პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
საზოგადოება
წიგნები
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შეიძლება პროპორციულში 50%-იც გქონდეს, მაგრამ 16 მაჟორიტარულ ოლქს თუ ვერ მოიგებ, მაინც ვერ შექმნი უმრავლესობას" - ყველაფერი ახალ საარჩევნო სისტემაზე
"შეიძლება პროპორციულში 50%-იც გქონდეს, მაგრამ 16 მაჟორიტარულ ოლქს თუ ვერ მოიგებ, მაინც ვერ შექმნი უმრავლესობას" - ყველაფერი ახალ საარჩევნო სისტემაზე

2020 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბამ­დე უკვე სა­ა­თე­ბი რჩე­ბა, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ეს არ­ჩევ­ნე­ბი გა­მორ­ჩე­უ­ლია იმით, რომ წი­ნე­ბის­გან გან­სხვე­ვე­ბუ­ლი სის­ტე­მით ტარ­დე­ბა. მე­ა­თე მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტი 120 პრო­პორ­ცი­უ­ლი წე­სით არ­ჩე­უ­ლი დე­პუ­ტა­ტი­თა და 30 მა­ჟო­რი­ტა­რით იქ­ნე­ბა წარ­მოდ­გე­ნი­ლი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ეს ბოლო სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბია, რო­მე­ლიც შე­რე­უ­ლი სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მით ჩა­ტარ­დე­ბა, რად­გან სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცია მომ­დევ­ნო არ­ჩევ­ნე­ბი­დან სრუ­ლად პრო­პორ­ცი­ულ სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მა­ზე გა­დას­ვლას ით­ვა­ლი­სი­წი­ნებს.

ამას­თა­ნა­ვე, 2024 წლამ­დე პარ­ლა­მენ­ტის რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, პარ­ლა­მენ­ტი კვლავ შე­რე­უ­ლი - 120/30-ზე სის­ტე­მით ფორ­მირ­დე­ბა.

2020 წლის 31 ოქ­ტომ­ბრის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი 1%-იანი სა­არ­ჩევ­ნო ბა­რი­ე­რის პი­რო­ბებ­ში ტარ­დე­ბა, ხოლო სა­არ­ჩევ­ნო ბლო­კე­ბი­სათ­ვის ბა­რი­ე­რი 1%-ისა და ბლოკ­ში შე­მა­ვა­ლი პარ­ტი­ე­ბის ნამ­რავ­ლით გა­ნი­სა­ზღვრე­ბა. გა­უ­ნა­წი­ლე­ბე­ლი მან­და­ტე­ბი კი, ასე­თის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, თან­მიმ­დევ­რო­ბით უდი­დე­სი ნაშ­თის მქო­ნე პარ­ტი­ებ­ზე და სა­არ­ჩევ­ნო ბლო­კებ­ზე გა­ნა­წილ­დე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­არ­ჩევ­ნო სუ­ბი­ექ­ტე­ბის მიერ მი­ღე­ბუ­ლი მან­და­ტე­ბის დად­გე­ნის წესს, სა­არ­ჩევ­ნო კა­ნონ­მდებ­ლო­ბა ასეთ ფორ­მუ­ლას ით­ვა­ლის­წი­ნებს: - პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის ან სა­არ­ჩევ­ნო ბლო­კის მიერ მი­ღე­ბუ­ლი ნამ­დვი­ლი ხმე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 120-ზე მრავ­ლდე­ბა და ყვე­ლა იმ პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ი­სა და სა­არ­ჩევ­ნო ბლო­კის მიერ მი­ღე­ბუ­ლი ნამ­დვი­ლი ხმე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა­თა ჯამ­ზე იყო­ფა, რომ­ლებ­მაც სა­არ­ჩევ­ნო ბა­რი­ე­რი გა­და­ლა­ხეს. მი­ღე­ბუ­ლი რი­ცხვის მთე­ლი ნა­წი­ლი არის პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის ან სა­არ­ჩევ­ნო ბლო­კის მიერ მი­ღე­ბუ­ლი მან­და­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა.

