პოლიტიკა
სამართალი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
წიგნები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შვილი გავაჩინე თუ არა, ქვეყანა დაიქცა..." - ეკა მჟავანაძე ოჯახზე, შვილებთან ურთიერთობასა და პროფესიულ საქმიანობაზე
"შვილი გავაჩინე თუ არა, ქვეყანა დაიქცა..." - ეკა მჟავანაძე ოჯახზე, შვილებთან ურთიერთობასა და პროფესიულ საქმიანობაზე

მსა­ხი­ო­ბი და კას­ტინ­გის მე­ნე­ჯე­რი - ეკა მჟა­ვა­ნა­ძე 2 ვა­ჟის დედა გახ­ლავთ. უმ­ცროს­თან გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე ურ­თი­ერ­თო­ბაც უხ­დე­ბა... რო­გორ აღ­ზარ­და შვი­ლე­ბი რთულ წლებ­ში და აღ­ზრდის რა მე­თო­დებს იყე­ნებ­და, ამის შე­სა­ხებ ქალ­ბა­ტო­ნი ეკა ჟურ­ნალ "გზას" ესა­უბ­რა:

- 2 ბი­ჭის დედა ვარ. შვი­ლი რომ გა­ვა­ჩი­ნე, არც ისე პა­ტა­რა ასა­კის - 24 წლის გახ­ლდით. ასე თუ ისე, დე­დო­ბის­თვის მომ­ზა­დე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი. უბ­რა­ლოდ, ძა­ლი­ან ცუდი დრო - 1990 წელი გახ­ლდათ. შვი­ლი გა­ვა­ჩი­ნე თუ არა, დენი გა­ი­თი­შა, ქვე­ყა­ნა და­იქ­ცა, ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში ახა­ლი ეპო­ქა და­ი­წყო... ამის­თვის მო­უმ­ზა­დე­ბე­ლი ვი­ყა­ვით: სხვა­ნა­ი­რად გა­ვი­ზარ­დეთ, უცებ კი ქა­ოს­სა და გა­ჭირ­ვე­ბა­ში აღ­მოვ­ჩნდით, თა­ვის გა­ტა­ნა გვი­წევ­და...

- თქვენს შვი­ლებს შო­რის ასა­კობ­რი­ვი სხვა­ო­ბა რამ­დე­ნია?

- 6 წელი. სხვა­თა შო­რის, დე­დო­ბა მე­ო­რე შვი­ლის გაზ­რდი­სას უფრო ვიგ­რძე­ნი. დედა ახალ­გაზ­რდა გახ­ლდათ - პირ­ვე­ლი შვი­ლის გაზ­რდა­ში ძა­ლი­ან მეხ­მა­რე­ბო­და. თა­ვად ჩემი უფ­რო­სი ვაჟი - სან­დრო ამ­ბობს, - ბე­ბი­ამ გამ­ზარ­დაო... თე­ატ­რში ვმუ­შა­ობ­დი. სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი სან­დროს ვე­კი­თხე­ბო­დი: - ჩემ­თან და­ი­ძი­ნებ-მეთ­ქი? ჯერ მი­პა­სუ­ხებ­და, - კიო, მერე კი და­ა­მა­ტებ­და, - იცი, რა? ძა­ლი­ან მიყ­ვარ­ხარ, მაგ­რამ ბე­ბი­ას­თან უნდა დავ­წვეო (იცი­ნის)... მამა ახა­ლი გარ­დაც­ვლი­ლი მყავ­და, როცა სან­დრო და­ი­ბა­და. დე­და­ჩემ­მა 3-4 თვის სან­დრო ჩემი ოთა­ხი­დან გა­იყ­ვა­ნა და ასე ვთქვათ, გვერ­დით და­იწ­ვი­ნა. 15 წელი ასე გაგ­რძელ­და... სულ მიკ­ვირ­და, როცა ჩემი მე­გობ­რე­ბი წუ­წუ­ნებ­დნენ - ვა­ი­მე, ბავ­შვის გამო, მთე­ლი ღამე არ მე­ძი­ნაო... მსგავ­სი პრობ­ლე­მა არა­სო­დეს მქო­ნია, რად­გან უფ­რო­სი ვაჟი სა­ოც­რად კარ­გი გა­საზ­რდე­ლი იყო. მე­გო­ნა, ასეც უნდა ყო­ფი­ლი­ყო (იღი­მის). სა­მა­გი­ე­როდ, მე­ო­რე ბიჭი რომ გაჩ­ნდა, ყვე­ლა­ფე­რი გა­და­მა­ვი­წყდა - ძა­ლი­ან ცელ­ქი იყო (იცი­ნის). 4 წელი ძუ­ძუ­თი ვკვე­ბავ­დი.

