სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ტრაილერი უკნიდან დასჯახებია და, დაახლოებით, 150 მეტრზე წაუღია მიკროავტობუსი" - რას ყვებიან გორის ავარიისას დაღუპული ილია გაწერელიას ახლობლები
"ტრაილერი უკნიდან დასჯახებია და, დაახლოებით, 150 მეტრზე წაუღია მიკროავტობუსი" - რას ყვებიან გორის ავარიისას დაღუპული ილია გაწერელიას ახლობლები

წუ­ხელ, გვი­ან ღა­მით, თბი­ლი­სი-სე­ნა­კი-ლე­სე­ლი­ძის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო მა­გის­ტრა­ლის გო­რის მო­ნაკ­ვეთ­ზე თბი­ლი­სი­დან ზუგ­დი­დის­კენ მი­მა­ვალ მიკ­რო­ავ­ტო­ბუსს ტრა­ი­ლე­რი შე­ე­ჯა­ხა. ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შე­დე­გად 6 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, და­ნარ­ჩენ­მა კი სხვა­დას­ხვა სა­ხის და­ზი­ა­ნე­ბა მი­ი­ღო. მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სით "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მიერ თბი­ლის­ში მო­წყო­ბი­ლი აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის ერთი ნა­წი­ლი თბი­ლი­სი­დან ზუგ­დიდ­ში მი­ემ­გზავ­რე­ბო­და.

და­ღუ­პულ მგზავ­რთა შო­რის არი­ან: რო­ლანდ ახა­ლა­ი­ას ძმის­შვი­ლი, ელ­ვარდ ახა­ლა­ი­აა, ბა­ჩა­ნა რო­გა­ვა, ბა­ჩუ­კი შენ­გე­ლია, გოგა ჯა­ლა­ღო­ნია, ოთარ ჯი­ქია და ილია გა­წე­რე­ლია.

1976 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, ზუგ­დი­დე­ლი ილია (იკა) გა­წე­რე­ლია წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პე­რი­ოდ­ში ერთხანს სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის კუ­დის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლის პოსტს იკა­ვებ­და. ავა­რი­ის დე­ტა­ლე­ბის გა­სარ­კვე­ვად და ილია გა­წე­რე­ლი­ა­ზე სა­სა­უბ­როდ ზუგ­დიდ­ში გარ­დაც­ვლი­ლის ახ­ლობ­ლებს და­ვუ­კავ­შირ­დით.

დათა შე­ლია, ზუგ­დი­დის საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რი:

- ახლა სწო­რედ იკას ოჯახ­ში ვიმ­ყო­ფე­ბი, უკვე მო­ას­ვე­ნე­ბენ, ქუ­თა­ისს გა­მოს­ცდნენ. ძა­ლი­ან მი­ჭირს მას­ზე ლა­პა­რა­კი. უკე­თილ­შო­ბი­ლე­სი ადა­მი­ა­ნი იყო, მორ­წმუ­ნე, ქვეყ­ნის პატ­რი­ო­ტი, თა­ვი­სი ქვე­ყა­ნა უყ­ვარ­და, უფ­რო­სი და უმ­ცრო­სი იცო­და... მე­უღ­ლე და ორი ბავ­შვი დარ­ჩა, გო­გო­ნა და ვაჟი, და­წყე­ბით კლა­სებ­ში სწავ­ლო­ბენ. 11 ნო­ემ­ბერს 44 წლის გახ­დე­ბო­და, ძა­ლი­ან გან­ვიც­დი მის ამ­ბავს.

- რო­გორც შე­ვი­ტყვე, წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზეც მუ­შა­ობ­და...

- დიახ, ჯერ სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის კუდი-ს უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე იყო, შემ­დეგ - სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის სამ­ხედ­რო დაზ­ვერ­ვის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე. ადრე, შე­ვარ­დნა­ძის პრე­ზი­დენ­ტო­ბის პე­რი­ოდ­ში ოპე­რად მუ­შა­ობ­და, კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლი იყო და მერე - ჯგუ­ფის უფ­რო­სი. შე­სა­ნიშ­ნა­ვი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი გახ­ლდათ.

- ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის დე­ტა­ლე­ბი თუ იცით?

