კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

6

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:10-ზე, მთვარე ლომში იქნება 08:37-დან რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა მოგზაურობის, შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადაადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნეტავ, რა უხარიათ?!" - თენგიზ ცერცვაძე უცხოეთში მყოფ იმ ქართველ მედიკოსებს პასუხობს, ვინც  COVID-19-ის საწინააღმდეგოდ საქართველოს პოლიტიკას  აკრიტიკებენ
"ნეტავ, რა უხარიათ?!" - თენგიზ ცერცვაძე უცხოეთში მყოფ იმ ქართველ მედიკოსებს პასუხობს, ვინც  COVID-19-ის საწინააღმდეგოდ საქართველოს პოლიტიკას  აკრიტიკებენ

"მინ­და ყვე­ლა იმ პირს, რო­მე­ლიც ხელ­მძღვა­ნე­ლობს პრინ­ცი­პით - "რაც უა­რე­სი, მით უკე­თე­სი", ვინც ამ­ბობს, რომ ქვე­ყა­ნა­ში სიკ­ვდი­ლო­ბა კა­ტასრო­ფუ­ლად იზ­რდე­ბა და ცდი­ლობს წარ­მო­ა­ჩი­ნოს, რომ სა­ქარ­თვე­ლომ COVID-თან ბრძო­ლა­ში კრა­ხი გა­ნი­ცა­და, მკა­ფი­ოდ და გა­სა­გე­ბად ვუ­თხრა, რომ ეს ტყუ­ი­ლია", - აცხა­დებს ინ­ფექ­ცი­უ­რი პა­თო­ლო­გი­ის, შიდსი­სა და კლი­ნი­კუ­რი იმუ­ნო­ლო­გი­ის სა­მეც­ნი­ე­რო პრაქ­ტი­კუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რი თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე, რომ­ლის პოსტს ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფო ავ­რცე­ლებს.

მი­სი­ვე თქმით, COVID პა­ცი­ენ­ტე­ბის მკვეთ­რად გაზ­რდი­ლი რა­ო­დე­ნო­ბის პი­რო­ბებ­შიც კი სა­ქარ­თვე­ლო ინარ­ჩუ­ნებს იმ ქვეყ­ნის სტა­ტუსს, რო­მელ­საც აქვს გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვე­ბის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი.

თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე უცხო­ეთ­ში მყოფ იმ ქარ­თველ მე­დი­კო­სებს პა­სუ­ხობს, ვინც სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო ვერ­ტი­კა­ლი­სა და და ექი­მე­ბის მიერ COVID-19-ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო პო­ლი­ტი­კა­სა და ღო­ნის­ძი­ე­ბებს აკ­რი­ტი­კებს.

თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა.

  • გთა­ვა­ზობთ თენ­გიზ ცერ­ცვა­ძის გან­ცხა­დე­ბას უც­ვლე­ლად:

"ბა­ტო­ნი გი­ორ­გი კან­დე­ლა­კი ა.წ. 12 სექ­ტემ­ბერს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ფე­ის­ბუქ პოს­ტში წა­რუ­მა­ტებ­ლად შე­ე­ცა­და ნე­გა­ტი­უ­რად შე­ე­ფა­სე­ბი­ნა ქვე­ყა­ნა­ში სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო ვერ­ტი­კა­ლი­სა და ექი­მე­ბის მიერ COVID-19-ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო პო­ლი­ტი­კა და ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი (მა­შინ მან თავი აა­რი­და ჩვენ­თან ამ სა­კი­თხზე ტე­ლე­დე­ბა­ტებს).ა.წ. 17 და 18 ოქ­ტომ­ბერს ბ-ნმა გი­ორ­გიმ და ბ-ნმა რე­ვაზ ბო­ჭო­რიშ­ვილ­მა (რო­მე­ლიც საფ­რან­გეთ­ში საქ­მი­ა­ნობს) გა­მო­აქ­ვეყ­ნეს პოს­ტე­ბი, სა­დაც და­უ­ფა­რა­ვი კმა­ყო­ფი­ლე­ბით აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ ჯან­მო-ს სა­ერ­თა­შო­რი­სო კვლე­ვა „Solidarity”-ის შუ­ა­ლე­დუ­რი შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით, არ და­დას­ტურ­და მე­დი­კა­მენტ რემ­დე­სი­ვი­რის (ისე­ვე, რო­გორც ამ კვლე­ვა­ში ჩარ­თუ­ლი სხვა მე­დი­კა­მენ­ტე­ბის) ეფექ­ტი COVID-19-ისმკურ­ნა­ლო­ბა­ში და ნიშ­ნის მო­გე­ბით და ძა­ლი­ან ნე­გა­ტი­უ­რად აფა­სე­ბენ ქვე­ყა­ნა­ში COVID-19-ის კლი­ნი­კუ­რი მარ­თვის პრო­ცესს. სრუ­ლი­ად გა­უ­გე­ბა­რია, რა უხა­რი­ათ ან რა აქვთ ნიშ­ნის მო­სა­გე­ბი და სა­საყ­ვე­დუ­რო. სა­ი­დან ამ­დე­ნი ტყუ­ი­ლი, ღვარ­ძლი და ბოღ­მა. რა, თუ მე­დი­კა­მენ­ტე­ბი, რომ­ლებ­საც მთე­ლი მსოფ­ლიო იმე­დის თვა­ლით შეჰ­ყუ­რებს არა­ე­ფექ­ტი­ა­ნი ან ნაკ­ლებ ეფექ­ტი­ა­ნი გა­მოდ­გა, ეს სა­სი­ხა­რუ­ლოა და ვინ­მეს­თვის კარ­გია?

რა­ტომ ვერ ეგუ­ე­ბი­ან ისი­ნი, რომ ბოლო პე­რი­ოდ­ში COVID-19-ით მკვეთ­რად გაზ­რდი­ლი ავად­მყო­ფე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის მი­უ­ხე­და­ვად ქვე­ყა­ნა მა­ინც წარ­მა­ტე­ბით მარ­თავს პრო­ცე­სებს. მინ­და ყვე­ლა იმ პირს, რო­მე­ლიც ხელ­მძღვა­ნე­ლობს პრინ­ცი­პით „რაც უა­რე­სი, მით უკე­თე­სი“ ვინც ამ­ბობს, რომ ქვე­ყა­ნა­ში სიკ­ვდი­ლო­ბა კა­ტასრო­ფუ­ლად იზ­რდე­ბა და ცდი­ლობს წარ­მო­ა­ჩი­ნოს, რომ სა­ქარ­თვე­ლომ COVID-თან ბრძო­ლა­ში კრა­ხი გა­ნი­ცა­და, მკა­ფი­ოდ და გა­სა­გე­ბად ვუ­თხრა, რომ ეს ტყუ­ი­ლია. დიდი ტყუ­ი­ლი. COVID პა­ცი­ენ­ტე­ბის მკვეთ­რად გაზ­რდი­ლი რა­ო­დე­ნო­ბის პი­რო­ბებ­შიც კი სა­ქარ­თვე­ლო ინარ­ჩუ­ნებს იმ ქვეყ­ნის სტა­ტუსს, რო­მელ­საც აქვს გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვე­ბის ევ­რო­პის 49 ქვე­ყა­ნა­სა და ამე­რი­კის ქვეყ­ნებს შო­რის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, რო­გორც პრო­ცენ­ტუ­ლად (0,73%), ისე გარ­დაც­ვლილ­თა აბ­სო­ლუ­ტუ­რი რა­ო­დე­ნო­ბით ერთ მი­ლი­ონ მო­სახ­ლე­ზე გა­და­ან­გა­რი­შე­ბით (48 გარ­დაც­ვლი­ლი). ეს ასეა, მოს­წონთ თუ არა ეს მათ და შე­უძ­ლი­ათ ამა­ში მარ­ტი­ვად დარ­წმუნ­დნენ, თუ გა­ეც­ნო­ბი­ან ევ­რო­პის CDC-ის, ამე­რი­კის CDC-ის, Worldometers-ის და სხვა ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მო­ნა­ცე­მებს.

