პოლიტიკა
სამართალი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
წიგნები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რემონტი სრულიად მარტომ გავაკეთე" - როგორ აქცია ორი შვილის დედამ ერთოთახიანი "ხრუშჩოვკა" ლამაზ აპარტამენტად
"რემონტი სრულიად მარტომ გავაკეთე" - როგორ აქცია ორი შვილის დედამ ერთოთახიანი "ხრუშჩოვკა" ლამაზ აპარტამენტად

ე.წ. ხრუ­შოვ­კის მე­პატ­რო­ნე­ე­ბი დაგ­ვე­თან­ხმე­ბი­ან, რომ ასეთ პა­ტა­რა სახ­ლში ცხოვ­რე­ბა არც ისე პრაქ­ტი­კუ­ლი და მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლია. თუმ­ცა სი­ტუ­ა­ცი­ი­დან გა­მო­სა­ვა­ლი ნამ­დვი­ლად არ­სე­ბობს და ეს გა­მო­სა­ვა­ლი ლინ­და კვერ­ნა­ძემ იპო­ვა კი­დეც. დიდი ძა­ლის­ხმე­ვის, მონ­დო­მე­ბის, შრო­მის შემ­დეგ შეძ­ლო და ერ­თო­თა­ხი­ა­ნი ე.წ. ხრუშ­ჩოვ­კის ბინა ლა­მაზ აპარ­ტა­მენ­ტად აქ­ცია, რო­მელ­მაც ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში დიდი მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა. თუ რო­გორ შეძ­ლო ეს, ლინ­და თა­ვად მოგ­ვიყ­ვე­ბა.

- პრო­ფე­სი­ით ექიმ-სტო­მა­ტო­ლო­გი ვარ. ინ­ტე­რი­ე­რის დი­ზა­ინ­თან დიდი შე­ხე­ბა არ მქო­ნია, მაგ­რამ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ატ­ვირ­თულ­მა ჩემი ერ­თო­თა­ხი­ა­ნი ბი­ნის ტრანსფორ­მა­ცი­ამ მარ­თლაც დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა გა­მო­იწ­ვია. არ მე­გო­ნა, ამ­დენ და­დე­ბით კო­მენ­ტარს და შე­ფა­სე­ბას თუ მი­ვი­ღებ­დი.სახ­ლი, რო­მე­ლიც ახ­ლა­ხან გა­ვა­რე­მონ­ტე მდე­ბა­რე­ობს ქავ­თა­რა­ძის ქუ­ჩა­ზე, არის ერ­თო­თა­ხი­ა­ნი ე.წ. ხრუ­შოვ­კა, რო­მე­ლიც და­ახ­ლო­ე­ბით 14 წლის წინ შე­ვი­ძი­ნეთ. ეს ბინა ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და, სტუ­დენ­ტო­ბა, მე­გობ­რე­ბი, შეკ­რე­ბე­ბი, მას­თან ძა­ლი­ან ბევ­რი და­დე­ბი­თი ემო­ცია მა­კავ­ში­რებ­და. მიყ­ვარ­და, მაგ­რამ ცოტა არაპ­რაქ­ტი­კუ­ლად მეჩ­ვე­ნე­ბო­და, გა­ურ­კვე­ვე­ლი დე­რეფ­ნი­სა და სა­ძი­ნებ­ლის ცალ­კე არ­ქო­ნის გამო. აქე­დან წა­მო­ვი­და იდეა, რა­ტო­მაც არა, ჩემ­თვის ასე­თი ძვირ­ფა­სი და საყ­ვა­რე­ლი ბინა ამა­ვე დროს პრაქ­ტი­კუ­ლიც გამ­ხდა­რი­ყო, ჰოდა, და­ვი­წყე რე­მონ­ტი.

- პირ­ვე­ლი სახ­ლია, რომ­ლის რე­მონ­ტიც ითა­ვეთ?

- რე­მონ­ტის გა­მოც­დი­ლე­ბა ნა­წი­ლობ­რივ მქონ­და, და­ახ­ლო­ე­ბით სამი თვის დამ­თავ­რე­ბუ­ლი მაქვს სხვა სახ­ლის გა­რე­მონ­ტე­ბა. ჩავ­თვა­ლე, რომ ამა­საც წარ­მა­ტე­ბით გა­ვარ­თმევ­დი თავს და მგო­ნი გა­მო­მი­ვი­და კი­დეც.რე­მონ­ტი რომ და­ვი­წყე, ზუს­ტად ვი­ცო­დი რაც მინ­დო­და, ამი­ტომ დი­ზა­ინ­ზე ბევ­რი არ მი­ფიქ­რია, ღია ფე­რე­ბი, მაქ­სი­მა­ლუ­რად ფარ­თის ათ­ვი­სე­ბა, კომ­ფორ­ტუ­ლი და თა­ნა­მედ­რო­ვე სტი­ლი. მთა­ვა­რი მი­ზა­ნი სწო­რედ ეს იყო...

- დი­ზა­ი­ნე­რის მომ­სა­ხუ­რე­ბით ისარ­გებ­ლეთ თუ თქვენ თა­ვად და­გეგ­მეთ სახ­ლის დი­ზა­ი­ნი?

- დი­ზა­ი­ნე­რის აყ­ვა­ნა არ მი­ფიქ­რია, ჩავ­თვა­ლე, რომ თა­ვა­დაც გა­ვარ­თმევ­დი თავს.

