პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გიორგი ბარამიძე რელიგიური პილიგრიმივით იქცევა" - გიგი უგულავა
"გიორგი ბარამიძე რელიგიური პილიგრიმივით იქცევა" - გიგი უგულავა

"გი­ორ­გი ბა­რა­მი­ძე რე­ლი­გი­უ­რი პი­ლიგ­რი­მი­ვით იქ­ცე­ვა. არა­სე­რი­ო­ზუ­ლია მისი ქმე­დე­ბა, მი­თუ­მე­ტეს, გა­მო­დის, რომ სუს-ის ნა­რა­ტივ­შია", - ამის შე­სა­ხებ "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა გიგი უგუ­ლა­ვამ „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა "ნი­უს­რუმ­ში“ გა­ნა­ცხა­და, რი­თაც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის შე­სა­ხებ ოპო­ზი­ცი­ის გან­ცხა­დე­ბებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წარ­მო­მად­გენ­ლის, გი­ორ­გი ბა­რა­მი­ძის პო­ზი­ცია შე­ა­ფა­სა.

უგუ­ლა­ვას გან­მარ­ტე­ბით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა თა­ვად უნდა გა­და­წყვი­ტოს, შე­უძ­ლია თუ არა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის პი­რო­ბებ­ში ქვე­ყა­ნა­ში ჩა­მოს­ვლა.

"მე ვფიქ­რობ, რომ ყვე­ლა პარ­ტი­ამ უნდა გა­ვაც­ნო­ბი­ე­როთ, რა გვაქვს სა­ერ­თო და არა ის, რაც გან­გვას­ხვა­ვებს. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა მარ­ტომ უნდა მი­ი­ღოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის პი­რო­ბებ­ში უნდა, შე­უძ­ლია და აპი­რებს თუ არა ჩა­მოს­ვლას ქვე­ყა­ნა­ში და მე­ო­რე სა­კი­თხია, ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მის ნაც­ვლად ვერ მი­ი­ღებს ვერც გიგი უგუ­ლა­ვა, ვერც მისი გუ­ლან­თე­ბუ­ლი მომ­ხრე და ვერც მო­ძუ­ლე. ეს არის მისი პი­რა­დი გა­და­სა­წყვე­ტი და მო­დით, ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას სხვის მხრებ­ზე ნუ გა­და­ვი­ტანთ“, - გა­ნა­ცხა­და უგუ­ლა­ვამ.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ა­კაშ­ვი­ლის ჩარ­თვას აქ­ცი­ებ­ზე, უგუ­ლა­ვას თქმით, "აქ­ცი­ებ­ზე მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სი­ტყვით გა­მოს­ვლის სა­კი­თხი ამ ეტაპ­ზე არ გა­ნი­ხი­ლე­ბა“.

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ არის ად­გი­ლობ­რი­ვი ლი­დე­რე­ბით წარ­მოდ­გე­ნი­ლი და ამი­ტომ სა­კი­თხე­ბი, რომ­ლე­ბიც იწ­ვევს კი­თხვის ნიშ­ნებს, ჩვენ დღეს უნდა გა­დავ­დოთ გვერ­დზე. თა­ვად სა­ა­კაშ­ვილ­მაც გა­ნა­ცხა­და, რომ მას ამის სურ­ვი­ლი არ აქვს და რა ვიცი, ბა­რა­მი­ძე რე­ლი­გი­უ­რი პი­ლიგ­რი­მი­ვით იქ­ცე­ვა და არა­სე­რი­ო­ზუ­ლია მისი ქმე­დე­ბა, მი­თუ­მე­ტეს, გა­მო­დის, რომ სუს-ის ნა­რა­ტივ­შია. მე მინ­და სა­ა­კაშ­ვილ­საც და „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ სხვა ლი­დე­რებ­საც მო­ვუ­წო­დო, რომ ვე­ძე­ბოთ სა­ერ­თო და ნე­ბის­მი­ე­რი რამე, რა­მაც შე­იძ­ლე­ბა მთა­ვა­რი თე­მის­გან ფო­კუ­სი სხვა თე­მა­ზე გა­და­ი­ტა­ნოს, გვერ­დზე უნდა გა­დავ­დოთ. მთა­ვა­რი თემა დღეს არის ერთი და რა­შიც ყვე­ლა­ნი ვთან­ხმდე­ბით, იმას უნდა მი­ვაწ­ვეთ, რომ არ­ჩევ­ნე­ბი გაგ­ვი­ყალ­ბეს და ამ ქვე­ყა­ნა­ში არ­ჩევ­ნე­ბუ­ლი უნდა იყოს ერთხელ და სა­მუ­და­მოდ სა­მარ­თლი­ა­ნი, თა­ვი­სუ­ფა­ლი და არ უნდა იყოს მი­კერ­ძო­ე­ბუ­ლი. არ­ჩევ­ნე­ბი იმის­თვის უნდა იყოს სა­მარ­თლი­ა­ნი, რომ შემ­დეგ ყვე­ლა პარ­ტი­ის ლი­დერს ჰქონ­დეს თა­ვი­სი შე­საძ­ლებ­ლო­ბა აწარ­მო­ოს კამ­პა­ნია და იმ პრო­პორ­ცი­ით, რა პრო­პორ­ცი­ი­თაც ხალ­ხი და­უ­ჭერს მხარს იყოს არ­ჩე­უ­ლი. გან­სხვა­ვე­ბე­ბი ძა­ლი­ან ბევ­რია და გან­სხვა­ვე­ბე­ბი პარ­ტი­ებს შო­რის იარ­სე­ბებს, პრე­ტენ­ზი­ე­ბი იქ­ნე­ბა თუ ურ­თი­ერ­თბ­რალ­დე­ბე­ბი, ბუ­ნებ­რი­ვია, იარ­სე­ბებს, მაგ­რამ ამ ეტაპ­ზე ყვე­ლამ თქვა, რომ ჩვენ არ ვარ­თმევთ ხელს „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ იმი­ტომ, რომ ის არის გამ­ყალ­ბე­ბე­ლი და სწო­რედ ეს არის ერ­თსუ­ლოვ­ნე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და უგუ­ლა­ვამ.