გა­სა­გე­ბია, რომ მათ და მათ თა­ნა­მო­აზ­რე­ებს "სხვი­სი აშე­ნე­ბუ­ლი ქვე­ყა­ნა არ უნ­დათ“, მაგ­რამ ეს არ აძ­ლევს მათ ადა­მი­ა­ნე­ბის ბე­დით მა­ნი­პუ­ლი­რე­ბის უფ­ლე­ბას. ბ-ნი რე­ვა­ზი­თა­ვის პოს­ტში წერს „სა­ქარ­თვე­ლო­ში დღეს რაც ხდე­ბა, მსგავ­სი და­ბო­ლე­ბის?!, COVID-ის გა­პო­ლი­ტი­ზი­რე­ბი­სა და მკერ­დში მჯი­ღე­ბის ცე­მის შე­დე­გი­ცაა“?!. ისე­თი რა ხდე­ბა ბა­ტო­ნო რე­ვაზ, რაც საფ­რან­გეთ­ში არ გი­ნა­ხავთ? მინ­და შე­გახ­სე­ნოთ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ბოლო პე­რი­ოდ­ში COVID-19-ის შემ­თხვე­ვე­ბის მკვეთ­რი მა­ტე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, სა­ქარ­თვე­ლო ყვე­ლა მაჩ­ვე­ნებ­ლით ბევ­რად სჯობ­ნის საფ­რან­გეთს, სა­დაც თქვენ საქ­მი­ა­ნობთ. კერ­ძოდ, საფ­რან­გეთ­ში 24 ოქ­ტომ­ბრის მო­ნა­ცე­მე­ბით სულ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლია 1 041 075 შემ­თხვე­ვა და 34 508 გარ­დაც­ვა­ლე­ბა (3,31%). მა­შინ, როცა სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლია 26 503 შემ­თხვე­ვა და 193 გარ­დაც­ვა­ლე­ბა (0,73%). 1 მი­ლი­ონ მო­სახ­ლე­ზე გა­და­ან­გა­რი­შე­ბით საფ­რან­გეთ­ში COVID-19-ის 15 938 შემ­თხვე­ვაა და 528 გარ­დაც­ვა­ლე­ბა, მა­შინ რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში - COVID-19-ის 6 648 შემ­თხვე­ვაა და 48 გარ­დაც­ვა­ლე­ბა - ანუ 11-ჯერ ნაკ­ლე­ბი?! ვიდ­რე საფ­რან­გეთ­ში და ეს მა­შინ, როცა სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კა და ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა მთლი­ა­ნო­ბა­ში საფ­რან­გე­თი­სა­ზე ბევ­რად უფრო სუს­ტია და კი­დევ აქეთ გვე­დიდ­გუ­ლე­ბით? COVID-19-ის ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბი­თაც კი საფ­რან­გეთ­ში უა­რე­სი მდგო­მა­რე­ო­ბაა 42 038 ახა­ლი შემ­თხვე­ვაა (1 მი­ლი­ონ მო­სახ­ლე­ზე - 647), ვიდ­რე სა­ქარ­თვე­ლო­ში - 1941ახა­ლი შემ­თხვე­ვაა (1 მი­ლი­ონ მო­სახ­ლე­ზე - 511). აღ­სა­ნიშ­ნა­ვია აგ­რეთ­ვე, რომ სა­ქარ­თვე­ლომ ამას სწო­რედ COVID-19-ის უკე­თე­სი მარ­თვით, მათ შო­რის უკე­თე­სი კლი­ნი­კუ­რი მარ­თვით მი­აღ­წია და არა ჩა­კეტვე­ბი­თა და შე­ზღუდ­ვე­ბით,რა­მე­თუ ეს უკა­ნას­კნე­ლი გა­ზა­ფხულ­ზეც და მი­თუ­მე­ტეს ახლა გა­ცი­ლე­ბით უფრო მკაც­რი და მას­შტა­ბუ­რი იყო საფ­რან­გეთ­ში, ვიდ­რე სა­ქარ­თვე­ლო­ში (თუ გინ­დათ ჩა­მო­გით­ვლით). ასე, რომ ბ-ნმა რე­ვაზ­მა უმ­ჯო­ბე­სია თა­ვის საფ­რან­გეთს მი­ხე­დოს. ის მა­ინც გა­იხ­სე­ნოს რა სა­ში­ნე­ლე­ბე­ბი ხდე­ბო­და საფ­რან­გეთ­ში (და ევ­რო­პის სხვა ქვეყ­ნებ­შიც), თუ რამ­დე­ნი ხანი ელო­დე­ბოდ­ნენ ავად­მყო­ფე­ბი (მათ შო­რის მძი­მე ავად­მყო­ფე­ბი) ტეს­ტის პა­სუ­ხებს და ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ას და რამ­დე­ნი ავად­მყო­ფი მო­უკ­ვდათ ისე, რომ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მოხ­ვედ­რაც არ ეღირ­სათ, ან რო­გორ მიჰ­ყავ­დათ მძი­მე ავად­მყო­ფე­ბი გა­და­სარ­ჩე­ნად მე­ზო­ბელ გერ­მა­ნი­ა­ში. სა­ქარ­თვე­ლო­ში ხომ ჯერ­ჯე­რო­ბით არა­ფე­რი მსგავ­სი არ ხდე­ბა.

