პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემს ფიგურას იღებთ ყველა, როგორც ლიდერს, თუ არა... - სააკაშვილის ეს განცხადება ულტიმატუმს წააგავს" - ექსპერტები ექსპრეზიდენტის შესაძლო ჩამოსვლასა და ბოლო დღეების მოვლენებზე
"ჩემს ფიგურას იღებთ ყველა, როგორც ლიდერს, თუ არა... - სააკაშვილის ეს განცხადება ულტიმატუმს წააგავს" - ექსპერტები ექსპრეზიდენტის შესაძლო ჩამოსვლასა და ბოლო დღეების მოვლენებზე

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს თუ ჩა­მოს­ვლა უნდა, ჩა­მო­ვი­დეს, ოპო­ზი­ცი­ის თხოვ­ნა არა­ფერ შუ­ა­ში არაა, ოპო­ზი­ცი­უ­რი ერ­თო­ბა ისე­დაც საკ­მა­ოდ მყი­ფეა, - ასე აფა­სებს პო­ლი­ტო­ლო­გი ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძე „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას, სა­დაც ის ამ­ბობს, რომ თუ ოპო­ზი­ცია მის სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლას მო­ი­თხოვს, ის ოპო­ზი­ცი­ურ ერ­თო­ბას არ და­არ­ღვევს.

ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ოპო­ზი­ცი­ამ რომც მო­ი­თხო­ვოს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის დაბ­რუ­ნე­ბა, ის სა­ქარ­თვე­ლო­ში ვერ ჩა­მო­ვა.

„მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს ლე­გა­ლუ­რი დაბ­რუ­ნე­ბის რა უფ­ლე­ბა აქვს არ ვიცი. მას სას­ჯე­ლი აქვს მის­ჯი­ლი და ეს არა­ვის გა­უ­უქ­მე­ბია. ოპო­ზი­ცია რას გა­და­წყვეტს სა­ა­კაშ­ვი­ლის ჩა­მოს­ვლას, მანდ გან­ცხა­დე­ბე­ბის სხვა კონ­ტექ­სტია.

რო­გორც ვხე­დავ, ოპო­ზი­ცი­ამ უნდა მი­მარ­თოს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს ჩა­მოს­ვლა­ზე, სა­ა­კაშ­ვი­ლი კი თვლის, რომ ეს მი­მარ­თვა აქ­ტი­უ­რი აღი­ა­რე­ბაა იმის, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რი იქ­ნე­ბა.

თუ ჩა­მოს­ვლა უნდა, უნდა ჩა­მო­ვი­დეს. ოპო­ზი­ცი­ის თხოვ­ნა არა­ფერ შუ­ა­ში არ არის. ოპო­ზი­ცი­უ­რი ერ­თო­ბა ისე­დაც საკ­მა­ოდ მყი­ფეა. ვერ ჩა­მო­ვა და ამა­შია საქ­მე. ოპო­ზი­ცია არ მო­ი­თხოვს მის ჩა­მოს­ვლას, ცხა­დია, გარ­და იმ პარ­ტი­ე­ბი­სა, ვინც „ძალა ერ­თო­ბა­შია“ მაგ­რამ, რომც მო­ი­თხო­ვონ, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ვერ ჩა­მო­ვა და არც ჩა­მო­ვა.

მე­ო­რეც, ოპო­ზი­ცი­ის ერ­თო­ბა ასე დიდ­ხანს მა­ინც არ გაგ­რძელ­დე­ბა. შე­საძ­ლოა, ისი­ნი ყვე­ლა­ნი თა­ნახ­მა იყ­ვნენ და არ შე­ვიდ­ნენ პარ­ლა­მენ­ტში, მაგ­რამ ეს არ ნიშ­ნავს, რომ ისი­ნი ყვე­ლა­ნი ერთ აზ­რზე არი­ან, გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ა­კაშ­ვილ­თან მი­მარ­თე­ბა­ში“, - გა­ნა­ცხა­და ძა­ბი­რა­ძემ.

პო­ლი­ტო­ლოგ რა­მაზ საყ­ვა­რე­ლი­ძის შე­ფა­სე­ბით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა ულ­ტი­მა­ტუმს წა­ა­გავს. რო­გორც რა­მაზ საყ­ვა­რე­ლი­ძემ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და, მი­ი­ღებს თუ არა ოპო­ზი­ცია სა­ა­კაშ­ვი­ლის ამ ულ­ტი­მა­ტუმს, სა­უ­ბა­რი რთუ­ლია, „რად­გან, თა­ვის­თა­ვად ოპო­ზი­ცი­ის მდგო­მა­რე­ო­ბაა რთუ­ლი“.