- ძმებს ერ­თმა­ნეთ­თან რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დათ და აქვთ?

- უმ­ცრო­სი - ბას­ტო რომ და­ი­ბა­და, სან­დრო უკვე სკო­ლა­ში და­დი­ო­და. მახ­სოვს, თავ­და­პირ­ვე­ლად, სან­დრო ეჭ­ვი­ა­ნობ­და. ოთახ­ში შე­მო­ვი­დო­და და გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ხმით მე­ტყო­და, - მში­აო. რომ ვე­უბ­ნე­ბო­დი, - ბავ­შვს დავ­ბან ან გა­მო­ვუც­ვლი, მერე კი გა­მო­ვალ, გაჭ­მევ-მეთ­ქი, მპა­სუ­ხობ­და, - არა, მინ­და, რომ ახლა მა­ჭა­მოო (იცი­ნის)... ძმებს კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვთ. ცო­ტა­თი უფ­როს-უმ­ცრო­სო­ბენ, მაგ­რამ ერ­თმა­ნე­თი ძა­ლი­ან უყ­ვართ. ფეხ­ბურ­თი, სპორ­ტი ორი­ვეს მოს­წონს. თა­ვი­ან­თი სა­მე­გობ­რო წრე ჰყავთ. სხვა­თა შო­რის, უმ­ცრო­სი უფ­რო­სის მე­გობ­რებ­თან მე­გობ­რობს. ძმე­ბი ხა­სი­ა­თით ერ­თმა­ნე­თის­გან გან­სხვავ­დე­ბი­ან. სან­დრო 30 წლის არის, ბას­ტო - 23-ის.

- პი­რად ცხოვ­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კი­თხებ­ში, შვი­ლე­ბი თქვენ­თან გუ­ლახ­დი­ლე­ბი არი­ან?

- კი. ისი­ნი არა­სო­დეს შე­მი­ზღუ­დავს. მა­გა­ლი­თად, ვი­ღაც რომ მოს­წო­ნე­ბი­ათ, არა­სო­დეს ჩავ­რე­ულ­ვარ - რა­ტომ მოგ­წონთ-მეთ­ქი? თა­ვად მომ­წონს თუ არა, ეს სხვა სა­კი­თხია. რაც მთა­ვა­რია, მას მოს­წონს. ჯერ ერთი, შე­უ­რა­ცხყო­ფად მი­მაჩ­ნია, რო­დე­საც იმ ადა­მი­ა­ნის შე­სა­ხებ ცუდს ეტყვი, რო­მე­ლიც მოს­წონს. შვი­ლებს ამ სა­კი­თხშიც თა­ვი­სუფ­ლე­ბას ვაძ­ლევ. შე­იძ­ლე­ბა, დე­ლი­კა­ტუ­რად რა­ღაც ვურ­ჩიო, მაგ­რამ ამ მხრივ, აქ­ტი­უ­რი ვერ ვიქ­ნე­ბი.

- კას­ტინ­გის მე­ნე­ჯე­რი ხართ. შვი­ლის­თვის, ასე ვთქვათ, ხელი ხომ არ წა­გიშ­ვე­ლე­ბი­ათ?