მი­სი­ვე თქმით, ნე­ბის­მი­ერს, ვინც შე­ეც­დე­ბა პი­რა­დი ეგოს და ეჭ­ვე­ბის გამო დი­სო­ნან­სი შე­ი­ტა­ნოს მთა­ვარ სა­კი­თხში, რა­ზეც ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლია ხალ­ხი, ამას არა­ვინ აპა­ტი­ებს.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ გი­ორ­გი ბა­რა­მი­ძემ ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი ლი­დე­რე­ბის მი­სა­მარ­თით ასე­თი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა: „რას ჰქვია მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი არ უნდა ავი­ტა­ნოთ და რას ჰქვია ვი­ღა­ცას მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი არ უნდა. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მომ­ხრე და მხარ­დამ­ჭე­რი ხალ­ხი გვინ­და და სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტი და ამ არ­ჩევ­ნე­ბის მთა­ვა­რი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი არ გინ­და? ასე არ გა­მო­ვა მე­გობ­რე­ბო! მასე არ გა­მო­ვა ბი­ძი­ნა ეგ ამ­ბა­ვი. მი­შაც უნდა ჩა­მო­ვი­დეს, ყვე­ლა დევ­ნი­ლი უნდა ჩა­მო­ვი­დეს და ყვე­ლა პო­ლიტ­პა­ტი­მა­რი უნდა გა­თა­ვი­სუფ­ლდეს, ყვე­ლამ უნდა მი­ი­ღოს ამ ყვე­ლა­ფერ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. მარ­თა­ლია შორს არის, მაგ­რამ მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა გვაქვს. მი­შას პა­ტი­ვის­ცე­მა თი­თო­ე­უ­ლი თქვენ­გა­ნის პა­ტი­ვის­ცე­მაა და არა­ვის არა­ფე­რი შე­ე­შა­ლოს",- გა­ნა­ცხა­და ბა­რა­მი­ძემ.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მალხაზი
2

გადაებით ორივე ერთმანეთს რა 

ალეკო
1

ორივე ერთი ნაგავი ხართ თქვენ 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"გიორგი ბარამიძე რელიგიური პილიგრიმივით იქცევა" - გიგი უგულავა

"გიორგი ბარამიძე რელიგიური პილიგრიმივით იქცევა" - გიგი უგულავა

"გიორგი ბარამიძე რელიგიური პილიგრიმივით იქცევა. არასერიოზულია მისი ქმედება, მითუმეტეს, გამოდის, რომ სუს-ის ნარატივშია", - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა "ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც მიხეილ სააკაშვილის შესახებ ოპოზიციის განცხადებებთან მიმართებაში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, გიორგი ბარამიძის პოზიცია შეაფასა.

უგულავას განმარტებით, მიხეილ სააკაშვილმა თავად უნდა გადაწყვიტოს, შეუძლია თუ არა ბიძინა ივანიშვილის პირობებში ქვეყანაში ჩამოსვლა.

