პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერთი სიტყვით უთხრა, პირდაპირ გააგრძელე გზა, ნუ მეპასუხებიო" - რას ჰყვებიან პირზე, რომელმაც თავდამსხმელი ბანკამდე მიიყვანა
"ერთი სიტყვით უთხრა, პირდაპირ გააგრძელე გზა, ნუ მეპასუხებიო" - რას ჰყვებიან პირზე, რომელმაც თავდამსხმელი ბანკამდე მიიყვანა

თავ­დამ­სხმე­ლი, რო­მე­ლიც "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კში" შე­იჭ­რა, და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გი­ლამ­დე "ნი­სა­ნის" მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლით მი­ვი­და. "რუს­თა­ვი 2"-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მძარ­ცველ­მა ავ­ტო­მო­ბი­ლი ზუგ­დი­დი­დან მო­შო­რე­ბით გა­ა­ჩე­რა და მძღოლს ია­რა­ღის მუ­ქა­რით, ბან­კამ­დე მიყ­ვა­ნა აი­ძუ­ლა.

მას შემ­დეგ კი რაც გამ­სა­ხურ­დი­ას გამ­ზირ­ზე მი­სულ­მა უმი­სა­მარ­თო სრო­ლა და­ი­წყო, ავ­ტო­მო­ბი­ლის მძღოლ­მა დახ­მა­რე­ბის­თვის პო­ლი­ცი­ას მი­მარ­თა.

"გა­და­უდ­გა წინ, ჩა­უჯ­და და ერთი სი­ტყვით უთხრა, რომ პირ­და­პირ გა­აგ­რძე­ლე გზა, ნუ მე­პა­სუ­ხე­ბი რა­მე­სო... ხიდ­თან დახ­ვა და­ვითს, რო­დე­საც სა­კუ­თა­რი მან­ქა­ნით მი­დი­ო­და. რო­გორც და­ვი­თი ამ­ბობს, რო­გორც ბან­კში იყო, ზუს­ტად იმ ფორ­მა­ში იყო იქაც... ავ­ტო­მა­ტიც უნა­ხია" - ამ­ბობს მძღო­ლის ახ­ლო­ბე­ლი "რუს­თა­ვი 2"-თან სა­უბ­რი­სას.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ზუგ­დიდ­ში, „სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის“ ფი­ლი­ალს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი პირი თავს გუ­შინ და­ეს­ხა. შე­ნო­ბა­ში მძევ­ლად 19 ადა­მი­ა­ნი აიყ­ვა­ნა, თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის შემ­დეგ, 16 პირი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა და ბან­კის შე­ნო­ბა მძევ­ლებ­თან ერ­თად მას შემ­დეგ და­ტო­ვა, რაც მისი მო­თხოვ­ნე­ბი და­აკ­მა­ყო­ფი­ლეს.

თავ­დამ­სხმე­ლი ნა­ხე­ვარ მი­ლი­ონ დო­ლარს ითხოვ­და. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 4 მძე­ვალს შო­რის, ვის­თან ერ­თა­დაც შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა პირ­მა „სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის“ შე­ნო­ბა და­ტო­ვა, ერთ-ერთი სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რი ავ­თან­დილ გალ­და­ვა იყო, რო­მე­ლიც თავ­დამ­სხმელ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბებს უშუ­ა­ლოდ აწარ­მო­ებ­და, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი მძევ­ლე­ბის დიდ ნა­წილს ჩა­ე­ნაც­ვლა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სწო­რედ გალ­და­ვამ მი­უ­ტა­ნა თავ­დამ­სხმელს ფუ­ლიც.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით თავ­დამ­სხმელ­მა გალ­და­ვა და მას­თან ერ­თად აყ­ვა­ნი­ლი მძევ­ლე­ბიც გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა. შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი ინ­ტენ­სი­ურ რე­ჟიმ­ში აგ­რძე­ლე­ბენ ოპე­რა­ტი­ულ-სა­გა­მო­ძი­ე­ბო და სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბებს დამ­ნა­შა­ვის და­კა­ვე­ბის მიზ­ნით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"ერთი სიტყვით უთხრა, პირდაპირ გააგრძელე გზა, ნუ მეპასუხებიო" - რას ჰყვებიან პირზე, რომელმაც თავდამსხმელი ბანკამდე მიიყვანა

"ერთი სიტყვით უთხრა, პირდაპირ გააგრძელე გზა, ნუ მეპასუხებიო" - რას ჰყვებიან პირზე, რომელმაც თავდამსხმელი ბანკამდე მიიყვანა

თავდამსხმელი, რომელიც "საქართველოს ბანკში" შეიჭრა, დანიშნულების ადგილამდე "ნისანის" მარკის ავტომობილით მივიდა. "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, მძარცველმა ავტომობილი ზუგდიდიდან მოშორებით გააჩერა და მძღოლს იარაღის მუქარით, ბანკამდე მიყვანა აიძულა.

მას შემდეგ კი რაც გამსახურდიას გამზირზე მისულმა უმისამართო სროლა დაიწყო, ავტომობილის მძღოლმა დახმარებისთვის პოლიციას მიმართა.

"გადაუდგა წინ, ჩაუჯდა და ერთი სიტყვით უთხრა, რომ პირდაპირ გააგრძელე გზა, ნუ მეპასუხები რამესო... ხიდთან დახვა დავითს, როდესაც საკუთარი მანქანით მიდიოდა. როგორც დავითი ამბობს, როგორც ბანკში იყო, ზუსტად იმ ფორმაში იყო იქაც... ავტომატიც უნახია" - ამბობს მძღოლის ახლობელი "რუსთავი 2"-თან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალს შეიარაღებული პირი თავს გუშინ დაესხა. შენობაში მძევლად 19 ადამიანი აიყვანა, თუმცა რამდენიმე საათის შემდეგ, 16 პირი გაათავისუფლა და ბანკის შენობა მძევლებთან ერთად მას შემდეგ დატოვა, რაც მისი მოთხოვნები დააკმაყოფილეს.

თავდამსხმელი ნახევარ მილიონ დოლარს ითხოვდა. აღსანიშნავია, რომ 4 მძევალს შორის, ვისთან ერთადაც შეიარაღებულმა პირმა „საქართველოს ბანკის“ შენობა დატოვა, ერთ-ერთი სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ავთანდილ გალდავა იყო, რომელიც თავდამსხმელთან მოლაპარაკებებს უშუალოდ აწარმოებდა, მოგვიანებით კი მძევლების დიდ ნაწილს ჩაენაცვლა. არსებული ინფორმაციით, სწორედ გალდავამ მიუტანა თავდამსხმელს ფულიც.

მოგვიანებით თავდამსხმელმა გალდავა და მასთან ერთად აყვანილი მძევლებიც გაათავისუფლა. შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს დამნაშავის დაკავების მიზნით.

კორონავირუსის შემთხვევების დაფიქსირების გამო, თბილისში, 68 საბავშვო ბაღია დახურული

"როცა თავდამსხმელმა გაიგო, რა კამპანია იყო ჩემს მიმართ, მითხრა: "შენ ძმაო, მაგრად "დაგერხა", ვის ხელში ხარ ჩავარდნილიო" - ირაკლი კვარაცხელია

"არ იცოდა სად წასულიყო... ერთხელ გვითხრა, წავედით წალენჯიხისკენო" - რას ჰყვება მძევალი, რომელიც თავდამსხმელმა ერთ-ერთი ბოლო გაათავისუფლა