბა თი­თო­ე­ულ იმ სფე­რო­ში, რო­მელ­საც ჩვენ გა­ვა­ჩე­რებთ, იქ­ნე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, ამი­ტომ თი­თო­ე­ულ ინდმე­წარ­მე­სა და ფი­ზი­კურ პირს, რო­მელ­საც ჩვე­ნი დახ­მა­რე­ბა დას­ჭირ­დე­ბა, და­ვეხ­მა­რე­ბით", - გა­ნა­ცხა­და გა­ხა­რი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 69 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნათელა
25

Არ შეიძლება ესე.ესე ნუ გაწირავთ ხალხს. Ყველას ერთნაირად უნდა დაეხმაროთ. Სოც.დაუცველს თუ ჭირდება ჭამა,ჩემმა შვილებმა რა ქნან რეპეტიტორი რომ ვარ და დაკეტილი სკოლების ფონზე მომზადება აღარავის უნდა? არც ის თქვენი 200 ლარიანი დახმარება მეკუთვნის,თვითდასაქმებული ვარ და რა ვქნა იქნებ მითხრათ? 

მაია
15

პენსიონრებს დაეხმარეთ რააააა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.
ავტორი:

ვინ მიიღებს 1200-ლარიან დახმარებას - რა სოციალურ დახმარებებს სთავაზობს მთავრობა მოქალაქეებს, პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების პირობებში?

ვინ მიიღებს 1200-ლარიან დახმარებას - რა სოციალურ დახმარებებს სთავაზობს მთავრობა მოქალაქეებს, პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების პირობებში?

28 ნოემბრიდან მაღაზიები, რესტორნები, ფიტნეს ცენტრები და საცურაო აუზები იხურება, საზოგადოებრივი და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი კი მუშაობას აჩერებს. გამკაცრების შესახებ გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ უკვე მიიღო. ამის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გააკეთა.

"28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე ჩვენ გვაქვს მიზანმიმართული წერტილოვანი შეზღუდვების მაქსიმალური რაოდენობა, 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით ჩვენ ვაძლევთ ჩვენ მოქალაქეებს საშუალებას ვიზეიმოთ ახალი წელი და რელიგიური დღესასწაულები, ხოლო შემდგომ ისევ ვუბრუნდებით შეზღუდვებს 3 იანვრიდან 16 იანვრამდე. ყველაფერთან ერთად მინდა გითხრათ, რომ საქართველოს მთვრობის გადაწვეტილებით, 3 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით, ცხადდება უქმე, დასვენების დღეები, რაც მობილობის შემცირებაში მოგვეხმარება.16 იანვრის შემდგომ ყველა შეზღუდვა იხსნება, რჩება მხოლოდ შეზღუდვები შაბათ-კვირას“, - განაცხადა გახარიამ.

მან ისაუბრა იმ დახმარებებზეც, რომელსაც ჩვენი მოქალაქეები თუ ბიზნესი მიიღებენ ამ პერიოდში.

"რაც შეეხება სოციალური და ბიზნესის დახმარების მე-4 ტალღას, ყველას გვახსოვს, რომ ამ დახმარების წინა 3 ტალღა იყო უკიდურესად მიზნობრივი. იქიდან გამომდინარე, რომ რამდენიმე კვირით ვზღუდავთ საცალო ვაჭრობას, მოლებს, ბაზრობებს, მაღაზიებს, სადაც დიდი რაოდენობით ჩვენი მოქალაქეები არიან დასაქმებულები, ჩვენ ვაწესებით იგივე სახის დახმარებას, რაც გვქონდა თვითდასაქმებულებისთვის პირველი ტალღისას, ეს გახლავთ 300 ლარის ოდენობით, ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს ამ ადამიანების აღრიცხვა იმ კომპანიებთან ერთად, სადაც მუშაობენ.

ამ 300-ლარიანი დახმარების გარდა, ვიღებთ ვალდებულებას, რომ თითოეულ იმ ადამიანს, რომლესაც გააჩნია სესხი და ამ სფეროშია დასაქმებული, მიზნობრივად მივეხმაროთ სესხის გადავადებაში.

4 თვის განმავლობაში, ჩვენი მოქალაქეებისთვის კომუნალური გადასახდები, როგორც ელექტროენერგიის, ისე ბუნებრივი აირის, სახელმწიფოსგან დაიფარება. გახსოვთ პირველი ტალღის დახმარებების დროს ჩვენ იმ ადამიანებს, ვინც დაკარგეს სამსახური, 6 თვის განმავლობაში 1200 ლარი გადავუხადეთ, ეს პროგრამა ისევ ამოქმედდება - დაწყება 1-ლ იანვარს და გაგრძელდება ასევე 6 თვის განმავლობაში, ყველა ის ადამიანი, ვინც ამ კრიზისისას დაკარგავს სამსახურს, სახელმწიფოსგან მიიღებს 1200-ლარიან დახმარებას, ყოველ თვე 200 ლარს. გარდა ამისა, ჩვენ გვყავს სოციალურად დაუცველი მოქალაქეები, ეს ის ჯგუფია, რომელიც დღევანდელი და მსგავსი კრიზისების დროს, ყველაზე მოწყვლადია, ამიტომ 65 000- დან 100 000-მდე ქულის მქონე ყველა ოჯახს, 6 თვის განმავლობაში ექნება 100 ლარი ყოველთვიურად. დამატებით, 0-დან 100 000-მდე ქულის მქონე ოჯახებს, რომელთაც ჰყავთ 3 ან მეტი 16 -წლამდე არასრულწლოვანი შვილი, 6 თვის განმავლობაში ყოველთვიურად ექნებათ 100 ლარის ოდენობის დახმარება. ასევე 18-წლამდე შშმ და მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისთვის 100-ლარიანი დახმარება გაგრძელდება 6 თვის განმავლობაში.

გარდა ამისა, სესხების გადავადება თითოეულ იმ სფეროში, რომელსაც ჩვენ გავაჩერებთ, იქნება მნიშვნელოვანი, ამიტომ თითოეულ ინდმეწარმესა და ფიზიკურ პირს, რომელსაც ჩვენი დახმარება დასჭირდება, დავეხმარებით", - განაცხადა გახარიამ.

"გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სასამართლოში რამდენიმე თვეში შეუდგება უფლებამოსილების შესრულებას, მანამდე ჩვენს გუნდში გააგრძელებს საქმიანობას" - პრემიერი

"როგორც ფასილიტატორი, ვხედავ, რომ პარტიები ერთმანეთს უფრო შორდებიან, იმის ნაცვლად, რომ დაუახლოვდნენ" - კარლ ჰარცელი

იუსტიციის მინისტრის პოსტზე წარდგენილი გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს