კონფლიქტები
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოსკოვს სურს საბჭოთა პერიოდის დროინდელი "გავლენის სფეროები“ აღადგინოს" - რა მისწერეს ქართველმა პოლიტიკოსებმა და ექსპერტ-პოლიტოლოგებმა პომპეოს
"მოსკოვს სურს საბჭოთა პერიოდის დროინდელი "გავლენის სფეროები“ აღადგინოს" - რა მისწერეს ქართველმა პოლიტიკოსებმა და ექსპერტ-პოლიტოლოგებმა პომპეოს

ბელ­გი­ის გა­ზეთ «New Europe»-ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლია სტა­ტია, სა­თა­უ­რით: "ღია წე­რი­ლი აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვანს მაიკ პომ­პე­ოს“, რო­მელ­საც ხელს აწერს 50-მდე ქარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სი და ექ­სპერტ-პო­ლი­ტო­ლო­გი.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვა­ნი მაიკ პომ­პეო, თა­ვის ერთ-ერთ ბოლო სა­ზღვარ­გა­რე­თუ­ლი ტურ­ნეს ფარ­გლებ­ში, დღეს სა­ქარ­თვე­ლო­საც უნდა ეწ­ვი­ოს. ქარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი და სა­ექ­სპერ­ტო წრე­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, პო­ლი­ტო­ლო­გე­ბი ღია წე­რილ­ში თა­ვი­ანთ თვალ­საზ­რისს გა­მო­ხა­ტა­ვენ სა­ქარ­თვე­ლო-აშშ-ის ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ, მის აწ­მყო­სა და პერ­სპექ­ტი­ვა­ზე.

"სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვან მო­კავ­ში­რეს წარ­მო­ად­გენს. ჩვენ ასე­ვე გვჯე­რა, რომ თა­ვის მხრივ, სა­ქარ­თვე­ლო­საც დიდი რო­ლის შეს­რუ­ლე­ბა შე­უძ­ლია და­სავ­ლე­თის ინ­ტე­რე­სე­ბის გან­მტკი­ცე­ბა­ში. სა­ქარ­თვე­ლო ერ­თგვარ ქვა­კუ­თხედს წარ­მო­ად­გენს ჩვე­ნი მო­კავ­ში­რე­ე­ბი­სათ­ვის იმ პლაც­დარ­მის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა­ში, რო­მე­ლიც "აღ­მო­სავ­ლეთ-და­სავ­ლე­თის“ დე­რეფ­ნის გან­მტკი­ცე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა და რომ­ლის მშე­ნებ­ლო­ბა­ში აშშ-ის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას ბევ­რი სახ­სრე­ბი აქვს და­ხარ­ჯუ­ლი. ჩვენ ამე­რი­კას გან­ვი­ხი­ლავთ რო­გორც ერ­თა­დერთ გა­რანტს ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი სის­ტე­მის მთლი­ა­ნო­ბი­სა და ევ­რო­პუ­ლი მშვი­დო­ბი­სათ­ვის.

ბოლო წლებ­ში სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ი­სა და შავი ზღვის რე­გი­ო­ნე­ბი გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი არას­ტა­ბი­ლუ­რო­ბის ზო­ნე­ბად იქ­ცნენ. ამ მუ­ქა­რე­ბის დიდი ნა­წი­ლი რუ­სე­თის ამ­ბი­ცი­ე­ბით არის გან­პი­რო­ბე­ბე­უ­ლი - მოს­კოვს სურს საბ­ჭო­თა პე­რი­ო­დის დრო­ინ­დე­ლი "გავ­ლე­ნის სფე­რო­ე­ბი“ აღად­გი­ნოს. ყო­ფილ საბ­ჭო­თა სივ­რცეს რუ­სე­თი თა­ვის "ახლო სა­ზღვარ­გა­რე­თად“ აღიქ­ვამს და მი­აჩ­ნია, რომ შე­უ­ზღუ­და­ვად, თა­ვი­სუფ­ლად უნდა იმოქ­მე­დოს. სულ ახ­ლა­ხან მოს­კოვ­მა თა­ვი­სი ჯა­რე­ბი მთი­ან ყა­რა­ბაღ­ში გა­ნა­ლა­გა და ამით თა­ვი­სი რე­გი­ო­ნუ­ლი პო­ზი­ცი­ე­ბი გა­ნიმ­ტკი­ცა“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ღია წე­რილ­ში.

