სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ გვინდა აღმოვჩნდეთ იმ ვითარებაში, როცა ექიმს პაციენტებს შორის მოუწევს არჩევანის გაკეთება" - რას სთხოვენ ექიმები საზოგადოებას (უმძიმესი ფოტოები რეანიმაციიდან)
"არ გვინდა აღმოვჩნდეთ იმ ვითარებაში, როცა ექიმს პაციენტებს შორის მოუწევს არჩევანის გაკეთება" - რას სთხოვენ ექიმები საზოგადოებას (უმძიმესი ფოტოები რეანიმაციიდან)

უკვე რამ­დე­ნი­მე თვეა ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ურ­თუ­ლე­სი გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე დგა­ნან და გამძვინ­ვა­რე­ბულ სა­უ­კუ­ნის ჭირს ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლეს სტა­ცე­ბენ ხე­ლი­დან. ისი­ნი ამას ხში­რად სა­კუ­თა­რი ჯან­მრთე­ლო­ბის და სი­ცო­ცხლის ფა­სად აკე­თე­ბენ. დრომ გა­მო­ა­ჩი­ნა დრო­ის გმი­რე­ბი - ჩვე­ნი ექი­მე­ბი, რომ­ლებ­საც 24-სა­ა­თი­ა­ნი ეკი­პი­რე­ბით ყვე­ლა­ზე მძი­მე და კრი­ტი­კულ კო­ვიდ­პა­ცი­ენ­ტებ­თან აქვთ საქ­მე. ეს ის ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სია, რო­მელ­ზეც ჩვე­ნი ყოფ­ნა-არ­ყოფ­ნა ისეა დღეს და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რო­გორც არას­დროს.

ambebi.ge დღეს ორ მათ­განს წარ­მო­გიდ­გენთ, რომ­ლე­ბიც ეპი­დე­მი­ო­ლო­გებ­თან ერ­თად, კი­დევ ერთხელ სთხო­ვენ მო­სახ­ლე­ო­ბას გა­უფრ­თხილ­დნენ ერ­თმა­ნე­თის სი­ცო­ცხლეს.

  • "ამა­სო­ბა­ში ბევ­რი მედ­პერ­სო­ნა­ლი და­ინ­ფი­ცირ­და და ეს მო­სა­ლოდ­ნე­ლიც იყო, ექი­მი და ექთა­ნიც ადა­მი­ა­ნია"

“არ მეს­მის ის ფაქ­ტი, რომ არ აღი­ა­რე­ბენ ამ ვირუსს. ასე­თე­ბი ჩვენც დიდი რის­კის ქვეშ გვა­ყე­ნე­ბენ. ჩვენც თუ დავ­ვა­ად­დით, ჩვენ თუ არ ვი­ქე­ნით ფორ­მა­ში და ჯან­მრთე­ლად, ესეც ხომ ისევ თქვენ გაკ­ლდე­ბათ?”- მე­უბ­ნე­ბა აკა­დე­მი­კოს ვა­ახ­ტანგ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის კლი­ნი­კის ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი მეგი კო­ბა­ხი­ძე:

- კო­ვი­დი მძი­მე და­ა­ვა­დე­ბაა, ვე­რა­გი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბით გა­მო­ი­ხა­ტე­ბა და მარ­ტო ორ­გა­ნო­თა ერთ სის­ტე­მას (სა­სუნ­თქ სის­ტე­მას) არ აერ­თი­ა­ნებს, ბევ­რი ორ­გა­ნოს და­ზი­ა­ნე­ბის შემ­თხვე­ვე­ბია და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი - საჭ­მლის მომ­ნე­ლე­ბე­ლი, ღვიძ­ლის, შარ­დის ბუშ­ტის, ცენ­ტრა­ლუ­რი ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მის, აღარ ვლა­პა­რა­კობ ფილ­ტვებ­ზე, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც ყვე­ლამ იცის. ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ძი­რი­თა­დად ვი­თარ­დე­ბა სუნ­თქვის უკ­მა­რი­სო­ბა, თრომ­ბო­ემ­ბო­ლი­ე­ბი, რა­საც, სამ­წუ­ხა­როდ, რიგ შემ­თხვე­ვა­ში, ლე­ტა­ლურ შე­დე­გამ­დე მივ­ყა­ვართ. ელე­მენ­ტა­რულ რე­კო­მენ­და­ცი­ებს თუ არ და­ვი­ცავთ - ნიღ­ბის ტა­რე­ბა იქ­ნე­ბა, დის­ტან­ცია, თუ პი­რა­დი ჰი­გი­ე­ნის დაც­ვა, ძა­ლი­ან რთულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში აღ­მოვ­ჩნდე­ბით.

