მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მთავარი პერსონაჟების პროტოტიპები მე და ჩემი მეუღლე ვართ“ - აკრძალული სიყვარულის ისტორია რომანში „ალფას ვიბრაცია“
"მთავარი პერსონაჟების პროტოტიპები მე და ჩემი მეუღლე ვართ“ - აკრძალული სიყვარულის ისტორია რომანში „ალფას ვიბრაცია“

ადა­მი­ა­ნე­ბის ნა­წილს იმ­დე­ნად სჯე­რა ბე­დის­წე­რის, რომ ყველ­გან და ყვე­ლა­ფერ­ში მის ნიშ­ნებს ეძებს. ამ მი­ნიშ­ნე­ბე­ბის ძი­ე­ბამ შე­იძ­ლე­ბა სა­ბერ­ძნე­თის ზღვის­პი­რა სო­ფელ­შიც კი წა­იყ­ვა­ნოს... თა­ნაც ქორ­წი­ლამ­დე ორი თვით ადრე.

ასე გარ­ბის ახალ­გაზ­რდა მწე­რა­ლი ქალი ან­თია, რო­მე­ლიც ნინო ამი­რე­ჯი­ბის რო­მა­ნის „ალ­ფას ვიბ­რა­ცია“ მთა­ვა­რი გმი­რია. ავ­ტო­რი სწო­რედ ამ რო­მა­ნით გახ­და­ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კონ­კურ­სის „გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი 2019“ რჩე­უ­ლი.

„ალ­ფას ვიბ­რა­ცია“ ჩემ­თვის სა­ე­ტა­პო ტექ­სტია, რო­მელ­მაც რა­დი­კა­ლუ­რად შეც­ვა­ლა ჩემი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ვექ­ტო­რი“, - ამ­ბობს ნინო ამი­რე­ჯი­ბი და თა­ვი­სი რო­მა­ნის შე­სა­ხებ გვე­სა­უბ­რე­ბა:

რო­დის და­ი­წყეთ წერა და რამ შთა­გა­გო­ნათ?

წერა და­ახ­ლო­ე­ბით სკო­ლის პე­რი­ოდ­ში და­ვი­წყე. დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში, მხო­ლოდ ჩემ­თვის ვწერ­დი და არ მი­ფიქ­რია, რომ სა­ჭი­რო იყო ეს ჩა­ნა­წე­რე­ბი ვინ­მეს ენა­ხა. რამ­დე­ნი­მე წლის წინ ერთ-ერთ ლი­ტე­რა­ტუ­რულ კონ­კურ­სში გა­უ­ბე­და­ვად გავ­გზავ­ნე ჩემი მო­თხრო­ბა, რო­მე­ლიც წლის სა­უ­კე­თე­სო ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის კრე­ბულ­ში მოხ­ვდა. ეს სა­სი­ა­მოვ­ნო მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბა იყო. მა­შინ პირ­ვე­ლად დავ­ფიქ­რდი, რომ რა­საც ტექ­სტებ­ში ვყვე­ბო­დი, ჩემ გარ­და, სხვა ადა­მი­ა­ნებ­საც აინ­ტე­რე­სებ­დათ.

რა გახ­და შთა­გო­ნე­ბის წყა­რო თქვე­ნი რო­მა­ნის­თვის?

რო­მან­ში „ალ­ფას ვიბ­რა­ცია“ ბევ­რი რამ რე­ა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბი­დან არის აღე­ბუ­ლი, თუმ­ცა სად გა­დის ზღვა­რი რე­ა­ლურ და ირე­ა­ლურ სამ­ყა­როს შო­რის, არც თუ ისე იოლი სათ­ქმე­ლია. ნა­წი­ლობ­რივ, წიგ­ნის მთა­ვა­რი პერ­სო­ნა­ჟე­ბის პრო­ტო­ტი­პე­ბი მე და ჩემი მე­უღ­ლე (პო­ე­ტი, ზუ­რაბ რთვე­ლი­აშ­ვი­ლი) ვართ. ან­თია ახალ­გაზ­რდა მწე­რა­ლია, რო­მე­ლიც ერთ დღე­საც ხვდე­ბა, რომ მთე­ლი მისი ცხოვ­რე­ბა სრუ­ლი აბ­სურ­დია. დრო­ე­ბით ტო­ვებს ყვე­ლა­ფერს და სა­ბერ­ძნეთ­ში, წმინ­და პე­ლა­გი­ას ზღვის­პი­რა სო­ფელ­ში გა­ურ­ბის სპექ­ტაკ­ლის სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რომ­ლის ნა­წი­ლიც, რა თქმა უნდა, თვი­თო­ნაც არის. წიგნ­ში შე­სუ­ლი სა­ფოს­ტო წე­რი­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, რო­მელ­საც ან­თია სა­ბერ­ძნეთ­ში გაც­ნო­ბილ პო­ეტს, ან­დრე­ის სწერს აკ­რძა­ლუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლის სა­ხე­ლით, იქ­მნე­ბა ისე­თი­ი­ლუ­ზია, რომ ეს მხო­ლოდ სა­სიყ­ვა­რუ­ლო ტექ­სტზე აგე­ბუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბია, სა­დაც მთა­ვა­რი გმი­რე­ბი თა­ვი­ანთ სა­სიყ­ვა­რუ­ლო თავ­გა­და­სავ­ლებს უყ­ვე­ბი­ან მკი­თხველს. თუმ­ცა ეს ასე არ არის.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რა­ტომ შე­არ­ჩი­ეთ სა­თა­უ­რად „ალ­ფას ვიბ­რა­ცია“. ხომ არ არის ეს გა­მო­ცა­ნა, რო­მე­ლიც მკი­თხველ­მა უნდა ამოხ­სნას?

