მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კავკასიის მთების მიღმა, რუსეთის ე.წ. "ახლო საზღვარგარეთში“ პუტინი ერთადერთი "მეფე" აღარ არის. რუსულ ჰეგემონიას თურქეთმა საფრთხე შეუქმნა" - რას წერს შვედური გამოცემა?
"კავკასიის მთების მიღმა, რუსეთის ე.წ. "ახლო საზღვარგარეთში“ პუტინი ერთადერთი "მეფე" აღარ არის. რუსულ ჰეგემონიას თურქეთმა საფრთხე შეუქმნა" - რას წერს შვედური გამოცემა?

შვე­დე­თის გა­ზეთ "და­გენს ნი­ე­ტერ“-ში («Dagens Nyheter») გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სტა­ტი­ა­ში, სა­თა­უ­რით: "ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნი გზას უხ­სნის სულ უფრო აგ­რე­სი­უ­ლად მოქ­მედ რე­ჯეფ ერ­დო­ღანს“ შე­ფა­სე­ბუ­ლია სამ­ხრეთ­კავ­კა­სი­უ­რი სი­ტუ­ა­ცია, აქ­ცენ­ტი გან­სა­კუთ­რე­ბით გა­კე­თე­ბუ­ლია მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის შე­სა­ხებ და­დე­ბუ­ლი სამმხრი­ვი შე­თან­ხმე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა­სა და მის პერ­სპექ­ტი­ვა­ზე (ავ­ტო­რი - მა­იკლ ვი­ნე­არ­სკი).

გთა­ვა­ზობთ პუბ­ლი­კა­ცი­ის შე­მოკ­ლე­ბულ ვერ­სი­ას:

"ეს შე­თან­ხმე­ბა სომ­ხე­თის­თვის მხო­ლოდ უბ­რა­ლო და­მარ­ცხე­ბას არ ნიშ­ნავს. დო­კუ­მენ­ტი მთლი­ა­ნად და რა­დი­კა­ლუ­რად ცვლის ძალ­თა ბა­ლანსს სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში, სა­დაც ახლა ტრა­დი­ცი­ულ რუ­სეთ­თან ერ­თად, თურ­ქე­თიც სე­რი­ო­ზუ­ლად გა­მოჩ­ნდა.

სის­ხლი­ა­ნი ომის დროს ექ­ვსი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში რუ­სე­თი გა­საკ­ვი­რად პა­სი­უ­რობ­და. ბევ­რი გა­ო­ცე­ბუ­ლი იყო მოს­კო­ვის უმოქ­მე­დო­ბით. ის­მე­ბო­და კი­თხვა - განა კრემლს მე­ტად აღარ სურ­და თა­ვი­სი გავ­ლე­ნის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა სამ­ხრეთ­კავ­კა­სი­ურ "უკა­ნა ეზო­ში“?

შე­იძ­ლე­ბა ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ რუ­სე­თი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და ჩუ­მად ყო­ფი­ლი­ყო - ბა­ქომ უარი თქვა მოს­კოვ­თან ტრა­დი­ცი­ულ პარტნი­ო­რო­ბა­ზე ან­კა­რის სა­სარ­გებ­ლოდ.

სომ­ხე­თი­სათ­ვის ძალ­ზე და­მამ­ცი­რე­ბე­ლია მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის დიდი ნა­წი­ლის და­კარ­გვა, მის ირ­გვლივ მდე­ბა­რე ოკუ­პი­რე­ბუ­ლი რა­ი­ო­ნე­ბის ჩათ­ვლით. ეს, არც მეტი, არც ნაკ­ლე­ბი, ეროვ­ნულ კა­ტას­ტრო­ფას წარ­მო­ად­გენს.

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ნი­კოლ ფა­ში­ნი­ან­მა თავი იმარ­თლა - ჩვენს სა­ხელ­მწი­ფოს უფრო დიდი უბე­დუ­რე­ბა ავა­ცი­ლე­თო, მაგ­რამ სომ­ხე­თის მო­სახ­ლე­ო­ბის დიდი ნა­წი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ კა­პი­ტუ­ლან­ტუ­რი და მო­ღა­ლა­ტე­ობ­რი­ვი არ­ჩე­ვა­ნი გა­ა­კე­თა. ერე­ვან­ში ან­ტი­სამ­თავ­რო­ბო გა­მოს­ვლე­ბია, მო­სახ­ლე­ო­ბის გან­წყო­ბა ძალ­ზე ნე­გა­ტი­უ­რი და რა­დი­კა­ლუ­რია. არა­ვინ იცის, შე­ი­ნარ­ჩუ­ნებს თუ არა ძა­ლა­უფ­ლე­ბას ნი­კოლ ფა­ში­ნი­ა­ნი.

