პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იცით, მე კიდევ ველოდები მედეას... ერთი კვირის წინ მოვიდა, ბრწყინავდა, ისეთი ლამაზი იყო" - რას წერს შატილის ავარიისას გარდაცვლილი გოგონას დედა
"იცით, მე კიდევ ველოდები მედეას... ერთი კვირის წინ მოვიდა, ბრწყინავდა, ისეთი ლამაზი იყო" - რას წერს შატილის ავარიისას გარდაცვლილი გოგონას დედა

შა­ტილ­ში დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლი ტრა­გე­დი­ი­დან 3 თვე გა­ვი­და. ხევ­სუ­რეთ­ში, შა­ტი­ლის გზა­ზე, სო­ფელ ბი­სოს­თან მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი თით­ქმის 100 მეტ­რის სი­მაღ­ლი­დან გა­და­ვარ­და. შემ­თხვე­ვის შე­დე­გად, ტუ­რის­ტუ­ლი ტუ­რის 20 მგზავ­რი­დან 17 ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა.

გარ­დაც­ვლი­ლებს შო­რის იყო 25 წლის მე­დეა დევ­სუ­რაშ­ვი­ლი, რომ­ლის და ხა­ტია ავა­რი­ას სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­და­ურ­ჩა. მანდ კლი­ნი­კა რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ და­ტო­ვა.

გო­გო­ენ­ბის დედა ლიკა სი­მო­ნიშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ემო­ცი­ურ პოსტს აქ­ვეყ­ნებს:

"იცით, მე კი­დევ ვე­ლო­დე­ბი მე­დე­ას, ვე­ლო­დე­ბი და კა­რე­ბის­კენ ვი­ხე­დე­ბი- ეხლა შე­მო­ვა ღი­მი­ლი­ა­ნი, ხა­ლი­სი­ა­ნი, ციმ­ცი­მა თვა­ლე­ბით, მო­მი­ა­ლერ­სებს, ხე­ლებს გაშ­ლის და ჩა­მე­ხუ­ტე­ბა სი­ტყვე­ბით- "დე მიყ­ვარ­ხარ". მეც მაგ­რად მი­ვიკ­რავ გულ­ზე ისე, რო­გორც პა­ტა­რა­ო­ბი­სას ვიკ­რავ­დი და ვე­ფე­რე­ბო­დი- დუ­ჩი­კო, გე­ნაც­ვა­ლოს დედა მეთ­ქი. ვე­ლო­დე­ბი ყო­ველ დღე, ყო­ველ წუთს, ყო­ველ წამს.

ერთი კვი­რის წინ მო­ვი­და, მარ­თლა, გამ­თე­ნი­ი­სას მო­ვი­და, ზურ­გით ვი­დე­ქი, რა­ღაც არო­მა­ტი ვიგ­რძე­ნი, მივ­ხვდი- მო­ვი­და, გა­მი­ხარ­და, სი­ხა­რუ­ლით ორ­ჯერ წა­ვი­ღი­ღი­ნე - "ჩე­ე­მი დუ­ჩი­კო მო­სუ­ლაა, ჩე­ე­მი დუ­ჩი­კო მო­სუ­ლაა" და შე­მოვტრი­ალ­დი. ბრწყი­ნავ­და, ისე­თი ლა­მა­ზი იყო, სახე ანა­თებ­და, ბედ­ნი­ე­რად იღი­მე­ბო­და, ძა­ლი­ან გა­ხა­რე­ბუ­ლი იყო, ჩა­ვე­ხუ­ტე, ახა­ლი ფეხ­საც­მე­ლი ეცვა, ყვი­თე­ლი, ახ­ლად გაპ­რი­ა­ლე­ბუ­ლი.

ამ დროს ქუ­ჩა­ში მან­ქა­ნამ ხმა­უ­რით გა­ი­ა­რა და გა­მაღ­ვი­ძა... ისე­თი ბედ­ნი­ე­რი და სავ­სე ვი­ყა­ვი, ცოტა ხნით გუ­ლის სი­ცა­რი­ე­ლე რომ შე­ივ­სო, ის სი­ცა­რი­ე­ლე, რაც 23 აგ­ვის­ტოს შემ­დეგ მე­დე­ას­თან გან­შო­რე­ბამ და­მი­ტო­ვა. უკი­დე­გა­ნო სი­ცა­რი­ე­ლე! უკუ­დე­გა­ნო ტკი­ვი­ლი! უკი­დე­გა­ნო მო­ნატ­რე­ბა! რა­ტომ! რა­ტომ! რა­ტომ! - გა­უ­საძ­ლი­სია, რო­დე­საც კი­თხვა­ზე პა­სუ­ხი არ არ­სე­ბობს. რა­ტომ არ შე­მიძ­ლია დღეს ჩემი ლა­მა­ზი შვი­ლი გულ­ში ჩა­ვიკ­რა, რა­ტომ არ შე­მიძ­ლია მის ფე­რი­ა­სა­ვით მშვე­ნი­ერ სა­ხეს სი­ა­მა­ყით ვუ­ყუ­რო და დავ­ტკბე... მე­დეა უფალ­თან არის, და ზუს­ტად ვიცი რომ უფა­ლი მფარ­ვე­ლობს მას, არ და­ტო­ვებს უნუ­გე­შოდ, მე­დეა ან­გე­ლო­ზია!" - წერს სი­მო­ნიშ­ვი­ლი.