ასე­ვე მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ 2020 წლის პარ­ლა­მენ­ტის­თვის ე.წ. "ჩამ­კე­ტი სის­ტე­მა" მოქ­მე­დებს, რომ­ლის მი­ხედ­ვით, თუკი პარ­ტია პრო­პორ­ცი­უ­ლი სის­ტე­მით ხმე­ბის 40%-ს და უფრო ნაკ­ლებს მი­ი­ღებს, უმ­რავ­ლე­სო­ბას ვერ და­ა­კომ­პლექ­ტებს. ე.წ. "ჩამ­კე­ტი მე­ქა­ნიზ­მის" გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მან­და­ტე­ბის სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბა­ში, პარ­ტი­ის მიერ პრო­პორ­ცი­ულ და მა­ჟო­რი­ტა­რულ სის­ტე­მით მი­ღე­ბუ­ლი მან­და­ტე­ბის პრო­ცენ­ტუ­ლი წილი, ამა­ვე პარ­ტი­ის მიერ პრო­პორ­ცი­უ­ლი სის­ტე­მით მი­ღე­ბუ­ლი ხმე­ბის პრო­ცენ­ტუ­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლი­სა და ამ მაჩ­ვე­ნებ­ლის ერთი მე­ო­თხე­დის ჯამს არ უნდა აღე­მა­ტე­ბო­დეს.

იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ 31 ოქ­ტომ­ბრის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გად, ვერც ერთი პარ­ტია ვერ მი­ი­ღებს საკ­მა­რისს ხმებ­სა და მან­და­ტებს იმის­თვის, რომ ერ­თპარ­ტი­უ­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბა შექ­მნას და მთავ­რო­ბა და­ა­კომ­პლექ­ტოს, დღის წეს­რიგ­ში კო­ა­ლი­ცი­უ­რი მთავ­რო­ბის ფორ­მი­რე­ბის სა­კი­თხი დად­გე­ბა. ახა­ლარ­ჩე­უ­ლი პარ­ლა­მენ­ტის მიერ სრუ­ლი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის შე­ძე­ნის­თა­ნა­ვე, მთავ­რო­ბა უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას მო­იხ­სნის, ხოლო ახა­ლი მთავ­რო­ბის ფორ­მი­რე­ბის­თვის პარ­ლა­მენ­ტის სრუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბის, ანუ სულ მცი­რე 76 დე­პუ­ტა­ტის მხარ­და­ჭე­რა იქ­ნე­ბა სა­ჭი­რო.

თუ არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გად, ერ­თპარ­ტი­უ­ლი უმ­რავ­ლე­სო­ბი­სა და მთავ­რო­ბის შექ­მნა შე­უძ­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბა, მა­შინ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი კო­ა­ლი­ცი­ურ მთავ­რო­ბა­ზე და­ი­წყე­ბა, რომ­ლის ფორ­მი­რე­ბაც პარ­ლა­მენ­ტის არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი სხვა­დას­ხვა პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი­სა­გან უნდა მოხ­დეს.

კონ­სტი­ტუ­ცი­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ პარ­ლა­მენ­ტმა კონ­სტი­ტუ­ცი­ით გან­სა­ზღვრულ ვა­დებ­ში მთავ­რო­ბი­სათ­ვის ნდო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბა ვერ შეს­ძლო, პრე­ზი­დენ­ტი პარ­ლა­მენტს და­ი­თხოვს და რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნებს და­ნიშ­ნავს.

რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნეთ, მე­ა­თე მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის ფორ­მი­რე­ბის­თვის ე.წ. ჩამ­კე­ტი მე­ქა­ნიზ­მი მოქ­მე­დებს, რათა პრო­პორ­ცი­უ­ლი სის­ტე­მით 40%-ზე ნაკ­ლე­ბი მხარ­და­ჭე­რის მქო­ნე პარ­ტი­ამ ან ბლოკ­მა უმ­რავ­ლე­სო­ბის მო­პო­ვე­ბა და მთავ­რო­ბის და­მო­უ­კი­დებ­ლად ფორ­მი­რე­ბა ვერ შეს­ძლოს.