- არ არ­სე­ბობს რე­მონ­ტი სირ­თუ­ლის გა­რე­შე. ყვე­ლა­ზე მე­ტად რა პრობ­ლე­მებს აწყდე­ბო­დით რე­მონ­ტის დროს?

- დიახ, რე­მონ­ტის მსვლე­ლო­ბი­სას სირ­თუ­ლე­ე­ბიც იყო, თუმ­ცა ძი­რი­თა­დად არაკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი ხე­ლოს­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც თავ­და­ყი­რა და­ა­ყე­ნეს ჩემი გეგ­მე­ბი და ჩემი რე­მონ­ტი ერთი თვით და­აგ­ვი­ა­ნეს...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად და და­ათ­ვა­ლი­ე­რეთ ფო­ტო­ე­ბი

მანანა
1

ჩემი აზრით ამ სურათებში საერთოდ არ ჩანს პატარა სივრცის საზრიანად გამოყენების წარმატება. იქნებ ცოტა ისე დაგედოთ სურათები რომ მკითხველმაც ისწავლოს რამე ამ სტატიიდან. რა თქმა უნდა წარმატებები ამ ყოჩაღ გოგონას!

ავტორი:

"რემონტი სრულიად მარტომ გავაკეთე" - როგორ აქცია ორი შვილის დედამ ერთოთახიანი "ხრუშჩოვკა" ლამაზ აპარტამენტად

"რემონტი სრულიად მარტომ გავაკეთე" - როგორ აქცია ორი შვილის დედამ ერთოთახიანი "ხრუშჩოვკა" ლამაზ აპარტამენტად

ე.წ. ხრუშოვკის მეპატრონეები დაგვეთანხმებიან, რომ ასეთ პატარა სახლში ცხოვრება არც ისე პრაქტიკული და მოსახერხებელია. თუმცა სიტუაციიდან გამოსავალი ნამდვილად არსებობს და ეს გამოსავალი ლინდა კვერნაძემ იპოვა კიდეც. დიდი ძალისხმევის, მონდომების, შრომის შემდეგ შეძლო და ერთოთახიანი ე.წ. ხრუშჩოვკის ბინა ლამაზ აპარტამენტად აქცია, რომელმაც ინტერნეტსივრცეში დიდი მოწონება დაიმსახურა. თუ როგორ შეძლო ეს, ლინდა თავად მოგვიყვება.

- პროფესიით ექიმ-სტომატოლოგი ვარ. ინტერიერის დიზაინთან დიდი შეხება არ მქონია, მაგრამ სოციალურ ქსელში ატვირთულმა ჩემი ერთოთახიანი ბინის ტრანსფორმაციამ მართლაც დიდი გამოხმაურება გამოიწვია. არ მეგონა, ამდენ დადებით კომენტარს და შეფასებას თუ მივიღებდი.სახლი, რომელიც ახლახან გავარემონტე მდებარეობს ქავთარაძის ქუჩაზე, არის ერთოთახიანი ე.წ. ხრუშოვკა, რომელიც დაახლოებით 14 წლის წინ შევიძინეთ. ეს ბინა ძალიან მიყვარდა, სტუდენტობა, მეგობრები, შეკრებები, მასთან ძალიან ბევრი დადებითი ემოცია მაკავშირებდა. მიყვარდა, მაგრამ ცოტა არაპრაქტიკულად მეჩვენებოდა, გაურკვეველი დერეფნისა და საძინებლის ცალკე არქონის გამო. აქედან წამოვიდა იდეა, რატომაც არა, ჩემთვის ასეთი ძვირფასი და საყვარელი ბინა ამავე დროს პრაქტიკულიც გამხდარიყო, ჰოდა, დავიწყე რემონტი.

- პირველი სახლია, რომლის რემონტიც ითავეთ?

- რემონტის გამოცდილება ნაწილობრივ მქონდა, დაახლოებით სამი თვის დამთავრებული მაქვს სხვა სახლის გარემონტება. ჩავთვალე, რომ ამასაც წარმატებით გავართმევდი თავს და მგონი გამომივიდა კიდეც.რემონტი რომ დავიწყე, ზუსტად ვიცოდი რაც მინდოდა, ამიტომ დიზაინზე ბევრი არ მიფიქრია, ღია ფერები, მაქსიმალურად ფართის ათვისება, კომფორტული და თანამედროვე სტილი. მთავარი მიზანი სწორედ ეს იყო...

- დიზაინერის მომსახურებით ისარგებლეთ თუ თქვენ თავად დაგეგმეთ სახლის დიზაინი?

- დიზაინერის აყვანა არ მიფიქრია, ჩავთვალე, რომ თავადაც გავართმევდი თავს.

- არ არსებობს რემონტი სირთულის გარეშე. ყველაზე მეტად რა პრობლემებს აწყდებოდით რემონტის დროს?

- დიახ, რემონტის მსვლელობისას სირთულეებიც იყო, თუმცა ძირითადად არაკვალიფიციური ხელოსნები, რომლებმაც თავდაყირა დააყენეს ჩემი გეგმები და ჩემი რემონტი ერთი თვით დააგვიანეს...წაიკითხეთ სრულად და დაათვალიერეთ ფოტოები

2020 წელს ავარიებს ყველაზე ნაკლები ადამიანი ემსხვერპლა წინა წლებთან შედარებით - "მოძრაობა რომ აღდგება, ეს ციფრი ბევრად გაიზრდება"

აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე გარდაიცვალა

იაპონური და ფრანგული ბაღები, სივრცეები გართობისა და დასვენებისთვის - როგორი იქნება თბილისის ცენტრალური პარკი (ფოტოები)