„სი­მარ­თლე გი­თხრათ, ვერ გა­ვი­გე, სა­ი­დან და­ას­კვნა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა, რომ დაბ­რუ­ნე­ბის უფ­ლე­ბა აქვს. შე­იძ­ლე­ბა იფიქ­რა, რად­გან ახლა ჯერ ერთი პარ­ლა­მენ­ტი არ შე­წყვე­ტი­ლა და მე­ო­რე არ და­წყე­ბუ­ლა, ამი­ტომ, კა­ნო­ნე­ბი არ მოქ­მე­დებს. ალ­ბათ, არ არის გა­სახ­სე­ნე­ბე­ლი ის, რომ სა­მარ­თალ­დაც­ვა ამ სა­კი­თხე­ბის­გან და­მო­უ­კი­დე­ბე­ლია და სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა ვის­ზე­დაც ხორ­ცი­ელ­დე­ბა, ის გაგ­რძელ­დე­ბა. სა­ა­კაშ­ვი­ლის მიერ ოპო­ზი­ცი­ი­სად­მი გა­კე­თე­ბულ რეპ­ლი­კა­ში „მე თქვენს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს ველი“ ალ­ბათ, მეტ­ნაკ­ლე­ბად აი­სა­ხა ნიკა მე­ლი­ა­სა და გუ­ბაზ სა­ნი­კი­ძეს შო­რის მომ­ხდა­რი ცნო­ბი­ლი კა­მა­თი. სა­ვა­რა­უ­დოდ, ოპო­ზი­ცი­ას მი­ა­ნიშ­ნა ის, რომ თუ ერ­თი­ა­ნო­ბა არ იქ­ნე­ბა, მა­შინ ჩემი ად­გი­ლი იქ არ არი­სო. ეს უფრო ულ­ტი­მა­ტუმს წა­ა­გავს, რომ თქვენს და­სახ­მა­რებ­ლად ჩემი ჩა­მოს­ვლა ისევ თქვენ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, თუ არა­და, ჩემი იმე­დი ნუ გექ­ნე­ბა­თო. ჩა­მოს­ვლა პი­რო­ბი­თი ცნე­ბაა, ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში, ალ­ბათ არ ჩა­მო­ვა, უბ­რა­ლოდ, უნდა, რომ ოპო­ზი­ცი­ის ერ­თი­ა­ნი მხარ­და­ჭე­რა ასე­თი ულ­ტი­მა­ტუ­მის ტი­პის შთა­ვა­ზე­ბით მო­ი­პო­ვოს. ჩემს ფი­გუ­რას იღებთ ყვე­ლა, რო­გორც ლი­დერს, თუ არა - და­ახ­ლო­ე­ბით ასე­თი ში­ნა­არ­სი აქვს ამ ულ­ტი­მა­ტუმს. მი­ი­ღებს, თუ არა ოპო­ზი­ცია ამ ულ­ტი­მა­ტუმს, ამა­ზე არ ვიცი რა გი­თხრათ, რად­გან, თა­ვის­თა­ვად ოპო­ზი­ცი­ის მდგო­მა­რე­ო­ბაა რთუ­ლი. გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცია, ცხრა პარ­ტია ვერ ქმნის იმ, წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას, რო­მელ­საც აზრი უნდა ჰქონ­დეს. რო­დე­საც გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცია 1000 კა­ცამ­დე ვერ კრებს თა­ვის მომ­ხრე­ებს და იმ ათას­ნა­ირ­საც მიშა და­ე­მა­ტე­ბა თუ არა, რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს?! მი­თუ­მე­ტეს მა­შინ, როცა სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნის პუნ­ქტი სა­ა­კაშ­ვილს არ ეხ­სნე­ბა. აღ­მოჩ­ნდე­ბა, რომ ის რის­კის ქვეშ მო­უ­ახ­ლოვ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვარს და ისე­თი ნე­ბი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს­კენ წა­მოს­ვლა, რა ინ­ტო­ნა­ცი­ი­თაც თვი­თონ ლა­პა­რა­კობს, ალ­ბათ არ იქ­ნე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და საყ­ვა­რე­ლი­ძემ.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტმა, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა, რომ­ლი­თაც მან ოპო­ზი­ცი­ას მი­მა­არ­თა.