ბა­ქო­ში კი აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ტრი­უმ­ფა­ლუ­რად გა­ნა­ცხა­და, რომ სამ­შობ­ლოს მიწა-წყა­ლი მტრი­სა­გან და­იბ­რუ­ნა. თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ებს უკვე მშობ­ლი­ურ ად­გი­ლებ­ში წას­ვლა შე­უძ­ლი­ათ. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ის გა­რე­მო­ე­ბა, რომ აზერ­ბა­ი­ჯა­ნის წარ­მა­ტე­ბა­ში დიდი როლი მი­უ­ძღვის თურ­ქეთს, რო­მელ­მაც თა­ვის მოძ­მე ქვე­ყა­ნას - აზერ­ბა­ი­ჯანს ია­რა­ღი გა­უგ­ზავ­ნა და სხვა სამ­ხედ­რო სა­ხის დახ­მა­რე­ბა გა­უ­წია.

ბევ­რი ექ­სპერ­ტი თვლის, რომ რუ­სეთ­მა სომ­ხეთს უღა­ლა­ტა, თა­ვი­სი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სამ­ხედ­რო მო­კავ­ში­რე გა­ყი­და და რომ მოს­კო­ვი სი­ტუ­ა­ცი­ა­ში გან­გებ არ ჩა­ე­რია - მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არ­სე­ბობს "ოდკბ“ და სომ­ხეთ-რუ­სე­თის ურ­თი­ერ­თდახ­მა­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა. ამ ბრალ­დე­ბა­ზე მოს­კოვს აქვს გან­მარ­ტე­ბა: ომი ხომ აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მი­დი­ო­და და არა სომ­ხე­თის წი­ნა­აღ­მდეგ. ამ­რი­გად, მოს­კოვს სომ­ხე­თის მხა­რე­ზე ჩა­რე­ვის სა­მარ­თლებ­რი­ვი შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ ჰქონ­და.

უდა­ვოა, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის ასე­თი შერ­ჩე­ვი­თი გა­მო­ყე­ნე­ბა ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნის ჩვე­უ­ლებ­რივ პო­ზი­ცი­ებს არ ჰგავს - იგი ხომ მუ­დამ იმე­ო­რებს, რომ რუ­სეთს აქვს ყო­ფი­ლი საბ­ჭო­თა ტე­რი­ტო­რი­ე­ბის მი­ერ­თე­ბის უფ­ლე­ბაო. 2008 წელს რუ­სე­თის ლი­დერ­მა უყოყ­მა­ნოდ მი­ი­ტა­ცა სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ე­ბი - აფხა­ზე­თი და სამ­ხრეთ ოსე­თი, ხოლო 2014 წელს - უკ­რა­ი­ნის ყი­რი­მი, ასე­ვე გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა დონ­ბა­სის ნა­წი­ლობ­რი­ვი ოკუ­პა­ცია.

მაგ­რამ სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში სა­ო­ცა­რი რამ მოხ­და: ვლა­დი­მირ პუ­ტინ­მა იქ, ტრა­დი­ცი­უ­ლი რუ­სუ­ლი გავ­ლე­ნის ზო­ნა­ში, სულ უფრო აგ­რე­სი­უ­ლი თურ­ქე­თის პრე­ზი­დენ­ტი რე­ჯეფ ერ­დო­ღა­ნი შე­უშ­ვა. ეს წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი ფაქ­ტია იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ 2008 წლის აგ­ვის­ტო­ში, სა­ქარ­თვე­ლოს­თან ომის დროს, რუ­სე­თის მა­შინ­დელ­მა პრე­ზი­დენ­ტმა დი­მიტ­რი მედ­ვე­დევ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ რუ­სე­თის ინ­ტე­რე­სე­ბი მთლი­ა­ნად ვრცელ­დე­ბა ყო­ფი­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზეო.