წიგ­ნის სა­თა­ურს სიმ­ბო­ლუ­რი დატ­ვირ­თვა აქვს და თით­ქოს მთელს ტექსტს გას­დევს ფო­ნად. ალფა – რო­გორც ახა­ლი ეტა­პი, რო­გორც ახა­ლი ცნო­ბი­ე­რე­ბის სა­წყი­სი. თუ რო­გორ წარვმარ­თავთ ჩვენს ცხოვ­რე­ბას, ეს უკვე იმ უარ­ყო­ფით ან და­დე­ბით ტალ­ღებ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რომ­ლებ­საც ჩვე­ნი ეთე­რუ­ლი სხე­უ­ლი აი­რეკ­ლავს გარე სამ­ყა­როს­გან. იქ­ნებ, სწო­რედ ეს ვიბ­რა­ცი­ე­ბი გან­სა­ზღვრა­ვენ თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში შე­სა­ბა­მის მოვ­ლე­ნებს...

წიგ­ნი სულ ახ­ლა­ხან­გა­მო­ი­ცა. უკვე ხომ არ იღებთ მკი­თხვე­ლის­გან წე­რი­ლებს?

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რო­მარ არის დიდი დრო გა­სუ­ლი, რაც რო­მა­ნი წიგ­ნის მა­ღა­ზი­ებ­ში გა­მოჩ­ნდა, რამ­დე­ნი­მე თბი­ლი წე­რი­ლი უკვე მი­ვი­ღე, რაც ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნოა. ამ­ბო­ბენ, რომ გულ­წრფე­ლი ტექ­სტია, თუ ეს გულ­წრფე­ლო­ბა მარ­თლაც ჩანს, ძა­ლი­ან მი­ხა­რია.

რას ეტყო­დით მკი­თხველს, რო­მე­ლიც ახლა იწყებს თქვე­ნი რო­მა­ნის კი­თხვას?

ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, რთუ­ლია თა­ნა­მედ­რო­ვე მკი­თხველს სრუ­ლი­ად ახა­ლი რამ შეს­თა­ვა­ზო, რაც ჯერ არას­დროს თქმუ­ლა, თუნ­დაც სხვა ფორ­მით. ხან­და­ხან ტექ­სტი მხო­ლოდ და მხო­ლოდ სი­ტყვე­ბი­სა და წი­ნა­და­დე­ბე­ბის თა­მაშს ემ­სგავ­სე­ბა.

ვფიქ­რობ, მკი­თხველს ელო­დე­ბა სა­ინ­ტე­რე­სო თავ­გა­და­სა­ვა­ლი, სა­დაც შეხ­ვდე­ბი­ან გმი­რებს, რომ­ლე­ბიც ოც­ნე­ბო­ბენ, უყ­ვართ, სტკი­ვათ, სულს უხუ­თავთ გა­რე­მო, სა­დაც უწევთ ცხოვ­რე­ბა, მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად დაბ­რკო­ლე­ბე­ბი­სა, მა­ინც ირო­ნი­ულ პრიზ­მა­ში უყუ­რე­ბენ ყვე­ლა­ფერს და თან­და­თან თა­ვი­სუფ­ლდე­ბი­ან სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი და მო­რა­ლუ­რი პრაქ­ტი­კის­გან.

ახლა შე­მოქ­მე­დე­ბის რა ეტაპ­ზე ხართ, ახალ რო­მან­ზე ხომ არ მუ­შა­ობთ?