ჩვენ არ გვინ­და აღ­მოვ­ჩნდეთ იმ ვი­თა­რე­ბა­ში, როცა ექიმს პა­ცი­ენ­ტებს შო­რის მო­უ­წევს არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა. თუ არ შე­ვეშ­ვე­ბით და­უმ­თავ­რე­ბელ სი­ა­რულს, ქე­იფ­სა და ღრე­ო­ბას, დაც­ვის გა­რე­შე სი­ა­რულს, იმ ზო­მამ­დე მი­ვალთ, რომ ექი­მებს ამ არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა მოგ­ვი­წევს, რად­გან ჯერ­ჯე­რო­ბით უკე­თე­სო­ბის პერ­სპექ­ტი­ვა არ ჩანს, და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბის რი­ცხვმა უფრო თუ არ მო­ი­მა­ტა, არ და­იკ­ლებს. ყვე­ლას და ყვე­ლა­ფერს აქვს თა­ვი­სი რე­სურ­სი - ექიმ­საც, ექთან­საც, სა­მე­დი­ცი­ნო ინ­ვენ­ტარ­საც - იქეთ სა­სუნ­თქი აპა­რა­ტე­ბია სა­ჭი­რო, აქეთ პა­ლა­ტე­ბი, ბევ­რი ნი­უ­ან­სია და ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის მა­ტე­ბას­თან ერ­თად რე­სურ­სი ამო­ი­წუ­რე­ბა, ამო­უ­წუ­რა­ვი ხომ არა­ფე­რია?

თი­თო­ე­ულ­მა ადა­მი­ან­მა არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის თვით­შე­ფა­სე­ბა თუ არ აი­მაღ­ლა და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა არ გა­ე­ზარ­და, მერ­წმუ­ნეთ, ძა­ლი­ან ცუდი სი­ტუ­ა­ცია გვექ­ნე­ბა. ამა­სო­ბა­ში ბევ­რი მედ­პერ­სო­ნა­ლი და­ინ­ფი­ცირ­და და ეს მო­სა­ლოდ­ნე­ლიც იყო, ექი­მი და ექთა­ნიც ადა­მი­ა­ნია, მათ და­ა­ვა­დე­ბუ­ლებ­თან მუ­შა­ო­ბა, შემ­დეგ კი ოჯახ­ში მის­ვლა უწევს... კლი­ნი­კებ­ში, ასე თუ ისე, მაქ­სი­მა­ლუ­რად და­ცუ­ლე­ბი ვართ და ვერ ვი­ტყვით, რომ აქე­დან მოხ­და ინ­ფექ­ცი­ის აღე­ბა და ოჯა­ხებ­ში შე­ტა­ნა. ზოგი ექი­მი იზო­ლა­ცი­ა­შია, ზოგი სტა­ცი­ო­ნარ­ში და მედ­პერ­სო­ნა­ლი რა­ო­დე­ნობ­რი­ვად ხომ გვაკ­ლდე­ბა?

