სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
COVID-19 და ორსულები - ვინ იმყოფება განსაკუთრებული რისკის ქვეშ და რა გავლენას ახდენს ვირუსი ბავშვის მომავალ ჯანმრთელობაზე?
COVID-19 და ორსულები - ვინ იმყოფება განსაკუთრებული რისკის ქვეშ და რა გავლენას ახდენს ვირუსი ბავშვის მომავალ ჯანმრთელობაზე?

"ორ­სუ­ლე­ბი ად­ვი­ლად და­ინ­ფი­ცი­რე­ბის გაზ­რდი­ლი რის­კის ქვეშ არ იმ­ყო­ფე­ბი­ან, თუმ­ცა 35 წლის ზე­მოთ, ჭარ­ბი წო­ნით და უკვე არ­სე­ბუ­ლი ქრო­ნი­კუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო მგო­მა­რე­ო­ბე­ბით (ჰი­პერ­ტენ­ზია, დი­ა­ბე­ტი, ფილ­ტვის ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი) - COVID-19-ის მძი­მე და­ა­ვა­დე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის რის­კის ჯგუფს ქმნი­ან" - გან­მარ­ტავს ალერ­გი­ი­სა და იმუ­ნო­ლო­გი­ის ცენ­ტრის ალერ­გო­ლოგ-იმუ­ნო­ლო­გი მა­დო­ნა დე­ვი­ძე.

- ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი COVID-19-ის სიმპტო­მე­ბი ორ­სულ ქა­ლებ­ში ერთ-ერთი ანა­ლი­ზის მი­ხედ­ვით (11 000 ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ორ­სუ­ლი) იყო: მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა (40%) და ხვე­ლა (39%). ნაკ­ლე­ბად ხში­რი სიმპტო­მე­ბი იყო: დისპნოე, მი­ალ­გია, გე­მოს და­კარ­გვა და დი­ა­რეა (10% -ზე მეტ ორ­სულ­ში).

ორ­სუ­ლე­ბი, თუკი მათ უვი­თარ­დე­ბათ COVID-19 -ის მძი­მე და­ა­ვა­დე­ბა, უმე­ტე­სად ინ­ტენ­სი­უ­რი თე­რა­პი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში ხვდე­ბი­ან. ასე­ვე ხში­რად ფილ­ტვე­ბის ინ­ვა­ზი­უ­რი ვენ­ტი­ლა­ცია სჭირ­დე­ბათ... არა­ორ­სუ­ლებ­თან შე­და­რე­ბით ორ­სუ­ლებ­ში კო­ვიდ-19-ის სიმპტო­მე­ბით უფრო მა­ღა­ლია სიკ­ვდი­ლო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლიც. სხვა­დას­ხვა კვლე­ვის მი­ხედ­ვით, ორ­სუ­ლო­ბის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით კი მე­სა­მე ტრი­მესტრში, უფრო ხში­რად ვი­თარ­დე­ბა COVID-19-ის მძი­მე და­ა­ვა­დე­ბა.

- რო­მე­ლი ორ­სუ­ლე­ბი იმ­ყო­ფე­ბი­ან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი რის­კის ქვეშ?

- გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი რის­კის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბი­ან ორ­სუ­ლე­ბი:

1. ჭარ­ბი წო­ნით, ან სიმ­სუქ­ნით;

2. ორ­სუ­ლო­ბამ­დე არ­სე­ბუ­ლი თან­მხლე­ბი და­ა­ვა­დე­ბე­ბით (ფილ­ტვის ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, დი­ა­ბე­ტი, ქრო­ნი­კუ­ლი ჰი­პერ­ტენ­ზია);

3. ასა­კით 35 წელი და ზე­მოთ;

4. სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კუ­რად და­ბა­ლი ფე­ნის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი;

5. სა­მე­დი­ცი­ნო მუ­შა­კე­ბი და სხვა სა­ჯა­რო საქ­მი­ა­ნო­ბის სფე­რო­ებ­ში მოღ­ვა­წე ორ­სუ­ლე­ბი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია რა­სობ­რი­ვი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბიც. შე­ი­ნიშ­ნე­ბა, რომ ფე­რად­კა­ნი­ა­ნე­ბი ან ეს­პა­ნუ­რი რა­სის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ორ­სუ­ლე­ბი, უფრო ავა­დო­ბენ მძი­მე COVID-19 -ით კავ­კა­სი­ურ რა­სას­თან შე­და­რე­ბით.