და მა­ინც, ექ­სპერტთა ნა­წი­ლი თვლის, რომ რუ­სეთ­მა მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის კონ­ფლიქ­ტის ფი­ნა­ლუ­რი ნა­წი­ლი მა­ინც მო­ი­გო: სომ­ხეთ-აზერ­ბა­ი­ჯა­ნის შე­თან­ხმე­ბა რუ­სე­თის შუ­ა­მავ­ლო­ბით გა­ფორმ­და, სი­ტუ­ა­ცი­ას რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო სამ­შვი­დო­ბო ძა­ლე­ბი გა­ა­კონ­ტრო­ლე­ბენ და ეს მა­შინ, როცა რე­გი­ონ­ში თურ­ქი ჯა­რის­კა­ცე­ბი არ იქ­ნე­ბი­ან. სომ­ხეთ­ში რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო ბაზა დიდი ხა­ნია მოქ­მე­დებს, სამმხრი­ვი შე­თან­ხმე­ბით კი მოს­კოვ­მა თა­ვი­სი სამ­ხედ­რო ყოფ­ნა მთი­ან ყა­რა­ბაღ­შიც გა­ნიმ­ტკი­ცა - ანუ აზერ­ბა­ი­ჯან­შიც. დიახ, ასე თვლის ზო­გი­ერ­თი ექ­სპერ­ტი, მაგ­რამ რამ­დე­ნად სწო­რია მათი პო­ზი­ცია?

  • თუ ყუ­რა­დღე­ბით გა­ვა­ა­ნა­ლი­ზებთ შექ­მნილ სი­ტუ­ა­ცი­ას, შე­ვა­ტყობთ, რომ რუ­სე­თის წარ­მა­ტე­ბა სა­ეჭ­ვოა. ეს უფრო გე­ო­პო­ლი­ტი­კურ შოკს ჰგავს.

ერე­ვან­ში აცხა­დე­ბენ, რომ მოს­კო­ვის მიერ გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯი სომ­ხე­თის და­უ­ძი­ნე­ბე­ლი მტრის - თურ­ქე­თი­სათ­ვის დათ­მო­ბას ნიშ­ნავს. მარ­თლაც­და, ბოლო 100 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში თურ­ქე­თი პირ­ვე­ლად ჩა­ე­რია იმ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მომ­ხდარ ამ­ბებ­ში, რომ­ლე­ბიც ტრა­დი­ცი­უ­ლად რუ­სე­თის ინ­ტე­რე­სე­ბის ექ­სკლუ­ზი­ურ სფე­როს წარ­მო­ად­გენ­და. სა­ეჭ­ვოა, რომ ვლა­დი­მირ პუ­ტინს თა­ვი­სი ავ­ტოკ­რა­ტი კო­ლე­გის რე­ჯეფ ერ­დო­ღა­ნის - ნა­ტოს წევ­რი სა­ხელ­მწი­ფოს ხელ­მძღვა­ნე­ლის - კავ­კა­სი­ა­ში შეშ­ვე­ბა უნ­დო­და. მაგ­რამ ფაქ­ტი ჯი­უ­ტია.

ასეა თუ ისე, რე­გი­ონ­ში ახა­ლი ბა­ლან­სი ჩა­მო­ყა­ლიბ­და. მოს­კო­ვი დღეს კავ­კა­სი­ის მთე­ბის მიღ­მა, ე.წ. "ახლო სა­ზღვარ­გა­რეთ­ში“ ერ­თა­დერ­თი "მეფე" აღარ არის. რუ­სულ ჰე­გე­მო­ნი­ას თურ­ქეთ­მა საფრ­თხე შე­უქ­მნა: მოს­კო­ვი იძუ­ლე­ბუ­ლია მთი­ან ყა­რა­ბაღ­ში ჯარი ჰყავ­დეს, რათა იმ რე­გი­ო­ნის კონ­ტრო­ლი, რო­მელ­საც ადრე არა­ვინ ეცი­ლე­ბო­და, ახლა თურ­ქეთს არ და­უთ­მოს“.

წყა­რო

სი­მონ კი­ლა­ძე

მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კკკ
0

წყარო კი არა, შვე­დე­თის გა­ზეთი "და­გენს ნი­ე­ტერ“-ი («Dagens Nyheter»)

მიხა პაპა
20

რას ქვია თურქი ჯარისკაცები არ იქნებიან? უკვე რამდენიმე სატრანსპორტო თვითმფრინავით ჩაიყვანეს თურქი ჯარისკაცები ყარაბაღში, ასე რომ მოეშვით მუცლითმეზღაპრეობას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"კავკასიის მთების მიღმა, რუსეთის ე.წ. "ახლო საზღვარგარეთში“ პუტინი ერთადერთი "მეფე" აღარ არის. რუსულ ჰეგემონიას თურქეთმა საფრთხე შეუქმნა" - რას წერს შვედური გამოცემა?

