მსოფლიო
პოლიტიკა
კონფლიქტები

6

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:10-ზე, მთვარე ლომში იქნება 08:37-დან რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა მოგზაურობის, შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადაადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
Faceამბები
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პირველი, რაც გვთხოვა, დედამისისთვის გადაგვეცა, რომ არ ენერვიულა" - ადვოკატის მტკიცებით, ლევან ზურაბაშვილი მიკროსაფინანსოში შეჭრისას ნასვამი არ ყოფილა
"პირველი, რაც გვთხოვა, დედამისისთვის გადაგვეცა, რომ არ ენერვიულა" - ადვოკატის მტკიცებით, ლევან ზურაბაშვილი მიკროსაფინანსოში შეჭრისას ნასვამი არ ყოფილა

20 ნო­ემ­ბერს და­ახ­ლო­ე­ბით სა­ღა­მოს 5-ის ნა­ხე­ვარ­ზე თბი­ლის­ში, აკა­კი წე­რეთ­ლის 12 ნო­მერ­ში მდე­ბა­რე მიკ­რო­სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცია "ემ-ბი-სის" ერთ-ერთ ფი­ლი­ალ­ში ხელ­ყუმ­ბა­რით შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი პირი შე­იჭ­რა და 9 მო­ქა­ლა­ქე აიყ­ვა­ნა მძევ­ლად (თავ­და­პირ­ვე­ლად, 11, შემ­დეგ 2 გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა). 5 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­დი­ო­და თავ­დამ­სხმელ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბა, რო­მელ­მაც უც­ნა­უ­რი პი­რო­ბე­ბი წა­მო­ა­ყე­ნა.

და­ახ­ლო­ე­ბით სა­ღა­მოს 9 სა­ათ­ზე, შს სა­მი­ნის­ტროს სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტორ­მა ვაჟა სი­რა­ძემ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ამ­ცნო: "რამ­დე­ნი­მე­სა­ა­თი­ა­ნი მო­ლა­პა­რა­კე­ბი­სა და სპე­ცი­ა­ლუ­რი ოპე­რა­ტი­უ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად ყვე­ლა მძე­ვა­ლი უვ­ნებ­ლად გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლია, შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი თავ­დამ­სხმე­ლი კი - და­კა­ვე­ბუ­ლი. მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი".

გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი მძევ­ლე­ბი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა პო­ლი­ცი­ის შე­ნო­ბა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს ჩვე­ნე­ბის მი­სა­ცე­მად. მარ­თა­ლია, გა­მო­ძი­ე­ბა თავ­და­პირ­ვე­ლად ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბი­სა და ყა­ჩა­ღო­ბის მცდე­ლო­ბის მუხ­ლე­ბით და­ი­წყო, მაგ­რამ არ გა­მო­რი­ცხა­ვენ, საქ­მე მძევ­ლად აყ­ვა­ნის მუხ­ლით გა­დაკ­ვა­ლი­ფი­ცირ­დეს, რად­გან რო­გორც მისი ად­ვო­კა­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, ბრალ­დე­ბულს არც ია­რა­ღი ჰქო­ნია და არც ყა­ჩა­ღო­ბა უც­დია. სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში შეჭ­რილ ახალ­გაზ­რდა მა­მა­კაცს სპორ­ტუ­ლი პის­ტო­ლე­ტი და შა­ვად გა­და­ღე­ბი­ლი ხელ­ყუმ­ბა­რის დი­ზა­ი­ნის სან­თე­ბე­ლა ჰქონ­და ხელთ.

თავ­დამ­სხმე­ლი­ლე­ვან ზუ­რა­ბაშ­ვი­ლი აღ­მოჩ­ნდა, რო­მე­ლიც ბოლო 2 წე­ლია თბი­ლი­სის ერთ-ერთი მსხვი­ლი სას­ტუმ­რო­ე­ბის ქსელ "ფაბ­რი­კა­ში" მუ­შა­ობ­და.