"მე ვფიქრობ, რომ ყველა პარტიამ უნდა გავაცნობიეროთ, რა გვაქვს საერთო და არა ის, რაც განგვასხვავებს. მიხეილ სააკაშვილმა მარტომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილის პირობებში უნდა, შეუძლია და აპირებს თუ არა ჩამოსვლას ქვეყანაში და მეორე საკითხია, ამ გადაწყვეტილებას მის ნაცვლად ვერ მიიღებს ვერც გიგი უგულავა, ვერც მისი გულანთებული მომხრე და ვერც მოძულე. ეს არის მისი პირადი გადასაწყვეტი და მოდით, ამ გადაწყვეტილებას სხვის მხრებზე ნუ გადავიტანთ“, - განაცხადა უგულავამ.

რაც შეეხება სააკაშვილის ჩართვას აქციებზე, უგულავას თქმით, "აქციებზე მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლის საკითხი ამ ეტაპზე არ განიხილება“.

"ნაციონალური მოძრაობა“ არის ადგილობრივი ლიდერებით წარმოდგენილი და ამიტომ საკითხები, რომლებიც იწვევს კითხვის ნიშნებს, ჩვენ დღეს უნდა გადავდოთ გვერდზე. თავად სააკაშვილმაც განაცხადა, რომ მას ამის სურვილი არ აქვს და რა ვიცი, ბარამიძე რელიგიური პილიგრიმივით იქცევა და არასერიოზულია მისი ქმედება, მითუმეტეს, გამოდის, რომ სუს-ის ნარატივშია. მე მინდა სააკაშვილსაც და „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა ლიდერებსაც მოვუწოდო, რომ ვეძებოთ საერთო და ნებისმიერი რამე, რამაც შეიძლება მთავარი თემისგან ფოკუსი სხვა თემაზე გადაიტანოს, გვერდზე უნდა გადავდოთ. მთავარი თემა დღეს არის ერთი და რაშიც ყველანი ვთანხმდებით, იმას უნდა მივაწვეთ, რომ არჩევნები გაგვიყალბეს და ამ ქვეყანაში არჩევნებული უნდა იყოს ერთხელ და სამუდამოდ სამართლიანი, თავისუფალი და არ უნდა იყოს მიკერძოებული. არჩევნები იმისთვის უნდა იყოს სამართლიანი, რომ შემდეგ ყველა პარტიის ლიდერს ჰქონდეს თავისი შესაძლებლობა აწარმოოს კამპანია და იმ პროპორციით, რა პროპორციითაც ხალხი დაუჭერს მხარს იყოს არჩეული. განსხვავებები ძალიან ბევრია და განსხვავებები პარტიებს შორის იარსებებს, პრეტენზიები იქნება თუ ურთიერთბრალდებები, ბუნებრივია, იარსებებს, მაგრამ ამ ეტაპზე ყველამ თქვა, რომ ჩვენ არ ვართმევთ ხელს „ქართულ ოცნებას“ იმიტომ, რომ ის არის გამყალბებელი და სწორედ ეს არის ერთსულოვნება“, - განაცხადა უგულავამ.

მისივე თქმით, ნებისმიერს, ვინც შეეცდება პირადი ეგოს და ეჭვების გამო დისონანსი შეიტანოს მთავარ საკითხში, რაზეც ფოკუსირებულია ხალხი, ამას არავინ აპატიებს.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ბარამიძემ ოპოზიციონერი ლიდერების მისამართით ასეთი განცხადება გააკეთა: „რას ჰქვია მიხეილ სააკაშვილი არ უნდა ავიტანოთ და რას ჰქვია ვიღაცას მიხეილ სააკაშვილი არ უნდა. მიხეილ სააკაშვილის მომხრე და მხარდამჭერი ხალხი გვინდა და საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ამ არჩევნების მთავარი გამარჯვებული მიხეილ სააკაშვილი არ გინდა? ასე არ გამოვა მეგობრებო! მასე არ გამოვა ბიძინა ეგ ამბავი. მიშაც უნდა ჩამოვიდეს, ყველა დევნილი უნდა ჩამოვიდეს და ყველა პოლიტპატიმარი უნდა გათავისუფლდეს, ყველამ უნდა მიიღოს ამ ყველაფერში მონაწილეობა. მართალია შორს არის, მაგრამ მასთან ურთიერთობის საშუალება გვაქვს. მიშას პატივისცემა თითოეული თქვენგანის პატივისცემაა და არავის არაფერი შეეშალოს",- განაცხადა ბარამიძემ.