  • რას ნიშ­ნავს "ჩამ­კე­ტი მე­ქა­ნიზ­მი”

გვე­სა­უბ­რე­ბა "სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა - სა­ქარ­თვე­ლოს” სა­არ­ჩევ­ნო პროგ­რა­მის ხელ­მძღვა­ნე­ლი ლე­ვან ნატ­როშ­ვი­ლი:

- ეს ცოტა ჩახ­ლარ­თუ­ლი მე­ქა­ნიზ­მია და მარ­ტი­ვად ავ­ხსნი: პარ­ტი­ამ ჩამ­კე­ტი მე­ქა­ნიზ­მი რომ გა­და­ლა­ხოს, პრო­პორ­ცი­ულ არ­ჩევ­ნებ­ში 40-ზე მეტი პრო­ცენ­ტი უნდა მი­ი­ღოს. პარ­ტი­ამ რომ 40%-იც აი­ღოს და ყვე­ლა, 30-ივე მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი ოლქი მო­ი­გოს, ამ შემ­თხვე­ვა­ში წე­სით, მას 75 მან­დატ­ზე მეტი უნდა ჰქონ­დეს, მაგ­რამ "ჩამ­კე­ტი მე­ქა­ნიზ­მი” ამ­ბობს ასეთ რა­ღა­ცას, რომ შენ ვერ გექ­ნე­ბა იმა­ზე მეტი, ვიდ­რე პრო­პორ­ცი­ულ არ­ჩევ­ნებ­ში მი­ი­ღე და პლუს კი­დევ იმის ერთი მე­ო­თხე­დი. ანუ თუ პარ­ტია 40%-ს მი­ი­ღებს, რე­ა­ლუ­რად გა­მო­დის, რომ მა­ჟო­რი­ტა­რე­ბი­ა­ნად 75 დე­პუ­ტატ­ზე მე­ტის უფ­ლე­ბა არ აქვს. 75 მან­დატ­ზე მეტს თუ და­აგ­რო­ვებს, ის მან­და­ტე­ბი პრო­პორ­ცი­უ­ლის ნა­წი­ლი­დან მო­აკ­ლდე­ბა, 40%-ის შე­სა­ბა­მის მან­და­ტებს ვე­ღარ მი­ი­ღებს და იმა­ზე ნაკ­ლებს გა­იყ­ვანს პრო­პორ­ცი­უ­ლი­დან, ვიდ­რე 40%-ის შემ­თხვე­ვა­ში ეკუთ­ვნის. ე.ი. მო­აკ­ლდე­ბა იმ­დე­ნი, რომ 75-მდე ჩა­მო­ვი­დეს. ყვე­ლა ოლქი რომც მო­ი­გო, ამ შემ­თხვე­ვა­ში 40%-ით 75 მან­დატ­ზე მეტს მა­ინც ვერ მი­ი­ღებ. ის მან­და­ტე­ბი მო­გაკ­ლდე­ბა და სხვა პარ­ტი­ებ­ზე გა­ა­ნა­წილ­დე­ბა. 120-ის 40% არის 48 დე­პუ­ტა­ტი, პრო­პორ­ცი­უ­ლით 48 დე­პუ­ტა­ტი შეჰ­ყავს, თუ ყვე­ლა ოლქი – 30-ივე მო­გე­ბუ­ლი აქვს, ამ 48-ს ემა­ტე­ბა 30 და წე­სით, პარ­ტი­ას 78 დე­პუ­ტა­ტი უნდა ჰყავ­დეს პარ­ლა­მენ­ტში. სწო­რედ ამ ჩამ­კე­ტით, მას 78 ვერ ეყო­ლე­ბა, 3 ჩა­მო­აკ­ლდე­ბა და 75-მდე ჩა­მო­ვა, დარ­ჩე­ნი­ლი 3 მან­და­ტი კი თან­მიმ­დევ­რუ­ლად გა­და­ნა­წილ­დე­ბა მომ­დევ­ნო სამ ბა­რი­ერ­გა­და­ლა­ხულ პარ­ტი­ა­ზე. 76 მან­და­ტი არის უკვე უმ­რავ­ლე­სო­ბა, ამი­ტომ 40% ამის­თვის საკ­მა­რი­სი არ არის, თუნ­დაც პარ­ტი­ამ ყვე­ლა ოლქი მო­ი­გოს. როცა ჩამ­კე­ტი ამოქ­მედ­დე­ბა, მო­აკ­ლდე­ბა 3. ჩამ­კე­ტი რომ არ ყო­ფი­ლი­ყო, ამ შემ­თხვე­ვა­ში 40%-ზე იქ­ნე­ბო­და 78 მან­და­ტი და შე­სა­ბა­მი­სად, ასეთ პარ­ტი­ას პარ­ლა­მენ­ტში უმ­რავ­ლე­სო­ბა ექ­ნე­ბო­და და მთავ­რო­ბა­საც ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბებ­და.