ახლა, ყვე­ლა­ზე გულ­და­სა­წყვე­ტი და ჩვენ­თვის მტკივ­ნე­უ­ლი. ბ-ნმა გი­ორ­გიმ, რო­მელ­საც უდი­დეს პა­ტივს ვცემ­დით. ჩვენ­გან ყო­ველ­გვა­რი სა­ბა­ბის გა­რე­შე ძა­ლი­ან მო­უხ­ში­რა არა­კო­რექ­ტულ და შე­უ­რა­ცხმყო­ფელ პა­სა­ჟებს ჩვენს მი­მართ. იგი თა­ვის თავს უფ­ლე­ბას აძ­ლევს თა­ვის პოს­ტებ­ში გა­მოთ­ქვას თა­ვი­სი კო­ლე­გე­ბის მი­მართ ისე­თი არა­კო­რექ­ტუ­ლი და სი­ნამ­დვი­ლეს მთლი­ა­ნად აც­დე­ნი­ლი ბრალ­დე­ბე­ბი, რო­გო­რი­ცაა: „ღია კო­რუფ­ცი­ა­ში“?! ბრალ­დე­ბა COVID-19-ით უსიმპტო­მო პა­ცი­ენ­ტე­ბის ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით. იგი აცხა­დებს, რომ COVID კლი­ნი­კე­ბი სავ­სეა პირ­და­პირ „სახ­ნავ-სა­თე­სი­დან წა­მოყ­ვა­ნი­ლი“ უსიმპტო­მო პა­ცი­ენ­ტე­ბით (ისე, რომ არ­ცერთ COVID კლი­ნი­კა­ში ერთხე­ლაც არ არის ნამ­ყო­ფი), უა­პე­ლა­ცი­ოდ აცხა­დებს, რომ „ჩვენ უკვე ვავ­ნეთ ასო­ბით ადა­მი­ანს“?! ჰიდ­რო­ქ­სიქ­ლო­რო­ქი­ნით მკურ­ნა­ლო­ბით და შე­ვე­ცა­დოთ აღარ ვავ­ნოთ სხვა მკურ­ნა­ლო­ბე­ბით“?! „რომ არ წა­ვი­ტე­ხოთ ცხვი­რი ისე, რო­გორც მოგ­ვი­ვი­და ჰიდ­რო­ქ­სიქ­ლო­რო­ქი­ნის შემ­თხვე­ვა­ში წარ­სულ­ში და რემ­დე­სი­ვი­რის შემ­თხვე­ვა­ში სულ ახ­ლა­ხანს“?! ეს უკვე სცდე­ბა არა­კო­რექ­ტუ­ლო­ბის და არა­ე­თი­კუ­რო­ბის ფარ­გლებს და და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნებს შე­ი­ცავს, კო­რუფ­ცი­ის ბრალ­დე­ბა­ზე რომ არა­ფე­რი ვთქვათ. ხომ შე­იძ­ლე­ბა ვი­ღა­ცამ მარ­თლა და­ი­ჯე­როს, რომ ჩვენ ასო­ბით ადა­მი­ანს უკვე ვავ­ნეთ?! მი­თუ­მე­ტეს, რომ ჰიდ­რო­ქ­სიქ­ლო­რო­ქინს COVID პა­ცი­ენ­ტე­ბის გარ­და ბევ­რი სხვა ავად­მყო­ფე­ბიც იღე­ბენ და ყვე­ლა მათ­გა­ნი სტრეს­ში აღ­მოჩ­ნდე­ბა. ან კი­დევ მარ­თლა „წა­ვი­ტე­ხეთ ცხვი­რი“ წარ­სულ­შიც და სულ ახ­ლა­ხანს (რა აზ­რე­ბი მოგ­დით?). ვის რა ვავ­ნეთ ბა­ტო­ნო გი­ორ­გი? ან რაზე „წა­ვი­ტე­ხეთ ცხვი­რი“? ჰიდ­რო­ქ­სიქ­ლო­რო­ქინ­ზე ჩვენ­თან არ­ცერ­თი გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნა არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა და პრაქ­ტი­კუ­ლად ყვე­ლა ავად­მყო­ფი გა­ნი­კურ­ნა, ხოლო რემ­დე­სი­ვი­რი კი ჯერ სა­ერ­თოდ არ გა­მოგ­ვი­ყე­ნე­ბია და რომც გა­მოგ­ვე­ყე­ნე­ბი­ნა, რა? მთე­ლი მსოფ­ლიო იყე­ნებს და FDA-მაც უკვე ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ამ­ტკი­ცა. კი­დევ რა­ღას ვუ­ცა­დოთ? გა­მო­დის, რომ თქვენს გარ­და ყვე­ლამ „ცხვი­რი წა­ი­ტე­ხა“? და სა­ერ­თოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­დღე­ი­სოდ 50-მდე COVID კლი­ნი­კა მუ­შა­ობსდა თან სულ სხვა­დას­ხვა გე­მოვ­ნე­ბის და ბ-ნ გი­ორ­გის სხვა­დას­ხვა კვლე­ვე­ბის შე­დე­გე­ბით მა­ნი­პუ­ლი­რე­ბის ნაც­ვლად, რომ­ლე­ბიც ისე­დაც ყვე­ლამ კარ­გად ვი­ცით, თა­ვი­სუფ­ლად შე­ეძ­ლო ემუ­შა­ვა რო­მე­ლი­მე მათ­გან­ში და თა­ვი­სი წვლი­ლი შე­ე­ტა­ნა პა­ცი­ენ­ტე­ბის მკურ­ნა­ლო­ბა­ში. თო­რემ სა­ნამ ბ-ნი გი­ორ­გი და მისი თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბი ცდი­ლო­ბენ იპოვ­ნონ „კატა ბნელ ოთახ­ში“, ჩვენ დიდი წარ­მა­ტე­ბით ვუმ­კურ­ნა­ლეთ 26 ათას­ზე მეტ COVID-19-ით ავად­მყოფ­სევ­რო­პა­სა და ამე­რი­კა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი სიკ­ვდი­ლო­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლით.

