პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ირაკლი კობახიძემ შემოგვითვალა, გაჩერდითო... ცოტა გაკლიათ ერთ პროცენტამდე და აგიყვანთო" - სანდრო ბრეგაძე
"ირაკლი კობახიძემ შემოგვითვალა, გაჩერდითო... ცოტა გაკლიათ ერთ პროცენტამდე და აგიყვანთო" - სანდრო ბრეგაძე

„ქარ­თუ­ლი მარ­შის“ ლი­დე­რის, სან­დრო ბრე­გა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა მდი­ვან­მა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ მათ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის შე­წყვე­ტის სა­ნაც­ვლოდ ხმე­ბის მო­მა­ტე­ბა და პარ­ლა­მენ­ტში მან­და­ტის მი­ღე­ბა შეს­თა­ვა­ზა.

მი­სი­ვე თქმით, "ქარ­თუ­ლი მარ­ში" უნა­მუ­სო­ბა­ში არა­ვის გა­უ­რიგ­დე­ბა და მი­მარ­თა­ვენ შიმ­ში­ლის უკი­დუ­რეს ფორ­მას, რო­მელ­საც "სა­სიკ­ვდი­ლო" შიმ­ში­ლო­ბა ჰქვია.

"ჩვენ ვაჩ­ვე­ნებთ კონ­კრე­ტულ ფაქ­ტებს რო­გორ გა­ა­ყალ­ბა "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" არ­ჩევ­ნე­ბი. ჩვენ მი­ვი­ღეთ 46 000 ხმა, რო­მე­ლიც მოგვპა­რა "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ". ოქ­მებს და­ვუ­დებთ, რომ ყვე­ლა პარ­ტი­ას გა­უ­ყალ­ბეს არ­ჩევ­ნე­ბი. ჩვენ ხალ­ხის წი­ნა­შე ვამ­ხელთ მათ. ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ შე­მოგ­ვით­ვა­ლა, რომ გა­ჩერ­დით, საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებ­ში ნუ იღებთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, ცოტა გაკ­ლი­ათ ერთ პრო­ცენ­ტამ­დე და აგიყ­ვან­თო. ამათ ჩვენ ხმე­ბის მა­თხოვ­რე­ბი ვგო­ნი­ვართ. 2012 წელს ჩვე­ნი ნაბ­რძო­ლი აღ­მოჩ­ნდა არა­ფე­რი და ტყუ­ი­ლი.

ყვე­ლა­ზე მე­ტად ის ადა­მი­ა­ნე­ბი ვართ შე­უ­რა­ცხყო­ფი­ლე­ბი, ვი­საც სრუ­ლი­ად ალა­ლად გვჯე­რო­და, რომ მო­დი­ო­და 41 ნო­მე­რი, რო­მე­ლიც არ­ჩევ­ნებს არ გა­ა­ყალ­ბებ­და, ხმებს არ მო­ი­პა­რავ­და და უმ­სგავ­სო­ბებს არ გა­ა­კე­თებ­და. სამ­წუ­ხა­როდ, უნდა ვა­ღი­ა­რო, რომ ძა­ლი­ან მწა­რედ შევ­ცდით.

ვი­თხოვთ და­ი­ნიშ­ნოს ხე­ლა­ხა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი, ჩვენ შე­მოგ­ვთა­ვა­ზეს გა­ჩუ­მე­ბის სა­ნაც­ვლოდ ხმე­ბის მო­მა­ტე­ბა. ჩვენ ჩვე­ნი კუთ­ვნი­ლი კიარ წაგ­ვარ­თვეს, თი­თო­ე­ულ ქარ­თველს ჩაგ­ვა­ფურ­თხეს სულ­ში. თავ­მოყ­ვა­რე ორ­გა­ნი­ზა­ცი­აა „ქარ­თუ­ლი მარ­ში“ და არა­ვის არ გა­უ­რიგ­დე­ბა უნა­მუ­სო­ბა­ში. მივ­მარ­თავთ შიმ­ში­ლის უკი­დუ­რეს ფორ­მას, რო­მელ­საც ჰქვია სა­სიკ­ვდი­ლო შიმ­ში­ლო­ბა“,- გა­ნა­ცხა­და სან­დრო ბრე­გა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მირიანი
62

