პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
საზოგადოება
წიგნები
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ლოკდაუნს აღარ გამოვაცხადებთ, ქვეყნის ეკონომიკა ამას ვერ გაუძლებს" - პრემიერი შესაძლო მკაცრ შეზღუდვებსა და არჩევნებზე
"ლოკდაუნს აღარ გამოვაცხადებთ, ქვეყნის ეკონომიკა ამას ვერ გაუძლებს" - პრემიერი შესაძლო მკაცრ შეზღუდვებსა და არჩევნებზე

ლოკ­და­უნს ჩვენ აღარ გა­მო­ვა­ცხა­დებთ. ამის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა არ არ­სე­ბობს და ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კა ამას უბ­რა­ლოდ ვერ გა­უძ­ლებს, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გა­ი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით შექ­მნი­ლი უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც გა­ხა­რი­ამ აღ­ნიშ­ნა, მთავ­რო­ბის სტრა­ტე­გია იც­ვლე­ბა და ეს არის ვირუს­თან ადაპ­ტა­ცია და მისი მარ­თვა.

„ყვე­ლას კარ­გად უნდა გვეს­მო­დეს, რომ დღეს ვართ აბ­სო­ლუ­ტუ­რად სხვა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში. მა­შინ ეს მკაც­რი შე­ზღუდ­ვე­ბი და ლოკ­და­უ­ნი იყო აბ­სო­ლუ­ტუ­რად სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იმი­ტომ, რომ ჩვენ ამით ვი­ცავ­დით ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბას და სი­ცო­ცხლეს გა­ურ­კვევ­ლო­ბის მა­ღა­ლი ხა­რის­ხის გამო და ელე­მენ­ტა­რუ­ლი პირ­ბა­დის არ­ქო­ნის გამო. დღეს, რო­დე­საც მთე­ლი მსოფ­ლიო თან­ხმდე­ბა იმა­ზე, რომ ვირუს­თან ბრძო­ლის ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბა არის პირ­ბა­დე, რო­მე­ლიც 90%-ზე მე­ტად ამ­ცი­რებს და­ინ­ფი­ცი­რე­ბის ალ­ბა­თო­ბას, რა თქმა უნდა, მსგავს ლოკ­და­უნს ჩვენ აღარ გა­მო­ვა­ცხა­დებთ. ამის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა არ არ­სე­ბობს და ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კა ამას უბ­რა­ლოდ ვერ გა­უძ­ლებს. ასე­ვე იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ ხვალ და ზეგ ვაქ­ცი­ნა არ იქ­ნე­ბა, ვირუს­თან თა­ნა­ცხოვ­რე­ბა და ვირუს­თან ბრძო­ლა არის გრძელ­ვა­დი­ა­ნი პრო­ცე­სი. შე­სა­ბა­მი­სად, ამ გრძელ­ვა­დი­ა­ნო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ჩვე­ნი სტრა­ტე­გია იც­ვლე­ბა და ეს გახ­ლავთ ვირუს­თან ადაპ­ტა­ცია და მისი მარ­თვა. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვე­ნი ყვე­ლა­ზე სწო­რი და მარ­თე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იქ­ნე­ბა წერ­ტი­ლო­ვა­ნი შე­ზღუდ­ვე­ბით და ბა­ლან­სის სწო­რი და­ჭე­რით. ბა­ლან­სში ვგუ­ლის­ხმობთ წერ­ტი­ლო­ვან შე­ზღუდ­ვებს და იმ წე­სე­ბის სწორ შეს­რუ­ლე­ბას, რო­მელ­საც ეპი­დე­მი­ო­ლო­გე­ბი გვი­წე­სე­ბენ - უნდა ვა­ტა­როთ პირ­ბა­დე, და­ვიც­ვათ დის­ტან­ცია“, - გა­ნა­ცხა­და გა­ხა­რი­ამ.

მი­სი­ვე თქმით, პა­ნი­კის სა­ფუძ­ვლე­ბი არ არ­სე­ბობს.