- არას­დროს. უბ­რა­ლოდ, ფო­ტო­გე­ნუ­რია. კას­ტინგზე ჩვე­უ­ლებ­რი­ვად გა­დის. ხში­რად ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, რომ ჩემს პრო­ექ­ტში არ მოს­წო­ნე­ბი­ათ და არ გა­და­უ­ღი­ათ, მაგ­რამ რა­ღა­ცებ­ში გა­და­უ­ღი­ათ... სხვა­თა შო­რის, ახ­ლა­ხან ბას­ტომ ვი­დე­ო­სინ­ჯი ჩა­წე­რა და გაგ­ზავ­ნა. ვი­ღა­ცე­ბი აარ­ჩი­ეს, მათ შო­რის ჩემი შვი­ლი არ ყო­ფი­ლა. კას­ტინგზე მი­სულს მი­თხრეს, - რო­მე­ლი ვი­დე­ო­ე­ბიც გა­მოგ­ვიგ­ზავ­ნე, რამ­დე­ნი­მე მოგ­ვე­წო­ნა, მაგ­რამ ერთი ბიჭი გვჭირ­დე­ბა. ის ჯერ არ შე­მო­ვაო. - რო­მე­ლი-მეთ­ქი? - ვი­კი­თხე. ტან­საც­მლით მი­მახ­ვედ­რეს, რომ ბას­ტო­ზე იყო სა­უ­ბა­რი. სი­ცი­ლი ამი­ტყდა. - ეგ ჩემი შვი­ლია-მეთ­ქი. გა­ე­ცი­ნათ... ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი, რომ თა­ვად არ მით­ქვამს, - ჩემი შვი­ლის ვი­დე­ოს ვგზავ­ნი და ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ-მეთ­ქი, ბას­ტო როლ­ზე ჩემ გა­რე­შე და­ამ­ტკი­ცეს... წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
0

ვა! ბასტო რა პონტშია ტოო, ბა ინჩა ელი?

ავტორი:

"შვილი გავაჩინე თუ არა, ქვეყანა დაიქცა..." - ეკა მჟავანაძე ოჯახზე, შვილებთან ურთიერთობასა და პროფესიულ საქმიანობაზე

"შვილი გავაჩინე თუ არა, ქვეყანა დაიქცა..." - ეკა მჟავანაძე ოჯახზე, შვილებთან ურთიერთობასა და პროფესიულ საქმიანობაზე

მსახიობი და კასტინგის მენეჯერი - ეკა მჟავანაძე 2 ვაჟის დედა გახლავთ. უმცროსთან გადასაღებ მოედანზე ურთიერთობაც უხდება... როგორ აღზარდა შვილები რთულ წლებში და აღზრდის რა მეთოდებს იყენებდა, ამის შესახებ ქალბატონი ეკა ჟურნალ "გზას" ესაუბრა:

- 2 ბიჭის დედა ვარ. შვილი რომ გავაჩინე, არც ისე პატარა ასაკის - 24 წლის გახლდით. ასე თუ ისე, დედობისთვის მომზადებული ვიყავი. უბრალოდ, ძალიან ცუდი დრო - 1990 წელი გახლდათ. შვილი გავაჩინე თუ არა, დენი გაითიშა, ქვეყანა დაიქცა, ჩვენს ცხოვრებაში ახალი ეპოქა დაიწყო... ამისთვის მოუმზადებელი ვიყავით: სხვანაირად გავიზარდეთ, უცებ კი ქაოსსა და გაჭირვებაში აღმოვჩნდით, თავის გატანა გვიწევდა...

- თქვენს შვილებს შორის ასაკობრივი სხვაობა რამდენია?

- 6 წელი. სხვათა შორის, დედობა მეორე შვილის გაზრდისას უფრო ვიგრძენი. დედა ახალგაზრდა გახლდათ - პირველი შვილის გაზრდაში ძალიან მეხმარებოდა. თავად ჩემი უფროსი ვაჟი - სანდრო ამბობს, - ბებიამ გამზარდაო... თეატრში ვმუშაობდი. სახლში დაბრუნებული სანდროს ვეკითხებოდი: - ჩემთან დაიძინებ-მეთქი? ჯერ მიპასუხებდა, - კიო, მერე კი დაამატებდა, - იცი, რა? ძალიან მიყვარხარ, მაგრამ ბებიასთან უნდა დავწვეო (იცინის)... მამა ახალი გარდაცვლილი მყავდა, როცა სანდრო დაიბადა. დედაჩემმა 3-4 თვის სანდრო ჩემი ოთახიდან გაიყვანა და ასე ვთქვათ, გვერდით დაიწვინა. 15 წელი ასე გაგრძელდა... სულ მიკვირდა, როცა ჩემი მეგობრები წუწუნებდნენ - ვაიმე, ბავშვის გამო, მთელი ღამე არ მეძინაო... მსგავსი პრობლემა არასოდეს მქონია, რადგან უფროსი ვაჟი საოცრად კარგი გასაზრდელი იყო. მეგონა, ასეც უნდა ყოფილიყო (იღიმის). სამაგიეროდ, მეორე ბიჭი რომ გაჩნდა, ყველაფერი გადამავიწყდა - ძალიან ცელქი იყო (იცინის). 4 წელი ძუძუთი ვკვებავდი.

