სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
საზოგადოება
სპორტი
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კურორტი„საირმე“ WorldTravel Award-ის გამარჯვებულია
კურორტი„საირმე“ WorldTravel Award-ის გამარჯვებულია

კუ­რორ­ტი „სა­ირ­მე“ WorldTravel Award-ის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გახ­და და „სა­ქარ­თვე­ლოს წამ­ყვა­ნი კუ­რორ­ტი 2020“-ის ჯილ­დო მო­ი­პო­ვა. მო­ნა­წი­ლედ „სა­ირ­მე“ შემ­დე­გი კრი­ტე­რი­უ­მე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით გა­მო­არ­ჩი­ეს: უნი­კა­ლუ­რი ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბა, ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა გა­რე­მო, ჟანგბა­დით მდი­და­რი ჰა­ე­რი, 60 ჰექ­ტა­რი მწვა­ნე სა­ფა­რი, მომ­სა­ხუ­რე­ბის ხა­რის­ხი, დი­ზა­ი­ნი, სპორ­ტუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბის ნა­ირ­სა­ხე­ო­ბა და სამ­კურ­ნა­ლო თვი­სე­ბე­ბის მქო­ნე თერ­მუ­ლი წყლე­ბის.

„ეს წარ­მა­ტე­ბაჩ­ვე­ნი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი გუნ­დის დიდი ძა­ლის­ხმე­ვით და­თი­თო­ე­ულ სტუ­მარ­ზე გულ­წრფე­ლი ზრუნ­ვის შე­დე­გად მო­ვი­პო­ვეთ. ყო­ველ­წლი­უ­რად „სა­ირ­მეს“ ათა­სო­ბით უცხო­ე­ლი და ად­გი­ლობ­რი­ვი ვი­ზი­ტო­რი სტუმ­რობს, რომ­ლე­ბიც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი კმა­ყო­ფი­ლე­ბი­თა და შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბით აღ­სავ­სე ტო­ვე­ბენ კუ­რორ­ტს, სწო­რედ მათი მხარ­და­ჭე­რა გახ­ლდა­თჩ­ვე­ნი გა­მარ­ჯვე­ბის ერთ-ერთი ფაქ­ტო­რი. იც­ნობ­დეთ„სა­ირ­მეს“, უკვე ოფი­ცი­ა­ლუ­რად სა­ქარ­თვე­ლოს წამ­ყვან კუ­რორ­ტს და ტუ­რიზ­მის ოს­კა­რის ამაყ მფლო­ბელს! მად­ლო­ბა მსურს გა­და­ვუ­ხა­დო ჩვენს გუნდს და თი­თო­ე­ულ სტუ­მარს, თქვენ ჩვე­ნი წარ­მა­ტე­ბის დიდი ნა­წი­ლი ხართ“- აცხა­დებს კუ­რორ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცია.

კუ­რორტ „სა­ირ­მეს­თან“ ერ­თად WorldTravel Award-ის წლე­ვან­დე­ლი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი სხვა­დას­ხვა კა­ტე­გო­რი­ებ­ში გახ­დნენ: booking.com, ავი­ა­კომ­პა­ნია „ლუფ­ტ­ჰან­ზა“, სას­ტუმ­რო­თა ქსე­ლი Hilton და ტუ­რიზ­მის სექ­ტო­რის სხვა წამ­ყვა­ნი ბრენ­დე­ბი.

კუ­რორ­ტი „სა­ირ­მე“ მდე­ბა­რე­ობს სუბტ­რო­პი­კუ­ლი სარ­ტყე­ლის მთი­ან ზო­ნა­ში, ზღვის დო­ნი­დან 950 მ.-ზე. „სა­ირ­მე“ ევ­რო­პის ყვე­ლა­ზე დიდი კუ­რორ­ტია, მისი მწვა­ნე სა­ფა­რი შე­ად­გენს 60 ჰექ­ტარს და არის ერ­თა­დერ­თი კუ­რორ­ტი, სა­დაც 4 სხვა­დას­ხვა სამ­კურ­ნა­ლო თვი­სე­ბის და 1 თერ­მუ­ლი წყა­რო ამო­ე­დი­ნე­ბა.კუ­რორტ„სა­ირ­მეს" რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის შემ­დეგ კომ­პლექსში წარ­მოდ­გე­ნი­ლია 2 ოთხვარ­სკვლა­ვი­ა­ნი სას­ტუმ­რო, თა­ნა­მედ­რო­ვე საკ­ვე­ბი და სა­მე­დი­ცი­ნო ობი­ექ­ტე­ბი, გერ­მა­ნუ­ლი და­ნად­გა­რე­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი სამ­კურ­ნა­ლო / სა­რე­ლაქ­სა­ციო სპა ცენ­ტრი, ექ­სტრე­მა­ლუ­რი სპორ­ტის სხვა­დას­ხვა აქ­ტი­ვო­ბე­ბი და სა­კონ­დიტ­რო, სა­დაც ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტე­ბის პურ-ფუნ­თუ­შე­უ­ლი მზად­დე­ბა. კუ­რორ­ტი „სა­ირ­მე“ ვი­ზი­ტო­რებს მას­პინ­ძლობს წე­ლი­წა­დის ოთხი­ვე სე­ზონ­ზე.