„შემ­თხვე­ვე­ბის მა­ტე­ბა რა თქმა უნდა, გვექ­ნე­ბა, მაგ­რამ ყვე­ლას უნდა გვახ­სოვ­დეს, რომ ასე­თი მა­ტე­ბა იყო მო­სა­ლოდ­ნე­ლი. თუმ­ცა, ჩვენ ამ ზრდის მარ­თვის რე­სურ­სი გაგ­ვაჩ­ნია. დღეს ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა უფრო მომ­ზა­დე­ბუ­ლია, ვიდ­რე ეს იყო 6-7 თვის წინ. თუმ­ცა, ისიც არ უნდა დაგ­ვა­ვი­წყდეს, რომ რე­სურ­სე­ბი არც ერთი სხვა ქვეყ­ნის და არც სა­ქარ­თვე­ლო­სი, ამო­უ­წუ­რა­ვი არ არის. უნდა გა­ვუფრ­თხილ­დეთ ერ­თმა­ნეთს და გა­ვუფრ­თხილ­დეს ქვეყ­ნის შემ­დგო­მი ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას. ამი­ტომ წერ­ტი­ლო­ვა­ნი შე­ზღუდ­ვე­ბი და მკაც­რი დის­ციპ­ლი­ნის დაც­ვა - პირ­ბა­დის ტა­რე­ბა და დის­ტან­ცი­ის დაც­ვა არის ის გა­სა­ღე­ბი, რო­მე­ლიც გვი­ტო­ვებს შე­საძ­ლებ­ლო­ბას გრძელ­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ში ვირუს­თან თა­ნა­ცხოვ­რე­ბის გზით ჩვე­ნი ეკო­ნო­მი­კა არ გა­ვა­ნად­გუ­როთ და პი­რი­ქით, გა­ვაძ­ლი­ე­როთ. ამა­ზე ყვე­ლა უნდა შევ­თან­ხმდეთ. ამ შე­თან­ხმე­ბის შემ­დგომ უნდა გვეს­მო­დეს, რომ არა­ნა­ი­რი პა­ნი­კის სა­ფუძ­ვლე­ბი „ვაი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის“ და ვი­თომ ექ­სპერ­ტე­ბის მხრი­დან არ არ­სე­ბობს. ეს ყვე­ლამ უნდა გა­ვათ­ვით­ცნო­ბი­ე­როთ“, - გა­ნა­ცხა­და გა­ხა­რი­ამ და დას­ძი­ნა: „ვე­რა­ვინ ცალ­კე ვირუს­ზე ვერ გა­ი­მარ­ჯვებს, ვერც ეპი­დე­მი­ო­ლო­გე­ბი, ვერც ექი­მე­ბი, ვერც მთავ­რო­ბა, ვერც სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბა, ვერც პო­ლი­ცია და ვერც ვე­რა­ვინ. კონ­სო­ლი­და­ცია და ერ­თობ­ლი­ვი შრო­მა ვირუ­სის წი­ნა­აღ­მდეგ არის ერ­თა­დერ­თი გა­მო­სა­ვა­ლი“.

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, გან­ცხა­დე­ბით, არ­ჩევ­ნე­ბი კონ­სტი­ტუ­ცი­ურ ვა­დებ­ში ჩა­ტარ­დე­ბა და არ გა­და­ი­დე­ბა.

"ყვე­ლას კარ­გად უნდა გვეს­მო­დეს, რომ სა­არ­ჩევ­ნო უბა­ნი ისეთ დო­ნე­ზე იქ­ნე­ბა ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის თვალ­საზ­რი­სით მომ­ზა­დე­ბუ­ლი, რომ ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, ზო­გი­ერთ სა­ვაჭ­რო ცენ­ტრსა და მა­ღა­ზი­ა­ში შეს­ვლა იქ­ნე­ბა უფრო სა­ხი­ფა­თო, ვიდ­რე სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე მის­ვლა სრუ­ლი წე­სე­ბის დაც­ვით. ამი­ტომ არა­ნა­ი­რი ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი რის­კი არ იარ­სე­ბებს. ყვე­ლა­ნი ვხე­დავთ, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სი და სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნია მიმ­დი­ნა­რე­ობს ღიად. ერ­თა­დერ­თი, რა­საც მო­ქა­ლა­ქე­ებ­თან ერ­თად, ჩვენ პო­ლი­ტი­კო­სებს ვთხო­ვეთ, ეს არის წე­სე­ბის დაც­ვა. ვა­ტა­როთ პირ­ბა­დე და და­ვიც­ვათ დის­ტან­ცია, ეს ხომ არაა ასე­თი რთუ­ლი?! შე­სა­ბა­მი­სად, ყვე­ლას უნდა გვეს­მო­დეს, პო­ლი­ტი­კურ პრო­ცეს­სა და არ­ჩევ­ნე­ბის დღეს არა­ფე­რი ემუქ­რე­ბა და ვერც და­ე­მუქ­რე­ბა. მო­ვემ­ზა­დოთ ყვე­ლა 31 ოქ­ტომ­ბრის­თვის და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლად, ღიად, უსაფრ­თხოდ უნდა ჩა­ვა­ტა­როთ ეს არ­ჩევ­ნე­ბი", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ.

მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რის თქმით, “სის­ტე­მა და­ლა­გე­ბუ­ლი და შე­თან­ხმე­ბუ­ლია ცეს­კოს­თან“.