არ მეს­მის ის ფაქ­ტი, რომ არ აღი­ა­რე­ბენ ამ ვირუსს. ასე­თე­ბი ჩვენც დიდი რის­კის ქვეშ გვა­ყე­ნე­ბენ. ჩვენც თუ დავ­ვა­ად­დით, ჩვენ თუ არ ვი­ქე­ნით ფორ­მა­ში და ჯან­მრთე­ლად, ესეც ხომ ისევ მათ აკ­ლდე­ბათ? წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი სიმ­ძი­მი­საა დღეს ექი­მის ხვედ­რი - სა­ა­თო­ბით, ხან 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­შიც გვი­წევს ეკი­პი­რე­ბა­ში ყოფ­ნა და ეს მარ­ტი­ვი არ არის. მარ­თა­ლია, გაცვდა ფრა­ზა - იტა­ლია გან­მე­ორ­დე­ბა, მაგ­რამ ფაქ­ტია, იქით­კენ მი­დის საქ­მე, რაც გა­ზა­ფხულ­ზე ევ­რო­პულ ქვეყ­ნებ­ში იყო, იგი­ვე იქ­ნე­ბა ჩვენ­თან. აუ­ცი­ლე­ბე­ლია დის­ტან­ცია, მის­ვლა-მოს­ვლის შე­წყვე­ტა, ეს აქ­ცი­ე­ბიც დიდი რის­კია, იქ დის­ტან­ცი­ას და თა­ვის დაც­ვას ვერ შეძ­ლებთ და ამის მერე, ლო­გი­კუ­რია, და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბის მა­ტე­ბა იქ­ნე­ბა. ხომ და­ვი­ნა­ხეთ, რომ ეს ვირუ­სი კონ­ტაქ­ტუ­რი, წვე­თო­ვა­ნი და უკვე აე­რო­ზო­ლუ­რი გზი­თაც ვრცელ­დე­ბა და ძნე­ლია მისი შე­კა­ვე­ბა. ადა­მი­ა­ნებ­მა უნდა იფიქ­რონ ამა­ზე, ვიდ­რე ვაქ­ცი­ნა გვექ­ნე­ბა და რო­გორც ჩანს, არც თუ მალე გვექ­ნე­ბა - ჯერ თქვეს, წლის ბო­ლო­სო, ახლა უკვე შე­იც­ვა­ლა მო­ნა­ცე­მი და ვა­დამ გა­ზა­ფხუ­ლამ­დე გა­და­ი­წია. გა­ზა­ფხულ­ზე რა იქ­ნე­ბა, ამა­ზეც დიდი კი­თხვის ნი­შა­ნია. ამ დრო­ის­თვის ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი დაც­ვი­თი ეფექ­ტია ნი­ღა­ბი, დის­ტან­ცია და ჰი­გი­ე­ნა. და­ცუ­ლო­ბის­თვის ქი­რურ­გი­უ­ლი ნი­ღა­ბი ერ­თიც საკ­მა­რი­სია, ოღონდ, სწო­რად უნდა გე­კე­თოთ - ცხვი­რი არ უნდა ჩან­დეს და მუქი ზე­და­პი­რი გა­რეთ უნდა იყოს, იმი­ტომ, რომ ის და­მუ­შა­ვე­ბუ­ლია სპე­ცი­ა­ლუ­რი ხსნა­რით, რო­მე­ლიც ხელს უშ­ლის გა­რე­დან ვირუ­სის შეჭ­რას.

  • "ყვე­ლამ უნდა გა­ვაც­ნო­ბი­ე­როთ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში უმ­ძი­მე­სი მდგო­მა­რე­ო­ბაა"

იმ დროს, რო­დე­საც ქალ­ბა­ტონ გუ­ლი­კოს და­ვუ­რე­კე, რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, მას­თან კე­თი­ლი ამ­ბის მაც­ნე პერ­სო­ნა­ლი შე­ვი­და და ექიმ­მა თა­ვი­სი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბა მეც გა­მი­ზი­ა­რა - ვა­ი­მე, ჩემი ერთ-ერთი უკი­დუ­რე­სად მძი­მე პა­ცი­ენ­ტი გონ­ზე მო­სუ­ლა, რო­გორ მი­ხა­რია, ღმერ­თო! გუ­ლი­კო ქი­ლიფ­თა­რი, ასო­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რი, რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს კრი­ტი­კუ­ლი მე­დი­ცი­ნი­სა და პოს­ტო­პე­რა­ცი­უ­ლი ინ­ტენ­სი­უ­რი თე­რა­პი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი:

