პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
საზოგადოება
წიგნები
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დღეს დილით დედაჩემმა მესიჯი მომწერა: "ბრძოლა ბოლომდე" - ნიკა მელია
"დღეს დილით დედაჩემმა მესიჯი მომწერა: "ბრძოლა ბოლომდე" - ნიკა მელია

"აქ უკან და­ხე­ვა არ შე­იძ­ლე­ბა, ეს არა­თუ ღა­ლა­ტის ტოლ­ფა­სია, ღა­ლა­ტია და ამ ღა­ლატს არ ჩა­ვი­დენთ", - ასე მი­მარ­თა პარ­ლა­მენ­ტთან მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ა­ზე შეკ­რე­ბილ მო­ქა­ლა­ქე­ებს „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ გლ­და­ნის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტო­ბის კან­დი­დატ­მა.

მი­სი­ვე თქმით, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბაც“ ითხოვს ახალ არ­ჩევ­ნებს.

"პო­ლი­ტი­კა­ში ჩარ­თვის დღი­დან, დე­და­ჩე­მი არ­ცერ­თი წუ­თით არ მი­ე­სალ­მე­ბო­და ამ გა­დად­გმულ ნა­ბიჯს, მე­ტიც, მსაყ­ვე­დუ­რობ­და, ეს გრძელ­დე­ბო­და უკა­ნას­კნელ დღე­ე­ბამ­დე. დღეს დი­ლით, მე­სი­ჯი მი­ვი­ღე დე­და­ჩე­მის­გან, ქა­ლის­გან, რო­მე­ლიც 6 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მებ­რძო­და, რომ არ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი პო­ლი­ტი­კა­ში - „ბრძო­ლა ბო­ლომ­დე!“. ასე რომ, ამით ყვე­ლა­ფე­რი ნათ­ქვა­მია ჩემ მიერ, შე­უძ­ლე­ბე­ლია ამა­ყი ვაჟ­კა­ცი, პატ­რი­ო­ტი ხალ­ხი და­ჩაგ­რო ერთ, ორ, სამ კონ­კრე­ტულ დღეს. ომი გაგ­ვი­მარ­თა გუ­შინ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა, მაგ­რამ ჩვენ ეს ომი არ წაგ­ვი­გია, ჩვენ ამ ბრძო­ლა­ში ვარ და ვიქ­ნე­ბით, მა­ნამ სა­ნამ არ გა­ვი­მარ­ჯვებთ, უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში.

აქ უკან და­ხე­ვა არ შე­იძ­ლე­ბა, აქ არა­თუ ღა­ლა­ტის ტოლ­ფა­სია, ღა­ლა­ტია და ამ ღა­ლატს არ ჩა­ვი­დენთ. უამ­რა­ვი თა­ო­ბე­ბი მდგა­რა ამ მო­ე­დან­ზე და ყვე­ლას გა­უ­მარ­ჯვია, სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი გან­ვი­თა­რე­ბის ყვე­ლა ეტა­პებ­ზე და ჩვენც გა­ვი­მარ­ჯვებთ. სხვაგ­ვა­რი შე­დე­გი უბ­რა­ლოდ ის­ტო­რი­ის მიერ აკ­რძა­ლუ­ლია. ძა­ლი­ან მშვი­დი, მტკი­ცე, ძლი­ე­რი ვარ, გან­სა­კუთ­რე­ბით, დე­და­ჩე­მის გზავ­ნი­ლის შემ­დეგ. მე ჩემს შვილს, სან­დრო მე­ლი­ას, თვა­ლებ­ში ვერ ჩავ­ხე­დავ, არ მინ­და ჩავ­ხე­დო, არ მინ­და ამ დამ­ცი­რე­ბის, მუ­ქა­რე­ბის, ძა­ლა­დობ­რი­ვი აქ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შემ­დეგ,

რაც იკად­რა ოლი­გარ­ქმა. ვიდ­რე ჩვენ არ გა­ვი­მარ­ჯვებთ, მე ჩემს შვილს თვა­ლებ­ში ვერ ჩავ­ხე­დავ. გა­მო­რი­ცხუ­ლი ამ­ბა­ვია, რის ფა­სა­დაც არ უნდა და­მიჯ­დეს. ამას არ ვამ­ბობ, რომ აქ­ცი­ა­ზე სი­ტყვით გა­მოვ­დი­ვარ, ერთ ერთ- რი­გი­თი ჯა­რის­კა­ცი გე­უბ­ნე­ბით, მე მირ­ჩევ­ნია ჩემი სი­ცო­ცხლე შე­წყდეს, ვიდ­რე დამ­ცი­რე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი ერი ვი­ხი­ლო იმ ადა­მი­ა­ნის მიერ, ვი­საც ანი და ბანი არ გა­ე­გე­ბა ქარ­თვე­ლი ერის ნი­ჭი­ე­რე­ბის შე­სა­ხებ. ჩვენც არ ვცნობთ ამ არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გებს და „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბაც“ ითხოვს ახალ არ­ჩევ­ნებს. ეს ის­ტო­რია ჩვე­ნი და­სა­წე­რია. ამ ბრძო­ლი­დან და­მარ­ცხე­ბუ­ლი არ გა­ვალ“, - გა­ნა­ცხა­და ნიკა მე­ლი­ამ.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დ.დ.
5

მე ეს კაცი ზეციდან მოვლენილი მეგონა. მას კი დედა ჰყოლია! ეჰ,დედის გული რა ვთქვა,თორემ ეს რა გასაზრდელი იყო.