NS

ავტორი:

კურორტი„საირმე“ WorldTravel Award-ის გამარჯვებულია

კურორტი„საირმე“ WorldTravel Award-ის გამარჯვებულია

კურორტი „საირმე“ WorldTravel Award-ის გამარჯვებული გახდა და „საქართველოს წამყვანი კურორტი 2020“-ის ჯილდო მოიპოვა. მონაწილედ „საირმე“ შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით გამოარჩიეს: უნიკალური ადგილმდებარეობა, ეკოლოგიურად სუფთა გარემო, ჟანგბადით მდიდარი ჰაერი, 60 ჰექტარი მწვანე საფარი, მომსახურების ხარისხი, დიზაინი, სპორტული აქტივობების ნაირსახეობა და სამკურნალო თვისებების მქონე თერმული წყლების.

„ეს წარმატებაჩვენი პროფესიონალი გუნდის დიდი ძალისხმევით დათითოეულ სტუმარზე გულწრფელი ზრუნვის შედეგად მოვიპოვეთ. ყოველწლიურად „საირმეს“ ათასობით უცხოელი და ადგილობრივი ვიზიტორი სტუმრობს, რომლებიც განსაკუთრებული კმაყოფილებითა და შთაბეჭდილებებით აღსავსე ტოვებენ კურორტს, სწორედ მათი მხარდაჭერა გახლდათჩვენი გამარჯვების ერთ-ერთი ფაქტორი. იცნობდეთ„საირმეს“, უკვე ოფიციალურად საქართველოს წამყვან კურორტს და ტურიზმის ოსკარის ამაყ მფლობელს! მადლობა მსურს გადავუხადო ჩვენს გუნდს და თითოეულ სტუმარს, თქვენ ჩვენი წარმატების დიდი ნაწილი ხართ“- აცხადებს კურორტის ადმინისტრაცია.

კურორტ „საირმესთან“ ერთად WorldTravel Award-ის წლევანდელი გამარჯვებულები სხვადასხვა კატეგორიებში გახდნენ: booking.com, ავიაკომპანია „ლუფტჰანზა“, სასტუმროთა ქსელი Hilton და ტურიზმის სექტორის სხვა წამყვანი ბრენდები.

კურორტი „საირმე“ მდებარეობს სუბტროპიკული სარტყელის მთიან ზონაში, ზღვის დონიდან 950 მ.-ზე. „საირმე“ ევროპის ყველაზე დიდი კურორტია, მისი მწვანე საფარი შეადგენს 60 ჰექტარს და არის ერთადერთი კურორტი, სადაც 4 სხვადასხვა სამკურნალო თვისების და 1 თერმული წყარო ამოედინება.კურორტ„საირმეს" რეაბილიტაციის შემდეგ კომპლექსში წარმოდგენილია 2 ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო, თანამედროვე საკვები და სამედიცინო ობიექტები, გერმანული დანადგარებით აღჭურვილი სამკურნალო / სარელაქსაციო სპა ცენტრი, ექსტრემალური სპორტის სხვადასხვა აქტივობები და საკონდიტრო, სადაც ევროპული სტანდარტების პურ-ფუნთუშეული მზადდება. კურორტი „საირმე“ ვიზიტორებს მასპინძლობს წელიწადის ოთხივე სეზონზე.

NS

რატომ არის შეფუთვა პროდუქტის რეკლამირების მთავარი გასაღები?

საქართველოში კორონავირუსის 2295 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

დღეიდან პირბადის ტარება ღია სივრცეშიც სავალდებულო ხდება - რამდენი ლარით დაჯარიმდებით, თუ წესს დაარღვევთ?