- ყვე­ლამ უნდა გა­ვაც­ნო­ბი­ე­როთ, რომ უმ­ძი­მე­სი მდგო­მა­რე­ო­ბაა სა­ქარ­თვე­ლო­ში. რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს რე­ა­ნი­მა­ცი­უ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბა 12 სა­წოლ­ზე იყო გათ­ვლი­ლი. სა­ა­ვად­მყო­ფომ და­ი­წყო კო­ვიდ­პა­ცი­ენ­ტე­ბის მი­ღე­ბა და პირ­ველ ტალ­ღა­ზე ამ რა­ო­დე­ნო­ბით არ იყო ასე­თი სიმ­ძი­მის პა­ცი­ენ­ტე­ბი, რაც ახ­ლაა. მე­ო­რე ტალ­ღა­ზე გვყავს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიმ­ძი­მის პა­ცი­ენ­ტე­ბი და მინ­და გი­თხრათ, რომ რა­ტომ­ღაც ყვე­ლა­ზე დიდ­მა რა­ო­დე­ნო­ბამ რეს­პუბ­ლი­კურ­ში მო­ი­ყა­რა თავი - 12 სა­წო­ლი­ან რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში, ამ­ჟა­მად 27 პა­ცი­ენ­ტი წევს. ვი­ნა­ი­დან სტა­ფი არ იყო საკ­მა­რი­სი და ამ რა­ო­დე­ნო­ბა­ზე არ იყო გათ­ვლი­ლი ჩვე­ნი კლი­ნი­კა, უმ­ძი­მეს რე­ჟიმ­ში გვი­წევს მუ­შა­ო­ბა.

ეს არის უზარ­მა­ზა­რი დატ­ვირ­თვა და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ყვე­ლა ჩვენ­გა­ნის­თვის, ფაქ­ტობ­რი­ვად, სამ­მაგ პა­ცი­ენ­ტებ­თან მოგ­ვი­წია მუ­შა­ო­ბა. ამ სიმ­ძი­მის და ამ რა­ო­დე­ნო­ბით პა­ცი­ენ­ტე­ბი სხვა კლი­ნი­კებ­ში არ­სად არის. ახლა რომ გე­ლა­პა­რა­კე­ბით, სამი ნი­ღა­ბი მი­კე­თია და პლუს ამას - სა­ხის ფარი. მედ­პერ­სო­ნა­ლის­თვის დას­ვე­ნე­ბა არ არის, დღე და ღამ და კვი­რის ყვე­ლა დღეს თავ­და­უ­ზო­გა­ვად ვშრო­მობთ.

კლი­ნი­კა­ში არი­ან ხან­დაზ­მუ­ლე­ბი, არც თუ ისე ხან­დაზ­მუ­ლე­ბი და ახალ­გაზ­რდე­ბიც, რომ­ლე­ბიც ხე­ლოვ­ნურ სუნ­თქვა­ზე იმ­ყო­ფე­ბი­ან. ჩვე­ნი სა­ე­ქი­მო და სა­ექთ­ნო სტა­ფიც, შე­სა­ბა­მი­სად, გათ­ვლი­ლი იყო 12 სა­წოლ­ზე და ხე­ლოვ­ნურ სუნ­თქვა­ზე 18 პა­ცი­ენ­ტია, ამ ეტაპ­ზე ამას აუ­დის რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფო. ამას­თა­ნა­ვე, 3 ექი­მი და­ინ­ფი­ცირ­და, წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რა შრო­მა გვაქვს, როცა სამი ექი­მი გა­მო­ე­თი­შა “ბრძო­ლას”. ენით აუ­წე­რე­ლია ჩვე­ნი ყოფა და შრო­მა.

დღეს ერთი ექი­მი სამი ექი­მის, ერთი ექთა­ნი კი 3-4 ექთ­ნის სა­მუ­შა­ოს ას­რუ­ლებს. აქ ლა­პა­რა­კია არა სა­მე­დი­ცი­ნო, ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სის ნაკ­ლე­ბო­ბა­ზე, რა რე­ა­ლო­ბა­შიც აღ­მოჩ­ნდა რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფო. რე­ა­ნი­მა­ცია, რო­მე­ლიც ორ­სარ­თუ­ლი­ან კლი­ნი­კას ჰყოფ­ნი­და, ამ­ხე­ლა ნა­კა­დის­თვის არ არის გათ­ვლი­ლი. უკან 12 სარ­თუ­ლი ჩა­კე­ტი­ლია. სხვა კლი­ნი­კებ­ში 2-3 წევს, აქ კი 27. მათ შო­რის 18 ინ­ტუ­ბი­რე­ბუ­ლია, და­ნარ­ჩე­ნი კი მძი­მე და ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ა­კე­თო იმი­სათ­ვის, რომ პა­ცი­ენტს სა­სუნ­თქი აპა­რა­ტი არ დას­ჭირ­დეს.