„მე­გობ­რე­ბო, ჩემი სი­ცო­ცხლე ჩემს ქვე­ყა­ნას ეკუთ­ვნის, თუ ყვე­ლა ერ­თად გა­და­წყვეტთ, თუ ოპო­ზი­ცია გა­და­წყვეტს და ჩემი ჩა­მოს­ვლით ხელს არ შე­ვუშ­ლი, რა თქმა უნდა, სა­ნამ მათი პარ­ლა­მენ­ტის ინა­უ­გუ­რა­ცია იქ­ნე­ბა, რე­ი­სე­ბი არის, ლე­გა­ლუ­რი უფ­ლე­ბა მაქვს დაბ­რუ­ნე­ბის, ბი­ლეთს ავი­ღებ, მო­ვიწ­ვევ, ვი­საც ჩემ­თან ერ­თად უნდა წა­მოს­ვლა, მაგ­რამ მე თქვენს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს ველი. არ მინ­და და­ვარ­ღვიო ოპო­ზი­ცი­ის ერ­თი­ა­ნო­ბა, ამა­ვე დროს ყვე­ლა ჩემი ინ­სტინ­ქტი და გული მე­უბ­ნე­ბა, რომ ეს უნდა გა­ვა­კე­თო. იმე­დია იმ დრო­ის­თვის საკ­მა­რი­სად ძლი­ე­რე­ბი იქ­ნე­ბით, რომ მათ ჩემ­თვის ხე­ლის შეშ­ლა ვერ შეძ­ლონ“, - აღ­ნიშ­ნა სა­ა­კაშ­ვილ­მა.

ბოლო დღებ­ში პრო­ცე­სე­ბის რა­დი­კა­ლი­ზა­ცი­ა­ზე სრულ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ხე­ლი­სუფ­ლე­ბას აკის­რებს ექ­სპერ­ტი ხა­თუ­ნა ლა­გა­ზი­ძე.

"ორი დღის წინ ცეს­კოს­თან გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი, სამ­წუ­ხა­როდ, იყო ლო­გი­კუ­რი გაგ­რძე­ლე­ბა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ აბ­სო­ლუ­ტუ­რად მცდა­რი და და­მან­გრე­ვე­ლი 8- წლი­ა­ნი პო­ლი­ტი­კის, რო­მე­ლიც გა­მო­ი­ხა­ტე­ბო­და სა­კუ­თა­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ერ­თმა­ნე­თის მი­მართ მტრულ ნა­წი­ლე­ბად და­ყო­ფა­ში. „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ყვე­ლა­ფერს აკე­თებს რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა და­ყოს თა­ვი­სი­ა­ნე­ბად და „ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბად“, ამი­თი შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი­ყო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, ის ცუ­დია მაგ­რამ მე იმა­ზე ნაკ­ლე­ბად ცუდი ვარ. ცუდ­სა და უა­რეს შო­რის გვა­კე­თე­ბი­ნებ­და არ­ჩე­ვანს ამ 8 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. პრო­ცე­სე­ბის რა­დი­კა­ლი­ზა­ცია, რა­საც ვხე­დავთ, თა­ვი­დან ბო­ლომ­დე „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ კი­სერ­ზეა“, - გა­ნა­ცხა­და ლა­გა­ზი­ძემ.

ხა­თუ­ნა ლა­გა­ზი­ძის თქმით, ოპო­ზი­ცი­ის მხრი­დან ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ზე წას­ვლა თა­მარ ჟვა­ნი­ას თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ყოფ­ნის დროს, ოპო­ზი­ცი­ის­თვის „თავ­ზე ნაც­რის წაყ­რა­აა“.

„თა­მარ ჟვა­ნი­ას გა­და­ყე­ნე­ბა უნდა იყოს მთა­ვა­რი მო­თხოვ­ნა. თა­მარ ჟვა­ნი­ას თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე დარ­ჩე­ნის პი­რო­ბებ­ში ოპო­ზი­ცი­ის მხრი­დან რა­ი­მე ტი­პის მო­ლა­პა­რა­კე­ბა­ზე წას­ვლა იქ­ნე­ბა მხო­ლოდ თავ­ზე ნაც­რის წაყ­რა, თა­ვის და ამომ­რჩევ­ლის მო­ტყუ­ე­ბის მცდე­ლო­ბა.

„ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ხელ­ში, თა­მარ ჟვა­ნია უსირ­ცხვი­ლო­ბის, უსინ­დი­სო­ბის და სა­კუ­თა­რი ხალ­ხის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის სიმ­ბო­ლოდ იქცა.

პირ­ვე­ლი რი­გის ამო­ცა­ნა უნდა იყოს თა­მარ ჟვა­ნი­ას გა­და­ყე­ნე­ბა. შემ­დეგ პრო­ცე­სე­ბი უნდა გაგ­რძელ­დეს მო­ლა­პა­რა­კე­ბის მა­გი­და­ზე, არა გა­ყალ­ბე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბის გა­დათ­ვლის მო­თხოვ­ნით, არა­მედ ხე­ლა­ხა­ლი არ­ჩევ­ნე­ბის და­ნიშ­ვნის პი­რო­ბით“, - გა­ნა­ცხა­და ლა­გა­ზი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 30 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ხათუნა ლაგაზიძეს
222

ქ-ნო ხათუნა, გეკითხებით - გაერთიანებული ოპოზიცია, სადაც მგონი 9 პარტია შედის, მიტინგზე 6000 კაცზე მეტს ვერ კრეფს, მთელს საქართველოში, 27 % როგორ აიღებდა? ანუუუუ ნაცმა თამარ ჟვანიამ ნაცების სასარგებლოდ გააყალბა არჩევნები!!!!!

ველი პასუხს.

არ დაბლოკოთ.

არ

ზურაბი
76

პირველი-ქალბატონი ლაგაზიძის ექსპერტობა უხერხული ნათქვამია მას ალბათ მალე გადაუვლის ოცნებისგან მისი პერსონის უარყოფით მიღებული გადაწყვეტილება და დაუბრუნდება ადექვატური შეფასების ფარგლებს.

მეორე-მიშას სქართველოში შემოსვლა ნიშნავს საზღვარზევე მის დაპატიმრებას და საპატიმროში განწესებას თან არა ერთი წლით ესაა რეალობა და მიშამაც იცის ამიტომ ის ჩამომსვლელი არ არის

მესამე-მიშას ციხეში ყოფნა ოპოზიციის დიდ ნაწილს მათ შორის ვითომ მიშას ოპონენტ ოპოზიციონერთა ნაწილსაც ბურჯანაძე ბესელია ელისაშვილს დააკავებს მიშას პოლიტიკურ პატიმრად შერაცხვის და განთავისუფლების მოთხოვნის აქტივობით ამიტომ არჩევნების თემა ქვედა პლანზე დაიწევს თუმც მგონი ოპოზიციას ეს მოცემულიბა ხელს აძლაევს ვინაიდან მათი სამართლებრივად უვარგისი მოთხოვნის აბსურდულობას გრძნობენ

ბოკერიას გუნდმა შეიძლება ზემოთ ნახსენებ პერსონებთან ერთად კარტ-ბლანში მისცენ მიშას საკითხს და სთქვან რომ ეს ერთობას არ დააზიანებს მაგრამ მიშა ვერ გაბედავს ჩამოსვლას რადგან ეს მისი სტილი არ არის საკანში მიშა განულდება

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"ჩემს ფიგურას იღებთ ყველა, როგორც ლიდერს, თუ არა... - სააკაშვილის ეს განცხადება ულტიმატუმს წააგავს" - ექსპერტები ექსპრეზიდენტის შესაძლო ჩამოსვლასა და ბოლო დღეების მოვლენებზე

"ჩემს ფიგურას იღებთ ყველა, როგორც ლიდერს, თუ არა... - სააკაშვილის ეს განცხადება ულტიმატუმს წააგავს" - ექსპერტები ექსპრეზიდენტის შესაძლო ჩამოსვლასა და ბოლო დღეების მოვლენებზე

მიხეილ სააკაშვილს თუ ჩამოსვლა უნდა, ჩამოვიდეს, ოპოზიციის თხოვნა არაფერ შუაში არაა, ოპოზიციური ერთობა ისედაც საკმაოდ მყიფეა, - ასე აფასებს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე „ინტერპრესნიუსთან“ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ თუ ოპოზიცია მის საქართველოში ჩამოსვლას მოითხოვს, ის ოპოზიციურ ერთობას არ დაარღვევს.