- რამ­დე­ნი მა­ჟო­რი­ტა­რია სა­ჭი­რო პარ­ტი­ის­თვის, ჩამ­კე­ტი მე­ქა­ნიზ­მი თუ არ ამოქ­მედ­და და 40% გა­და­ლა­ხა?

- გა­აჩ­ნია, რამ­დე­ნით გა­და­ლა­ხავს. 41%-ის შემ­თხვე­ვა­ში, პრო­პორ­ცი­უ­ლით 48-49 დე­პუ­ტა­ტი ეყო­ლე­ბა და 27-28 მა­ჟო­რი­ტა­რი დას­ჭირ­დე­ბა. 45%-ზე – 54+22, ხოლო 50%-ის შემ­თხვე­ვა­ში იმი­სათ­ვის, რომ პარ­ტი­ას ჰქონ­დეს უმ­რავ­ლე­სო­ბა, ნაკ­ლე­ბი მა­ჟო­რი­ტა­რი დას­ჭირ­დე­ბა - 60+16 და ა.შ..

- იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ პრო­პორ­ცი­უ­ლით "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ” ვერ გა­და­ლა­ხა 40%-ინი ჩამ­კე­ტი და "ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ” აიღო 20%, ჯამ­ში, რამ­დე­ნი დე­პუ­ტა­ტის და­მა­ტე­ბა დას­ჭირ­დე­ბათ მათ კო­ა­ლი­ცი­უ­რი მთავ­რო­ბის შე­საქ­მნე­ლად?

- ცალ­სა­ხად, ვერც ერთი ვერ შექ­მნის კო­ა­ლი­ცი­ურ მთავ­რო­ბას. მერე უკვე და­ნარ­ჩე­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმა­ზე, რო­გორ გად­მო­ი­ბი­რე­ბენ სხვა პარ­ტი­ებს. მთა­ვა­რი ის არის, რომ კო­ა­ლი­ცი­უ­რი მთავ­რო­ბის დამ­ტკი­ცე­ბას პარ­ლა­მენ­ტში მი­ნი­მუმ 76 ხმა სჭირ­დე­ბა. რო­მე­ლიც მო­ა­ხერ­ხებს სხვა პარ­ტი­ე­ბი­დან 76 ხმა მო­აგ­რო­ვოს, ის შეძ­ლებს ჰყავ­დეს მთავ­რო­ბა. მათ, ორი­ვეს კო­ა­ლი­ცი­უ­რი მთავ­რო­ბის შექ­მნის გარ­და, სხვა გა­მო­სა­ვა­ლი არ აქვთ, ყვე­ლას დას­ჭირ­დე­ბა სხვა პარ­ტი­ე­ბის მან­და­ტე­ბი. ეს იმა­ზეც არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი, პრო­პორ­ცი­ულ­ში რამ­დენ პრო­ცენტს მი­ი­ღებს თი­თო­ე­უ­ლი, ვინ რამ­დენ მა­ჟო­რი­ტარს გა­იყ­ვანს და 76 მან­და­ტამ­დე რამ­დე­ნიც და­აკ­ლდე­ბა, იმ­დე­ნის და­მა­ტე­ბა დას­ჭირ­დე­ბა სხვა პარ­ტი­ე­ბი­დან. ერთი პარ­ტი­ით, თუ კო­ა­ლი­ცი­ით, უმ­რავ­ლე­სო­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბას ვინც მო­ა­ხერ­ხებს, მთავ­რო­ბა­საც ის შექ­მნის და კა­ნო­ნებ­საც ის მი­ი­ღებს.

- რამ­დე­ნი პრო­ცენ­ტი დას­ჭირ­დე­ბა პარ­ტი­ას სა­კუ­თა­რი ფრაქ­ცი­ის ჩა­მო­სა­ყა­ლი­ბებ­ლად?

- ფრაქ­ცია მარ­ტი­ვია, მის შე­საქ­მნე­ლად 5 დე­პუ­ტა­ტი საკ­მა­რი­სია. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, თუ პა­ტა­რა პარ­ტი­ე­ბი თუ შევ­ლენ და თუ უნ­დათ ფრაქ­ცი­ით იყ­ვნენ წარ­მოდ­გე­ნი­ლი, თითო და 2-2 კაცს შე­იყ­ვა­ნენ ფრაქ­ცი­ში.

- 2020 წლის 31 ოქ­ტომ­ბრის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი 1%-იანი სა­არ­ჩევ­ნო ბა­რი­ე­რის პი­რო­ბებ­ში ტარ­დე­ბა და რამ­დე­ნი პრო­ცენ­ტი რამ­დენ ხმას გვაძ­ლევს?

