პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„ომის შედეგები“ - წიგნი, მეორე მსოფლიო ომისგან დატოვებულ ჭრილობებზე, რომელიც არასდროს შუშდება
„ომის შედეგები“ - წიგნი, მეორე მსოფლიო ომისგან დატოვებულ ჭრილობებზე, რომელიც არასდროს შუშდება

ჩვენ ბევ­რს ვკი­თხუ­ლობთ ომზე, მაგ­რამ ნაკ­ლე­ბი ვი­ცით იმა­ზე, თუ რა კვა­ლი და­ა­ტყო ნგრე­ვამ, სიკ­ვდილ­მა, წა­მე­ბამ და შიმ­შილ­მა ადა­მი­ა­ნე­ბის ფსი­ქი­კას.

ომში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ამავდრო­უ­ლად და­მარ­ცხე­ბუ­ლი­ცაა, რად­გან მან სა­სურ­ველ სტა­ტუსს მსხვერ­პლად უამ­რა­ვი სი­ცო­ცხლე შეს­წი­რა, ხოლო ვინც ცო­ცხა­ლი გა­დარ­ჩა, ისიც ტან­ჯვის­თვი­საა გან­წი­რუ­ლი - მათ საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი და­კარ­გეს.

მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის შე­დე­გებ­ზე ბევ­რი დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მი გვი­ნა­ხავს, რომ­ლებ­შიც სა­კონ­ცენ­ტრა­ციო ბა­ნაკს გა­დარ­ჩე­ნი­ლე­ბი იმ სა­საკ­ლა­ოს იხ­სე­ნებ­დნენ, რაც ჰიტ­ლერ­მა და „ესეს­მა“ მო­ა­წყო, გვი­ნა­ხავს გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი, დამ­შე­უ­ლი ფა­შის­ტუ­რი გერ­მა­ნი­ის თუ საბ­ჭო­თა მო­ქა­ლა­ქე, რო­მე­ლიც ბე­ლად­თა ამ­ბი­ცი­ებ­მა გას­რი­სა. ვი­ცით ნამ­დვი­ლი ჯო­ჯო­ხე­თის - აუშ­ვი­ცის სა­კონ­ცენ­ტრა­ციო ბა­ნა­კის, გა­ზის კა­მე­რე­ბის, სა­ერ­თო სა­საფ­ლა­ო­ე­ბი­სა და დახ­ვრე­ტის ად­გი­ლე­ბის შე­სა­ხებ. ეს ყვე­ლა­ფე­რი დღეს ის­ტო­რი­აა, რო­მე­ლიც უკან მო­ვი­ტო­ვეთ და თით­ქოს ჩვენ აღარ გვე­ხე­ბა...

წარ­სუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბაა იმი­სა, ის­წავ­ლო, მო­მა­ვალ­ში რო­გორ მო­იქ­ცე, რა აღარ უნდა და­უშ­ვა, ამი­ტომ ყო­ველ­თვის უნდა გვახ­სოვ­დეს ომის შე­დე­გე­ბი.

მე­ო­რე მსოფ­ლიო ომმა მხატ­ვრულ ლი­ტე­რა­ტუ­რა­სა და კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი­ა­ში დიდი ინ­ტე­რე­სი და­იმ­სა­ხუ­რა. დღემ­დე, მე-20 სა­უ­კუ­ნის ის­ტო­რი­ის ეს შავ­ბნე­ლი პე­რი­ო­დი არა­ერ­თი მწერ­ლი­სა და რე­ჟი­სო­რის შთა­გო­ნე­ბაა.

გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L”-ში გვი­ამ­ბო­ბენ, რომ ომის პე­რი­ოდ­თან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ტე­რე­სი მა­ღა­ლია მკი­თხვე­ლის მხრი­და­ნაც. ომის თე­მა­ტი­კის ლი­ტე­რა­ტუ­რა, რო­მელ­საც ისი­ნი გა­მოს­ცე­მენ, მუდ­მი­ვად ბესტსე­ლერ­თა სი­ა­ში ხვდე­ბა. ცოტა ხნის წინ „პა­ლიტ­რა L”-მა ახა­ლი სე­რია „ომებ­სა და ადა­მი­ა­ნებ­ზე“ და­ი­წყო, რო­მე­ლიც აერ­თი­ა­ნებს ომის თე­მა­ტი­კა­ზე და­წე­რილ მნიშ­ვნე­ლო­ვან, ღი­რე­ბულ და სა­ინ­ტე­რე­სო მხატ­ვრულ ლი­ტე­რა­ტუ­რას. სე­რი­ის პირ­ვე­ლი ორი წიგ­ნი „წიგ­ნის ქურ­დი“ და „შინდლე­რის სია“ გახ­ლავთ. სე­რი­ის მე­სა­მე წიგ­ნი კი ომის შე­დე­გებ­ზეა, რო­მე­ლიც არა­ნაკ­ლებ სას­ტი­კი და მტკივ­ნე­უ­ლია.

„ომის შე­დე­გე­ბი“ - სწო­რედ ასე ეწო­დე­ბა რი­დი­ან ბრუ­კის ბესტსე­ლერს, რო­მე­ლიც 1946 წლის პე­რი­ო­დის ადა­მი­ა­ნებ­ზე გვი­ამ­ბობს. ომში და­მარ­ცხე­ბუ­ლი, დან­გრე­უ­ლი, მი­წას­თან გას­წო­რე­ბუ­ლი გერ­მა­ნია შიმ­ში­ლობს, სი­ცი­ვის­გან იყი­ნე­ბა და მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბის­გან იტან­ჯე­ბა. არა­ნაკ­ლებ მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბაა მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­თა რი­გებ­ში.

რი­დი­ან ბრუ­კი გვი­ამ­ბობს დან­გრე­უ­ლი ჰამ­ბურ­გის შე­სა­ხებ, სა­დაც ბრი­ტა­ნე­ლე­ბი „წეს­რი­გის“ და­სამ­ყა­რებ­ლად ჩა­დი­ან. ჰამ­ბურ­გის დრო­ე­ბით მე­რად ბრი­ტა­ნე­ლი სამ­ხედ­რო ინიშ­ნე­ბა, რო­მელ­საც ომის დროს 11 წლის შვი­ლი და­ე­ღუ­პა. ის ქა­ლა­ქის აღ­სად­გე­ნად იწყებს მუ­შა­ო­ბას. ბრი­ტა­ნე­ლი სამ­ხედ­რო გერ­მა­ნი­ა­ში ცოლ­თან ერ­თად ჩა­დის. მას­პინ­ძლე­ბი გერ­მა­ნე­ლი მამა-შვი­ლი არი­ან, რომ­ლებ­მაც ომში ასე­ვე უმ­ძი­მე­სი და­ნა­კარ­გი გა­ნი­ცა­დეს.

ზი­ზღით, შუ­რის­ძი­ე­ბის წყურ­ვი­ლი­თა და მტრო­ბით და­წყე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი იც­ვლე­ბა, ორი­ვე მხა­რე თა­ვის და­ნა­კარგს გლო­ვობს, ორი­ვე თა­ვი­დან და­წყე­ბას ცდი­ლობს...

წიგ­ნის მთარ­გმნე­ლი ლე­ვან ინა­სა­რი­ძე აღ­ნიშ­ნავს, რომ ავ­ტორს ყო­ველ­გვა­რი მა­ღალ­ფარ­დოვ­ნე­ბის გა­რე­შე, მხატ­ვრუ­ლი ოს­ტა­ტო­ბით აქვს ასა­ხუ­ლი ომის უმ­ძი­მე­სი შე­დე­გე­ბი და მის მიერ ადა­მი­ა­ნებ­ზე დას­მუ­ლი დაღი.

„ავ­ტო­რის გზავ­ნი­ლი საკ­მა­ოდ მკა­ფი­ოა: არა ომს! ხოლო თუ რა­ტომ არა, ეს ნაჩ­ვე­ნე­ბია კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის, ოჯა­ხე­ბის ბე­დით, რო­მე­ლიც ამ ომმა გან­სა­ზღვრა“, - აღ­ნიშ­ნავს ის.