- ძმებს ერთმანეთთან როგორი ურთიერთობა ჰქონდათ და აქვთ?

- უმცროსი - ბასტო რომ დაიბადა, სანდრო უკვე სკოლაში დადიოდა. მახსოვს, თავდაპირველად, სანდრო ეჭვიანობდა. ოთახში შემოვიდოდა და გაღიზიანებული ხმით მეტყოდა, - მშიაო. რომ ვეუბნებოდი, - ბავშვს დავბან ან გამოვუცვლი, მერე კი გამოვალ, გაჭმევ-მეთქი, მპასუხობდა, - არა, მინდა, რომ ახლა მაჭამოო (იცინის)... ძმებს კარგი ურთიერთობა აქვთ. ცოტათი უფროს-უმცროსობენ, მაგრამ ერთმანეთი ძალიან უყვართ. ფეხბურთი, სპორტი ორივეს მოსწონს. თავიანთი სამეგობრო წრე ჰყავთ. სხვათა შორის, უმცროსი უფროსის მეგობრებთან მეგობრობს. ძმები ხასიათით ერთმანეთისგან განსხვავდებიან. სანდრო 30 წლის არის, ბასტო - 23-ის.

- პირად ცხოვრებასთან დაკავშირებულ საკითხებში, შვილები თქვენთან გულახდილები არიან?

- კი. ისინი არასოდეს შემიზღუდავს. მაგალითად, ვიღაც რომ მოსწონებიათ, არასოდეს ჩავრეულვარ - რატომ მოგწონთ-მეთქი? თავად მომწონს თუ არა, ეს სხვა საკითხია. რაც მთავარია, მას მოსწონს. ჯერ ერთი, შეურაცხყოფად მიმაჩნია, როდესაც იმ ადამიანის შესახებ ცუდს ეტყვი, რომელიც მოსწონს. შვილებს ამ საკითხშიც თავისუფლებას ვაძლევ. შეიძლება, დელიკატურად რაღაც ვურჩიო, მაგრამ ამ მხრივ, აქტიური ვერ ვიქნები.

- კასტინგის მენეჯერი ხართ. შვილისთვის, ასე ვთქვათ, ხელი ხომ არ წაგიშველებიათ?

- არასდროს. უბრალოდ, ფოტოგენურია. კასტინგზე ჩვეულებრივად გადის. ხშირად ყოფილა შემთხვევა, რომ ჩემს პროექტში არ მოსწონებიათ და არ გადაუღიათ, მაგრამ რაღაცებში გადაუღიათ... სხვათა შორის, ახლახან ბასტომ ვიდეოსინჯი ჩაწერა და გაგზავნა. ვიღაცები აარჩიეს, მათ შორის ჩემი შვილი არ ყოფილა. კასტინგზე მისულს მითხრეს, - რომელი ვიდეოებიც გამოგვიგზავნე, რამდენიმე მოგვეწონა, მაგრამ ერთი ბიჭი გვჭირდება. ის ჯერ არ შემოვაო. - რომელი-მეთქი? - ვიკითხე. ტანსაცმლით მიმახვედრეს, რომ ბასტოზე იყო საუბარი. სიცილი ამიტყდა. - ეგ ჩემი შვილია-მეთქი. გაეცინათ... ბედნიერი ვიყავი, რომ თავად არ მითქვამს, - ჩემი შვილის ვიდეოს ვგზავნი და ყურადღება მიაქციეთ-მეთქი, ბასტო როლზე ჩემ გარეშე დაამტკიცეს... წაიკითხეთ სრულად

8 თვის ფეხმძიმე ქეთა თოფურია ახალ კლიპში - მომღერალი გადასაღები მოედნიდან კადრებს აქვეყნებს

56 წლის მონიკა ბელუჩის თამამი ფოტოსესია და ვნებიანი კოცნა - "მას ჟიგოლო სჭირდება“

სევილიის ცნობილი ფლამენკოს ფესტივალი Covid-სტილში - ემოციური ფოტოები ესპანეთიდან