- ვი­ნა­ი­დან 1%-ია ბა­რი­ე­რი, თუ ამ 1%-ს გა­და­ლა­ხავ, მი­ნი­მუმ 1 დე­პუ­ტა­ტი გე­კუთ­ვნის. თითო მან­და­ტის წონა არის 0,85% და შე­სა­ბა­მი­სად, და­ახ­ლო­ე­ბით 1,7-1,8% დაგ­ჭირ­დე­ბა იმის­თვის, რომ მი­ნი­მუმ 2 დე­პუ­ტა­ტი გა­იყ­ვა­ნო. 2%-ით – 2-ს გა­იყ­ვან და ა.შ. გა­აჩ­ნია, რამ­დე­ნი მან­და­ტი მორ­ჩე­ბა გა­უ­ნა­წი­ლე­ბე­ლი - 1%-იან ბა­რი­ერს ვი­ღა­ცე­ე­ბი თუ ვერ გა­და­ლა­ხა­ვენ, ეს მან­და­ტე­ბი გა­ნა­წილ­დე­ბა. ასე­თი ბევ­რი არ იქ­ნე­ბა, რამ­დე­ნი­მე მან­და­ტი იქ­ნე­ბა, რად­გან ბა­რი­ე­რი და­ბა­ლია და მას ბევ­რი პარ­ტია გა­და­ლა­ხავს.

- ნიშ­ნავს თუ არა 40%-იანი "ჩამ­კე­ტი მე­ქა­ნიზ­მის” გა­და­ლახ­ვა იმას, რომ პარ­ტი­ას უმ­რავ­ლე­სო­ბა ეყო­ლე­ბა?

- პარ­ტი­ას მი­ნი­მუმ 41% უნდა ჰქონ­დეს, რათა სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქონ­დეს გა­და­ლა­ხოს ბა­რი­ე­რი - ჩამ­კე­ტი და ამ შემ­თხვე­ვა­ში 27 მა­ჟო­რი­ტა­რის გაყ­ვა­ნა დას­ჭირ­დე­ბა. აუ­ცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბაა გა­და­ლა­ხო 40%-იანი ბა­რი­ე­რი, თუმ­ცა პრო­პორ­ცი­უ­ლით 45% და 50%-იც შე­იძ­ლე­ბა გქონ­დეს, მაგ­რამ მა­ინც ვერ და­ა­კომ­პლექ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბა. 40%-იანი მე­ქა­ნიზ­მის გა­და­ლახ­ვა არ ნიშ­ნავს, რომ უმ­რავ­ლე­სო­ბა ავ­ტო­მა­ტუ­რად გექ­ნე­ბა. მერე ეს უკვე და­მო­კი­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა რამ­დენ მა­ჟო­რი­ტა­რულ ოლქს მო­ი­გებ. შე­იძ­ლე­ბა პრო­პორ­ცი­ულ­ში 50%-იც გქონ­დეს, ანუ 60 მან­და­ტი, მაგ­რამ 16 ოლქს თუ ვერ მო­ი­გებ, მა­ინც ვერ შექ­მნი უმ­რავ­ლე­სო­ბას. ასე რომ, უმ­რავ­ლე­სო­ბის შე­საქ­მნე­ლად მარ­ტო პრო­პორ­ცი­უ­ლის პრო­ცენ­ტი არაა მთა­ვა­რი, სა­ბო­ლოო შე­დეგს მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლის მან­და­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა გან­სა­ზღვრავს.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მე
68

ყველაფერი კარგად იქნება. ოცნება შექმნის უმრავლესობას ზედმეტად დაძაბვის გარეშე.

მაშა ალლა.
52

წინ ოცნებისაკენ. უკან ნაცებისაკენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.
ავტორი:

"შეიძლება პროპორციულში 50%-იც გქონდეს, მაგრამ 16 მაჟორიტარულ ოლქს თუ ვერ მოიგებ, მაინც ვერ შექმნი უმრავლესობას" - ყველაფერი ახალ საარჩევნო სისტემაზე

"შეიძლება პროპორციულში 50%-იც გქონდეს, მაგრამ 16 მაჟორიტარულ ოლქს თუ ვერ მოიგებ, მაინც ვერ შექმნი უმრავლესობას" - ყველაფერი ახალ საარჩევნო სისტემაზე

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე უკვე საათები რჩება, მოგეხსენებათ, ეს არჩევნები გამორჩეულია იმით, რომ წინებისგან განსხვევებული სისტემით ტარდება. მეათე მოწვევის პარლამენტი 120 პროპორციული წესით არჩეული დეპუტატითა და 30 მაჟორიტარით იქნება წარმოდგენილი. აღსანიშნავია, რომ ეს ბოლო საპარლამენტო არჩევნებია, რომელიც შერეული საარჩევნო სისტემით ჩატარდება, რადგან საქართველოს კონსტიტუცია მომდევნო არჩევნებიდან სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისიწინებს.

