სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არცერთი არ დაინდო ვირუსმა, არც მარგო ბებო, არც დარეჯანი, არც პატიკო...“ - უმძიმესი ისტორია ოჯახზე, რომლის სამი წევრიც კორონავირუსმა იმსხვერპლა
"არცერთი არ დაინდო ვირუსმა, არც მარგო ბებო, არც დარეჯანი, არც პატიკო...“ - უმძიმესი ისტორია ოჯახზე, რომლის სამი წევრიც კორონავირუსმა იმსხვერპლა

სა­ქარ­თვე­ლო­ში უკვე არა­ერ­თია ისე­თი შემ­თხვე­ვა, როცა კო­რო­ნა­ვირუს­მა ერთი ოჯა­ხის რამ­დე­ნი­მე წევ­რი იმ­სხვერ­პლა. ახ­ლაც ერთ-ერთ მსგავს ტრა­გი­კულ ამ­ბავ­ზე გიყ­ვე­ბით. ვირუს­მა ერთი ოჯა­ხის სამი წევ­რი შე­ი­წი­რა.

"ბევ­რი იბ­რძო­ლა პა­ტი­კომ, ძა­ლი­ან ბევ­რი და მა­ინც ვერ გა­უძ­ლო, ვერ მო­ე­რია. არც ერთი არ და­ინ­დო ვირუს­მა. არც მარ­გო ბებო, არც და­რე­ჯა­ნი, არც პა­ტი­კო“ - წერს სო­ცი­ა­ლუ­რი პლატ­ფორ­მა "ქა­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ გრა­ფი­კუ­ლი დი­ზა­ი­ნე­რი მა­რი­კა მორ­ჩი­ლა­ძე "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე.

მა­რი­კამ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პირ­ვე­ლად ახ­ლობ­ლე­ბის ავად­მყო­ფო­ბის შე­სა­ხებ სტა­ტუ­სი 31 ოქ­ტომ­ბერს და­წე­რა:

"დღეს დე­ი­და­ჩე­მი დავ­კრძა­ლეთ. რო­გორც თქვენ არ გჯე­რათ ვირუ­სის, ისე მე არ მჯე­რა, რომ ეს საყ­რდე­ნი გა­მო­მე­ცა­ლა. არც რამე ქრო­ნი­კუ­ლი სჭირ­და, არც 180 წლის იყო, მხნე იყო და ყო­ჩა­ღი, მუ­შა­ობ­და გი­ჟი­ვით, მი­ლი­ონ საქ­მეს აკე­თებ­და. ყვე­ლას გვე­ი­მე­დე­ბო­და და ყვე­ლას გა­ჭირ­ვე­ბის ტალკ­ვე­სი ეს იყო.

მას რომ გა­უ­ჭირ­და, ვერ ვუშ­ვე­ლეთ. სამი დღის წინ მარ­გო ბებო დავ­კრძა­ლეთ, დღეს და­რე­ჯა­ნი. პა­ტი­კო აპა­რატ­ზეა შე­ერ­თე­ბუ­ლი და იბ­რძვის. გა­უფრ­თხილ­დით ხალ­ხო ერ­თმა­ნეთს, სა­კუ­თარ თავს, ჯან­მრთე­ლო­ბას, მი­თუ­მე­ტეს როცა გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბას ასე­თი დიდი ტკი­ვი­ლის მო­ტა­ნა შე­უძ­ლია...“ - წერ­და მა­შინ მა­რი­კა მორ­ჩი­ლა­ძე. სამ­წუ­ხა­როდ, ვერც პა­ტი­კო გა­დარ­ჩა.

კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­დაც­ვლი­ლი ოჯა­ხის სა­მი­ვე წევ­რი "ფე­ის­ბუ­ქის" ქარ­თუ­ლი სივ­რცის­თვის მეტ-ნაკ­ლე­ბად ცნო­ბი­ლი იყო. მათ შე­სა­ხებ ერთი წლის წინ სო­ცი­ა­ლუ­რი პლატ­ფორ­მა, "ქა­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის" წერ­და.

