ავტორი:

ჰიუნდაის დიზაინი გამარჯვებულია - DMI Design Value Awards 2020 დიზაინისთვის „Sensuous Sportiness“

ჰიუნდაის დიზაინი გამარჯვებულია - DMI Design Value Awards 2020 დიზაინისთვის „Sensuous Sportiness“

ჰიუნდაი მოტორსის, სამხრეთკორეული ავტომწარმოებლის, დიზაინის ახალმა კონცეფციამ სახელწოდებით „Sensuous Sportiness“ დიზაინ-მენეჯმენტ DMI-სგან წლის საუკეთესოს ჯილდო მოიპოვა და Design Value Award 2020-ის გამარჯვებული გახდა.

DMI საერთაშორისო არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც 1975 წელს დაარსდა. კომპანია ამაღლებს დიზაინის როლს მენეჯმენტსა და ინოვაციების ბიზნესში. ის აერთიანებს ინოვატორებს, პედაგოგებს, მკვლევარებს და დიზაინის ყველა დარგში მოღვაწე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან, რათა ხელი შეუწყოს დიზაინის ინოვაციურ განვითარებას.

აღსანიშნავია, რომ ჰიუნდაიმ DMI Design Value Award-ზე პირველად გაიმარჯვა. აღნიშნულ ჯილდოს, როგორც წესი, ის ბიზნეს-ჯგუფები იმსახურებენ, რომლებიც დიზაინით, ან დიზაინ-მენეჯმენტით მნიშვნელოვან შედეგებს აღწევენ. Design Value Award 2020 ცხადყოფს, რომ ჰიუნდაი ბრენდის უნიკალურ ხასიათს ქმნის და დიზაინის განსაკუთრებული ფილოსოფია აქვს სახელწოდებით „Sensuous Sportiness“ რაც კომპანიის სამოდელო რიგის ვიზუალური განვითარების სტრატეგია Hyundai Look-ის ნაწილია.

“ჩვენთვის დიდი პატივია ჰიუნდაის მკაფიო იდენტობისთვის მიღებული აღიარება. ასეთ წარმატებას მომხმარებელზე ორიენტირებული დიზაინის შექმნისთვის მივაღწიეთ. ეს ჩვენი ბრენდისთვის მსოფლიო ბაზარზე კონკურენტული უპირატესობის გარანტიაა,“ - აცხადებს Hyundai Motor Company-ს ვიცე-პრეზიდენტი და ჰიუნდაის გლობალური დიზაინ-ცენტრის ხელმძღვანელი ლი სანგ იუპი.

კომპანია აგრძელებს დიზაინის ახალი სტრატეგიის აქტიურად გამოყენებას სხვადასხვა მოდელებში. ბოლო წლებში „Sensuous Sportiness“ დიზაინით გამოვიდა მერვე თაობის სონატა, 2021 წლის ტუსანი, სანტა-ფე და ელანტრა.

R

სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამა გიცავს.. და გასაჩუქრებს

ჯანსაღი დიაბეტური და დიეტური პროდუქციის ქართული მაღაზია

ბაკურიანში აპარტამენტმა წლიურად დაახლოებით 20 000 ლარამდე ოდენობით შემოსავალი მომიტანა“ - კურორტი, რომელიც ყველა სეზონზე მოთხოვნადია