ამასთანავე, 2024 წლამდე პარლამენტის რიგგარეშე არჩევნების ჩატარების შემთხვევაში, პარლამენტი კვლავ შერეული - 120/30-ზე სისტემით ფორმირდება.

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები 1%-იანი საარჩევნო ბარიერის პირობებში ტარდება, ხოლო საარჩევნო ბლოკებისათვის ბარიერი 1%-ისა და ბლოკში შემავალი პარტიების ნამრავლით განისაზღვრება. გაუნაწილებელი მანდატები კი, ასეთის არსებობის შემთხვევაში, თანმიმდევრობით უდიდესი ნაშთის მქონე პარტიებზე და საარჩევნო ბლოკებზე განაწილდება.

რაც შეეხება საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული მანდატების დადგენის წესს, საარჩევნო კანონმდებლობა ასეთ ფორმულას ითვალისწინებს: - პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ მიღებული ნამდვილი ხმების რაოდენობა 120-ზე მრავლდება და ყველა იმ პოლიტიკური პარტიისა და საარჩევნო ბლოკის მიერ მიღებული ნამდვილი ხმების რაოდენობათა ჯამზე იყოფა, რომლებმაც საარჩევნო ბარიერი გადალახეს. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი არის პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა.

ასევე მოგეხსენებათ, რომ 2020 წლის პარლამენტისთვის ე.წ. "ჩამკეტი სისტემა" მოქმედებს, რომლის მიხედვით, თუკი პარტია პროპორციული სისტემით ხმების 40%-ს და უფრო ნაკლებს მიიღებს, უმრავლესობას ვერ დააკომპლექტებს. ე.წ. "ჩამკეტი მექანიზმის" გათვალისწინებით, მანდატების საერთო რაოდენობაში, პარტიის მიერ პროპორციულ და მაჟორიტარულ სისტემით მიღებული მანდატების პროცენტული წილი, ამავე პარტიის მიერ პროპორციული სისტემით მიღებული ხმების პროცენტული მაჩვენებლისა და ამ მაჩვენებლის ერთი მეოთხედის ჯამს არ უნდა აღემატებოდეს.

იმ შემთხვევაში, თუ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, ვერც ერთი პარტია ვერ მიიღებს საკმარისს ხმებსა და მანდატებს იმისთვის, რომ ერთპარტიული საპარლამენტო უმრავლესობა შექმნას და მთავრობა დააკომპლექტოს, დღის წესრიგში კოალიციური მთავრობის ფორმირების საკითხი დადგება. ახალარჩეული პარლამენტის მიერ სრული უფლებამოსილების შეძენისთანავე, მთავრობა უფლებამოსილებას მოიხსნის, ხოლო ახალი მთავრობის ფორმირებისთვის პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის, ანუ სულ მცირე 76 დეპუტატის მხარდაჭერა იქნება საჭირო.

თუ არჩევნების შედეგად, ერთპარტიული უმრავლესობისა და მთავრობის შექმნა შეუძლებელი გახდება, მაშინ მოლაპარაკებები კოალიციურ მთავრობაზე დაიწყება, რომლის ფორმირებაც პარლამენტის არჩევნებში გამარჯვებული სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებისაგან უნდა მოხდეს.

კონსტიტუციის გათვალისწინებით, იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტმა კონსტიტუციით განსაზღვრულ ვადებში მთავრობისათვის ნდობის გამოცხადება ვერ შესძლო, პრეზიდენტი პარლამენტს დაითხოვს და რიგგარეშე არჩევნებს დანიშნავს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, მეათე მოწვევის პარლამენტის ფორმირებისთვის ე.წ. ჩამკეტი მექანიზმი მოქმედებს, რათა პროპორციული სისტემით 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერის მქონე პარტიამ ან ბლოკმა უმრავლესობის მოპოვება და მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირება ვერ შესძლოს.