- გა­და­ე­ცე­მა თუ არა კო­რო­ნა­ვირუ­სი მუც­ლად­ყოფ­ნის დროს დე­დი­დან ნა­ყოფ­ზე და რა გარ­თუ­ლე­ბებს შე­იძ­ლე­ბა ვე­ლო­დეთ?

- ამ ეტაპ­ზე არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ინ­ფექ­ცი­ის ვერ­ტი­კა­ლუ­რი გა­და­ცე­მა არ ხდე­ბა, თუმ­ცა ჯერ მა­ინც კარ­გად ცნო­ბი­ლი არ არის, თუ რა გავ­ლე­ნა შე­იძ­ლე­ბა მო­ახ­დი­ნოს კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბამ ორ­სუ­ლო­ბის დროს ნა­ყოფ­ზე და მო­მა­ვალ­ში ბავ­შვის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე. სხვა­დას­ხვა კვლე­ვის თა­ნახ­მად, COVID-19-ით და­ა­ვა­დე­ბულ ორ­სულ ქა­ლებს უფრო ხში­რად და­უ­ფიქ­სირ­დათ ნა­ად­რე­ვი მშო­ბი­ა­რო­ბა, უფრო ხში­რად დას­ჭირ­დათ სა­კე­ის­რო კვე­თა, ხოლო ახალ­შო­ბი­ლე­ბი უმე­ტე­სად მოხ­ვდნენ ნე­ო­ნა­ტო­ლო­გი­ურ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში.

- ორ­სუ­ლებს ნიღ­ბის ტა­რე­ბა უჭირთ. რა რე­კო­მე­ნა­ცი­აა ასეთ დროს?

- ორ­სუ­ლებ­ში ხში­რია სუნ­თქვის გაძ­ნე­ლე­ბის ეპი­ზო­დე­ბი ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რა­დაც. ეს და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ნა­ყო­ფის ზრდას­თან ერ­თად ანა­ტო­მი­ურ ზე­წო­ლას­თან ფილ­ტვებ­ზე. ასეთ პა­ცი­ენ­ტებ­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხია პან­დე­მი­ის დროს ნიღ­ბის ტა­რე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა. მსოფ­ლიო ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის თა­ნახ­მად, სა­მე­დი­ცი­ნო ნიღ­ბის სწო­რი გა­მო­ყე­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, იგი არ ამ­ცი­რებს ჟანგბა­დის დო­ნეს ან არ იწ­ვევს ადა­მი­ა­ნის მიერ ნახ­ში­რორ­ჟან­გის დიდი დო­ზით ჩა­სუნ­თქვას. ნიღ­ბის ტა­რე­ბა შე­იძ­ლე­ბა იწ­ვევ­დეს მხო­ლოდ მცი­რე დის­კომ­ფორ­ტს, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია, თქვე­ნი­ვე უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნით თავი არ აა­რი­დოთ ნიღ­ბის ტა­რე­ბას, გან­სა­კუთ­რე­ბით და­ხუ­რულ სივ­რცე­ებ­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ში. რო­გორც ვი­ცით ნიღ­ბის ტა­რე­ბა 100%-ით ვერ გვი­ცავს და­ინ­ფი­ცი­რე­ბი­სა­გან, თუმ­ცა ასე­თის დროს, ორ­გა­ნიზ­მში ხვდე­ბა ვირუ­სის გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლე­ბი რა­ო­დე­ნო­ბა და რაც და­ა­ვა­დე­ბის შე­და­რე­ბით მსუ­ბუ­ქი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბით ვლინ­დე­ბა.

- და­საშ­ვე­ბია თუ არა ძუ­ძუ­თი კვე­ბა ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი დე­დის მიერ არა­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ჩვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში?

- ძუ­ძუ­თი კვე­ბა და ბავ­შვის მოვ­ლა, ჰი­გი­ე­ნის წე­სე­ბის დაც­ვით, შე­საძ­ლე­ბე­ლია კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი დე­დის შემ­თხვე­ვა­შიც. სა­ჭი­როა კვე­ბის წინ ხე­ლე­ბის და­ბა­ნა, მკერ­დის ჰი­გი­ე­ნა და ნიღ­ბის გა­კე­თე­ბა ყო­ველ­თვის ბავ­შვთან მი­ახ­ლო­ვე­ბი­სას.