ვახტანგ ძაბირაძის განცხადებით, ოპოზიციამ რომც მოითხოვოს მიხეილ სააკაშვილის დაბრუნება, ის საქართველოში ვერ ჩამოვა.

„მიხეილ სააკაშვილს ლეგალური დაბრუნების რა უფლება აქვს არ ვიცი. მას სასჯელი აქვს მისჯილი და ეს არავის გაუუქმებია. ოპოზიცია რას გადაწყვეტს სააკაშვილის ჩამოსვლას, მანდ განცხადებების სხვა კონტექსტია.

როგორც ვხედავ, ოპოზიციამ უნდა მიმართოს მიხეილ სააკაშვილს ჩამოსვლაზე, სააკაშვილი კი თვლის, რომ ეს მიმართვა აქტიური აღიარებაა იმის, რომ სააკაშვილი გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი იქნება.

თუ ჩამოსვლა უნდა, უნდა ჩამოვიდეს. ოპოზიციის თხოვნა არაფერ შუაში არ არის. ოპოზიციური ერთობა ისედაც საკმაოდ მყიფეა. ვერ ჩამოვა და ამაშია საქმე. ოპოზიცია არ მოითხოვს მის ჩამოსვლას, ცხადია, გარდა იმ პარტიებისა, ვინც „ძალა ერთობაშია“ მაგრამ, რომც მოითხოვონ, დარწმუნებული ვარ, ვერ ჩამოვა და არც ჩამოვა.

მეორეც, ოპოზიციის ერთობა ასე დიდხანს მაინც არ გაგრძელდება. შესაძლოა, ისინი ყველანი თანახმა იყვნენ და არ შევიდნენ პარლამენტში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი ყველანი ერთ აზრზე არიან, განსაკუთრებით სააკაშვილთან მიმართებაში“, - განაცხადა ძაბირაძემ.

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის განცხადება ულტიმატუმს წააგავს. როგორც რამაზ საყვარელიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მიიღებს თუ არა ოპოზიცია სააკაშვილის ამ ულტიმატუმს, საუბარი რთულია, „რადგან, თავისთავად ოპოზიციის მდგომარეობაა რთული“.

„სიმართლე გითხრათ, ვერ გავიგე, საიდან დაასკვნა მიხეილ სააკაშვილმა, რომ დაბრუნების უფლება აქვს. შეიძლება იფიქრა, რადგან ახლა ჯერ ერთი პარლამენტი არ შეწყვეტილა და მეორე არ დაწყებულა, ამიტომ, კანონები არ მოქმედებს. ალბათ, არ არის გასახსენებელი ის, რომ სამართალდაცვა ამ საკითხებისგან დამოუკიდებელია და სამართლებრივი დევნა ვისზედაც ხორციელდება, ის გაგრძელდება. სააკაშვილის მიერ ოპოზიციისადმი გაკეთებულ რეპლიკაში „მე თქვენს გადაწყვეტილებებს ველი“ ალბათ, მეტნაკლებად აისახა ნიკა მელიასა და გუბაზ სანიკიძეს შორის მომხდარი ცნობილი კამათი. სავარაუდოდ, ოპოზიციას მიანიშნა ის, რომ თუ ერთიანობა არ იქნება, მაშინ ჩემი ადგილი იქ არ არისო. ეს უფრო ულტიმატუმს წააგავს, რომ თქვენს დასახმარებლად ჩემი ჩამოსვლა ისევ თქვენზეა დამოკიდებული, თუ არადა, ჩემი იმედი ნუ გექნებათო. ჩამოსვლა პირობითი ცნებაა, ნებისმიერ შემთხვევაში, ალბათ არ ჩამოვა, უბრალოდ, უნდა, რომ ოპოზიციის ერთიანი მხარდაჭერა ასეთი ულტიმატუმის ტიპის შთავაზებით მოიპოვოს. ჩემს ფიგურას იღებთ ყველა, როგორც ლიდერს, თუ არა - დაახლოებით ასეთი შინაარსი აქვს ამ ულტიმატუმს. მიიღებს, თუ არა ოპოზიცია ამ ულტიმატუმს, ამაზე არ ვიცი რა გითხრათ, რადგან, თავისთავად ოპოზიციის მდგომარეობაა რთული. გაერთიანებული ოპოზიცია, ცხრა პარტია ვერ ქმნის იმ, წინააღმდეგობას, რომელსაც აზრი უნდა ჰქონდეს. როდესაც გაერთიანებული ოპოზიცია 1000 კაცამდე ვერ კრებს თავის მომხრეებს და იმ ათასნაირსაც მიშა დაემატება თუ არა, რა მნიშვნელობა აქვს?! მითუმეტეს მაშინ, როცა სამართლებრივი დევნის პუნქტი სააკაშვილს არ ეხსნება. აღმოჩნდება, რომ ის რისკის ქვეშ მოუახლოვდება საქართველოს საზღვარს და ისეთი ნებიერი საქართველოსკენ წამოსვლა, რა ინტონაციითაც თვითონ ლაპარაკობს, ალბათ არ იქნება“, - განაცხადა საყვარელიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განცხადება გააკეთა, რომლითაც მან ოპოზიციას მიმაართა.