ჩემი სა­თხო­ვა­რი იქ­ნე­ბა, მო­ვუფრ­თხილ­დეთ თავს და მედ­პერ­სო­ნალ­საც, თო­რემ უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მოვ­ჩნდე­ბით. ზედ­მი­წევ­ნით და­ი­ცა­ვით რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, რო­მელ­თაც ჩვე­ნი ეპი­დე­მი­ო­ლო­გე­ბი სის­ტე­მა­ტი­უ­რად იძ­ლე­ვი­ან.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინო
7

ბრიყვი ერი ვართ, ვიყავით და ვიქნებით. არაფერი არ გვეშველება 

ზურა
0

ბრწყინვალე ექიმია ქალბატონი გულიკო !

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"არ გვინდა აღმოვჩნდეთ იმ ვითარებაში, როცა ექიმს პაციენტებს შორის მოუწევს არჩევანის გაკეთება" - რას სთხოვენ ექიმები საზოგადოებას (უმძიმესი ფოტოები რეანიმაციიდან)

"არ გვინდა აღმოვჩნდეთ იმ ვითარებაში, როცა ექიმს პაციენტებს შორის მოუწევს არჩევანის გაკეთება" - რას სთხოვენ ექიმები საზოგადოებას (უმძიმესი ფოტოები რეანიმაციიდან)

უკვე რამდენიმე თვეა ეს ადამიანები ურთულესი გამოწვევის წინაშე დგანან და გამძვინვარებულ საუკუნის ჭირს ადამიანების სიცოცხლეს სტაცებენ ხელიდან. ისინი ამას ხშირად საკუთარი ჯანმრთელობის და სიცოცხლის ფასად აკეთებენ. დრომ გამოაჩინა დროის გმირები - ჩვენი ექიმები, რომლებსაც 24-საათიანი ეკიპირებით ყველაზე მძიმე და კრიტიკულ კოვიდპაციენტებთან აქვთ საქმე. ეს ის ადამიანური რესურსია, რომელზეც ჩვენი ყოფნა-არყოფნა ისეა დღეს დამოკიდებული, როგორც არასდროს.

ambebi.ge დღეს ორ მათგანს წარმოგიდგენთ, რომლებიც ეპიდემიოლოგებთან ერთად, კიდევ ერთხელ სთხოვენ მოსახლეობას გაუფრთხილდნენ ერთმანეთის სიცოცხლეს.

  • "ამასობაში ბევრი მედპერსონალი დაინფიცირდა და ეს მოსალოდნელიც იყო, ექიმი და ექთანიც ადამიანია"

“არ მესმის ის ფაქტი, რომ არ აღიარებენ ამ ვირუსს. ასეთები ჩვენც დიდი რისკის ქვეშ გვაყენებენ. ჩვენც თუ დავვაადდით, ჩვენ თუ არ ვიქენით ფორმაში და ჯანმრთელად, ესეც ხომ ისევ თქვენ გაკლდებათ?”- მეუბნება აკადემიკოს ვაახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ინფექციონისტი მეგი კობახიძე:

- კოვიდი მძიმე დაავადებაა, ვერაგი მიმდინარეობით გამოიხატება და მარტო ორგანოთა ერთ სისტემას (სასუნთქ სისტემას) არ აერთიანებს, ბევრი ორგანოს დაზიანების შემთხვევებია დაფიქსირებული - საჭმლის მომნელებელი, ღვიძლის, შარდის ბუშტის, ცენტრალური ნერვული სისტემის, აღარ ვლაპარაკობ ფილტვებზე, რომლის შესახებაც ყველამ იცის. ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტების შემთხვევაში, ძირითადად ვითარდება სუნთქვის უკმარისობა, თრომბოემბოლიები, რასაც, სამწუხაროდ, რიგ შემთხვევაში, ლეტალურ შედეგამდე მივყავართ. ელემენტარულ რეკომენდაციებს თუ არ დავიცავთ - ნიღბის ტარება იქნება, დისტანცია, თუ პირადი ჰიგიენის დაცვა, ძალიან რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდებით.