  • ახლა რაც შე­ე­ხე­ბა რემ­დე­სი­ვირს

ეს მე­დი­კა­მენ­ტი მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არ იყო იდე­ა­ლუ­რი და ჩვენც არ ვყო­ფილ­ვართ მისი მე­ხოტ­ბე, მა­ინც მთელ მსოფ­ლი­ო­ში დიდი ხნის მან­ძილ­ზე ით­ვლე­ბო­და და ახ­ლაც ით­ვლე­ბა ყვე­ლა­ზე იმე­დის­მომ­ცე­მა­დიმ ან­ტი­ვირუ­სულ პრე­პა­რა­ტებს შო­რის, რომ­ლე­ბიც კლი­ნი­კურ კვლე­ვებს გა­დი­ან. ამ პრე­პა­რატ­ზე უზარ­მა­ზა­რი მო­თხოვ­ნა იყო და ჯერ კი­დევ არის მთელ მსოფ­ლი­ო­ში და რა არის გა­საკ­ვი­რი, რომ სა­ქარ­თვე­ლოც იჩენ­და ინ­ტე­რესს. ასე მა­გა­ლი­თად, აშშ-მ წი­ნას­წარ შე­ის­ყი­და ქვეყ­ნის­თვის სა­ჭი­რო მთე­ლი წლის მა­რა­გი, ხოლო ევ­რო­პის 37-მა ქვე­ყა­ნამ სულ ახ­ლა­ხანს შე­ი­ძი­ნა 500 ათა­სი პა­ცი­ენ­ტის­თვის სა­ჭი­რო მე­დი­კა­მენ­ტი.სა­ქარ­თვე­ლო ყო­ველ­თვის იჩენ­და სიფრ­თხი­ლეს და თუ სა­ბო­ლო­ოდ (და არა შუ­ა­ლე­დუ­რი დას­კვნით) და­დას­ტურ­დე­ბა, რომ ეს მე­დი­კა­მენ­ტი მარ­თლაც არა­ე­ფექ­ტი­ა­ნი და უსარ­გებ­ლოა, სა­ქარ­თვე­ლო ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბად და­ზა­რალ­დე­ბა,მაგ­რამ ჯერ-ჯე­რო­ბით კვლე­ვე­ბი, მათ შო­რის „Solidarity” გრძელ­დე­ბა და და­ვე­ლო­დოთ სა­ბო­ლოო შე­დე­გებს. მი­თუ­მე­ტეს, რომ შუ­ა­ლე­დურ დას­კვნა­შიც არ არის კა­ტე­გო­რი­უ­ლად ნათ­ქვა­მი, რომ რემ­დე­სი­ვი­რი მთლი­ა­ნად უსარ­გებ­ლოა. ამა­ვე დროს არ­სე­ბობს სხვა რან­დო­მი­ზე­ბუ­ლი კონ­ტრო­ლი­რე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბიც, რო­მელ­თა მი­ხედ­ვი­თაც რემ­დე­სი­ვი­რი სარ­წმუ­ნოდ ამ­ცი­რებს სიკ­ვდი­ლო­ბას გარ­კვე­უ­ლი კა­ტე­გო­რი­ის (ჟანგბად­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის ად­რე­ულ სტა­დი­ა­ზე) ავად­მყო­ფებ­ში. 2020 წლის 24 ივ­ლი­სის NIH-ის გა­იდ­ლა­ინ­შიც რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია რემ­დე­სი­ვი­რის მი­ცე­მა COVID-19-ით ჟანგბად­და­მო­კი­დე­ბუ­ლი (მხო­ლოდ არა მე­ქა­ნი­კურ ვენ­ტი­ლა­ცი­ა­ზე მყო­ფი) პა­ცი­ენ­ტე­ბი­სათ­ვის.სა­გუ­ლის­ხმოა, რომ აშშ-ს FDA-იმ სამ­წუ­ხა­როდ არ გა­ი­ზი­ა­რა ბ-ნი გი­ორ­გის და ბ-ნი რე­ვა­ზის­პო­ზი­ცია და 23 ოქ­ტომ­ბერს ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ამ­ტკი­ცა რემ­დე­სი­ვი­რი ჰოს­პი­ტა­ლი­ზე­ბუ­ლი COVID-19-თ ავად­მყო­ფე­ბის სამ­კურ­ნა­ლოდ. ადრე (ა.წ. 1 მა­ისს და 28 აგ­ვის­ტოს) იგი­ვე FDA-ის გა­ცე­მუ­ლი ჰქონ­და რე­კო­მენ­და­ცია ამ პრე­პა­რა­ტის მხო­ლოდ გა­და­უ­დე­ბე­ლი სა­ჭი­რო­ე­ბის (for emergency use) დროს გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე. ამ­დე­ნად, რემ­დე­სი­ვი­რი გახ­და პირ­ვე­ლი და ჯერ-ჯე­რო­ბით ერ­თა­დერ­თი ან­ტი­ვირუ­სუ­ლი პრე­პა­რა­ტი, რო­მე­ლიც ოფი­ცი­ა­ლუ­რად არის რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი COVID-19-ით ავად­მყო­ფე­ბის სამ­კურ­ნა­ლოდ.რაც შე­ე­ხე­ბა ჩვენს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას სა­ერ­თა­შო­რი­სო კვლე­ვებ­ში, მსოფ­ლიო ლი­დე­რე­ბის Antony Fauci-ის (აშშ) და Jens Lundgren-ის (და­ნია) უშუ­ა­ლოდ რე­კო­მენ­და­ცი­ით ინ­ფექ­ცი­უ­რი პა­თო­ლო­გი­ის და შიდსის ცენ­ტრი (და არა მთლი­ა­ნად სა­ქარ­თვე­ლო) მო­ნა­წი­ლე­ობს COVID-19-ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო მო­ნოკ­ლო­ნუ­რი ან­ტის­ხე­უ­ლე­ბის კლი­ნი­კურ კვლე­ვა­ში და არა „Solidarity”-ში, რაც ჩვე­ნი ცენ­ტრი­სად­მი უდი­დე­სი ნდო­ბის გა­მო­ხატ­ვის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია. ასე, რომ ტყუ­ილს ბ-ნი რე­ვა­ზი ამ­ბობს და არა ჩვენ.რაც შე­ე­ხე­ბა კვლე­ვა „Solidarity“-ის, სა­ქარ­თვე­ლო ნამ­დვი­ლად მო­ნა­წი­ლე­ობს ამ კვლე­ვა­შიც და ა.წ. 13 ოქ­ტომ­ბერს ჯან­მო-მ ოფი­ცი­ა­ლუ­რი წე­რი­ლით მი­მარ­თა სა­ქარ­თვე­ლოს შე­მოგ­ვე­ტა­ნა რემ­დე­სი­ვი­რი აღ­ნიშ­ნუ­ლი კვლე­ვი­სათ­ვის და ამ მე­დი­კა­მენ­ტის შე­მო­ტა­ნა, რო­მელ­ზეც ბ-ნმა გი­ორ­გიმ, ბ-ნმა რე­ვაზ­მა­და სხვებ­მა ამ­დე­ნი ხმა­უ­რი ატე­ხეს,სწო­რედ ამ კვლე­ვის­თვის იყო და­გეგ­მი­ლი. თუმ­ცა მას შემ­დეგ, რაც FDA-იმ რემ­დე­სი­ვი­რი უკვე ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ამ­ტკი­ცა, მისი გა­მო­ყე­ნე­ბა კვლე­ვის გა­რე­თაც სავ­სე­ბით გა­მარ­თლე­ბუ­ლია. ისიც სა­გუ­ლის­ხმოა, რომ 1 კურ­სის ღი­რე­ბუ­ლე­ბა არის არა 3500 ან 2000 აშშ დო­ლა­რი, არა­მედ 156 ან 286 აშშ დო­ლა­რი (6 ან 11 ფლა­კო­ნი სხვა­დას­ხვა სიმ­ძი­მის ავად­მყო­ფე­ბის­თვის).