"კავკასიის მთების მიღმა, რუსეთის ე.წ. "ახლო საზღვარგარეთში“ პუტინი ერთადერთი "მეფე" აღარ არის. რუსულ ჰეგემონიას თურქეთმა საფრთხე შეუქმნა" - რას წერს შვედური გამოცემა?

შვედეთის გაზეთ "დაგენს ნიეტერ“-ში («Dagens Nyheter») გამოქვეყნებულ სტატიაში, სათაურით: "ვლადიმირ პუტინი გზას უხსნის სულ უფრო აგრესიულად მოქმედ რეჯეფ ერდოღანს“ შეფასებულია სამხრეთკავკასიური სიტუაცია, აქცენტი განსაკუთრებით გაკეთებულია მთიანი ყარაბაღის შესახებ დადებული სამმხრივი შეთანხმების მნიშვნელობასა და მის პერსპექტივაზე (ავტორი - მაიკლ ვინეარსკი).

გთავაზობთ პუბლიკაციის შემოკლებულ ვერსიას:

"ეს შეთანხმება სომხეთისთვის მხოლოდ უბრალო დამარცხებას არ ნიშნავს. დოკუმენტი მთლიანად და რადიკალურად ცვლის ძალთა ბალანსს სამხრეთ კავკასიაში, სადაც ახლა ტრადიციულ რუსეთთან ერთად, თურქეთიც სერიოზულად გამოჩნდა.

სისხლიანი ომის დროს ექვსი კვირის განმავლობაში რუსეთი გასაკვირად პასიურობდა. ბევრი გაოცებული იყო მოსკოვის უმოქმედობით. ისმებოდა კითხვა - განა კრემლს მეტად აღარ სურდა თავისი გავლენის განხორციელება სამხრეთკავკასიურ "უკანა ეზოში“?

შეიძლება ვივარაუდოთ, რომ რუსეთი იძულებული გახდა ჩუმად ყოფილიყო - ბაქომ უარი თქვა მოსკოვთან ტრადიციულ პარტნიორობაზე ანკარის სასარგებლოდ.

სომხეთისათვის ძალზე დამამცირებელია მთიანი ყარაბაღის დიდი ნაწილის დაკარგვა, მის ირგვლივ მდებარე ოკუპირებული რაიონების ჩათვლით. ეს, არც მეტი, არც ნაკლები, ეროვნულ კატასტროფას წარმოადგენს.

პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა თავი იმართლა - ჩვენს სახელმწიფოს უფრო დიდი უბედურება ავაცილეთო, მაგრამ სომხეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ კაპიტულანტური და მოღალატეობრივი არჩევანი გააკეთა. ერევანში ანტისამთავრობო გამოსვლებია, მოსახლეობის განწყობა ძალზე ნეგატიური და რადიკალურია. არავინ იცის, შეინარჩუნებს თუ არა ძალაუფლებას ნიკოლ ფაშინიანი.

ბაქოში კი აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ტრიუმფალურად განაცხადა, რომ სამშობლოს მიწა-წყალი მტრისაგან დაიბრუნა. თანამემამულეებს უკვე მშობლიურ ადგილებში წასვლა შეუძლიათ. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ აზერბაიჯანის წარმატებაში დიდი როლი მიუძღვის თურქეთს, რომელმაც თავის მოძმე ქვეყანას - აზერბაიჯანს იარაღი გაუგზავნა და სხვა სამხედრო სახის დახმარება გაუწია.

ბევრი ექსპერტი თვლის, რომ რუსეთმა სომხეთს უღალატა, თავისი მნიშვნელოვანი სამხედრო მოკავშირე გაყიდა და რომ მოსკოვი სიტუაციაში განგებ არ ჩაერია - მიუხედავად იმისა, რომ არსებობს "ოდკბ“ და სომხეთ-რუსეთის ურთიერთდახმარების ხელშეკრულება. ამ ბრალდებაზე მოსკოვს აქვს განმარტება: ომი ხომ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მიდიოდა და არა სომხეთის წინააღმდეგ. ამრიგად, მოსკოვს სომხეთის მხარეზე ჩარევის სამართლებრივი შესაძლებლობა არ ჰქონდა.