"ჩვენ უდი­დეს მად­ლო­ბას ვუხ­დით ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებს სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი­სა და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის მხარ­და­ჭე­რის გამო. ვთვლით, რომ რო­გორც ქარ­თვე­ლი ხალ­ხის სო­ლი­და­რო­ბი­სათ­ვის, ასე­ვე აშშ-ის გლო­ბა­ლუ­რი და რე­გი­ო­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბი­სათ­ვის უდი­დე­სი მნიშ­ვნე­ლო­ბა ექ­ნე­ბა იმას, თუ სა­ქარ­თვე­ლო­ში ამე­რი­კის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი მუდ­მი­ვად გან­თავ­სდე­ბი­ან, რო­ტა­ცი­უ­ლი სა­ფუძ­ვლით, მა­ტე­რი­ა­ლურ-ტექ­ნი­კუ­რი უზ­რუნ­ველ­ყო­ფის ელე­მენ­ტე­ბით, სა­ჰა­ე­რო პატ­რუ­ლი­რე­ბის თან­ხლე­ბით, რაც აშშ-სა და მის მო­კავ­ში­რე­ე­ბი­სათ­ვის ფარ­თო შე­საძ­ლებ­ლო­ბებს უზ­რუნ­ველ­ყოფს სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­სა და შავი ზღვის რე­გი­ო­ნებ­ში. სა­ქარ­თვე­ლო­ში აშშ-ის სამ­ხედ­რო ყოფ­ნა ქარ­თვე­ლი ხალ­ხის დიდ სურ­ვილს წარ­მო­ად­გენს, ეს ფაქ­ტო­რი შე­ა­კა­ვებს რუ­სულ მუ­ქა­რებს და ხელს შე­უ­წყობს ნა­ტო­ში გა­წევ­რე­ბი­სა­კენ წინსვლას“, - ვკი­თხუ­ლობთ წე­რილ­ში.

ღია წე­რი­ლის ავ­ტო­რებს შო­რის არი­ან:

ირაკ­ლი ალა­სა­ნია, თი­ნა­თინ ხი­და­შე­ლი, ბათუ ქუ­თე­ლია, გი­ორ­გი ბად­რი­ძე, ზაზა ბი­ბი­ლაშ­ვი­ლი, ლე­ვან ბო­ძაშ­ვი­ლი, და­ვით დარ­ჩი­აშ­ვი­ლი, თედო ჯა­ფა­რი­ძე, თორ­ნი­კე გორ­და­ძე, თენ­გიზ ფხა­ლა­ძე, ხა­თუ­ნა ლა­გა­ზი­ძე, ნო­დარ ხარ­ში­ლა­ძე, გი­ორ­გი რუ­ხა­ძე, თორ­ნი­კე შა­რა­შე­ნი­ძე, გელა ვა­სა­ძე, თე­მურ ია­კო­ბაშ­ვი­ლი და სხვე­ბი.

წყა­რო

სი­მონ კი­ლა­ძე

მკითხველის კომენტარები / 62 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გოჩა
27

აღადგინოს ის ჯობია თქვენ დემოკრატიას 

დიდი ბატონი მობრძანდება, დიდი ბატონი!
33

Oh mon Dieu, დაბანეთ ხელები !!!

ავტორი:

"მოსკოვს სურს საბჭოთა პერიოდის დროინდელი "გავლენის სფეროები“ აღადგინოს" - რა მისწერეს ქართველმა პოლიტიკოსებმა და ექსპერტ-პოლიტოლოგებმა პომპეოს

"მოსკოვს სურს საბჭოთა პერიოდის დროინდელი "გავლენის სფეროები“ აღადგინოს" - რა მისწერეს ქართველმა პოლიტიკოსებმა და ექსპერტ-პოლიტოლოგებმა პომპეოს

ბელგიის გაზეთ «New Europe»-ში გამოქვეყნებულია სტატია, სათაურით: "ღია წერილი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოს“, რომელსაც ხელს აწერს 50-მდე ქართველი პოლიტიკოსი და ექსპერტ-პოლიტოლოგი.