ბრუ­კის ბესტსე­ლე­რის მი­ხედ­ვით, რე­ჟი­სორ­მა ჯე­იმს კენ­ტმა ფილ­მიც გა­და­ი­ღო - „მტრის სახ­ლში“, რო­მელ­შიც მთა­ვარ რო­ლებს ვარ­სკვლა­ვე­ბი ალექ­სან­დრ სკარსგარ­დი და კირა ნა­ით­ლი ას­რუ­ლე­ბენ. ფილ­მი 2019 წელს გა­მო­ვი­და. ის ომის შემ­დეგ ადა­მი­ა­ნე­ბის ფსი­ქო­ლო­გი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გარ­კვე­ულ წარ­მოდ­გე­ნას შეგ­ვიქ­მნის.

ომით ვერ­ცერ­თი მხა­რე ვერ იღებს იმას, რაც სურ­დათ, ბე­ლად­თა მსა­ხუ­რე­ბა კი ფა­ტა­ლუ­რი შე­დე­გის მომ­ტა­ნია. სა­ინ­ტე­რე­სოა, ქარ­თველ მკი­თხველ­ზე რა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას და­ტო­ვებს ბრუ­კის „ომის შე­დე­გე­ბი“, რო­მელ­მაც ბევ­რი ადა­მი­ა­ნი და­ა­ფიქ­რა.

წიგ­ნი სულ მალე - 26 ნო­ემ­ბრი­დან გა­მო­ვა და ჟურ­ნალ „გზას­თან“ ერ­თად სპე­ცი­ა­ლურ ფა­სად - 8.00 ლა­რად გა­ი­ყი­დე­ბა (ჟურ­ნალ­თან ერ­თად 10.00 ლარი).

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

„ომის შედეგები“ - წიგნი, მეორე მსოფლიო ომისგან დატოვებულ ჭრილობებზე, რომელიც არასდროს შუშდება

„ომის შედეგები“ - წიგნი, მეორე მსოფლიო ომისგან დატოვებულ ჭრილობებზე, რომელიც არასდროს შუშდება

ჩვენ ბევრს ვკითხულობთ ომზე, მაგრამ ნაკლები ვიცით იმაზე, თუ რა კვალი დაატყო ნგრევამ, სიკვდილმა, წამებამ და შიმშილმა ადამიანების ფსიქიკას.

ომში გამარჯვებული ამავდროულად დამარცხებულიცაა, რადგან მან სასურველ სტატუსს მსხვერპლად უამრავი სიცოცხლე შესწირა, ხოლო ვინც ცოცხალი გადარჩა, ისიც ტანჯვისთვისაა განწირული - მათ საყვარელი ადამიანები დაკარგეს.

მეორე მსოფლიო ომის შედეგებზე ბევრი დოკუმენტური ფილმი გვინახავს, რომლებშიც საკონცენტრაციო ბანაკს გადარჩენილები იმ სასაკლაოს იხსენებდნენ, რაც ჰიტლერმა და „ესესმა“ მოაწყო, გვინახავს განადგურებული, დამშეული ფაშისტური გერმანიის თუ საბჭოთა მოქალაქე, რომელიც ბელადთა ამბიციებმა გასრისა. ვიცით ნამდვილი ჯოჯოხეთის - აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკის, გაზის კამერების, საერთო სასაფლაოებისა და დახვრეტის ადგილების შესახებ. ეს ყველაფერი დღეს ისტორიაა, რომელიც უკან მოვიტოვეთ და თითქოს ჩვენ აღარ გვეხება...

წარსული საშუალებაა იმისა, ისწავლო, მომავალში როგორ მოიქცე, რა აღარ უნდა დაუშვა, ამიტომ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ომის შედეგები.

მეორე მსოფლიო ომმა მხატვრულ ლიტერატურასა და კინემატოგრაფიაში დიდი ინტერესი დაიმსახურა. დღემდე, მე-20 საუკუნის ისტორიის ეს შავბნელი პერიოდი არაერთი მწერლისა და რეჟისორის შთაგონებაა.