ასე, რომ ჩვენ ყვე­ლა­ფერს სწო­რად და COVID პა­ცი­ენ­ტე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბის­თვის ვა­კე­თებ­დით და ვა­კე­თებთ და თუ შემ­დგომ­ში ჯან­მო ოფი­ცი­ა­ლუ­რად მა­ინც ამო­ი­ღებს რემ­დე­სი­ვირს ხმა­რე­ბი­დან, ბუ­ნებ­რი­ვია ჩვენც ასე მო­ვიქ­ცე­ვით.რაც შე­ე­ხე­ბა ირო­ნი­ას იმ ფაქ­ტი­სად­მი, რომ ამე­რი­კის პრე­ზი­დენტს ბ-ნ ტრამპს რემ­დე­სი­ვი­რით უმ­კურ­ნა­ლეს, ყოვ­ლად უად­გი­ლოა. რო­გორ ფიქ­რობთ, ამე­რი­კის სა­უ­კე­თე­სო ექიმ­თა გუნ­დი, რო­მელ­მაც ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო ბ-ნ გი­ორ­გი­ზე ან ბ-ნ რე­ვაზ­ზე ნაკ­ლე­ბად იც­ნობ­და Solidarity-ის კვლე­ვის შე­დე­გებს და ზო­გა­დად რემ­დე­სი­ვი­რის ავ­კარ­გი­ა­ნო­ბას? რა­ი­მე სე­რი­ო­ზუ­ლი წო­ნა­დი არ­გუ­მენ­ტის გა­რე­შე ისი­ნი არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ გა­უ­კე­თებ­დნენ თა­ვი­სი ქვეყ­ნის პრე­ზი­დენტს „ექ­სპე­რი­მენ­ტულ“ არა­ე­ფექ­ტი­ან მე­დი­კა­მენტს და ისიც ინ­ტრა­ვე­ნუ­რად. ასე, რომ არა მგო­ნია, ეს ფაქ­ტი ვინ­მეს „სა­ღა­დაო“ იყოს და თუ სა­ქარ­თვე­ლო­შიც COVID-19-ით ავად­მყო­ფებს ახლო მო­მა­ვალ­ში ექ­ნე­ბათ სა­შუ­ა­ლე­ბა იმ­კურ­ნა­ლონ იგი­ვე მე­დი­კა­მენ­ტე­ბით (რემ­დე­სი­ვი­რი, მო­ნოკ­ლო­ნუ­რი ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი და სხვ.), რომ­ლი­თაც ამე­რი­კის პრე­ზი­დენტს უმ­კურ­ნა­ლეს, არ გვგო­ნია, რომ ეს ცუდი იყოს, და­მო­უ­კი­დებ­ლად იმი­სა, მოს­წონთ ეს ბ-ნ გი­ორ­გის და ბ-ნ რე­ვაზს, თუ არა.ბ-ნი გი­ორ­გი­ძა­ლი­ან ხში­რად იმე­ო­რებს, რომ „ერ­თა­დერ­თი ეფექ­ტი­ა­ნი პრე­პა­რა­ტი დღეს­დღე­ი­სო­ბით არის დექ­სა­მე­ტა­ზო­ნი“. მე არ ვიცი, რა სა­ჭი­როა „ღია კა­რის მტვრე­ვა“. დექ­სა­მე­ტა­ზონს ჩვენ ისე­დაც უკვე ძა­ლი­ან დიდი ხა­ნია ვი­ყე­ნებთ, რაც ასა­ხუ­ლია ჩვენს გა­იდ­ლა­ინ­ში.რაც შე­ე­ხე­ბა კი­დევ ერთ ინო­ვა­ცი­ურ მე­თოდს - COVID-19-ის­გან გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი ავად­მყო­ფე­ბის (კონ­ვა­ლეს­ცენ­ტე­ბის) პლაზ­მის გა­მო­ყე­ნე­ბას COVID-19-ით პა­ცი­ენ­ტე­ბის სამ­კურ­ნა­ლოდ, მარ­თა­ლია დიდი რან­დო­მი­ზე­ბუ­ლი, კონ­ტრო­ლი­რე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბი ჯერ დას­რუ­ლე­ბუ­ლი არ არის, მაგ­რამ ამე­რი­კის FDA-ის ა.წ. 23 აგ­ვის­ტოს გა­ცე­მუ­ლი აქვს რე­კო­მენ­და­ცია კონ­ვა­ლეს­ცენ­ტე­ბის პლაზ­მის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე გა­და­უ­დე­ბე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბე­ბის­თვის (an emergency use) და სა­დღე­ი­სოდ ასე­თი პლაზ­მა უკვე გა­და­ეს­ხა 85 ათას­ზე მეტ COVID-ით პა­ცი­ენტს და სე­რი­ო­ზუ­ლი გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნე­ბი არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა. სარ­გე­ბე­ლი კი ბევ­რმა (თუმ­ცა არა ყვე­ლამ) მი­ი­ღო. ჩვენ ჯერ-ჯე­რო­ბით COVID-19-თ 6 ავად­მყოფს გა­და­ვუს­ხით კონ­ვა­ლეს­ცენ­ტის პლაზ­მა და 4 შემ­თხვე­ვა­ში კარ­გი შე­დე­გი მი­ვი­ღეთ (თუმ­ცა ეს ძა­ლი­ან ცო­ტაა). დიდი ალ­ბა­თო­ბით კონ­ვა­ლეს­ცენ­ტე­ბის პლაზ­მის ეფექ­ტი ან უე­ფექ­ტო­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბია იმა­ზე, თუ რა კონ­ცენ­ტრა­ცი­ით შე­ი­ცავს ის ე.წ. დამ­ცვე­ლო­ბით (მა­ნე­იტ­რა­ლი­ზე­ბელ) ან­ტის­ხე­უ­ლებს.

ხოლო იმის სწავ­ლე­ბა, რომ „პა­ცი­ენ­ტე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბა უნდა მო­ვახ­დი­ნოთ“,არა­სე­რი­ო­ზუ­ლია, რად­გან სპე­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი თან­ხმო­ბის გა­რე­შე კონ­ვა­ლეს­ცენ­ტე­ბის პლაზ­მას არა­ვინ ას­ხამს. სა­გუ­ლის­ხმოა, რომ ბ-ნი გი­ორ­გი მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ე­ცა­და ამ მე­თო­დის დის­კრე­დი­ტა­ცი­ას და პო­ტენ­ცი­უ­რი დო­ნო­რე­ბის დარ­წმუ­ნე­ბას, რომ არ ჩა­ე­ბა­რე­ბი­ნათ პლაზ­მა. ამა­ვე დროს იქვე ამ­ბობს, რომ „თუ რე­სურ­სი გვაქვს, თა­ვა­დაც ჩა­ვა­ტა­როთ კვლე­ვე­ბი“ კონ­ვა­ლეს­ცენ­ტე­ბის პლაზ­მა­ზეო. ბ-ნი გი­ორ­გი, სწო­რედ დო­ნო­რე­ბის რე­სურ­სი რომ გვჭირ­დე­ბა, ამი­ტომ მო­ვუ­წო­დეთ კონ­ვა­ლეს­ცენ­ტებს პლაზ­მის ჩა­ბა­რე­ბის­კენ, რა­საც თქვენ ასე შე­ე­წი­ნა­აღ­მდე­გეთ და არ გვგო­ნია, რომ ამით კარ­გი საქ­მე გა­ა­კე­თეთ.აი ასე­თია სი­ნამ­დვი­ლე­ში დღე­ვან­დე­ლი COVID სი­ტუ­ა­ცია სა­ქარ­თვე­ლო­ში თა­ვი­სი სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბით და იმე­დე­ბით".

მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინი
131

სამწუხაროა, მაგრამ ეს ყოფილა ქართული ბუნება. თანამემამულის წარმატებები თვალებს თხრის, და რამე გვიკვირს წარსულიდან? მაგ. რატომ უღებდნენ მტრებს კარს ან მეფის სიძულვილით რატომ ღალატობდნენ ქვეყანას? მე აღარაფერი მიკვირს. 

თურმე ქართველს შეუძლია წარმოუდგენლად სძულდეს თავისი ქვეყანა და თავისი ხალხი

hhh
73

ვის რა მიზანი აქ არ ვიცი, მარა სექტემბრის დასაწყისში 15 დღით, რომ ჩაეკეთათ ბათუმი დღეს არანაირი პრობლემა არ იქნებოდა.

ავტორი:

"ნეტავ, რა უხარიათ?!" - თენგიზ ცერცვაძე უცხოეთში მყოფ იმ ქართველ მედიკოსებს პასუხობს, ვინც  COVID-19-ის საწინააღმდეგოდ საქართველოს პოლიტიკას  აკრიტიკებენ

"ნეტავ, რა უხარიათ?!" - თენგიზ ცერცვაძე უცხოეთში მყოფ იმ ქართველ მედიკოსებს პასუხობს, ვინც  COVID-19-ის საწინააღმდეგოდ საქართველოს პოლიტიკას  აკრიტიკებენ

"მინდა ყველა იმ პირს, რომელიც ხელმძღვანელობს პრინციპით - "რაც უარესი, მით უკეთესი", ვინც ამბობს, რომ ქვეყანაში სიკვდილობა კატასროფულად იზრდება და ცდილობს წარმოაჩინოს, რომ საქართველომ COVID-თან ბრძოლაში კრახი განიცადა, მკაფიოდ და გასაგებად ვუთხრა, რომ ეს ტყუილია", - აცხადებს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე, რომლის პოსტს ინფექციური საავადმყოფო ავრცელებს.