  • რას ნიშნავს "ჩამკეტი მექანიზმი”

გვესაუბრება "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” საარჩევნო პროგრამის ხელმძღვანელი ლევან ნატროშვილი:

- ეს ცოტა ჩახლართული მექანიზმია და მარტივად ავხსნი: პარტიამ ჩამკეტი მექანიზმი რომ გადალახოს, პროპორციულ არჩევნებში 40-ზე მეტი პროცენტი უნდა მიიღოს. პარტიამ რომ 40%-იც აიღოს და ყველა, 30-ივე მაჟორიტარული ოლქი მოიგოს, ამ შემთხვევაში წესით, მას 75 მანდატზე მეტი უნდა ჰქონდეს, მაგრამ "ჩამკეტი მექანიზმი” ამბობს ასეთ რაღაცას, რომ შენ ვერ გექნება იმაზე მეტი, ვიდრე პროპორციულ არჩევნებში მიიღე და პლუს კიდევ იმის ერთი მეოთხედი. ანუ თუ პარტია 40%-ს მიიღებს, რეალურად გამოდის, რომ მაჟორიტარებიანად 75 დეპუტატზე მეტის უფლება არ აქვს. 75 მანდატზე მეტს თუ დააგროვებს, ის მანდატები პროპორციულის ნაწილიდან მოაკლდება, 40%-ის შესაბამის მანდატებს ვეღარ მიიღებს და იმაზე ნაკლებს გაიყვანს პროპორციულიდან, ვიდრე 40%-ის შემთხვევაში ეკუთვნის. ე.ი. მოაკლდება იმდენი, რომ 75-მდე ჩამოვიდეს. ყველა ოლქი რომც მოიგო, ამ შემთხვევაში 40%-ით 75 მანდატზე მეტს მაინც ვერ მიიღებ. ის მანდატები მოგაკლდება და სხვა პარტიებზე გაანაწილდება. 120-ის 40% არის 48 დეპუტატი, პროპორციულით 48 დეპუტატი შეჰყავს, თუ ყველა ოლქი – 30-ივე მოგებული აქვს, ამ 48-ს ემატება 30 და წესით, პარტიას 78 დეპუტატი უნდა ჰყავდეს პარლამენტში. სწორედ ამ ჩამკეტით, მას 78 ვერ ეყოლება, 3 ჩამოაკლდება და 75-მდე ჩამოვა, დარჩენილი 3 მანდატი კი თანმიმდევრულად გადანაწილდება მომდევნო სამ ბარიერგადალახულ პარტიაზე. 76 მანდატი არის უკვე უმრავლესობა, ამიტომ 40% ამისთვის საკმარისი არ არის, თუნდაც პარტიამ ყველა ოლქი მოიგოს. როცა ჩამკეტი ამოქმედდება, მოაკლდება 3. ჩამკეტი რომ არ ყოფილიყო, ამ შემთხვევაში 40%-ზე იქნებოდა 78 მანდატი და შესაბამისად, ასეთ პარტიას პარლამენტში უმრავლესობა ექნებოდა და მთავრობასაც ჩამოაყალიბებდა.

- რამდენი მაჟორიტარია საჭირო პარტიისთვის, ჩამკეტი მექანიზმი თუ არ ამოქმედდა და 40% გადალახა?

- გააჩნია, რამდენით გადალახავს. 41%-ის შემთხვევაში, პროპორციულით 48-49 დეპუტატი ეყოლება და 27-28 მაჟორიტარი დასჭირდება. 45%-ზე – 54+22, ხოლო 50%-ის შემთხვევაში იმისათვის, რომ პარტიას ჰქონდეს უმრავლესობა, ნაკლები მაჟორიტარი დასჭირდება - 60+16 და ა.შ..

- იმ შემთხვევაში, თუ პროპორციულით "ქართულმა ოცნებამ” ვერ გადალახა 40%-ინი ჩამკეტი და "ნაციონალურმა მოძრაობამ” აიღო 20%, ჯამში, რამდენი დეპუტატის დამატება დასჭირდებათ მათ კოალიციური მთავრობის შესაქმნელად?