გამომცემლობა „პალიტრა L”-ში გვიამბობენ, რომ ომის პერიოდთან დაკავშირებით ინტერესი მაღალია მკითხველის მხრიდანაც. ომის თემატიკის ლიტერატურა, რომელსაც ისინი გამოსცემენ, მუდმივად ბესტსელერთა სიაში ხვდება. ცოტა ხნის წინ „პალიტრა L”-მა ახალი სერია „ომებსა და ადამიანებზე“ დაიწყო, რომელიც აერთიანებს ომის თემატიკაზე დაწერილ მნიშვნელოვან, ღირებულ და საინტერესო მხატვრულ ლიტერატურას. სერიის პირველი ორი წიგნი „წიგნის ქურდი“ და „შინდლერის სია“ გახლავთ. სერიის მესამე წიგნი კი ომის შედეგებზეა, რომელიც არანაკლებ სასტიკი და მტკივნეულია.

„ომის შედეგები“ - სწორედ ასე ეწოდება რიდიან ბრუკის ბესტსელერს, რომელიც 1946 წლის პერიოდის ადამიანებზე გვიამბობს. ომში დამარცხებული, დანგრეული, მიწასთან გასწორებული გერმანია შიმშილობს, სიცივისგან იყინება და მიყენებული ჭრილობებისგან იტანჯება. არანაკლებ მძიმე მდგომარეობაა მოწინააღმდეგეთა რიგებში.

რიდიან ბრუკი გვიამბობს დანგრეული ჰამბურგის შესახებ, სადაც ბრიტანელები „წესრიგის“ დასამყარებლად ჩადიან. ჰამბურგის დროებით მერად ბრიტანელი სამხედრო ინიშნება, რომელსაც ომის დროს 11 წლის შვილი დაეღუპა. ის ქალაქის აღსადგენად იწყებს მუშაობას. ბრიტანელი სამხედრო გერმანიაში ცოლთან ერთად ჩადის. მასპინძლები გერმანელი მამა-შვილი არიან, რომლებმაც ომში ასევე უმძიმესი დანაკარგი განიცადეს.

ზიზღით, შურისძიების წყურვილითა და მტრობით დაწყებული ურთიერთობები იცვლება, ორივე მხარე თავის დანაკარგს გლოვობს, ორივე თავიდან დაწყებას ცდილობს...

წიგნის მთარგმნელი ლევან ინასარიძე აღნიშნავს, რომ ავტორს ყოველგვარი მაღალფარდოვნების გარეშე, მხატვრული ოსტატობით აქვს ასახული ომის უმძიმესი შედეგები და მის მიერ ადამიანებზე დასმული დაღი.

„ავტორის გზავნილი საკმაოდ მკაფიოა: არა ომს! ხოლო თუ რატომ არა, ეს ნაჩვენებია კონკრეტული ადამიანების, ოჯახების ბედით, რომელიც ამ ომმა განსაზღვრა“, - აღნიშნავს ის.

ბრუკის ბესტსელერის მიხედვით, რეჟისორმა ჯეიმს კენტმა ფილმიც გადაიღო - „მტრის სახლში“, რომელშიც მთავარ როლებს ვარსკვლავები ალექსანდრ სკარსგარდი და კირა ნაითლი ასრულებენ. ფილმი 2019 წელს გამოვიდა. ის ომის შემდეგ ადამიანების ფსიქოლოგიურ მდგომარეობასთან დაკავშირებით გარკვეულ წარმოდგენას შეგვიქმნის.

ომით ვერცერთი მხარე ვერ იღებს იმას, რაც სურდათ, ბელადთა მსახურება კი ფატალური შედეგის მომტანია. საინტერესოა, ქართველ მკითხველზე რა შთაბეჭდილებას დატოვებს ბრუკის „ომის შედეგები“, რომელმაც ბევრი ადამიანი დააფიქრა.

წიგნი სულ მალე - 26 ნოემბრიდან გამოვა და ჟურნალ „გზასთან“ ერთად სპეციალურ ფასად - 8.00 ლარად გაიყიდება (ჟურნალთან ერთად 10.00 ლარი).

„მესაქონლეობა“ - წიგნი, რომელიც ქართველ ფერმერებს საქმიანობის ახალ ეტაპზე გადაყვანაში დაეხმარება

16 ნოემბრიდან გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად გამოვიდა „ქართველები მსოფლიო ისტორიაში“, პირველი ტომი

ქართველი დიპლომატი, რომელიც ბულგარეთის დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა - ვინ იყო ალექსი წერეთელი?