მისივე თქმით, COVID პაციენტების მკვეთრად გაზრდილი რაოდენობის პირობებშიც კი საქართველო ინარჩუნებს იმ ქვეყნის სტატუსს, რომელსაც აქვს გარდაცვალების შემთხვევების ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი.

თენგიზ ცერცვაძე უცხოეთში მყოფ იმ ქართველ მედიკოსებს პასუხობს, ვინც საქართველოს სახელისუფლებო ვერტიკალისა და და ექიმების მიერ COVID-19-ის საწინააღმდეგო პოლიტიკასა და ღონისძიებებს აკრიტიკებს.

თენგიზ ცერცვაძე რამდენიმე ადამიანის განცხადებას ეხმაურება.

  • გთავაზობთ თენგიზ ცერცვაძის განცხადებას უცვლელად:

"ბატონი გიორგი კანდელაკი ა.წ. 12 სექტემბერს გამოქვეყნებულ ფეისბუქ პოსტში წარუმატებლად შეეცადა ნეგატიურად შეეფასებინა ქვეყანაში სახელისუფლებო ვერტიკალისა და ექიმების მიერ COVID-19-ის საწინააღმდეგო პოლიტიკა და ღონისძიებები (მაშინ მან თავი აარიდა ჩვენთან ამ საკითხზე ტელედებატებს).ა.წ. 17 და 18 ოქტომბერს ბ-ნმა გიორგიმ და ბ-ნმა რევაზ ბოჭორიშვილმა (რომელიც საფრანგეთში საქმიანობს) გამოაქვეყნეს პოსტები, სადაც დაუფარავი კმაყოფილებით აღნიშნავენ, რომ ჯანმო-ს საერთაშორისო კვლევა „Solidarity”-ის შუალედური შედეგების მიხედვით, არ დადასტურდა მედიკამენტ რემდესივირის (ისევე, როგორც ამ კვლევაში ჩართული სხვა მედიკამენტების) ეფექტი COVID-19-ისმკურნალობაში და ნიშნის მოგებით და ძალიან ნეგატიურად აფასებენ ქვეყანაში COVID-19-ის კლინიკური მართვის პროცესს. სრულიად გაუგებარია, რა უხარიათ ან რა აქვთ ნიშნის მოსაგები და სასაყვედურო. საიდან ამდენი ტყუილი, ღვარძლი და ბოღმა. რა, თუ მედიკამენტები, რომლებსაც მთელი მსოფლიო იმედის თვალით შეჰყურებს არაეფექტიანი ან ნაკლებ ეფექტიანი გამოდგა, ეს სასიხარულოა და ვინმესთვის კარგია?

რატომ ვერ ეგუებიან ისინი, რომ ბოლო პერიოდში COVID-19-ით მკვეთრად გაზრდილი ავადმყოფების რაოდენობის მიუხედავად ქვეყანა მაინც წარმატებით მართავს პროცესებს. მინდა ყველა იმ პირს, რომელიც ხელმძღვანელობს პრინციპით „რაც უარესი, მით უკეთესი“ ვინც ამბობს, რომ ქვეყანაში სიკვდილობა კატასროფულად იზრდება და ცდილობს წარმოაჩინოს, რომ საქართველომ COVID-თან ბრძოლაში კრახი განიცადა, მკაფიოდ და გასაგებად ვუთხრა, რომ ეს ტყუილია. დიდი ტყუილი. COVID პაციენტების მკვეთრად გაზრდილი რაოდენობის პირობებშიც კი საქართველო ინარჩუნებს იმ ქვეყნის სტატუსს, რომელსაც აქვს გარდაცვალების შემთხვევების ევროპის 49 ქვეყანასა და ამერიკის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი, როგორც პროცენტულად (0,73%), ისე გარდაცვლილთა აბსოლუტური რაოდენობით ერთ მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით (48 გარდაცვლილი). ეს ასეა, მოსწონთ თუ არა ეს მათ და შეუძლიათ ამაში მარტივად დარწმუნდნენ, თუ გაეცნობიან ევროპის CDC-ის, ამერიკის CDC-ის, Worldometers-ის და სხვა ავტორიტეტული ორგანიზაციების მონაცემებს.

გასაგებია, რომ მათ და მათ თანამოაზრეებს "სხვისი აშენებული ქვეყანა არ უნდათ“, მაგრამ ეს არ აძლევს მათ ადამიანების ბედით მანიპულირების უფლებას. ბ-ნი რევაზითავის პოსტში წერს „საქართველოში დღეს რაც ხდება, მსგავსი დაბოლების?!, COVID-ის გაპოლიტიზირებისა და მკერდში მჯიღების ცემის შედეგიცაა“?!. ისეთი რა ხდება ბატონო რევაზ, რაც საფრანგეთში არ გინახავთ? მინდა შეგახსენოთ, რომ საქართველოში ბოლო პერიოდში COVID-19-ის შემთხვევების მკვეთრი მატების მიუხედავად, საქართველო ყველა მაჩვენებლით ბევრად სჯობნის საფრანგეთს, სადაც თქვენ საქმიანობთ. კერძოდ, საფრანგეთში 24 ოქტომბრის მონაცემებით სულ დაფიქსირებულია 1 041 075 შემთხვევა და 34 508 გარდაცვალება (3,31%). მაშინ, როცა საქართველოში დაფიქსირებულია 26 503 შემთხვევა და 193 გარდაცვალება (0,73%). 1 მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით საფრანგეთში COVID-19-ის 15 938 შემთხვევაა და 528 გარდაცვალება, მაშინ როდესაც საქართველოში - COVID-19-ის 6 648 შემთხვევაა და 48 გარდაცვალება - ანუ 11-ჯერ ნაკლები?! ვიდრე საფრანგეთში და ეს მაშინ, როცა საქართველოს ეკონომიკა და ჯანდაცვის სისტემა მთლიანობაში საფრანგეთისაზე ბევრად უფრო სუსტია და კიდევ აქეთ გვედიდგულებით? COVID-19-ის ახალი შემთხვევებითაც კი საფრანგეთში უარესი მდგომარეობაა 42 038 ახალი შემთხვევაა (1 მილიონ მოსახლეზე - 647), ვიდრე საქართველოში - 1941ახალი შემთხვევაა (1 მილიონ მოსახლეზე - 511). აღსანიშნავია აგრეთვე, რომ საქართველომ ამას სწორედ COVID-19-ის უკეთესი მართვით, მათ შორის უკეთესი კლინიკური მართვით მიაღწია და არა ჩაკეტვებითა და შეზღუდვებით,რამეთუ ეს უკანასკნელი გაზაფხულზეც და მითუმეტეს ახლა გაცილებით უფრო მკაცრი და მასშტაბური იყო საფრანგეთში, ვიდრე საქართველოში (თუ გინდათ ჩამოგითვლით). ასე, რომ ბ-ნმა რევაზმა უმჯობესია თავის საფრანგეთს მიხედოს. ის მაინც გაიხსენოს რა საშინელებები ხდებოდა საფრანგეთში (და ევროპის სხვა ქვეყნებშიც), თუ რამდენი ხანი ელოდებოდნენ ავადმყოფები (მათ შორის მძიმე ავადმყოფები) ტესტის პასუხებს და ჰოსპიტალიზაციას და რამდენი ავადმყოფი მოუკვდათ ისე, რომ საავადმყოფოში მოხვედრაც არ ეღირსათ, ან როგორ მიჰყავდათ მძიმე ავადმყოფები გადასარჩენად მეზობელ გერმანიაში. საქართველოში ხომ ჯერჯერობით არაფერი მსგავსი არ ხდება.

