მსოფლიო
სამხედრო

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ოპოზიციური პარტიები ხელისუფლებას სამი მოთხოვნით მიმართავენ
ოპოზიციური პარტიები ხელისუფლებას სამი მოთხოვნით მიმართავენ

ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბი ხე­ლი­სუფ­ლე­ბას სამი მო­თხოვ­ნით მი­მარ­თა­ვენ. მო­თხოვ­ნე­ბი პარ­ლა­მენ­ტთან მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ა­ზე ელე­ნე ხოშ­ტა­რი­ამ გა­აჟ­ღე­რა.

უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, ოპო­ზი­ცი­უ­რი სპექტრი მო­ი­თხოვს:

  • ჩა­ტარ­დეს ხე­ლა­ხა­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი;
  • გა­დად­გეს თა­მარ ჟვა­ნია და კო­მი­სი­ე­ბი სა­მარ­თლი­ნი წე­სით და­კომ­პლექტდეს;
  • გა­თა­ვი­სუფ­ლდნენ პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბი;

ხოშ­ტა­რი­ას თქმით, წამ­ზო­მი ჩარ­თუ­ლია და "ივა­ნიშ­ვილს 20:00 სა­ა­თამ­დე აქვს დრო".

„2020 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზე ქარ­თველ­მა ხალ­ხმა უარი უთხრა ივა­ნიშ­ვი­ლის ოლი­გარ­ქი­ულ მმარ­თვე­ლო­ბას. ჩვენ, ოპო­ზი­ცი­უ­რი ძა­ლე­ბი მი­ვიჩ­ნევთ, რომ ეს პარ­ლა­მენ­ტი არ არის ლე­გი­ტი­მუ­რი, რად­გან არ ასა­ხავს ხალ­ხის ნე­ბას. ჩვენ უარს ვამ­ბობთ სა­პარ­ლა­მენ­ტო მან­და­ტებ­ზე. პო­ზი­ცია სრუ­ლად გა­ი­ზი­ა­რა ყვე­ლა პო­ლი­ტი­კურ­მა პარ­ტი­ამ, რო­მე­ლიც შე­ვი­და და ვერ შე­ვი­და ცეს­კო-ს გა­ყალ­ბე­ბუ­ლი ციფ­რე­ბით პარ­ლა­მენ­ტში. და­ფიქ­სირ­და უპ­რე­ცენ­დენ­ტო ოპო­ზი­ცი­უ­რი ერ­თი­ა­ნო­ბა.

ჩვენ აქ შეკ­რე­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ვი­თხოვთ: პირ­ვე­ლი - ხე­ლა­ხალ თა­ვი­სუ­ფალ და სა­მარ­თლი­ან არ­ჩევ­ნებს. ეს არ­ჩევ­ნე­ბი ვერ იქ­ნე­ბა მი­ახ­ლო­ე­ბუ­ლიც კი თა­ვი­სუ­ფალ­თან, თუ არ შეს­რულ­დე­ბა მე­ო­რე მო­თხოვ­ნა - თა­მარ ჟვა­ნია უნდა გა­დად­გეს და კო­მი­სი­ე­ბი უნდა და­კომ­პლექტდეს სა­მარ­თლი­ა­ნი წე­სით. ბო­ლოს - ყვე­ლა პო­ლიტ­პა­ტი­მა­რი უნდა იყოს გა­მოშ­ვე­ბუ­ლი.

წამ­ზო­მი ჩარ­თუ­ლია და ივა­ნიშ­ვილს დრო აქვს 8:00 სა­ა­თამ­დე, რომ გა­მო­ვი­დეს და ჩვენს პარტნი­ო­რებ­თან ერ­თად ამ სა­კი­თხებ­ზე ელა­პა­რა­კოს ხალ­ხს, დაჯ­დეს მო­ლა­პა­რა­კე­ბის მა­გი­დას­თან და გა­და­წყვი­ტოს რა უნდა - წავა თა­ვი­სით თუ მა­ინც მო­უ­წევს წას­ვლა, რად­გან ამ ძა­ლას ვე­რა­ვინ და­უ­პი­რის­პი­რე­დე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ხოშ­ტა­რი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 29 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Shalva
28