და­რე­ჯან მღებ­რიშ­ვი­ლი პრო­ფე­სი­ით გე­ო­ლო­გი გახ­ლდათ. მისი ძმა, პა­ა­ტა, დე­დამ 44 წლის ასაკ­ში გა­ა­ჩი­ნა. ბიჭი და­უ­ნის სინ­დრო­მით და­ი­ბა­და:

"მე ვუვ­ლი 94 წლის დე­დას და პა­ტი­კოს, ასე­ვე, გვყავს 93 წლის დე­ი­და. როცა დე­ი­და ცუ­და­დაა ხოლ­მე, ჩვენ­თან მოგ­ვყავს, მაგ­რამ მა­ინც თა­ვის სახ­ლში ურ­ჩევ­ნია ყოფ­ნა და რომ გა­მო­კეთ­დე­ბა, სახ­ლში გარ­ბის. გარ­და იმი­სა, რომ მე მა­ტე­რი­ა­ლუ­რად უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი მყავს ესე­ნი, თა­ვის თავს უვ­ლი­ან, ძა­ლი­ან ყო­ჩა­ღი მო­ხუ­ცე­ბი არი­ან. ბევრ რა­მეს აკე­თე­ბენ, ძა­ლი­ან სო­ლი­დუ­რი ასა­კი აქვთ, მაგ­რამ ცდი­ლო­ბენ, ნაკ­ლე­ბად შე­მა­წუ­ხონ. ბოლო წელს ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­და დე­დას, ბევ­რი რამე გა­და­ი­ტა­ნა, მა­ინც ცდი­ლობს პა­ტი­კოს მი­ხე­დოს, საჭ­მე­ლი აჭა­მოს, სა­ნამ მე მო­ვალ, და­ეხ­მა­როს იმი­ტომ, რომ პა­ა­ტას სა­კუ­თა­რი თა­ვის მოვ­ლა არ შე­უძ­ლია.“ - ყვე­ბო­და და­რე­ჯა­ნი ინ­ტერ­ვი­უ­ში და ოც­ნე­ბობ­და სა­კუ­თარ სახლზე, სა­დაც პა­ა­ტას და მო­ხუც დე­დას უფრო მეტი სივ­რცე ექ­ნე­ბო­დათ.

"პა­ა­ტას უკვე უჭირს მოძ­რა­ო­ბა და სამ­წუ­ხა­როდ, თე­ატ­რში ვე­ღარ დავ­დი­ვართ. "ქეთო და კოტე“ უყ­ვარს ძა­ლი­ან. ჩვე­ნი ყო­ვე­ლი დღე “ქეთო და კო­ტეს” ძა­ხი­ლით იწყე­ბა. სტუმ­რად სი­ა­რუ­ლიც ძა­ლი­ან უყ­ვარს და როცა ვა­ხერ­ხებ, სულ დამ­ყავს. ჩვენ რომ გვსტუმ­რო­ბენ, ეგეც უხა­რია.

მინ­და, სო­ფელ­ში მქონ­დეს პა­ტა­რა და კოხ­ტა სახ­ლი ეზო­თი, სა­დაც დე­დას, დე­ი­და­სა და პა­ა­ტას წა­ვიყ­ვან. ჰა­ერ­ზე, ყვა­ვი­ლებ­სა და სიმწვა­ნე­ში მე­ყო­ლე­ბოდ­ნენ და სა­დაც დას­ვე­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მო­მე­ცე­მო­და. ეს არის ჩემი ოც­ნე­ბა.“ - ვკი­თხუ­ლობთ და­რე­ჯან­თან ერთი წლის წი­ნან­დელ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინო
6

ვაიმე,როგორ შემეცოდნენ.ღმერთმა დაუმკვიდროთ სასუფეველი.

დათო
1

ძალიან სამწუხარო ამბავია!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"არცერთი არ დაინდო ვირუსმა, არც მარგო ბებო, არც დარეჯანი, არც პატიკო...“ - უმძიმესი ისტორია ოჯახზე, რომლის სამი წევრიც კორონავირუსმა იმსხვერპლა

"არცერთი არ დაინდო ვირუსმა, არც მარგო ბებო, არც დარეჯანი, არც პატიკო...“ - უმძიმესი ისტორია ოჯახზე, რომლის სამი წევრიც კორონავირუსმა იმსხვერპლა

საქართველოში უკვე არაერთია ისეთი შემთხვევა, როცა კორონავირუსმა ერთი ოჯახის რამდენიმე წევრი იმსხვერპლა. ახლაც ერთ-ერთ მსგავს ტრაგიკულ ამბავზე გიყვებით. ვირუსმა ერთი ოჯახის სამი წევრი შეიწირა.