ახლა, ყველაზე გულდასაწყვეტი და ჩვენთვის მტკივნეული. ბ-ნმა გიორგიმ, რომელსაც უდიდეს პატივს ვცემდით. ჩვენგან ყოველგვარი საბაბის გარეშე ძალიან მოუხშირა არაკორექტულ და შეურაცხმყოფელ პასაჟებს ჩვენს მიმართ. იგი თავის თავს უფლებას აძლევს თავის პოსტებში გამოთქვას თავისი კოლეგების მიმართ ისეთი არაკორექტული და სინამდვილეს მთლიანად აცდენილი ბრალდებები, როგორიცაა: „ღია კორუფციაში“?! ბრალდება COVID-19-ით უსიმპტომო პაციენტების ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით. იგი აცხადებს, რომ COVID კლინიკები სავსეა პირდაპირ „სახნავ-სათესიდან წამოყვანილი“ უსიმპტომო პაციენტებით (ისე, რომ არცერთ COVID კლინიკაში ერთხელაც არ არის ნამყოფი), უაპელაციოდ აცხადებს, რომ „ჩვენ უკვე ვავნეთ ასობით ადამიანს“?! ჰიდროქსიქლოროქინით მკურნალობით და შევეცადოთ აღარ ვავნოთ სხვა მკურნალობებით“?! „რომ არ წავიტეხოთ ცხვირი ისე, როგორც მოგვივიდა ჰიდროქსიქლოროქინის შემთხვევაში წარსულში და რემდესივირის შემთხვევაში სულ ახლახანს“?! ეს უკვე სცდება არაკორექტულობის და არაეთიკურობის ფარგლებს და დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, კორუფციის ბრალდებაზე რომ არაფერი ვთქვათ. ხომ შეიძლება ვიღაცამ მართლა დაიჯეროს, რომ ჩვენ ასობით ადამიანს უკვე ვავნეთ?! მითუმეტეს, რომ ჰიდროქსიქლოროქინს COVID პაციენტების გარდა ბევრი სხვა ავადმყოფებიც იღებენ და ყველა მათგანი სტრესში აღმოჩნდება. ან კიდევ მართლა „წავიტეხეთ ცხვირი“ წარსულშიც და სულ ახლახანს (რა აზრები მოგდით?). ვის რა ვავნეთ ბატონო გიორგი? ან რაზე „წავიტეხეთ ცხვირი“? ჰიდროქსიქლოროქინზე ჩვენთან არცერთი გვერდითი მოვლენა არ დაფიქსირებულა და პრაქტიკულად ყველა ავადმყოფი განიკურნა, ხოლო რემდესივირი კი ჯერ საერთოდ არ გამოგვიყენებია და რომც გამოგვეყენებინა, რა? მთელი მსოფლიო იყენებს და FDA-მაც უკვე ოფიციალურად დაამტკიცა. კიდევ რაღას ვუცადოთ? გამოდის, რომ თქვენს გარდა ყველამ „ცხვირი წაიტეხა“? და საერთოდ საქართველოში სადღეისოდ 50-მდე COVID კლინიკა მუშაობსდა თან სულ სხვადასხვა გემოვნების და ბ-ნ გიორგის სხვადასხვა კვლევების შედეგებით მანიპულირების ნაცვლად, რომლებიც ისედაც ყველამ კარგად ვიცით, თავისუფლად შეეძლო ემუშავა რომელიმე მათგანში და თავისი წვლილი შეეტანა პაციენტების მკურნალობაში. თორემ სანამ ბ-ნი გიორგი და მისი თანამოაზრეები ცდილობენ იპოვნონ „კატა ბნელ ოთახში“, ჩვენ დიდი წარმატებით ვუმკურნალეთ 26 ათასზე მეტ COVID-19-ით ავადმყოფსევროპასა და ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი სიკვდილობის მაჩვენებლით.

  • ახლა რაც შეეხება რემდესივირს

ეს მედიკამენტი მიუხედავად იმისა, რომ არ იყო იდეალური და ჩვენც არ ვყოფილვართ მისი მეხოტბე, მაინც მთელ მსოფლიოში დიდი ხნის მანძილზე ითვლებოდა და ახლაც ითვლება ყველაზე იმედისმომცემადიმ ანტივირუსულ პრეპარატებს შორის, რომლებიც კლინიკურ კვლევებს გადიან. ამ პრეპარატზე უზარმაზარი მოთხოვნა იყო და ჯერ კიდევ არის მთელ მსოფლიოში და რა არის გასაკვირი, რომ საქართველოც იჩენდა ინტერესს. ასე მაგალითად, აშშ-მ წინასწარ შეისყიდა ქვეყნისთვის საჭირო მთელი წლის მარაგი, ხოლო ევროპის 37-მა ქვეყანამ სულ ახლახანს შეიძინა 500 ათასი პაციენტისთვის საჭირო მედიკამენტი.საქართველო ყოველთვის იჩენდა სიფრთხილეს და თუ საბოლოოდ (და არა შუალედური დასკვნით) დადასტურდება, რომ ეს მედიკამენტი მართლაც არაეფექტიანი და უსარგებლოა, საქართველო ყველაზე ნაკლებად დაზარალდება,მაგრამ ჯერ-ჯერობით კვლევები, მათ შორის „Solidarity” გრძელდება და დაველოდოთ საბოლოო შედეგებს. მითუმეტეს, რომ შუალედურ დასკვნაშიც არ არის კატეგორიულად ნათქვამი, რომ რემდესივირი მთლიანად უსარგებლოა. ამავე დროს არსებობს სხვა რანდომიზებული კონტროლირებული კვლევებიც, რომელთა მიხედვითაც რემდესივირი სარწმუნოდ ამცირებს სიკვდილობას გარკვეული კატეგორიის (ჟანგბადდამოკიდებულების ადრეულ სტადიაზე) ავადმყოფებში. 2020 წლის 24 ივლისის NIH-ის გაიდლაინშიც რეკომენდებულია რემდესივირის მიცემა COVID-19-ით ჟანგბადდამოკიდებული (მხოლოდ არა მექანიკურ ვენტილაციაზე მყოფი) პაციენტებისათვის.საგულისხმოა, რომ აშშ-ს FDA-იმ სამწუხაროდ არ გაიზიარა ბ-ნი გიორგის და ბ-ნი რევაზისპოზიცია და 23 ოქტომბერს ოფიციალურად დაამტკიცა რემდესივირი ჰოსპიტალიზებული COVID-19-თ ავადმყოფების სამკურნალოდ. ადრე (ა.წ. 1 მაისს და 28 აგვისტოს) იგივე FDA-ის გაცემული ჰქონდა რეკომენდაცია ამ პრეპარატის მხოლოდ გადაუდებელი საჭიროების (for emergency use) დროს გამოყენებაზე. ამდენად, რემდესივირი გახდა პირველი და ჯერ-ჯერობით ერთადერთი ანტივირუსული პრეპარატი, რომელიც ოფიციალურად არის რეკომენდებული COVID-19-ით ავადმყოფების სამკურნალოდ.რაც შეეხება ჩვენს მონაწილეობას საერთაშორისო კვლევებში, მსოფლიო ლიდერების Antony Fauci-ის (აშშ) და Jens Lundgren-ის (დანია) უშუალოდ რეკომენდაციით ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრი (და არა მთლიანად საქართველო) მონაწილეობს COVID-19-ის საწინააღმდეგო მონოკლონური ანტისხეულების კლინიკურ კვლევაში და არა „Solidarity”-ში, რაც ჩვენი ცენტრისადმი უდიდესი ნდობის გამოხატვის მაჩვენებელია. ასე, რომ ტყუილს ბ-ნი რევაზი ამბობს და არა ჩვენ.რაც შეეხება კვლევა „Solidarity“-ის, საქართველო ნამდვილად მონაწილეობს ამ კვლევაშიც და ა.წ. 13 ოქტომბერს ჯანმო-მ ოფიციალური წერილით მიმართა საქართველოს შემოგვეტანა რემდესივირი აღნიშნული კვლევისათვის და ამ მედიკამენტის შემოტანა, რომელზეც ბ-ნმა გიორგიმ, ბ-ნმა რევაზმადა სხვებმა ამდენი ხმაური ატეხეს,სწორედ ამ კვლევისთვის იყო დაგეგმილი. თუმცა მას შემდეგ, რაც FDA-იმ რემდესივირი უკვე ოფიციალურად დაამტკიცა, მისი გამოყენება კვლევის გარეთაც სავსებით გამართლებულია. ისიც საგულისხმოა, რომ 1 კურსის ღირებულება არის არა 3500 ან 2000 აშშ დოლარი, არამედ 156 ან 286 აშშ დოლარი (6 ან 11 ფლაკონი სხვადასხვა სიმძიმის ავადმყოფებისთვის).