ირმა ჭკა­დუა ერთ-ერ­თია იმ ად­ვო­კა­ტებს შო­რის, რო­მელ­მაც ლე­ვან ზუ­რა­ბაშ­ვი­ლის უფა­სოდ დაც­ვის სურ­ვი­ლი გა­მოთ­ქვა:

- საქ­მის კვა­ლი­ფი­კა­ცია უთუ­ოდ შე­იც­ვლე­ბა მას შემ­დეგ, რაც ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა მოვა. ლე­ვა­ნი ნას­ვა­მი არ ყო­ფი­ლა, არც ნამ­დვი­ლი ია­რა­ღი ჰქო­ნია, ხელ­ში ყუმ­ბა­რის დი­ზა­ი­ნის სან­თე­ბე­ლა ეჭი­რა თა­ვი­სი­ვე მრგვა­ლი სა­ფერ­ფლით, რო­მე­ლიც მეტი და­მა­ჯე­რებ­ლო­ბის­თვის შა­ვად შე­ღე­ბა. პირ­ვე­ლი, რაც გვთხო­ვა, დე­და­მი­სის­თვის გა­დაგ­ვე­ცა, რომ არ ენერ­ვი­უ­ლა. წა­ი­კი­თხეთ სტა­ტია სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თბილისელი
1

DEDA RATOPM WERS, DALIAO?

კოტე
4

მეზობლები ამბობენ დალევა უყვარსო

ავტორი:

"პირველი, რაც გვთხოვა, დედამისისთვის გადაგვეცა, რომ არ ენერვიულა" - ადვოკატის მტკიცებით, ლევან ზურაბაშვილი მიკროსაფინანსოში შეჭრისას ნასვამი არ ყოფილა

"პირველი, რაც გვთხოვა, დედამისისთვის გადაგვეცა, რომ არ ენერვიულა" - ადვოკატის მტკიცებით, ლევან ზურაბაშვილი მიკროსაფინანსოში შეჭრისას ნასვამი არ ყოფილა

20 ნოემბერს დაახლოებით საღამოს 5-ის ნახევარზე თბილისში, აკაკი წერეთლის 12 ნომერში მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ემ-ბი-სის" ერთ-ერთ ფილიალში ხელყუმბარით შეიარაღებული პირი შეიჭრა და 9 მოქალაქე აიყვანა მძევლად (თავდაპირველად, 11, შემდეგ 2 გაათავისუფლა). 5 საათის განმავლობაში მიდიოდა თავდამსხმელთან მოლაპარაკება, რომელმაც უცნაური პირობები წამოაყენა.

დაახლოებით საღამოს 9 საათზე, შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ საზოგადოებას ამცნო: "რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებისა და სპეციალური ოპერატიული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ყველა მძევალი უვნებლად გათავისუფლებულია, შეიარაღებული თავდამსხმელი კი - დაკავებული. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები".

გათავისუფლებული მძევლები სამართალდამცავებმა პოლიციის შენობაში გადაიყვანეს ჩვენების მისაცემად. მართალია, გამოძიება თავდაპირველად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარებისა და ყაჩაღობის მცდელობის მუხლებით დაიწყო, მაგრამ არ გამორიცხავენ, საქმე მძევლად აყვანის მუხლით გადაკვალიფიცირდეს, რადგან როგორც მისი ადვოკატები ამბობენ, ბრალდებულს არც იარაღი ჰქონია და არც ყაჩაღობა უცდია. საფინანსო ორგანიზაციაში შეჭრილ ახალგაზრდა მამაკაცს სპორტული პისტოლეტი და შავად გადაღებილი ხელყუმბარის დიზაინის სანთებელა ჰქონდა ხელთ.

თავდამსხმელილევან ზურაბაშვილი აღმოჩნდა, რომელიც ბოლო 2 წელია თბილისის ერთ-ერთი მსხვილი სასტუმროების ქსელ "ფაბრიკაში" მუშაობდა.

ირმა ჭკადუა ერთ-ერთია იმ ადვოკატებს შორის, რომელმაც ლევან ზურაბაშვილის უფასოდ დაცვის სურვილი გამოთქვა:

- საქმის კვალიფიკაცია უთუოდ შეიცვლება მას შემდეგ, რაც ექსპერტიზის დასკვნა მოვა. ლევანი ნასვამი არ ყოფილა, არც ნამდვილი იარაღი ჰქონია, ხელში ყუმბარის დიზაინის სანთებელა ეჭირა თავისივე მრგვალი საფერფლით, რომელიც მეტი დამაჯერებლობისთვის შავად შეღება. პირველი, რაც გვთხოვა, დედამისისთვის გადაგვეცა, რომ არ ენერვიულა. წაიკითხეთ სტატია სრულად

"ბავშვები რო სდომოდა, დედას არ მოუკლავდა" - ხაშურში, 23 წლის სალომე ჩიქოვანის მკვლელობისთვის, მის ყოფილ ქმარს 15-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

"მექნება საშუალება, ვთქვა ყველაფერი... მოთხოვნები გაგრძელდება. არანაირი პარტიის წევრი არ ვარ, ვერ ვიტან პოლიტიკოსებს" - რა განაცხადა სასამართლო პროცესზე ლევან ზურაბაშვილმა

მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელს პატიმრობა შეეფარდა