მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სცენარი ჭკვიანურად მოამზადა... გათვალა, ის თანხაც, რისი მობილიზებაც ღარიბ სახელმწიფოს შეეძლო" - ექსპერტი ტერორიზმის საკითხებში თავდამსხმელის ქმედებებს აფასებს
"სცენარი ჭკვიანურად მოამზადა... გათვალა, ის თანხაც, რისი მობილიზებაც ღარიბ სახელმწიფოს შეეძლო" - ექსპერტი ტერორიზმის საკითხებში თავდამსხმელის ქმედებებს აფასებს

15-სა­ა­თი­ა­ნი სპე­ცო­პე­რა­ცი­ის შემ­დეგ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი ბან­კის მძარ­ცველს ამ დრომ­დე ეძე­ბენ. ბოლო ად­გი­ლი, სა­დაც მა­მა­კა­ცი იმ­ყო­ფე­ბო­და და სა­ი­და­ნაც მძევ­ლე­ბი გა­მო­უშ­ვა, სო­ფელ კირ­ცხის ტყეა. ზუგ­დი­დის "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის" ფი­ლი­ალ­ზე თავ­დამ­სხმე­ლის ვი­ნა­ო­ბა ამ დრომ­დე უც­ნო­ბია. ისიც გა­ურ­კვე­ვე­ლია, ჯერ კი­დევ სა­ქარ­თვე­ლოს კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არის თუ არა იგი. ზუგ­დიდ­ში კი, რო­მე­ლიც გუ­შინ მოვ­ლე­ნე­ბის ეპი­ცენ­ტრი იყო, სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი გრძელ­დე­ბა.

kvirispalitra.ge ექ­სპერტს ტე­რო­რიზ­მის სა­კი­თხებ­ში, პრო­ფე­სორ ბად­რი ნა­ჭყე­ბი­ას ესა­უბ­რა.

- რო­გორ შე­ა­ფა­სებთ მომ­ხდარ ფაქტს, იყო ეს ტე­რო­რიზ­მი, რისი კვა­ლი­ფი­კა­ცი­აც მი­ე­ცა ამ საქ­მეს, თუ იყო ეს წმინ­და წყლის ყა­ჩა­ღო­ბა?

- ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი სა­ხე­ლი და­ვარ­ქვათ. ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გან­თქმუ­ლი დე­ფი­ნი­ცია ტე­რო­რიზ­მის, ეს არის პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი ძა­ლა­დო­ბა მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. ადა­მი­ან­მა თუ თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის კე­თილ­მო­სა­წყო­ბად, ფუ­ლის სა­შოვ­ნე­ლად ჩა­ი­დი­ნა და­ნა­შა­უ­ლი და მას სა­ხელ­მწი­ფოს­თან, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან პრობ­ლე­მა არ აქვს, ეს არის კლა­სი­კუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი აქტი. შე­იძ­ლე­ბა თა­მა­მად ვთქვათ, რომ გუ­შინ ჩვენ გვქონ­და საქ­მე კლა­სი­კურ ბან­დი­ტიზ­მთან, რო­დე­საც გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იყო ისე­თი მე­თო­დი­კა, რო­მელ­საც ტე­რო­რის­ტე­ბი იყე­ნე­ბენ, ანუ კრი­მი­ნა­ლუ­რი აქტი ტე­რო­რიზ­მის ელე­მენ­ტე­ბით. ფუ­ლის გა­მო­ძალ­ვის მიზ­ნით ადა­მი­ა­ნე­ბის მძევ­ლად აყ­ვა­ნა - ყა­ჩა­ღო­ბაა, ამი­ტომ ვამ­ბობ, რომ ჩვენ გუ­შინ საქ­მე გვქონ­და კლა­სი­კურ ბან­დი­ტურ აქტთან. დამ­ნა­შა­ვე იყო საკ­მა­ოდ კარ­გად მომ­ზა­დე­ბუ­ლი. ასე­თი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის­თვის, ჩვენ­და სამ­წუ­ხა­როდ, სა­ხელ­მწი­ფო მა­ინ­ცდა­მა­ინც მზად არ არის.