„მეგობრებო, ჩემი სიცოცხლე ჩემს ქვეყანას ეკუთვნის, თუ ყველა ერთად გადაწყვეტთ, თუ ოპოზიცია გადაწყვეტს და ჩემი ჩამოსვლით ხელს არ შევუშლი, რა თქმა უნდა, სანამ მათი პარლამენტის ინაუგურაცია იქნება, რეისები არის, ლეგალური უფლება მაქვს დაბრუნების, ბილეთს ავიღებ, მოვიწვევ, ვისაც ჩემთან ერთად უნდა წამოსვლა, მაგრამ მე თქვენს გადაწყვეტილებებს ველი. არ მინდა დავარღვიო ოპოზიციის ერთიანობა, ამავე დროს ყველა ჩემი ინსტინქტი და გული მეუბნება, რომ ეს უნდა გავაკეთო. იმედია იმ დროისთვის საკმარისად ძლიერები იქნებით, რომ მათ ჩემთვის ხელის შეშლა ვერ შეძლონ“, - აღნიშნა სააკაშვილმა.

ბოლო დღებში პროცესების რადიკალიზაციაზე სრულ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე.

"ორი დღის წინ ცესკოსთან განვითარებული მოვლენები, სამწუხაროდ, იყო ლოგიკური გაგრძელება „ქართული ოცნების“ აბსოლუტურად მცდარი და დამანგრეველი 8- წლიანი პოლიტიკის, რომელიც გამოიხატებოდა საკუთარი საზოგადოების ერთმანეთის მიმართ მტრულ ნაწილებად დაყოფაში. „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს რომ საზოგადოება დაყოს თავისიანებად და „ნაციონალებად“, ამითი შენარჩუნებულიყო ხელისუფლებაში, ის ცუდია მაგრამ მე იმაზე ნაკლებად ცუდი ვარ. ცუდსა და უარეს შორის გვაკეთებინებდა არჩევანს ამ 8 წლის განმავლობაში. პროცესების რადიკალიზაცია, რასაც ვხედავთ, თავიდან ბოლომდე „ქართული ოცნების“ კისერზეა“, - განაცხადა ლაგაზიძემ.

ხათუნა ლაგაზიძის თქმით, ოპოზიციის მხრიდან ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებზე წასვლა თამარ ჟვანიას თანამდებობაზე ყოფნის დროს, ოპოზიციისთვის „თავზე ნაცრის წაყრააა“.

„თამარ ჟვანიას გადაყენება უნდა იყოს მთავარი მოთხოვნა. თამარ ჟვანიას თანამდებობაზე დარჩენის პირობებში ოპოზიციის მხრიდან რაიმე ტიპის მოლაპარაკებაზე წასვლა იქნება მხოლოდ თავზე ნაცრის წაყრა, თავის და ამომრჩევლის მოტყუების მცდელობა.

„ქართული ოცნების“ ხელში, თამარ ჟვანია უსირცხვილობის, უსინდისობის და საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლოდ იქცა.

პირველი რიგის ამოცანა უნდა იყოს თამარ ჟვანიას გადაყენება. შემდეგ პროცესები უნდა გაგრძელდეს მოლაპარაკების მაგიდაზე, არა გაყალბებული არჩევნების შედეგების გადათვლის მოთხოვნით, არამედ ხელახალი არჩევნების დანიშვნის პირობით“, - განაცხადა ლაგაზიძემ.

რამდენად რეალურია და რას შეცვლიდა აშშ-ის მუდმივი სამხედრო ყოფნა საქართველოში?

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი

PACE-ს დამკვირვებლები ყველა პოლიტიკურ პარტიას მოუწოდებენ დაიკავონ თავიანთი ადგილები პარლამენტში