უდავოა, რომ საერთაშორისო სამართლის ასეთი შერჩევითი გამოყენება ვლადიმირ პუტინის ჩვეულებრივ პოზიციებს არ ჰგავს - იგი ხომ მუდამ იმეორებს, რომ რუსეთს აქვს ყოფილი საბჭოთა ტერიტორიების მიერთების უფლებაო. 2008 წელს რუსეთის ლიდერმა უყოყმანოდ მიიტაცა საქართველოს ტერიტორიები - აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, ხოლო 2014 წელს - უკრაინის ყირიმი, ასევე განახორციელა დონბასის ნაწილობრივი ოკუპაცია.

მაგრამ სამხრეთ კავკასიაში საოცარი რამ მოხდა: ვლადიმირ პუტინმა იქ, ტრადიციული რუსული გავლენის ზონაში, სულ უფრო აგრესიული თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ერდოღანი შეუშვა. ეს წარმოუდგენელი ფაქტია იმის გათვალისწინებით, რომ 2008 წლის აგვისტოში, საქართველოსთან ომის დროს, რუსეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ რუსეთის ინტერესები მთლიანად ვრცელდება ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზეო.

და მაინც, ექსპერტთა ნაწილი თვლის, რომ რუსეთმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ფინალური ნაწილი მაინც მოიგო: სომხეთ-აზერბაიჯანის შეთანხმება რუსეთის შუამავლობით გაფორმდა, სიტუაციას რუსული სამხედრო სამშვიდობო ძალები გააკონტროლებენ და ეს მაშინ, როცა რეგიონში თურქი ჯარისკაცები არ იქნებიან. სომხეთში რუსული სამხედრო ბაზა დიდი ხანია მოქმედებს, სამმხრივი შეთანხმებით კი მოსკოვმა თავისი სამხედრო ყოფნა მთიან ყარაბაღშიც განიმტკიცა - ანუ აზერბაიჯანშიც. დიახ, ასე თვლის ზოგიერთი ექსპერტი, მაგრამ რამდენად სწორია მათი პოზიცია?

  • თუ ყურადღებით გავაანალიზებთ შექმნილ სიტუაციას, შევატყობთ, რომ რუსეთის წარმატება საეჭვოა. ეს უფრო გეოპოლიტიკურ შოკს ჰგავს.

ერევანში აცხადებენ, რომ მოსკოვის მიერ გადადგმული ნაბიჯი სომხეთის დაუძინებელი მტრის - თურქეთისათვის დათმობას ნიშნავს. მართლაცდა, ბოლო 100 წლის განმავლობაში თურქეთი პირველად ჩაერია იმ ტერიტორიაზე მომხდარ ამბებში, რომლებიც ტრადიციულად რუსეთის ინტერესების ექსკლუზიურ სფეროს წარმოადგენდა. საეჭვოა, რომ ვლადიმირ პუტინს თავისი ავტოკრატი კოლეგის რეჯეფ ერდოღანის - ნატოს წევრი სახელმწიფოს ხელმძღვანელის - კავკასიაში შეშვება უნდოდა. მაგრამ ფაქტი ჯიუტია.

ასეა თუ ისე, რეგიონში ახალი ბალანსი ჩამოყალიბდა. მოსკოვი დღეს კავკასიის მთების მიღმა, ე.წ. "ახლო საზღვარგარეთში“ ერთადერთი "მეფე" აღარ არის. რუსულ ჰეგემონიას თურქეთმა საფრთხე შეუქმნა: მოსკოვი იძულებულია მთიან ყარაბაღში ჯარი ჰყავდეს, რათა იმ რეგიონის კონტროლი, რომელსაც ადრე არავინ ეცილებოდა, ახლა თურქეთს არ დაუთმოს“.

წყარო

სიმონ კილაძე

"უახლოეს მეზობლებთან, ყოფილ საბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობა რუსეთის საგარეო პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტია" - პუტინი

17 წლის გოგონას უშიშარი ქმედება - როგორ გადაარჩინა მან ძაღლები დათვის თავდასხმისგან

ჯანმომ "სინოვაკს" საგანგებო გამოყენებისთვის ავტორიზაცია მიანიჭა