როგორც ცნობილია, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო, თავის ერთ-ერთ ბოლო საზღვარგარეთული ტურნეს ფარგლებში, დღეს საქართველოსაც უნდა ეწვიოს. ქართველი პოლიტიკოსები და საექსპერტო წრეების წარმომადგენლები, პოლიტოლოგები ღია წერილში თავიანთ თვალსაზრისს გამოხატავენ საქართველო-აშშ-ის ურთიერთობის შესახებ, მის აწმყოსა და პერსპექტივაზე.

"საქართველოსთვის ამერიკის შეერთებული შტატები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მოკავშირეს წარმოადგენს. ჩვენ ასევე გვჯერა, რომ თავის მხრივ, საქართველოსაც დიდი როლის შესრულება შეუძლია დასავლეთის ინტერესების განმტკიცებაში. საქართველო ერთგვარ ქვაკუთხედს წარმოადგენს ჩვენი მოკავშირეებისათვის იმ პლაცდარმის უზრუნველყოფაში, რომელიც "აღმოსავლეთ-დასავლეთის“ დერეფნის განმტკიცებას ემსახურება და რომლის მშენებლობაში აშშ-ის ადმინისტრაციას ბევრი სახსრები აქვს დახარჯული. ჩვენ ამერიკას განვიხილავთ როგორც ერთადერთ გარანტს ევროატლანტიკური სისტემის მთლიანობისა და ევროპული მშვიდობისათვის.

ბოლო წლებში სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონები გეოპოლიტიკური არასტაბილურობის ზონებად იქცნენ. ამ მუქარების დიდი ნაწილი რუსეთის ამბიციებით არის განპირობებეული - მოსკოვს სურს საბჭოთა პერიოდის დროინდელი "გავლენის სფეროები“ აღადგინოს. ყოფილ საბჭოთა სივრცეს რუსეთი თავის "ახლო საზღვარგარეთად“ აღიქვამს და მიაჩნია, რომ შეუზღუდავად, თავისუფლად უნდა იმოქმედოს. სულ ახლახან მოსკოვმა თავისი ჯარები მთიან ყარაბაღში განალაგა და ამით თავისი რეგიონული პოზიციები განიმტკიცა“, - აღნიშნულია ღია წერილში.

"ჩვენ უდიდეს მადლობას ვუხდით ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის გამო. ვთვლით, რომ როგორც ქართველი ხალხის სოლიდარობისათვის, ასევე აშშ-ის გლობალური და რეგიონული ინტერესებისათვის უდიდესი მნიშვნელობა ექნება იმას, თუ საქართველოში ამერიკის შეიარაღებული ძალები მუდმივად განთავსდებიან, როტაციული საფუძვლით, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ელემენტებით, საჰაერო პატრულირების თანხლებით, რაც აშშ-სა და მის მოკავშირეებისათვის ფართო შესაძლებლობებს უზრუნველყოფს სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონებში. საქართველოში აშშ-ის სამხედრო ყოფნა ქართველი ხალხის დიდ სურვილს წარმოადგენს, ეს ფაქტორი შეაკავებს რუსულ მუქარებს და ხელს შეუწყობს ნატოში გაწევრებისაკენ წინსვლას“, - ვკითხულობთ წერილში.

ღია წერილის ავტორებს შორის არიან:

ირაკლი ალასანია, თინათინ ხიდაშელი, ბათუ ქუთელია, გიორგი ბადრიძე, ზაზა ბიბილაშვილი, ლევან ბოძაშვილი, დავით დარჩიაშვილი, თედო ჯაფარიძე, თორნიკე გორდაძე, თენგიზ ფხალაძე, ხათუნა ლაგაზიძე, ნოდარ ხარშილაძე, გიორგი რუხაძე, თორნიკე შარაშენიძე, გელა ვასაძე, თემურ იაკობაშვილი და სხვები.

წყარო

სიმონ კილაძე

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"