- ცალსახად, ვერც ერთი ვერ შექმნის კოალიციურ მთავრობას. მერე უკვე დანარჩენი დამოკიდებულია იმაზე, როგორ გადმოიბირებენ სხვა პარტიებს. მთავარი ის არის, რომ კოალიციური მთავრობის დამტკიცებას პარლამენტში მინიმუმ 76 ხმა სჭირდება. რომელიც მოახერხებს სხვა პარტიებიდან 76 ხმა მოაგროვოს, ის შეძლებს ჰყავდეს მთავრობა. მათ, ორივეს კოალიციური მთავრობის შექმნის გარდა, სხვა გამოსავალი არ აქვთ, ყველას დასჭირდება სხვა პარტიების მანდატები. ეს იმაზეც არის დამოკიდებული, პროპორციულში რამდენ პროცენტს მიიღებს თითოეული, ვინ რამდენ მაჟორიტარს გაიყვანს და 76 მანდატამდე რამდენიც დააკლდება, იმდენის დამატება დასჭირდება სხვა პარტიებიდან. ერთი პარტიით, თუ კოალიციით, უმრავლესობის მობილიზებას ვინც მოახერხებს, მთავრობასაც ის შექმნის და კანონებსაც ის მიიღებს.

- რამდენი პროცენტი დასჭირდება პარტიას საკუთარი ფრაქციის ჩამოსაყალიბებლად?

- ფრაქცია მარტივია, მის შესაქმნელად 5 დეპუტატი საკმარისია. ყოველ შემთხვევაში, თუ პატარა პარტიები თუ შევლენ და თუ უნდათ ფრაქციით იყვნენ წარმოდგენილი, თითო და 2-2 კაცს შეიყვანენ ფრაქციში.

- 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები 1%-იანი საარჩევნო ბარიერის პირობებში ტარდება და რამდენი პროცენტი რამდენ ხმას გვაძლევს?

- ვინაიდან 1%-ია ბარიერი, თუ ამ 1%-ს გადალახავ, მინიმუმ 1 დეპუტატი გეკუთვნის. თითო მანდატის წონა არის 0,85% და შესაბამისად, დაახლოებით 1,7-1,8% დაგჭირდება იმისთვის, რომ მინიმუმ 2 დეპუტატი გაიყვანო. 2%-ით – 2-ს გაიყვან და ა.შ. გააჩნია, რამდენი მანდატი მორჩება გაუნაწილებელი - 1%-იან ბარიერს ვიღაცეები თუ ვერ გადალახავენ, ეს მანდატები განაწილდება. ასეთი ბევრი არ იქნება, რამდენიმე მანდატი იქნება, რადგან ბარიერი დაბალია და მას ბევრი პარტია გადალახავს.

- ნიშნავს თუ არა 40%-იანი "ჩამკეტი მექანიზმის” გადალახვა იმას, რომ პარტიას უმრავლესობა ეყოლება?

- პარტიას მინიმუმ 41% უნდა ჰქონდეს, რათა საშუალება ჰქონდეს გადალახოს ბარიერი - ჩამკეტი და ამ შემთხვევაში 27 მაჟორიტარის გაყვანა დასჭირდება. აუცილებელი პირობაა გადალახო 40%-იანი ბარიერი, თუმცა პროპორციულით 45% და 50%-იც შეიძლება გქონდეს, მაგრამ მაინც ვერ დააკომპლექტო უმრავლესობა. 40%-იანი მექანიზმის გადალახვა არ ნიშნავს, რომ უმრავლესობა ავტომატურად გექნება. მერე ეს უკვე დამოკიდებული იქნება რამდენ მაჟორიტარულ ოლქს მოიგებ. შეიძლება პროპორციულში 50%-იც გქონდეს, ანუ 60 მანდატი, მაგრამ 16 ოლქს თუ ვერ მოიგებ, მაინც ვერ შექმნი უმრავლესობას. ასე რომ, უმრავლესობის შესაქმნელად მარტო პროპორციულის პროცენტი არაა მთავარი, საბოლოო შედეგს მაჟორიტარულის მანდატების რაოდენობა განსაზღვრავს.

"მივმართავ ოპოზიციას, ჩამოვაყალიბოთ ეროვნული ერთიანობის მთავრობა... ივანიშვილი დამარცხებულ-გაფარჩაკებულია" - რას აცხადებს სააკაშვილი

"ჩვენ გავიმარჯვეთ!" - რას წერს გიორგი გახარია "ფეისბუქზე" ეგზიტპოლების გამოცხადების შემდეგ

ზაალ უდუმაშვილი: "ქართული ოცნება" დასრულებულია, ოპოზიციამ გამარჯვება მოიპოვა"