- ვიცი, რომ მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი ავ­ტო­ბა­ნის გო­რის მო­ნაკ­ვეთ­ზე გა­უ­ჩე­რე­ბი­ათ და სი­გა­რე­ტის მო­სა­წე­ვად გა­და­სუ­ლან. მან­ქა­ნის უკან მდგა­რან. ტრა­ი­ლე­რი უკ­ნი­დან დას­ჯა­ხე­ბია და, და­ახ­ლო­ე­ბით, 150 მეტრზე წა­უ­ღია მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი.

ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა­სა და ილია გა­წე­რე­ლი­ას ოჯახ­ზე მის კი­დევ ერთ ახ­ლო­ბელს ვე­სა­უბ­რე. მისი თქმით, ტრა­სა­ზე გა­ჩე­რე­ბუ­ლი მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სის უკან სი­გა­რე­ტის მო­სა­წე­ვად ილი­ას­თან ერ­თად რამ­დე­ნი­მე ბიჭი და მძღო­ლიც მდგა­რან. და­ნარ­ჩე­ნი მგზავ­რე­ბიც გად­მო­სუ­ლე­ბი ყო­ფი­ლან, ოღონდ ცოტა მო­შო­რე­ბით გა­ჩე­რე­ბუ­ლან. მხო­ლოდ ერთი ბიჭი დარ­ჩე­ნი­ლა მან­ქა­ნა­ში და ისიც უკან მჯდა­რა. მიკ­რო­ავ­ტო­ბუსს ტრა­ი­ლე­რი რომ დას­ჯა­ხე­ბია, ისე შე­უ­ტა­ნია უკა­ნა მხა­რე, ის ბი­ჭიც და­ღუ­პუ­ლა. რაც შე­ე­ხე­ბა ილი­ას ოჯახს, - "მისი მე­უღ­ლე, სა­მუ­შა­ოდ მალ­ტა­შია, შვი­ლებს ილია ზრდი­და. გა­მორ­ჩე­უ­ლად ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი და მზრუნ­ვე­ლი მამა იყო, ბავ­შვებს ყვე­ლა­ფერს თა­ვად უკე­თებ­და. თბი­ლის­ში რომ წა­ვი­და, აქ­ცი­ა­ზე, ბავ­შვე­ბი, სა­ვა­რა­უ­დოდ, თა­ვის დე­დას და­უ­ტო­ვა. ბავ­შვე­ბის­თვის ჯერ არ უთ­ქვამთ მა­მის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ამ­ბა­ვი. ისი­ნი წუ­ხელ­ვე, ღა­მით ილი­ას დას­თან მი­იყ­ვა­ნეს ილი­ა­სა­ვე მან­ქა­ნით", - გვი­თხრა გარ­დაც­ვლი­ლის ახ­ლო­ბელ­მა.

ავ­ტო­რი: ირმა ხარ­ში­ლა­ძე

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დო მაჟორი
5

სავარაუდოდ, ტრაილერის მძღოლს ჩაეძინა. ნორმალურ ქვეყნებში ტრაილერის მძღოლის სამუშაო დრო მკაცრად კონტროლდება, რათა ზედმეტად არ იმუშაოს და გადაღლის გამო არ შექმნას საავარიო ვითარება.

guro
2

ვუსამძიმრებ დაღუპულების ოჯახს, ნათელში ამყოფოს მათი სული უფალმა. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"ტრაილერი უკნიდან დასჯახებია და, დაახლოებით, 150 მეტრზე წაუღია მიკროავტობუსი" - რას ყვებიან გორის ავარიისას დაღუპული ილია გაწერელიას ახლობლები

"ტრაილერი უკნიდან დასჯახებია და, დაახლოებით, 150 მეტრზე წაუღია მიკროავტობუსი" - რას ყვებიან გორის ავარიისას დაღუპული ილია გაწერელიას ახლობლები

წუხელ, გვიან ღამით, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორის მონაკვეთზე თბილისიდან ზუგდიდისკენ მიმავალ მიკროავტობუსს ტრაილერი შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, დანარჩენმა კი სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. მიკროავტობუსით "ნაციონალური მოძრაობის" მიერ თბილისში მოწყობილი აქციის მონაწილეების ერთი ნაწილი თბილისიდან ზუგდიდში მიემგზავრებოდა.

დაღუპულ მგზავრთა შორის არიან: როლანდ ახალაიას ძმისშვილი, ელვარდ ახალაიაა, ბაჩანა როგავა, ბაჩუკი შენგელია, გოგა ჯალაღონია, ოთარ ჯიქია და ილია გაწერელია.