ამის დას­ტუ­რია თუნ­დაც ის ფაქ­ტი, რომ დღეს, თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის პი­რო­ბებ­ში, დამ­ნა­შა­ვე ასე ად­ვი­ლად გარ­ბის და იმა­ლე­ბა, გა­დის სა­დღაც ტყის მა­სივ­ში. ალ­ბათ შე­იძ­ლე­ბო­და ამ ადა­მი­ა­ნის და­კა­ვე­ბა, რა­ღაც ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი უნდა ყო­ფი­ლი­ყო გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი, რაც ეტყო­ბა არ გვაქვს. მა­გა­ლი­თად არ გვაქვს ელე­მენ­ტა­რუ­ლი - დრო­ნი ღა­მის ხედ­ვის­თვის, რო­მე­ლიც ერთი მან­ქა­ნის ფა­სია, მეტი არა. ამ ოპე­რა­ცი­ის გაგ­რძე­ლე­ბა უნდა გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი­ყო მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი აპა­რა­ტუ­რის სა­შუ­ა­ლე­ბით, რაც არ გაგ­ვაჩ­ნია და ეს ალ­ბათ კარ­გი გაკ­ვე­თი­ლი აღ­მოჩ­ნდე­ბა ჩვე­ნი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სტრუქ­ტუ­რე­ბის­თვის. მა­ღა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ერა­ში ვცხოვ­რობთ და რო­გორც ჩანს, ამ კუ­თხით მი­სა­ხე­დია ჩვე­ნი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი.

- თქვე­ნი აზ­რით, ხომ არ წა­ა­ხა­ლი­სებს ასე­თი გაშ­ვე­ბა სხვას, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა უკეთ მო­ემ­ზა­დოს მსგავ­სი და­ნა­შა­უ­ლის­თვის და მე­ტიც მო­ი­თხო­ვოს?

- გა­მიკ­ვირ­და, ყა­ჩა­ღი ფუ­ლით ტყე­ში რომ გა­უშ­ვეს. ვინც ამას უყუ­რა, არ გა­მოვ­რი­ცხავ, მა­საც მო­უნ­დეს იმა­ვე და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნა, იმ პრინ­ცი­პით, მე უკეთ გა­მო­მი­ვა, მეტს მო­ვი­თხოვ და გა­მიშ­ვე­ბე­ნო. დრო­ნე­ბის გარ­და, არ­სე­ბობს დაკ­ვირ­ვე­ბის სხვა მე­ქა­ნიზ­მე­ბი, იგი­ვე დის­ტან­ცი­უ­რი და­ჩიპ­ვა, რა­საც მაგ. კა­ნა­დურ სპეც­სამ­სა­ხურ­ში ბრა­კო­ნი­ე­რებ­თან ბრძო­ლა­ში იყე­ნე­ბენ. ამ ყვე­ლა­ფერს შეს­წავ­ლა და მუ­შა­ო­ბა უნდა. ჩვენს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ტე­რო­რიზ­მის თე­მა­ზე ხში­რად თუ ექ­ნე­ბა კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი უცხო­ელ სპე­ცი­ა­ლის­ტებ­თან, ძა­ლი­ან კარ­გი იქ­ნე­ბა...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

"სცენარი ჭკვიანურად მოამზადა... გათვალა, ის თანხაც, რისი მობილიზებაც ღარიბ სახელმწიფოს შეეძლო" - ექსპერტი ტერორიზმის საკითხებში თავდამსხმელის ქმედებებს აფასებს

"სცენარი ჭკვიანურად მოამზადა... გათვალა, ის თანხაც, რისი მობილიზებაც ღარიბ სახელმწიფოს შეეძლო" - ექსპერტი ტერორიზმის საკითხებში თავდამსხმელის ქმედებებს აფასებს

15-საათიანი სპეცოპერაციის შემდეგ სამართალდამცველები ბანკის მძარცველს ამ დრომდე ეძებენ. ბოლო ადგილი, სადაც მამაკაცი იმყოფებოდა და საიდანაც მძევლები გამოუშვა, სოფელ კირცხის ტყეა. ზუგდიდის "საქართველოს ბანკის" ფილიალზე თავდამსხმელის ვინაობა ამ დრომდე უცნობია. ისიც გაურკვეველია, ჯერ კიდევ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე არის თუ არა იგი. ზუგდიდში კი, რომელიც გუშინ მოვლენების ეპიცენტრი იყო, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

kvirispalitra.ge ექსპერტს ტერორიზმის საკითხებში, პროფესორ ბადრი ნაჭყებიას ესაუბრა.

