პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
საზოგადოება
წიგნები
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კელი დეგნანი: "მნიშვნელოვანია, ყველა პარტიის მხარდამჭერებმა პატივი სცენ არჩევნებზე მომუშავე პირების შრომას და მშვიდად მიიღონ ოფიციალური შედეგები"
კელი დეგნანი: "მნიშვნელოვანია, ყველა პარტიის მხარდამჭერებმა პატივი სცენ არჩევნებზე მომუშავე პირების შრომას და მშვიდად მიიღონ ოფიციალური შედეგები"

"ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ რო­დე­საც ბი­უ­ლე­ტე­ნე­ბის დათ­ვლა და­ი­წყე­ბა, ყვე­ლა პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის მხარ­დამ­ჭერ­მა პა­ტი­ვი სცეს არ­ჩევ­ნებ­ზე მო­მუ­შა­ვე პი­რე­ბის მიერ გა­წე­ულ საქ­მი­ა­ნო­ბას და მშვი­დად მი­ი­ღონ ოფი­ცი­ა­ლუ­რი შე­დე­გე­ბი“,- ამის შე­სა­ხებ აშშ-ის ელჩმა სა­ქარ­თვე­ლო­ში კელი დეგ­ნან­მა გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც ელჩი დეგ­ნა­ნი აცხა­დებს, სა­ქარ­თვე­ლოს ამომ­რჩევ­ლე­ბი იმ­სა­ხუ­რე­ბენ, რომ ხმე­ბი თა­ვი­სუ­ფა­ლი და სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბის პი­რო­ბებ­ში მის­ცენ.

„დღეს ჩვენ შევ­ხვდით ბევრ მო­ტი­ვი­რე­ბულ ქარ­თველ ამომ­რჩე­ველს და არ­ჩევ­ნებ­ზე მო­მუ­შა­ვე თა­ვი­სი საქ­მის ერ­თგულ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც გა­მო­ვიდ­ნენ, რათა უზ­რუნ­ველ­ყონ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა შეძ­ლონ ხმის მი­ცე­მა და გა­და­წყვი­ტონ, ვინ უნ­დათ, რომ მათ ქვე­ყა­ნას მარ­თავ­დეს.

ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ რო­დე­საც ბი­უ­ლე­ტე­ნე­ბის დათ­ვლა და­ი­წყე­ბა, ყვე­ლა პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის მხარ­დამ­ჭერ­მა პა­ტი­ვი სცეს არ­ჩევ­ნებ­ზე მო­მუ­შა­ვე პი­რე­ბის მიერ გა­წე­ულ საქ­მი­ა­ნო­ბას, მშვი­დად მი­ი­ღონ ოფი­ცი­ა­ლუ­რი შე­დე­გე­ბი და აჩ­ვე­ნონ, რომ ეს არ­ჩევ­ნე­ბი თა­ვი­დან ბო­ლომ­დე პა­სუ­ხობს სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტებს. სა­ქარ­თვე­ლომ აიღო ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, და­იც­ვას ეუ­თოს ოდი­რის მიერ და­წე­სე­ბუ­ლი თა­ვი­სუ­ფა­ლი და სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბი. სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბა ამ სტან­დარ­ტე­ბის დაც­ვას აკ­ვირ­დე­ბა, რად­გან სა­ქარ­თვე­ლოს ამომ­რჩევ­ლე­ბი იმ­სა­ხუ­რე­ბენ, რომ ხმე­ბი თა­ვი­სუ­ფა­ლი და სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბის პი­რო­ბებ­ში მის­ცენ”,- გა­ნა­ცხა­და ელჩმა კელი დეგ­ნან­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ელ­ჩოს არ­ჩევ­ნე­ბის დამ­კვირ­ვე­ბელ­თა ჯგუ­ფე­ბი ად­გი­ლობ­რივ და სა­ერ­თა­შო­რი­სო დამ­კვირ­ვებ­ლებს შე­უ­ერ­თდნენ, რათა ხმის მი­ცე­მის პრო­ცესს მთელ სა­ქარ­თვე­ლო­ში და­აკ­ვირ­დნენ.