1976 წელს დაბადებული, ზუგდიდელი ილია (იკა) გაწერელია წინა ხელისუფლების პერიოდში ერთხანს სამეგრელო-ზემო სვანეთის კუდის უფროსის მოადგილის პოსტს იკავებდა. ავარიის დეტალების გასარკვევად და ილია გაწერელიაზე სასაუბროდ ზუგდიდში გარდაცვლილის ახლობლებს დავუკავშირდით.

დათა შელია, ზუგდიდის საკრებულოს წევრი:

- ახლა სწორედ იკას ოჯახში ვიმყოფები, უკვე მოასვენებენ, ქუთაისს გამოსცდნენ. ძალიან მიჭირს მასზე ლაპარაკი. უკეთილშობილესი ადამიანი იყო, მორწმუნე, ქვეყნის პატრიოტი, თავისი ქვეყანა უყვარდა, უფროსი და უმცროსი იცოდა... მეუღლე და ორი ბავშვი დარჩა, გოგონა და ვაჟი, დაწყებით კლასებში სწავლობენ. 11 ნოემბერს 44 წლის გახდებოდა, ძალიან განვიცდი მის ამბავს.

- როგორც შევიტყვე, წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში თანამდებობაზეც მუშაობდა...

- დიახ, ჯერ სამეგრელო-ზემო სვანეთის კუდი-ს უფროსის მოადგილე იყო, შემდეგ - სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხედრო დაზვერვის უფროსის მოადგილე. ადრე, შევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდში ოპერად მუშაობდა, კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი იყო და მერე - ჯგუფის უფროსი. შესანიშნავი პროფესიონალი გახლდათ.

- ავტოსაგზაო შემთხვევის დეტალები თუ იცით?

- ვიცი, რომ მიკროავტობუსი ავტობანის გორის მონაკვეთზე გაუჩერებიათ და სიგარეტის მოსაწევად გადასულან. მანქანის უკან მდგარან. ტრაილერი უკნიდან დასჯახებია და, დაახლოებით, 150 მეტრზე წაუღია მიკროავტობუსი.

ავტოსაგზაო შემთხვევასა და ილია გაწერელიას ოჯახზე მის კიდევ ერთ ახლობელს ვესაუბრე. მისი თქმით, ტრასაზე გაჩერებული მიკროავტობუსის უკან სიგარეტის მოსაწევად ილიასთან ერთად რამდენიმე ბიჭი და მძღოლიც მდგარან. დანარჩენი მგზავრებიც გადმოსულები ყოფილან, ოღონდ ცოტა მოშორებით გაჩერებულან. მხოლოდ ერთი ბიჭი დარჩენილა მანქანაში და ისიც უკან მჯდარა. მიკროავტობუსს ტრაილერი რომ დასჯახებია, ისე შეუტანია უკანა მხარე, ის ბიჭიც დაღუპულა. რაც შეეხება ილიას ოჯახს, - "მისი მეუღლე, სამუშაოდ მალტაშია, შვილებს ილია ზრდიდა. გამორჩეულად ყურადღებიანი და მზრუნველი მამა იყო, ბავშვებს ყველაფერს თავად უკეთებდა. თბილისში რომ წავიდა, აქციაზე, ბავშვები, სავარაუდოდ, თავის დედას დაუტოვა. ბავშვებისთვის ჯერ არ უთქვამთ მამის გარდაცვალების ამბავი. ისინი წუხელვე, ღამით ილიას დასთან მიიყვანეს ილიასავე მანქანით", - გვითხრა გარდაცვლილის ახლობელმა.

ავტორი: ირმა ხარშილაძე

ხმაური ცესკოში - დაპირისპირება თამარ ჟვანიასა და ხათუნა გოგორიშვილს შორის მოხდა

"ნუ ვიტყვით ვინ არის დამნაშავე და ვინ, სად, რა შეცდომა დაუშვა" - რატომ დგას სწრაფი ტესტის მოლოდინში გრძელი რიგები და რას ამბობენ ექიმები კორონავირუსით რეინფიცირებაზე

"რემდისივირი საქართველოში ორ კვირაში შემოვა, მაგრამ აფთიაქებში არ გაიყიდება" - ამირან გამყრელიძე