- რო­გორ უნდა და­იც­ვან თავი ორ­სუ­ლებ­მა პან­დე­მი­ის დროს და რა გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ?

- ორ­სუ­ლებ­ზე, სხე­უ­ლი­სა და იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის ცვლი­ლე­ბე­ბის გამო, ჩვენ ვი­ცით, რომ ზო­გა­დად მძი­მედ მოქ­მე­დებს რეს­პი­რა­ცი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბი. ამი­ტომ, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ორ­სუ­ლებ­მა კო­რო­ნა­ვირუ­სი­სა­გან თა­ვის და­სა­ცა­ვად, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად და­იც­ვან მსოფ­ლიო ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ მო­წო­დე­ბუ­ლი ყვე­ლა რე­კო­მენ­და­ცია და ამ და­ა­ვა­დე­ბის შე­საძ­ლო სიმპტო­მე­ბის გა­მოვ­ლე­ნის შემ­თხვე­ვა­ში (მათ შო­რის ცხე­ლე­ბა, ხვე­ლა ან სუნ­თქვის გაძ­ნე­ლე­ბა), ექიმს დრო­უ­ლად და­უ­კავ­შირ­დნენ.

- რო­გორ უნდა და­იც­ვან თავი ორ­სუ­ლებ­მა ინ­ფი­ცი­რე­ბის თა­ვი­დან ასა­რი­დებ­ლად?

- ზედ­მი­წევ­ნით უნდა მიყ­ვნენ მსოფ­ლიო ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ მო­წო­დე­ბუ­ლი საპრო­ფი­ლაქ­ტი­კო მი­თი­თე­ბებს: ატა­რონ ნი­ღა­ბი, და­ი­ბა­ნონ ხში­რად ხე­ლე­ბი და და­იც­ვან 2 მეტ­რის დის­ტან­ცია.

* გა­რეთ ყოფ­ნი­სას ხში­რად უნდა გა­მო­ი­ყე­ნონ 60% და მეტი ალ­კოჰო­ლის შემ­ცვე­ლი ხე­ლის სა­ნი­ტა­ი­ზე­რე­ბი.

* უნდა მო­ე­რი­დონ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლებს; *

მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ამ­ცი­რონ კონ­ტაქ­ტე­ბი, ასე­ვე ახლო კონ­ტაქ­ტებს სთხო­ვონ ანა­ლო­გი­უ­რად შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად შე­ამ­ცი­რონ კონ­ტაქ­ტე­ბი;

* მე­გობ­რებ­თან და ახ­ლობ­ლებ­თან სა­ურ­თი­ერ­თოდ ისარ­გებ­ლონ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბით;

* აუ­ცი­ლე­ბე­ლია ორ­სუ­ლებ­მა არ გა­მო­ტო­ვონ რე­გუ­ლა­რუ­ლი ვი­ზი­ტი მეან-გი­ნე­კო­ლოგ­თან, იქ­ნე­ბა ეს ონ­ლა­ინ­კონ­სულ­ტა­ცია, თუ თან­მხლე­ბი და­ა­ვა­დე­ბე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, პი­რა­დი ვი­ზი­ტი მკურ­ნალ ექიმ­თან;

* ორ­სუ­ლე­ბი მიდ­რე­კილ­ნი არი­ან თრომ­ბო­ზე­ბის გან­ვით­რე­ბის­კენ, ამი­ტომ, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იყ­ვნენ აქ­ტი­უ­რე­ბი, ივარ­ჯი­შონ რე­გუ­ლა­რუ­ლად, გა­ი­ზო­მონ სახ­ლში არ­ტე­რი­უ­ლი წნე­ვა, მი­ი­ღონ საკ­მა­რი­სი სი­თხე (2 ლიტ­რამ­დე დღე­ში) და სწო­რად იკ­ვე­ბონ.

* პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მეან-გი­ნე­კო­ლოგ­თან შე­თან­ხმე­ბით ჩა­ი­ტა­რონ გრი­პის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა­ცია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

COVID-19 და ორსულები - ვინ იმყოფება განსაკუთრებული რისკის ქვეშ და რა გავლენას ახდენს ვირუსი ბავშვის მომავალ ჯანმრთელობაზე?

COVID-19 და ორსულები - ვინ იმყოფება განსაკუთრებული რისკის ქვეშ და რა გავლენას ახდენს ვირუსი ბავშვის მომავალ ჯანმრთელობაზე?