ჩვენ არ გვინდა აღმოვჩნდეთ იმ ვითარებაში, როცა ექიმს პაციენტებს შორის მოუწევს არჩევანის გაკეთება. თუ არ შევეშვებით დაუმთავრებელ სიარულს, ქეიფსა და ღრეობას, დაცვის გარეშე სიარულს, იმ ზომამდე მივალთ, რომ ექიმებს ამ არჩევანის გაკეთება მოგვიწევს, რადგან ჯერჯერობით უკეთესობის პერსპექტივა არ ჩანს, დაავადებულების რიცხვმა უფრო თუ არ მოიმატა, არ დაიკლებს. ყველას და ყველაფერს აქვს თავისი რესურსი - ექიმსაც, ექთანსაც, სამედიცინო ინვენტარსაც - იქეთ სასუნთქი აპარატებია საჭირო, აქეთ პალატები, ბევრი ნიუანსია და ინფიცირებულების რაოდენობის მატებასთან ერთად რესურსი ამოიწურება, ამოუწურავი ხომ არაფერია?

თითოეულმა ადამიანმა არსებული მდგომარეობის თვითშეფასება თუ არ აიმაღლა და პასუხისმგებლობა არ გაეზარდა, მერწმუნეთ, ძალიან ცუდი სიტუაცია გვექნება. ამასობაში ბევრი მედპერსონალი დაინფიცირდა და ეს მოსალოდნელიც იყო, ექიმი და ექთანიც ადამიანია, მათ დაავადებულებთან მუშაობა, შემდეგ კი ოჯახში მისვლა უწევს... კლინიკებში, ასე თუ ისე, მაქსიმალურად დაცულები ვართ და ვერ ვიტყვით, რომ აქედან მოხდა ინფექციის აღება და ოჯახებში შეტანა. ზოგი ექიმი იზოლაციაშია, ზოგი სტაციონარში და მედპერსონალი რაოდენობრივად ხომ გვაკლდება?

არ მესმის ის ფაქტი, რომ არ აღიარებენ ამ ვირუსს. ასეთები ჩვენც დიდი რისკის ქვეშ გვაყენებენ. ჩვენც თუ დავვაადდით, ჩვენ თუ არ ვიქენით ფორმაში და ჯანმრთელად, ესეც ხომ ისევ მათ აკლდებათ? წარმოუდგენელი სიმძიმისაა დღეს ექიმის ხვედრი - საათობით, ხან 24 საათის განმავლობაშიც გვიწევს ეკიპირებაში ყოფნა და ეს მარტივი არ არის. მართალია, გაცვდა ფრაზა - იტალია განმეორდება, მაგრამ ფაქტია, იქითკენ მიდის საქმე, რაც გაზაფხულზე ევროპულ ქვეყნებში იყო, იგივე იქნება ჩვენთან. აუცილებელია დისტანცია, მისვლა-მოსვლის შეწყვეტა, ეს აქციებიც დიდი რისკია, იქ დისტანციას და თავის დაცვას ვერ შეძლებთ და ამის მერე, ლოგიკურია, დაავადებულების მატება იქნება. ხომ დავინახეთ, რომ ეს ვირუსი კონტაქტური, წვეთოვანი და უკვე აეროზოლური გზითაც ვრცელდება და ძნელია მისი შეკავება. ადამიანებმა უნდა იფიქრონ ამაზე, ვიდრე ვაქცინა გვექნება და როგორც ჩანს, არც თუ მალე გვექნება - ჯერ თქვეს, წლის ბოლოსო, ახლა უკვე შეიცვალა მონაცემი და ვადამ გაზაფხულამდე გადაიწია. გაზაფხულზე რა იქნება, ამაზეც დიდი კითხვის ნიშანია. ამ დროისთვის ყველაზე ძლიერი დაცვითი ეფექტია ნიღაბი, დისტანცია და ჰიგიენა. დაცულობისთვის ქირურგიული ნიღაბი ერთიც საკმარისია, ოღონდ, სწორად უნდა გეკეთოთ - ცხვირი არ უნდა ჩანდეს და მუქი ზედაპირი გარეთ უნდა იყოს, იმიტომ, რომ ის დამუშავებულია სპეციალური ხსნარით, რომელიც ხელს უშლის გარედან ვირუსის შეჭრას.