კობახიძე ერთ-ერთი იმ გათახსირებულთაგანია, რომელიც ქვეყანას ღუპავს.

gg
65

გაგიმარჯოს ღმერთმა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"ირაკლი კობახიძემ შემოგვითვალა, გაჩერდითო... ცოტა გაკლიათ ერთ პროცენტამდე და აგიყვანთო" - სანდრო ბრეგაძე

"ირაკლი კობახიძემ შემოგვითვალა, გაჩერდითო... ცოტა გაკლიათ ერთ პროცენტამდე და აგიყვანთო" - სანდრო ბრეგაძე

„ქართული მარშის“ ლიდერის, სანდრო ბრეგაძის ინფორმაციით, "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ მათ საპროტესტო აქციების შეწყვეტის სანაცვლოდ ხმების მომატება და პარლამენტში მანდატის მიღება შესთავაზა.

მისივე თქმით, "ქართული მარში" უნამუსობაში არავის გაურიგდება და მიმართავენ შიმშილის უკიდურეს ფორმას, რომელსაც "სასიკვდილო" შიმშილობა ჰქვია.

"ჩვენ ვაჩვენებთ კონკრეტულ ფაქტებს როგორ გააყალბა ,,ქართულმა ოცნებამ'' არჩევნები. ჩვენ მივიღეთ 46 000 ხმა, რომელიც მოგვპარა ,,ქართულმა ოცნებამ". ოქმებს დავუდებთ, რომ ყველა პარტიას გაუყალბეს არჩევნები. ჩვენ ხალხის წინაშე ვამხელთ მათ. ირაკლი კობახიძემ შემოგვითვალა, რომ გაჩერდით, საპროტესტო აქციებში ნუ იღებთ მონაწილეობას, ცოტა გაკლიათ ერთ პროცენტამდე და აგიყვანთო. ამათ ჩვენ ხმების მათხოვრები ვგონივართ. 2012 წელს ჩვენი ნაბრძოლი აღმოჩნდა არაფერი და ტყუილი.

ყველაზე მეტად ის ადამიანები ვართ შეურაცხყოფილები, ვისაც სრულიად ალალად გვჯეროდა, რომ მოდიოდა 41 ნომერი, რომელიც არჩევნებს არ გააყალბებდა, ხმებს არ მოიპარავდა და უმსგავსობებს არ გააკეთებდა. სამწუხაროდ, უნდა ვაღიარო, რომ ძალიან მწარედ შევცდით.

ვითხოვთ დაინიშნოს ხელახალი არჩევნები, ჩვენ შემოგვთავაზეს გაჩუმების სანაცვლოდ ხმების მომატება. ჩვენ ჩვენი კუთვნილი კიარ წაგვართვეს, თითოეულ ქართველს ჩაგვაფურთხეს სულში. თავმოყვარე ორგანიზაციაა „ქართული მარში“ და არავის არ გაურიგდება უნამუსობაში. მივმართავთ შიმშილის უკიდურეს ფორმას, რომელსაც ჰქვია სასიკვდილო შიმშილობა“,- განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.

"ჩვენ ახლა კომენდანტის საათი დავუწესოთ ცესკოს - ვერავინ იქ ვეღარ შევა და ვერავინ გამოვა" - ნიკა მელია აქციის მონაწილეებს

ცესკო - წინასწარი მონაცემებით, პროპორციული სისტემით ჩატარებულ არჩევნებზე ბათილი ბიულეტენების საშუალო პროცენტული მაჩვენებელი 3.28%-ია, მაჟორიტარულის - 4.14%

ბუბა კიკაბიძემ აქციის მონაწილეებს უმღერა და ანეკდოტი უამბო - "ამაყი ვარ, რომ თქვენი თანამემამულე ვარ"