ამ­ჟა­მად, ვმუ­შა­ობ ახალ ლი­ტე­რა­ტუ­რულ პრო­ექ­ტზე, რო­მე­ლიც ორი­გი­ნა­ლურ ფორ­მატ­ში გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

ვფიქ­რობ, საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტი ქარ­თულ და ზო­გად ლი­ტე­რა­ტუ­რულ სივ­რცე­ში. ეს იდეა მე და ჩემს მე­უღ­ლეს და­ახ­ლო­ე­ბით ერთი წლის წინ გაგ­ვიჩ­ნდა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ ჩემი მე­უღ­ლე ცნო­ბი­ლი პო­ე­ტი და პერ­ფორ­მან­სარ­ტის­ტია, მე კი ძი­რი­თა­დად პრო­ზა­ში ვმუ­შა­ობ. ჩვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა მიზ­ნად ისა­ხავს არა მხო­ლოდ ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ტექ­სტის შექ­მნას, არა­მედ უფრო მე­ტად ინ­ტერ­დის­ციპ­ლი­ნა­რულ ხა­სი­ათს მი­ი­ღებს. ეს არ იქ­ნე­ბა მხო­ლოდ ექ­სპე­რი­მენ­ტა­ლუ­რი რო­მა­ნი, რო­მე­ლიც ვერ­ბა­ლუ­რი ჩარ­ჩო­ე­ბით შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა. ვფიქ­რობთ, ნა­წი­ლობ­რივ ტექ­სტი-პერ­ფორ­მან­სი გა­მო­ვა.

რო­მა­ნის "ალ­ფას ვიბ­რა­ცია" შე­ძე­ნა შე­საძ­ლე­ბე­ლია "ბიბ­ლუ­სის" ნე­ბის­მი­ერ ფი­ლი­ალ­ში.

გა­მო­წე­რის შემ­თხვე­ვა­ში, გა­და­დით ბმულ­ზე

ავტორი:

"მთავარი პერსონაჟების პროტოტიპები მე და ჩემი მეუღლე ვართ“ - აკრძალული სიყვარულის ისტორია რომანში „ალფას ვიბრაცია“

"მთავარი პერსონაჟების პროტოტიპები მე და ჩემი მეუღლე ვართ“ - აკრძალული სიყვარულის ისტორია რომანში „ალფას ვიბრაცია“

ადამიანების ნაწილს იმდენად სჯერა ბედისწერის, რომ ყველგან და ყველაფერში მის ნიშნებს ეძებს. ამ მინიშნებების ძიებამ შეიძლება საბერძნეთის ზღვისპირა სოფელშიც კი წაიყვანოს... თანაც ქორწილამდე ორი თვით ადრე.

ასე გარბის ახალგაზრდა მწერალი ქალი ანთია, რომელიც ნინო ამირეჯიბის რომანის „ალფას ვიბრაცია“ მთავარი გმირია. ავტორი სწორედ ამ რომანით გახდალიტერატურული კონკურსის „გახდი ბესტსელერის ავტორი 2019“ რჩეული.

„ალფას ვიბრაცია“ ჩემთვის საეტაპო ტექსტია, რომელმაც რადიკალურად შეცვალა ჩემი ლიტერატურული ვექტორი“, - ამბობს ნინო ამირეჯიბი და თავისი რომანის შესახებ გვესაუბრება:

როდის დაიწყეთ წერა და რამ შთაგაგონათ?

წერა დაახლოებით სკოლის პერიოდში დავიწყე. დიდი ხნის განმავლობაში, მხოლოდ ჩემთვის ვწერდი და არ მიფიქრია, რომ საჭირო იყო ეს ჩანაწერები ვინმეს ენახა. რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთ ლიტერატურულ კონკურსში გაუბედავად გავგზავნე ჩემი მოთხრობა, რომელიც წლის საუკეთესო ნაწარმოებების კრებულში მოხვდა. ეს სასიამოვნო მოულოდნელობა იყო. მაშინ პირველად დავფიქრდი, რომ რასაც ტექსტებში ვყვებოდი, ჩემ გარდა, სხვა ადამიანებსაც აინტერესებდათ.

რა გახდა შთაგონების წყარო თქვენი რომანისთვის?

რომანში „ალფას ვიბრაცია“ ბევრი რამ რეალური ცხოვრებიდან არის აღებული, თუმცა სად გადის ზღვარი რეალურ და ირეალურ სამყაროს შორის, არც თუ ისე იოლი სათქმელია. ნაწილობრივ, წიგნის მთავარი პერსონაჟების პროტოტიპები მე და ჩემი მეუღლე (პოეტი, ზურაბ რთველიაშვილი) ვართ. ანთია ახალგაზრდა მწერალია, რომელიც ერთ დღესაც ხვდება, რომ მთელი მისი ცხოვრება სრული აბსურდია. დროებით ტოვებს ყველაფერს და საბერძნეთში, წმინდა პელაგიას ზღვისპირა სოფელში გაურბის სპექტაკლის საზოგადოებას, რომლის ნაწილიც, რა თქმა უნდა, თვითონაც არის. წიგნში შესული საფოსტო წერილების მიუხედავად, რომელსაც ანთია საბერძნეთში გაცნობილ პოეტს, ანდრეის სწერს აკრძალული სიყვარულის სახელით, იქმნება ისეთიილუზია, რომ ეს მხოლოდ სასიყვარულო ტექსტზე აგებული ნაწარმოებია, სადაც მთავარი გმირები თავიანთ სასიყვარულო თავგადასავლებს უყვებიან მკითხველს. თუმცა ეს ასე არ არის.