მარინა
3

ლიკა ძალიან ვწუხვარ მედას გარდაცვალებას, გული მეტკინა, მახსოვს შენთან ვიყავი სამსახურში მოსული იქ მოვიდნენ ორივე ერთმანეთზე უკეთესები, ბედნიერება იყო, ეჰ მაგრამ, უფალმა მედეა წაიყვანა, ძალიან განვიცდი, ღმერთმა ნათელში ამყოფოს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"იცით, მე კიდევ ველოდები მედეას... ერთი კვირის წინ მოვიდა, ბრწყინავდა, ისეთი ლამაზი იყო" - რას წერს შატილის ავარიისას გარდაცვლილი გოგონას დედა

"იცით, მე კიდევ ველოდები მედეას... ერთი კვირის წინ მოვიდა, ბრწყინავდა, ისეთი ლამაზი იყო" - რას წერს შატილის ავარიისას გარდაცვლილი გოგონას დედა

შატილში დატრიალებული ტრაგედიიდან 3 თვე გავიდა. ხევსურეთში, შატილის გზაზე, სოფელ ბისოსთან მიკროავტობუსი თითქმის 100 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. შემთხვევის შედეგად, ტურისტული ტურის 20 მგზავრიდან 17 ადამიანი გარდაიცვალა.

გარდაცვლილებს შორის იყო 25 წლის მედეა დევსურაშვილი, რომლის და ხატია ავარიას სასწაულებრივად გადაურჩა. მანდ კლინიკა რამდენიმე კვირის წინ დატოვა.

გოგოენბის დედა ლიკა სიმონიშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

"იცით, მე კიდევ ველოდები მედეას, ველოდები და კარებისკენ ვიხედები- ეხლა შემოვა ღიმილიანი, ხალისიანი, ციმციმა თვალებით, მომიალერსებს, ხელებს გაშლის და ჩამეხუტება სიტყვებით- "დე მიყვარხარ". მეც მაგრად მივიკრავ გულზე ისე, როგორც პატარაობისას ვიკრავდი და ვეფერებოდი- დუჩიკო, გენაცვალოს დედა მეთქი. ველოდები ყოველ დღე, ყოველ წუთს, ყოველ წამს.

ერთი კვირის წინ მოვიდა, მართლა, გამთენიისას მოვიდა, ზურგით ვიდექი, რაღაც არომატი ვიგრძენი, მივხვდი- მოვიდა, გამიხარდა, სიხარულით ორჯერ წავიღიღინე - "ჩეემი დუჩიკო მოსულაა, ჩეემი დუჩიკო მოსულაა" და შემოვტრიალდი. ბრწყინავდა, ისეთი ლამაზი იყო, სახე ანათებდა, ბედნიერად იღიმებოდა, ძალიან გახარებული იყო, ჩავეხუტე, ახალი ფეხსაცმელი ეცვა, ყვითელი, ახლად გაპრიალებული.

ამ დროს ქუჩაში მანქანამ ხმაურით გაიარა და გამაღვიძა... ისეთი ბედნიერი და სავსე ვიყავი, ცოტა ხნით გულის სიცარიელე რომ შეივსო, ის სიცარიელე, რაც 23 აგვისტოს შემდეგ მედეასთან განშორებამ დამიტოვა. უკიდეგანო სიცარიელე! უკუდეგანო ტკივილი! უკიდეგანო მონატრება! რატომ! რატომ! რატომ! - გაუსაძლისია, როდესაც კითხვაზე პასუხი არ არსებობს. რატომ არ შემიძლია დღეს ჩემი ლამაზი შვილი გულში ჩავიკრა, რატომ არ შემიძლია მის ფერიასავით მშვენიერ სახეს სიამაყით ვუყურო და დავტკბე... მედეა უფალთან არის, და ზუსტად ვიცი რომ უფალი მფარველობს მას, არ დატოვებს უნუგეშოდ, მედეა ანგელოზია!" - წერს სიმონიშვილი.

"ამ ადამიანის რომანტიზაცია და ლამის მემარცხენე აქტივისტად წარმოჩენა, ვერ არის საუკეთესო ფიქრი" - რას წერს გიორგი კეკელიძე თავდამსხმელზე

"მოდით, ჩემო ხალხო, შედით თქვენს ოთახებში და გამოიკეტეთ კარი, შეაფარეთ თავი, ვიდრე რისხვა გადაივლიდეს" - რას ამბობდა თვეების წინ Covid-პანდემიაზე ეპისკოპისი, რომელიც დღეს კორონავირუსით გარდაიცვალა

"სამწუხაროა, რომ ჩვენი ოცნება ვერ ავისრულეთ..." - რას წერს გურამ კაშია "ინსტაგრამზე"