  • "ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ საქართველოში უმძიმესი მდგომარეობაა"

იმ დროს, როდესაც ქალბატონ გულიკოს დავურეკე, როგორც აღმოჩნდა, მასთან კეთილი ამბის მაცნე პერსონალი შევიდა და ექიმმა თავისი აღფრთოვანება მეც გამიზიარა - ვაიმე, ჩემი ერთ-ერთი უკიდურესად მძიმე პაციენტი გონზე მოსულა, როგორ მიხარია, ღმერთო! გულიკო ქილიფთარი, ასოცირებული პროფესორი, რესპუბლიკური საავადმყოფოს კრიტიკული მედიცინისა და პოსტოპერაციული ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი:

- ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ უმძიმესი მდგომარეობაა საქართველოში. რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციული განყოფილება 12 საწოლზე იყო გათვლილი. საავადმყოფომ დაიწყო კოვიდპაციენტების მიღება და პირველ ტალღაზე ამ რაოდენობით არ იყო ასეთი სიმძიმის პაციენტები, რაც ახლაა. მეორე ტალღაზე გვყავს განსაკუთრებული სიმძიმის პაციენტები და მინდა გითხრათ, რომ რატომღაც ყველაზე დიდმა რაოდენობამ რესპუბლიკურში მოიყარა თავი - 12 საწოლიან რეანიმაციაში, ამჟამად 27 პაციენტი წევს. ვინაიდან სტაფი არ იყო საკმარისი და ამ რაოდენობაზე არ იყო გათვლილი ჩვენი კლინიკა, უმძიმეს რეჟიმში გვიწევს მუშაობა.

ეს არის უზარმაზარი დატვირთვა და პასუხისმგებლობა ყველა ჩვენგანისთვის, ფაქტობრივად, სამმაგ პაციენტებთან მოგვიწია მუშაობა. ამ სიმძიმის და ამ რაოდენობით პაციენტები სხვა კლინიკებში არსად არის. ახლა რომ გელაპარაკებით, სამი ნიღაბი მიკეთია და პლუს ამას - სახის ფარი. მედპერსონალისთვის დასვენება არ არის, დღე და ღამ და კვირის ყველა დღეს თავდაუზოგავად ვშრომობთ.

კლინიკაში არიან ხანდაზმულები, არც თუ ისე ხანდაზმულები და ახალგაზრდებიც, რომლებიც ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფებიან. ჩვენი საექიმო და საექთნო სტაფიც, შესაბამისად, გათვლილი იყო 12 საწოლზე და ხელოვნურ სუნთქვაზე 18 პაციენტია, ამ ეტაპზე ამას აუდის რესპუბლიკური საავადმყოფო. ამასთანავე, 3 ექიმი დაინფიცირდა, წარმოიდგინეთ, რა შრომა გვაქვს, როცა სამი ექიმი გამოეთიშა “ბრძოლას”. ენით აუწერელია ჩვენი ყოფა და შრომა.

დღეს ერთი ექიმი სამი ექიმის, ერთი ექთანი კი 3-4 ექთნის სამუშაოს ასრულებს. აქ ლაპარაკია არა სამედიცინო, ადამიანური რესურსის ნაკლებობაზე, რა რეალობაშიც აღმოჩნდა რესპუბლიკური საავადმყოფო. რეანიმაცია, რომელიც ორსართულიან კლინიკას ჰყოფნიდა, ამხელა ნაკადისთვის არ არის გათვლილი. უკან 12 სართული ჩაკეტილია. სხვა კლინიკებში 2-3 წევს, აქ კი 27. მათ შორის 18 ინტუბირებულია, დანარჩენი კი მძიმე და ყველაფერი უნდა გააკეთო იმისათვის, რომ პაციენტს სასუნთქი აპარატი არ დასჭირდეს.

ჩემი სათხოვარი იქნება, მოვუფრთხილდეთ თავს და მედპერსონალსაც, თორემ უმძიმეს მდგომარეობაში აღმოვჩნდებით. ზედმიწევნით დაიცავით რეკომენდაციები, რომელთაც ჩვენი ეპიდემიოლოგები სისტემატიურად იძლევიან.

ლაშა შავდათუაშვილი მსოფლიო ჩემპიონია

"ნენეტოს ვერავინ ნახულობდა და ცოტა შეგვეშინდა... იყო სოციალური პრობლემებიც"  - რას ჰყვება ცნობილი მსახიობი, რომელმაც თვეების შვილისთვის სახლის თეატრი შექმნა

რეზო გაბრიაძეს 10 ივნისს მთაწმინდის პანთეონში დაკრძალავენ