ელისაშვილი ნათელაშვილს ემსგავსება

იმ განმეორებით არჩევნებში თუ იქნება იმ ხმასაც ვერ აიღებს რაც აიღო ალბათ

2020
29

რა გარეცხილი ა ეს ნაც ოპოზიცია. სინდისი საერთოდ არ აქვთ. ისეთ რამეს აბრალებენ ამ თავრობა ,სასაცილოა,სატირალი რომ არ იყოს. რასაც მაგენი სჩადიოდნენ, ერთი დაჩოქებული-დაჩმორებული ჰყავდათ, ძალადობდნენ საკუთარ თანამოქალაქეებზე,ართმევდნენ ქონებას, ციხეებში რა სისაძაგლეს სჩადიოდნენ და კიდევს მთავრობაში უნდათ მოსვლა?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

ოპოზიციური პარტიები ხელისუფლებას სამი მოთხოვნით მიმართავენ

ოპოზიციური პარტიები ხელისუფლებას სამი მოთხოვნით მიმართავენ

ოპოზიციური პარტიები ხელისუფლებას სამი მოთხოვნით მიმართავენ. მოთხოვნები პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ელენე ხოშტარიამ გააჟღერა.

უფრო კონკრეტულად, ოპოზიციური სპექტრი მოითხოვს:

  • ჩატარდეს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები;
  • გადადგეს თამარ ჟვანია და კომისიები სამართლინი წესით დაკომპლექტდეს;
  • გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები;

ხოშტარიას თქმით, წამზომი ჩართულია და "ივანიშვილს 20:00 საათამდე აქვს დრო".

„2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ქართველმა ხალხმა უარი უთხრა ივანიშვილის ოლიგარქიულ მმართველობას. ჩვენ, ოპოზიციური ძალები მივიჩნევთ, რომ ეს პარლამენტი არ არის ლეგიტიმური, რადგან არ ასახავს ხალხის ნებას. ჩვენ უარს ვამბობთ საპარლამენტო მანდატებზე. პოზიცია სრულად გაიზიარა ყველა პოლიტიკურმა პარტიამ, რომელიც შევიდა და ვერ შევიდა ცესკო-ს გაყალბებული ციფრებით პარლამენტში. დაფიქსირდა უპრეცენდენტო ოპოზიციური ერთიანობა.

ჩვენ აქ შეკრებილი ადამიანები ვითხოვთ: პირველი - ხელახალ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს. ეს არჩევნები ვერ იქნება მიახლოებულიც კი თავისუფალთან, თუ არ შესრულდება მეორე მოთხოვნა - თამარ ჟვანია უნდა გადადგეს და კომისიები უნდა დაკომპლექტდეს სამართლიანი წესით. ბოლოს - ყველა პოლიტპატიმარი უნდა იყოს გამოშვებული.

წამზომი ჩართულია და ივანიშვილს დრო აქვს 8:00 საათამდე, რომ გამოვიდეს და ჩვენს პარტნიორებთან ერთად ამ საკითხებზე ელაპარაკოს ხალხს, დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან და გადაწყვიტოს რა უნდა - წავა თავისით თუ მაინც მოუწევს წასვლა, რადგან ამ ძალას ვერავინ დაუპირისპირედება“, - განაცხადა ხოშტარიამ.

ოპოზიცია აქციის მონაწილეებს დაშლისკენ, 9 ნოემბერს კი კვლავ რუსთაველის გამზირზე შეკრებისკენ მოუწოდებს

"შტურმის მოთავეები არიან ნიკანორ მელია და მისი ზონდერ ჯგუფები...ვაფრთხილებთ მათ, კანონის მთელი სიმკაცრით აგებენ პასუხს" - ირაკლი კობახიძე

"ხელები შორს მშვიდობიანი მომიტინგეებისგან..ნუ ეპოტინებით ბინძური ხელებით იმიტომ, რომ საქართველო არის წმინდათაწმინდა" - მიხეილ სააკაშვილი