"ორსულები ადვილად დაინფიცირების გაზრდილი რისკის ქვეშ არ იმყოფებიან, თუმცა 35 წლის ზემოთ, ჭარბი წონით და უკვე არსებული ქრონიკული სამედიცინო მგომარეობებით (ჰიპერტენზია, დიაბეტი, ფილტვის ქრონიკული დაავადებები) - COVID-19-ის მძიმე დაავადების განვითარების რისკის ჯგუფს ქმნიან" - განმარტავს ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის ალერგოლოგ-იმუნოლოგი მადონა დევიძე.

- ყველაზე გავრცელებული COVID-19-ის სიმპტომები ორსულ ქალებში ერთ-ერთი ანალიზის მიხედვით (11 000 ინფიცირებული ორსული) იყო: მაღალი ტემპერატურა (40%) და ხველა (39%). ნაკლებად ხშირი სიმპტომები იყო: დისპნოე, მიალგია, გემოს დაკარგვა და დიარეა (10% -ზე მეტ ორსულში).

ორსულები, თუკი მათ უვითარდებათ COVID-19 -ის მძიმე დაავადება, უმეტესად ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ხვდებიან. ასევე ხშირად ფილტვების ინვაზიური ვენტილაცია სჭირდებათ... არაორსულებთან შედარებით ორსულებში კოვიდ-19-ის სიმპტომებით უფრო მაღალია სიკვდილობის მაჩვენებელიც. სხვადასხვა კვლევის მიხედვით, ორსულობის მეორე ნახევარში, განსაკუთრებით კი მესამე ტრიმესტრში, უფრო ხშირად ვითარდება COVID-19-ის მძიმე დაავადება.

- რომელი ორსულები იმყოფებიან განსაკუთრებული რისკის ქვეშ?

- განსაკუთრებული რისკის ქვეშ იმყოფებიან ორსულები:

1. ჭარბი წონით, ან სიმსუქნით;

2. ორსულობამდე არსებული თანმხლები დაავადებებით (ფილტვის ქრონიკული დაავადებები, დიაბეტი, ქრონიკული ჰიპერტენზია);

3. ასაკით 35 წელი და ზემოთ;

4. სოციალურ-ეკონომიკურად დაბალი ფენის წარმომადგენლები;

5. სამედიცინო მუშაკები და სხვა საჯარო საქმიანობის სფეროებში მოღვაწე ორსულები. აღსანიშნავია რასობრივი თავისებურებებიც. შეინიშნება, რომ ფერადკანიანები ან ესპანური რასის წარმომადგენელი ორსულები, უფრო ავადობენ მძიმე COVID-19 -ით კავკასიურ რასასთან შედარებით.

- გადაეცემა თუ არა კორონავირუსი მუცლადყოფნის დროს დედიდან ნაყოფზე და რა გართულებებს შეიძლება ველოდეთ?

- ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ინფექციის ვერტიკალური გადაცემა არ ხდება, თუმცა ჯერ მაინც კარგად ცნობილი არ არის, თუ რა გავლენა შეიძლება მოახდინოს კორონავირუსით ინფიცირებამ ორსულობის დროს ნაყოფზე და მომავალში ბავშვის ჯანმრთელობაზე. სხვადასხვა კვლევის თანახმად, COVID-19-ით დაავადებულ ორსულ ქალებს უფრო ხშირად დაუფიქსირდათ ნაადრევი მშობიარობა, უფრო ხშირად დასჭირდათ საკეისრო კვეთა, ხოლო ახალშობილები უმეტესად მოხვდნენ ნეონატოლოგიურ განყოფილებაში.

- ორსულებს ნიღბის ტარება უჭირთ. რა რეკომენაციაა ასეთ დროს?