ელჩი დეგ­ნა­ნი არ­ჩევ­ნებს მარ­ნე­უ­ლი­სა და მცხე­თის სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნებ­ზე აკ­ვირ­დე­ბო­და. სხვა ამე­რი­კე­ლი დიპ­ლო­მა­ტე­ბი იმ­ყო­ფე­ბი­ან და­სავ­ლეთ, აღ­მო­სავ­ლეთ და ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ქარ­თვე­ლოს ქა­ლა­ქებ­ში.

ინ­ფორ­მა­ცი­ას აშშ-ის სა­ელ­ჩო სა­ქარ­თვე­ლო­ში ავ­რცე­ლებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.
ავტორი:

კელი დეგნანი: "მნიშვნელოვანია, ყველა პარტიის მხარდამჭერებმა პატივი სცენ არჩევნებზე მომუშავე პირების შრომას და მშვიდად მიიღონ ოფიციალური შედეგები"

კელი დეგნანი: "მნიშვნელოვანია, ყველა პარტიის მხარდამჭერებმა პატივი სცენ არჩევნებზე მომუშავე პირების შრომას და მშვიდად მიიღონ ოფიციალური შედეგები"

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როდესაც ბიულეტენების დათვლა დაიწყება, ყველა პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერმა პატივი სცეს არჩევნებზე მომუშავე პირების მიერ გაწეულ საქმიანობას და მშვიდად მიიღონ ოფიციალური შედეგები“,- ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განაცხადა.

როგორც ელჩი დეგნანი აცხადებს, საქართველოს ამომრჩევლები იმსახურებენ, რომ ხმები თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების პირობებში მისცენ.

„დღეს ჩვენ შევხვდით ბევრ მოტივირებულ ქართველ ამომრჩეველს და არჩევნებზე მომუშავე თავისი საქმის ერთგულ ადამიანებს, რომლებიც გამოვიდნენ, რათა უზრუნველყონ, რომ საქართველოს მოქალაქეებმა შეძლონ ხმის მიცემა და გადაწყვიტონ, ვინ უნდათ, რომ მათ ქვეყანას მართავდეს.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როდესაც ბიულეტენების დათვლა დაიწყება, ყველა პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერმა პატივი სცეს არჩევნებზე მომუშავე პირების მიერ გაწეულ საქმიანობას, მშვიდად მიიღონ ოფიციალური შედეგები და აჩვენონ, რომ ეს არჩევნები თავიდან ბოლომდე პასუხობს საერთაშორისო სტანდარტებს. საქართველომ აიღო ვალდებულება, დაიცვას ეუთოს ოდირის მიერ დაწესებული თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების საერთაშორისო სტანდარტები. საერთაშორისო საზოგადოება ამ სტანდარტების დაცვას აკვირდება, რადგან საქართველოს ამომრჩევლები იმსახურებენ, რომ ხმები თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების პირობებში მისცენ”,- განაცხადა ელჩმა კელი დეგნანმა.

შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს არჩევნების დამკვირვებელთა ჯგუფები ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებლებს შეუერთდნენ, რათა ხმის მიცემის პროცესს მთელ საქართველოში დააკვირდნენ.

ელჩი დეგნანი არჩევნებს მარნეულისა და მცხეთის საარჩევნო უბნებზე აკვირდებოდა. სხვა ამერიკელი დიპლომატები იმყოფებიან დასავლეთ, აღმოსავლეთ და ცენტრალური საქართველოს ქალაქებში.

ინფორმაციას აშშ-ის საელჩო საქართველოში ავრცელებს.

17:00 საათის მონაცემებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამომრჩევლის აქტივობამ 45.77% შეადგინა

"არ ვიცი, "ჭყიპინების“ იმედზე თუ არიან "ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები, პირწმინდად აგებენ არჩევნებს" - მამუკა მდინარაძე

"საკუთარი ოპერატორი კამერას რომ გაგარტყამს, ეს არ არის დასისხლიანებული ჟურნალისტი" - ირაკლი კობახიძე გლდანის დაპირისპირებაზე