ასე, რომ ჩვენ ყველაფერს სწორად და COVID პაციენტების ინტერესებისთვის ვაკეთებდით და ვაკეთებთ და თუ შემდგომში ჯანმო ოფიციალურად მაინც ამოიღებს რემდესივირს ხმარებიდან, ბუნებრივია ჩვენც ასე მოვიქცევით.რაც შეეხება ირონიას იმ ფაქტისადმი, რომ ამერიკის პრეზიდენტს ბ-ნ ტრამპს რემდესივირით უმკურნალეს, ყოვლად უადგილოა. როგორ ფიქრობთ, ამერიკის საუკეთესო ექიმთა გუნდი, რომელმაც ეს გადაწყვეტილება მიიღო ბ-ნ გიორგიზე ან ბ-ნ რევაზზე ნაკლებად იცნობდა Solidarity-ის კვლევის შედეგებს და ზოგადად რემდესივირის ავკარგიანობას? რაიმე სერიოზული წონადი არგუმენტის გარეშე ისინი არავითარ შემთხვევაში არ გაუკეთებდნენ თავისი ქვეყნის პრეზიდენტს „ექსპერიმენტულ“ არაეფექტიან მედიკამენტს და ისიც ინტრავენურად. ასე, რომ არა მგონია, ეს ფაქტი ვინმეს „საღადაო“ იყოს და თუ საქართველოშიც COVID-19-ით ავადმყოფებს ახლო მომავალში ექნებათ საშუალება იმკურნალონ იგივე მედიკამენტებით (რემდესივირი, მონოკლონური ანტისხეულები და სხვ.), რომლითაც ამერიკის პრეზიდენტს უმკურნალეს, არ გვგონია, რომ ეს ცუდი იყოს, დამოუკიდებლად იმისა, მოსწონთ ეს ბ-ნ გიორგის და ბ-ნ რევაზს, თუ არა.ბ-ნი გიორგიძალიან ხშირად იმეორებს, რომ „ერთადერთი ეფექტიანი პრეპარატი დღესდღეისობით არის დექსამეტაზონი“. მე არ ვიცი, რა საჭიროა „ღია კარის მტვრევა“. დექსამეტაზონს ჩვენ ისედაც უკვე ძალიან დიდი ხანია ვიყენებთ, რაც ასახულია ჩვენს გაიდლაინში.რაც შეეხება კიდევ ერთ ინოვაციურ მეთოდს - COVID-19-ისგან გამოჯანმრთელებული ავადმყოფების (კონვალესცენტების) პლაზმის გამოყენებას COVID-19-ით პაციენტების სამკურნალოდ, მართალია დიდი რანდომიზებული, კონტროლირებული კვლევები ჯერ დასრულებული არ არის, მაგრამ ამერიკის FDA-ის ა.წ. 23 აგვისტოს გაცემული აქვს რეკომენდაცია კონვალესცენტების პლაზმის გამოყენებაზე გადაუდებელი მდგომარეობებისთვის (an emergency use) და სადღეისოდ ასეთი პლაზმა უკვე გადაესხა 85 ათასზე მეტ COVID-ით პაციენტს და სერიოზული გვერდითი მოვლენები არ დაფიქსირებულა. სარგებელი კი ბევრმა (თუმცა არა ყველამ) მიიღო. ჩვენ ჯერ-ჯერობით COVID-19-თ 6 ავადმყოფს გადავუსხით კონვალესცენტის პლაზმა და 4 შემთხვევაში კარგი შედეგი მივიღეთ (თუმცა ეს ძალიან ცოტაა). დიდი ალბათობით კონვალესცენტების პლაზმის ეფექტი ან უეფექტობა დამოკიდებულებია იმაზე, თუ რა კონცენტრაციით შეიცავს ის ე.წ. დამცველობით (მანეიტრალიზებელ) ანტისხეულებს.

ხოლო იმის სწავლება, რომ „პაციენტების ინფორმირება უნდა მოვახდინოთ“,არასერიოზულია, რადგან სპეციალური ინფორმირებული თანხმობის გარეშე კონვალესცენტების პლაზმას არავინ ასხამს. საგულისხმოა, რომ ბ-ნი გიორგი მაქსიმალურად შეეცადა ამ მეთოდის დისკრედიტაციას და პოტენციური დონორების დარწმუნებას, რომ არ ჩაებარებინათ პლაზმა. ამავე დროს იქვე ამბობს, რომ „თუ რესურსი გვაქვს, თავადაც ჩავატაროთ კვლევები“ კონვალესცენტების პლაზმაზეო. ბ-ნი გიორგი, სწორედ დონორების რესურსი რომ გვჭირდება, ამიტომ მოვუწოდეთ კონვალესცენტებს პლაზმის ჩაბარებისკენ, რასაც თქვენ ასე შეეწინააღმდეგეთ და არ გვგონია, რომ ამით კარგი საქმე გააკეთეთ.აი ასეთია სინამდვილეში დღევანდელი COVID სიტუაცია საქართველოში თავისი სერიოზული გამოწვევებით და იმედებით".

"აღნიშნული პირი იყო კოვიდგამოჯანმრთელებული" - რა გახდა რუსთავში 21 წლის ახალგაზრდის გარდაცვალების მიზეზი

"ლოკდაუნს“ თუ არ გამოვიყენებთ, ისე ახალი შემთხვევების ზრდის მართვა ძნელია" - თენგიზ ცერცვაძე

21 წლის ახალგაზრდა, რომელიც კოვიდსასტუმროდან გამოწერიდან მეორე დღეს გარდაიცვალა, ანსამბლ "თუთარჩელას" წევრი იყო