საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური დასრულდა. ქვეყნის მასშტაბით არსებული 17 მაჟორიტარული ოლქი 20:00 საათზე დაიხურა.
ცნობისთვის, მაჟორიტარულ ოლქებში არჩევნების მეორე ტურთან ერთად , ქუთაისში მერის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტურიც მიმდინარეობდა.
არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატებს ძირითადად „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარდგენილი კანდიდატები უპირისპირდებოდნენ, თბილისის რამდენიმე ოლქში კი, მმართველი პარტიის კანდიდატის კონკურენტს ოპოზიციურ პარტიებს შორის შეთანხმებული კანდიდატი წარმოადგენდა. ოპოზიციის კანდიდატები ბიულეტენში დარჩნენ მიუხედავად იმისა, რომ ისინი არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტს უცხადებდნენ.
კერძოდ: №1 - მთაწმინდა, კრწანისის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ერთმანეთს №2 - შალვა შავგულიძე და №41 - ბექა ოდიშარია ხვდებოდნენ.
№2 - ვაკე - №2 - ელენე ხოშტარია, №41 - ნოდარ ტურძელაძე.
№3 - საბურთალო - №24 - ალექსანდრე ელისაშვილი, №41 - დავით სერგეენკო
№4 - ისანი - №5 - ხატია დეკანოიძე, №41 - კახა კახიშვილი
№5 - სამგორი- №5 - ლევან ხაბეიშვილი, №41 - სოზარ სუბარი
№6 - დიდუბე, ჩუღურეთი -№36 - ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, №41 - გიორგი ვოლსკი
№7 - ნაძალადევი -№10 - შალვა ნათელაშვილი, №41 - მიხეილ ყაველაშვილი
№8 - გლდანი - №5 - ნიკანორი მელია, №41 - ლევან კობიაშვილი
№10 - თელავი, ახმეტა, ყვარელი და ლაგოდეხი - №5 - გიორგი ბოტკოველი, №41 - ირაკლი ქადაგიშვილი
№11 - მცხეთა, დუშეთი, თიანეთი და ყაზბეგი - №5 - ცეზარი ჩოჩელი, №41 - შალვა კერესელიძე
№12 - რუსთავი, გარდაბანი -№5 - დავით კირკიტაძე, №41 - ნინო ლაცაბიძე
№16 - ხაშური, ქარელი -№5 - ნატო ჩხეიძე, №41 - ზაალ დუგლაძე
№21 - ზესტაფონი, ტყიბული, თერჯოლა, ბაღდათი -№5 - კახა გეწაძე, №41 - ბეჟან წაქაძე
№23 - ქუთაისი -№5 - გრიგოლ ვაშაძე, №41 - ზაზა ლომინაძე
№27 - ზუგდიდი - №5 - მალხაზ ჯალაღონია, №41 - ირაკლი ჩიქოვანი
№28 - ბათუმი -№5 - ლევან ვარშალომიძე, №41 - რესან კონცელიძე
№30 - ხელვაჩაური, ქედა, შუახევი და ხულო - №5 - მიშა ბოლქვაძე,№41 - ანზორ ბოლქვაძე
მერის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტური კი, ქუთაისის №59-ე ოლქში იმართება და ერთმანეთს №5 - გრიგოლ შუშანია და №41 - იოსებ ხახალეიშვილი უპირისპირდებოდნენ.
გამარჯვებული იქნება ის კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს.
მეორე ტურზე ამომრჩევლებს ემსახურებოდა 1914 საარჩევნო უბანი, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 9 უბანი, სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი 80 სპეციალური უბანი.
დიდება-პარტიას ! დიდება კიმ-ჩენ-ბიძოს !
ისეთი უმაღლესი სახელმწიფო არჩევითი თანამდებობის პირები, როგორიც პარლამენტის დეპუტატებია, ერთმანეთს უმძიმეს სახელმწიფო დანაშაულს, სახელმიფო ორგანოს -ცესკოს მიერ არჩევნების გაყალბებას და და ან ამის ჩადენის ცილისწამებას აბრალებენ, მათ შორის პიროვნულად ცესკოს თავმჯდომარეს და ცესკოს კონკრეტულ თანამშრომლებს-სახელმწიფო მაღალანაზღაურებად მოხელეებს , მაგრამ სასამართლოში კი არა, პირდაპირ ეთერში და პროკურატურა დანაშაულის ადგილზე მათ არ აპატიმრებს, ვერ ხედავს დანაშაულს , არც არავინ ჩივის, დაზრალებული სავარაუდოდ ამომრჩეველია და არც ის ჩივის სამართლებრივად ,ზოგი სიტყვიერად აპროტესტებს და ამაში საზღაურს იღებს , ( ამ დროს დეპუტატებს იმუნიტეტი არ აქვთ , წასწრებულებია ,ან ცრუობს ორივე , ან არ ასმენს ორივე დადასტურებულ მიმდინარე დანაშაულზე, ეს მინიმუმ და მაქსიმუმ უცხო ქვეყნის სასარგებლოდ ანტისახელმწიფოებრივ დანაშაულს სჩადის ოკუპირებული სამშობლოს წინააღმდეგ !) რას მიანიშნებს ?! რომ ეს სპექტაკლია ამხანაგო ბატონო და ქალბატონო ამომრჩევლებო, ეს გუდურაა გამომხმარი ჩხავანა კატით, მშიერი ფარის გასართობად , სამწუხაროდ ! დაელოდეთ , გაზაფხულზე ახალი ბალახი ამოვა , მაგრამ თქვენ ვერ მოძოვთ, ესენი მოაძოვებენ სხვას ჯიშის ცხვარს, მერინოსისას ! ან ამათ მიუჩენთ მშვიდობიანად კუთვნილ ადგილს ისტორიის სანგვეზე ! აღარ მისცეთ ხმა და გაქრებიან მაისის თოვლივით !