"ბევრი იბრძოლა პატიკომ, ძალიან ბევრი და მაინც ვერ გაუძლო, ვერ მოერია. არც ერთი არ დაინდო ვირუსმა. არც მარგო ბებო, არც დარეჯანი, არც პატიკო“ - წერს სოციალური პლატფორმა "ქალები საქართველოსთვის“ გრაფიკული დიზაინერი მარიკა მორჩილაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

მარიკამ სოციალურ ქსელში პირველად ახლობლების ავადმყოფობის შესახებ სტატუსი 31 ოქტომბერს დაწერა:

"დღეს დეიდაჩემი დავკრძალეთ. როგორც თქვენ არ გჯერათ ვირუსის, ისე მე არ მჯერა, რომ ეს საყრდენი გამომეცალა. არც რამე ქრონიკული სჭირდა, არც 180 წლის იყო, მხნე იყო და ყოჩაღი, მუშაობდა გიჟივით, მილიონ საქმეს აკეთებდა. ყველას გვეიმედებოდა და ყველას გაჭირვების ტალკვესი ეს იყო.

მას რომ გაუჭირდა, ვერ ვუშველეთ. სამი დღის წინ მარგო ბებო დავკრძალეთ, დღეს დარეჯანი. პატიკო აპარატზეა შეერთებული და იბრძვის. გაუფრთხილდით ხალხო ერთმანეთს, საკუთარ თავს, ჯანმრთელობას, მითუმეტეს როცა გაუფრთხილებლობას ასეთი დიდი ტკივილის მოტანა შეუძლია...“ - წერდა მაშინ მარიკა მორჩილაძე. სამწუხაროდ, ვერც პატიკო გადარჩა.

კორონავირუსით გარდაცვლილი ოჯახის სამივე წევრი "ფეისბუქის" ქართული სივრცისთვის მეტ-ნაკლებად ცნობილი იყო. მათ შესახებ ერთი წლის წინ სოციალური პლატფორმა, "ქალები საქართველოსთვის" წერდა.

დარეჯან მღებრიშვილი პროფესიით გეოლოგი გახლდათ. მისი ძმა, პაატა, დედამ 44 წლის ასაკში გააჩინა. ბიჭი დაუნის სინდრომით დაიბადა:

"მე ვუვლი 94 წლის დედას და პატიკოს, ასევე, გვყავს 93 წლის დეიდა. როცა დეიდა ცუდადაა ხოლმე, ჩვენთან მოგვყავს, მაგრამ მაინც თავის სახლში ურჩევნია ყოფნა და რომ გამოკეთდება, სახლში გარბის. გარდა იმისა, რომ მე მატერიალურად უზრუნველყოფილი მყავს ესენი, თავის თავს უვლიან, ძალიან ყოჩაღი მოხუცები არიან. ბევრ რამეს აკეთებენ, ძალიან სოლიდური ასაკი აქვთ, მაგრამ ცდილობენ, ნაკლებად შემაწუხონ. ბოლო წელს ძალიან გაუჭირდა დედას, ბევრი რამე გადაიტანა, მაინც ცდილობს პატიკოს მიხედოს, საჭმელი აჭამოს, სანამ მე მოვალ, დაეხმაროს იმიტომ, რომ პაატას საკუთარი თავის მოვლა არ შეუძლია.“ - ყვებოდა დარეჯანი ინტერვიუში და ოცნებობდა საკუთარ სახლზე, სადაც პაატას და მოხუც დედას უფრო მეტი სივრცე ექნებოდათ.

"პაატას უკვე უჭირს მოძრაობა და სამწუხაროდ, თეატრში ვეღარ დავდივართ. "ქეთო და კოტე“ უყვარს ძალიან. ჩვენი ყოველი დღე “ქეთო და კოტეს” ძახილით იწყება. სტუმრად სიარულიც ძალიან უყვარს და როცა ვახერხებ, სულ დამყავს. ჩვენ რომ გვსტუმრობენ, ეგეც უხარია.

მინდა, სოფელში მქონდეს პატარა და კოხტა სახლი ეზოთი, სადაც დედას, დეიდასა და პაატას წავიყვან. ჰაერზე, ყვავილებსა და სიმწვანეში მეყოლებოდნენ და სადაც დასვენების საშუალება მომეცემოდა. ეს არის ჩემი ოცნება.“ - ვკითხულობთ დარეჯანთან ერთი წლის წინანდელ ინტერვიუში.

როგორ მორთო მელანიამ საახალწლოდ თეთრი სახლი - პირველი ლედის სტილი და დეკორაციების თვალისმომჭრელი სიკაშკაშე (ფოტოები)

ჯო ბაიდენს საკუთარ ძაღლთან თამაშის დროს ფეხი აუცურდა და მცირე მოტეხილობები აღენიშნება - როგორ გამოეხმაურა დონალდ ტრამპი მომხდარს

რვა შვილის დედა, რომელმაც კოვიდი გადაიტანა, ინფიცირებულებს გადასხმისთვის სახლში აკითხავს - "იამაყეთ ჩვენი დროის გმირით"