- როგორ შეაფასებთ მომხდარ ფაქტს, იყო ეს ტერორიზმი, რისი კვალიფიკაციაც მიეცა ამ საქმეს, თუ იყო ეს წმინდა წყლის ყაჩაღობა?

- ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ. ერთ-ერთი ყველაზე განთქმული დეფინიცია ტერორიზმის, ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ადამიანმა თუ თავისი ცხოვრების კეთილმოსაწყობად, ფულის საშოვნელად ჩაიდინა დანაშაული და მას სახელმწიფოსთან, ხელისუფლებასთან პრობლემა არ აქვს, ეს არის კლასიკური კრიმინალური აქტი. შეიძლება თამამად ვთქვათ, რომ გუშინ ჩვენ გვქონდა საქმე კლასიკურ ბანდიტიზმთან, როდესაც გამოყენებული იყო ისეთი მეთოდიკა, რომელსაც ტერორისტები იყენებენ, ანუ კრიმინალური აქტი ტერორიზმის ელემენტებით. ფულის გამოძალვის მიზნით ადამიანების მძევლად აყვანა - ყაჩაღობაა, ამიტომ ვამბობ, რომ ჩვენ გუშინ საქმე გვქონდა კლასიკურ ბანდიტურ აქტთან. დამნაშავე იყო საკმაოდ კარგად მომზადებული. ასეთი სიტუაციებისთვის, ჩვენდა სამწუხაროდ, სახელმწიფო მაინცდამაინც მზად არ არის.

ამის დასტურია თუნდაც ის ფაქტი, რომ დღეს, თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში, დამნაშავე ასე ადვილად გარბის და იმალება, გადის სადღაც ტყის მასივში. ალბათ შეიძლებოდა ამ ადამიანის დაკავება, რაღაც ტექნოლოგიები უნდა ყოფილიყო გამოყენებული, რაც ეტყობა არ გვაქვს. მაგალითად არ გვაქვს ელემენტარული - დრონი ღამის ხედვისთვის, რომელიც ერთი მანქანის ფასია, მეტი არა. ამ ოპერაციის გაგრძელება უნდა განხორციელებულიყო მაღალტექნოლოგიური აპარატურის საშუალებით, რაც არ გაგვაჩნია და ეს ალბათ კარგი გაკვეთილი აღმოჩნდება ჩვენი ადმინისტრაციული სტრუქტურებისთვის. მაღალი ტექნოლოგიების ერაში ვცხოვრობთ და როგორც ჩანს, ამ კუთხით მისახედია ჩვენი სპეცსამსახურები.

- თქვენი აზრით, ხომ არ წაახალისებს ასეთი გაშვება სხვას, რომელიც შეიძლება უკეთ მოემზადოს მსგავსი დანაშაულისთვის და მეტიც მოითხოვოს?

- გამიკვირდა, ყაჩაღი ფულით ტყეში რომ გაუშვეს. ვინც ამას უყურა, არ გამოვრიცხავ, მასაც მოუნდეს იმავე დანაშაულის ჩადენა, იმ პრინციპით, მე უკეთ გამომივა, მეტს მოვითხოვ და გამიშვებენო. დრონების გარდა, არსებობს დაკვირვების სხვა მექანიზმები, იგივე დისტანციური დაჩიპვა, რასაც მაგ. კანადურ სპეცსამსახურში ბრაკონიერებთან ბრძოლაში იყენებენ. ამ ყველაფერს შესწავლა და მუშაობა უნდა. ჩვენს ხელისუფლებას ტერორიზმის თემაზე ხშირად თუ ექნება კონსულტაციები უცხოელ სპეციალისტებთან, ძალიან კარგი იქნება...წაიკითხეთ სრულად

"ერთი სიტყვით უთხრა, პირდაპირ გააგრძელე გზა, ნუ მეპასუხებიო" - რას ჰყვებიან პირზე, რომელმაც თავდამსხმელი ბანკამდე მიიყვანა

კორონავირუსის შემთხვევების დაფიქსირების გამო, თბილისში, 68 საბავშვო ბაღია დახურული

"როცა თავდამსხმელმა გაიგო, რა კამპანია იყო ჩემს მიმართ, მითხრა: "შენ ძმაო, მაგრად "დაგერხა", ვის ხელში ხარ ჩავარდნილიო" - ირაკლი კვარაცხელია