საინტერესოა, რატომ შეარჩიეთ სათაურად „ალფას ვიბრაცია“. ხომ არ არის ეს გამოცანა, რომელიც მკითხველმა უნდა ამოხსნას?

წიგნის სათაურს სიმბოლური დატვირთვა აქვს და თითქოს მთელს ტექსტს გასდევს ფონად. ალფა – როგორც ახალი ეტაპი, როგორც ახალი ცნობიერების საწყისი. თუ როგორ წარვმართავთ ჩვენს ცხოვრებას, ეს უკვე იმ უარყოფით ან დადებით ტალღებზეა დამოკიდებული, რომლებსაც ჩვენი ეთერული სხეული აირეკლავს გარე სამყაროსგან. იქნებ, სწორედ ეს ვიბრაციები განსაზღვრავენ თითოეული ადამიანის ცხოვრებაში შესაბამის მოვლენებს...

წიგნი სულ ახლახანგამოიცა. უკვე ხომ არ იღებთ მკითხველისგან წერილებს?

მიუხედავად იმისა, რომარ არის დიდი დრო გასული, რაც რომანი წიგნის მაღაზიებში გამოჩნდა, რამდენიმე თბილი წერილი უკვე მივიღე, რაც ძალიან სასიამოვნოა. ამბობენ, რომ გულწრფელი ტექსტია, თუ ეს გულწრფელობა მართლაც ჩანს, ძალიან მიხარია.

რას ეტყოდით მკითხველს, რომელიც ახლა იწყებს თქვენი რომანის კითხვას?

ხშირ შემთხვევაში, რთულია თანამედროვე მკითხველს სრულიად ახალი რამ შესთავაზო, რაც ჯერ არასდროს თქმულა, თუნდაც სხვა ფორმით. ხანდახან ტექსტი მხოლოდ და მხოლოდ სიტყვებისა და წინადადებების თამაშს ემსგავსება.

ვფიქრობ, მკითხველს ელოდება საინტერესო თავგადასავალი, სადაც შეხვდებიან გმირებს, რომლებიც ოცნებობენ, უყვართ, სტკივათ, სულს უხუთავთ გარემო, სადაც უწევთ ცხოვრება, მაგრამ მიუხედავად დაბრკოლებებისა, მაინც ირონიულ პრიზმაში უყურებენ ყველაფერს და თანდათან თავისუფლდებიან საზოგადოებაში დამკვიდრებული სოციალური და მორალური პრაქტიკისგან.

ახლა შემოქმედების რა ეტაპზე ხართ, ახალ რომანზე ხომ არ მუშაობთ?

ამჟამად, ვმუშაობ ახალ ლიტერატურულ პროექტზე, რომელიც ორიგინალურ ფორმატში განხორციელდება.

ვფიქრობ, საკმაოდ საინტერესო პროექტი ქართულ და ზოგად ლიტერატურულ სივრცეში. ეს იდეა მე და ჩემს მეუღლეს დაახლოებით ერთი წლის წინ გაგვიჩნდა. მოგეხსენებათ, რომ ჩემი მეუღლე ცნობილი პოეტი და პერფორმანსარტისტია, მე კი ძირითადად პროზაში ვმუშაობ. ჩვენი თანამშრომლობა მიზნად ისახავს არა მხოლოდ ლიტერატურული ტექსტის შექმნას, არამედ უფრო მეტად ინტერდისციპლინარულ ხასიათს მიიღებს. ეს არ იქნება მხოლოდ ექსპერიმენტალური რომანი, რომელიც ვერბალური ჩარჩოებით შემოიფარგლება. ვფიქრობთ, ნაწილობრივ ტექსტი-პერფორმანსი გამოვა.

რომანის "ალფას ვიბრაცია" შეძენა შესაძლებელია "ბიბლუსის" ნებისმიერ ფილიალში.

გამოწერის შემთხვევაში, გადადით ბმულზე

ვინ იყო „საფრანგეთის ქართველი გმირი“, რომელსაც შარლ დე გოლმა საფრანგეთის სიამაყე უწოდა

9 ნოემბრიდან სერია „ქართველი მეფეების“ ბოლო ტომი გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად

ამბავი ქალზე, რომელმაც საკონცენტრაციო ბანაკიდან თავის დაღწევა შეძლო - უილიამ სტაირონის „სოფის არჩევანი“