- ორსულებში ხშირია სუნთქვის გაძნელების ეპიზოდები ფიზიოლოგიურადაც. ეს დაკავშირებულია ნაყოფის ზრდასთან ერთად ანატომიურ ზეწოლასთან ფილტვებზე. ასეთ პაციენტებში მნიშვნელოვანი საკითხია პანდემიის დროს ნიღბის ტარების აუცილებლობა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის თანახმად, სამედიცინო ნიღბის სწორი გამოყენების შემთხვევაში, იგი არ ამცირებს ჟანგბადის დონეს ან არ იწვევს ადამიანის მიერ ნახშირორჟანგის დიდი დოზით ჩასუნთქვას. ნიღბის ტარება შეიძლება იწვევდეს მხოლოდ მცირე დისკომფორტს, აქედან გამომდინარე, რეკომენდებულია, თქვენივე უსაფრთხოების მიზნით თავი არ აარიდოთ ნიღბის ტარებას, განსაკუთრებით დახურულ სივრცეებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. როგორც ვიცით ნიღბის ტარება 100%-ით ვერ გვიცავს დაინფიცირებისაგან, თუმცა ასეთის დროს, ორგანიზმში ხვდება ვირუსის გაცილებით ნაკლები რაოდენობა და რაც დაავადების შედარებით მსუბუქი მიმდინარეობით ვლინდება.

- დასაშვებია თუ არა ძუძუთი კვება ინფიცირებული დედის მიერ არაინფიცირებული ჩვილის შემთხვევაში?

- ძუძუთი კვება და ბავშვის მოვლა, ჰიგიენის წესების დაცვით, შესაძლებელია კოვიდინფიცირებული დედის შემთხვევაშიც. საჭიროა კვების წინ ხელების დაბანა, მკერდის ჰიგიენა და ნიღბის გაკეთება ყოველთვის ბავშვთან მიახლოვებისას.

- როგორ უნდა დაიცვან თავი ორსულებმა პანდემიის დროს და რა გაითვალისწინონ?

- ორსულებზე, სხეულისა და იმუნური სისტემის ცვლილებების გამო, ჩვენ ვიცით, რომ ზოგადად მძიმედ მოქმედებს რესპირაციული ინფექციები. ამიტომ, მნიშვნელოვანია ორსულებმა კორონავირუსისაგან თავის დასაცავად, განსაკუთრებულად დაიცვან მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ მოწოდებული ყველა რეკომენდაცია და ამ დაავადების შესაძლო სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში (მათ შორის ცხელება, ხველა ან სუნთქვის გაძნელება), ექიმს დროულად დაუკავშირდნენ.

- როგორ უნდა დაიცვან თავი ორსულებმა ინფიცირების თავიდან ასარიდებლად?

- ზედმიწევნით უნდა მიყვნენ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ მოწოდებული საპროფილაქტიკო მითითებებს: ატარონ ნიღაბი, დაიბანონ ხშირად ხელები და დაიცვან 2 მეტრის დისტანცია.

* გარეთ ყოფნისას ხშირად უნდა გამოიყენონ 60% და მეტი ალკოჰოლის შემცველი ხელის სანიტაიზერები.

* უნდა მოერიდონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს; *

მაქსიმალურად შეამცირონ კონტაქტები, ასევე ახლო კონტაქტებს სთხოვონ ანალოგიურად შეძლებისდაგვარად შეამცირონ კონტაქტები;

* მეგობრებთან და ახლობლებთან საურთიერთოდ ისარგებლონ სოციალური ქსელებით;

* აუცილებელია ორსულებმა არ გამოტოვონ რეგულარული ვიზიტი მეან-გინეკოლოგთან, იქნება ეს ონლაინკონსულტაცია, თუ თანმხლები დაავადებების შემთხვევაში, პირადი ვიზიტი მკურნალ ექიმთან;

* ორსულები მიდრეკილნი არიან თრომბოზების განვითრებისკენ, ამიტომ, მნიშვნელოვანია იყვნენ აქტიურები, ივარჯიშონ რეგულარულად, გაიზომონ სახლში არტერიული წნევა, მიიღონ საკმარისი სითხე (2 ლიტრამდე დღეში) და სწორად იკვებონ.

* პანდემიის პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მეან-გინეკოლოგთან შეთანხმებით ჩაიტარონ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია.

"ეს პირდაპირ ქმნის Covid 19-ის დროს თრომბის განვითარბის რისკს" - რა შემთხვევაში ასრულებს ლეტალურად დიაბეტით დაავადებული ინფიცირებული და როგორია ექიმის რეკომენდაციები

კორონავირუსით ინფიცირებული რამდენი მძიმე პაციენტია საქართველოში და რამდენი მათგანი იმყოფება ხელოვნურ სუნთქვაზე

საქართველოში კორონავირუსის 4 048 ახალი შემთხვევაა - როგორ ნაწილდება ინფიცირების მაჩვენებელი რეგიონების მიხედვით?