ნატა
1

აუუ, დაგვღალა ამ კლოუნმა. 

გასაკვირი კი ის არის, გლდანელების ამხელა პროცენტმა ხმა როგორ მისცა. ჩემი დეიდაშვილი ბინიდან პირადად ნიკა მელიამ გამოასახლა, როცა აღსრულების ბიუროს ხელმძღვანელობდა. თან დასცინოდა, ხომ გაგაბომჟეო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.
ავტორი:

"დღეს დილით დედაჩემმა მესიჯი მომწერა: "ბრძოლა ბოლომდე" - ნიკა მელია

"დღეს დილით დედაჩემმა მესიჯი მომწერა: "ბრძოლა ბოლომდე" - ნიკა მელია

"აქ უკან დახევა არ შეიძლება, ეს არათუ ღალატის ტოლფასია, ღალატია და ამ ღალატს არ ჩავიდენთ", - ასე მიმართა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს „ნაციონალური მოძრაობის“ გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა.

მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობაც“ ითხოვს ახალ არჩევნებს.

"პოლიტიკაში ჩართვის დღიდან, დედაჩემი არცერთი წუთით არ მიესალმებოდა ამ გადადგმულ ნაბიჯს, მეტიც, მსაყვედურობდა, ეს გრძელდებოდა უკანასკნელ დღეებამდე. დღეს დილით, მესიჯი მივიღე დედაჩემისგან, ქალისგან, რომელიც 6 წლის განმავლობაში მებრძოდა, რომ არ ვყოფილიყავი პოლიტიკაში - „ბრძოლა ბოლომდე!“. ასე რომ, ამით ყველაფერი ნათქვამია ჩემ მიერ, შეუძლებელია ამაყი ვაჟკაცი, პატრიოტი ხალხი დაჩაგრო ერთ, ორ, სამ კონკრეტულ დღეს. ომი გაგვიმართა გუშინ ბიძინა ივანიშვილმა, მაგრამ ჩვენ ეს ომი არ წაგვიგია, ჩვენ ამ ბრძოლაში ვარ და ვიქნებით, მანამ სანამ არ გავიმარჯვებთ, უახლოეს დღეებში.

აქ უკან დახევა არ შეიძლება, აქ არათუ ღალატის ტოლფასია, ღალატია და ამ ღალატს არ ჩავიდენთ. უამრავი თაობები მდგარა ამ მოედანზე და ყველას გაუმარჯვია, სახელმწიფოებრივი განვითარების ყველა ეტაპებზე და ჩვენც გავიმარჯვებთ. სხვაგვარი შედეგი უბრალოდ ისტორიის მიერ აკრძალულია. ძალიან მშვიდი, მტკიცე, ძლიერი ვარ, განსაკუთრებით, დედაჩემის გზავნილის შემდეგ. მე ჩემს შვილს, სანდრო მელიას, თვალებში ვერ ჩავხედავ, არ მინდა ჩავხედო, არ მინდა ამ დამცირების, მუქარების, ძალადობრივი აქტების განხორციელების შემდეგ,

რაც იკადრა ოლიგარქმა. ვიდრე ჩვენ არ გავიმარჯვებთ, მე ჩემს შვილს თვალებში ვერ ჩავხედავ. გამორიცხული ამბავია, რის ფასადაც არ უნდა დამიჯდეს. ამას არ ვამბობ, რომ აქციაზე სიტყვით გამოვდივარ, ერთ ერთ- რიგითი ჯარისკაცი გეუბნებით, მე მირჩევნია ჩემი სიცოცხლე შეწყდეს, ვიდრე დამცირებული ქართველი ერი ვიხილო იმ ადამიანის მიერ, ვისაც ანი და ბანი არ გაეგება ქართველი ერის ნიჭიერების შესახებ. ჩვენც არ ვცნობთ ამ არჩევნების შედეგებს და „ნაციონალური მოძრაობაც“ ითხოვს ახალ არჩევნებს. ეს ისტორია ჩვენი დასაწერია. ამ ბრძოლიდან დამარცხებული არ გავალ“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

"თამარ ჟვანიას ჯილდო ეკუთვნის, რომ იმ შეურაცხყოფას ითმენს, რაც განსაკუთრებით არჩევნების პირველ ღამეს მოითმინა" - ირაკლი კობახიძე

"პარლამენტში არშესვლის შემთხვევაში, პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტაზე საუბარი რიტორიკაა.. იქნებ შეაშინონ და პარლამენტში შეათრიონ" - ხუხაშვილი

"გვაქვს ინფორმაცია, რომ ოპოზიციამ კახეთში, ზუგდიდსა და თბილისის რამდენიმე ოლქში მეორე ტურისთვის მზადება დაიწყო" - კობახიძე