“სტრუქ­ტუ­რი­რე­ბუ­ლი გვაქვს მიდ­გო­მა, რო­გორ მის­ცენ ინ­ფი­ცი­რე­ბულ­მა მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა ხმა სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში, სა­კა­რან­ტი­ნო სივ­რცე­ებ­ში, ასე­ვე რო­გორ მის­ცენ ხმა მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა, რომ­ლე­ბიც თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში, სახ­ლში იმ­ყო­ფე­ბი­ან... ამ სის­ტე­მა­ზე ერ­თად იმუ­შა­ვა შტაბ­მა და ცეს­კომ. ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქეს ექ­ნე­ბა შე­საძ­ლებ­ლო­ბა ხმა უსაფრ­თხო გა­რე­მო­ში მის­ცეს. რო­დე­საც უსაფრ­თხო­ე­ბას ვამ­ბობ, რა თქმა უნდა, ვირუსს ვგუ­ლის­ხმობ“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ.

მი­სი­ვე თქმით, სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა რე­გუ­ლა­რუ­ლი იქ­ნე­ბა.

„ხარ­ვე­ზე­ბი ყველ­გან არ­სე­ბობს, ამ ხარ­ვე­ზებს ჩვენც კარ­გად ვხე­დავთ. ჩვე­ნი ყვე­ლა­ზე დიდი ამო­ცა­ნაა, რომ ეს ხარ­ვე­ზე­ბი სის­ტე­მუ­რი არ იყოს და ჩვე­ნი ამო­ცა­ნაა, რომ ეს ხარ­ვე­ზე­ბი სწრა­ფად გა­მოს­წორ­დეს, რა­საც ჩვენ ჩვენს შე­სა­ბა­მის უწყე­ბებ­თან და ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებ­თან ერ­თად ვა­კე­თებთ, ამი­ტომ გპირ­დე­ბით: ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა რე­გუ­ლა­რუ­ლი იქ­ნე­ბა! ყვე­ლა სა­მი­ნის­ტროს მი­ღე­ბუ­ლი აქვს შე­სა­ბა­მი­სი და­ვა­ლე­ბა. მო­ქა­ლა­ქე­ებ­თან ერ­თად აბ­სო­ლუ­ტუ­რად ღიად და ტრანსფა­რენ­ტუ­ლად, თუნ­დაც მტკივ­ნე­უ­ლი სა­კი­თხი, რო­მე­ლიც ხარ­ვე­ზებს ეხე­ბა, იყოს გან­ხი­ლუ­ლი და ამა­ზე იყოს სა­უ­ბა­რი“, - გა­ნა­ცხა­და გა­ხა­რი­ამ.

00:00 / 00:00
Teimurazi
1

"ოცნების" ოფისები გადაივსო ხახვით, კარტოფილით...ფქვილით, შაქარით... მაკარონით, წიწიბურათი... ბადრიჯანით. დარიგებას 33 ოქტომბერს იწყებენ, ცხრაშაბათ დილიდან. იმედია, ტელევიზიები დააფიქსირებენ...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.
ავტორი:

"ლოკდაუნს აღარ გამოვაცხადებთ, ქვეყნის ეკონომიკა ამას ვერ გაუძლებს" - პრემიერი შესაძლო მკაცრ შეზღუდვებსა და არჩევნებზე

"ლოკდაუნს აღარ გამოვაცხადებთ, ქვეყნის ეკონომიკა ამას ვერ გაუძლებს" - პრემიერი შესაძლო მკაცრ შეზღუდვებსა და არჩევნებზე

ლოკდაუნს ჩვენ აღარ გამოვაცხადებთ. ამის აუცილებლობა არ არსებობს და ქვეყნის ეკონომიკა ამას უბრალოდ ვერ გაუძლებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც გახარიამ აღნიშნა, მთავრობის სტრატეგია იცვლება და ეს არის ვირუსთან ადაპტაცია და მისი მართვა.

„ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დღეს ვართ აბსოლუტურად სხვა მდგომარეობაში. მაშინ ეს მკაცრი შეზღუდვები და ლოკდაუნი იყო აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება იმიტომ, რომ ჩვენ ამით ვიცავდით ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს გაურკვევლობის მაღალი ხარისხის გამო და ელემენტარული პირბადის არქონის გამო. დღეს, როდესაც მთელი მსოფლიო თანხმდება იმაზე, რომ ვირუსთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური საშუალება არის პირბადე, რომელიც 90%-ზე მეტად ამცირებს დაინფიცირების ალბათობას, რა თქმა უნდა, მსგავს ლოკდაუნს ჩვენ აღარ გამოვაცხადებთ. ამის აუცილებლობა არ არსებობს და ქვეყნის ეკონომიკა ამას უბრალოდ ვერ გაუძლებს. ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ხვალ და ზეგ ვაქცინა არ იქნება, ვირუსთან თანაცხოვრება და ვირუსთან ბრძოლა არის გრძელვადიანი პროცესი. შესაბამისად, ამ გრძელვადიანობიდან გამომდინარე ჩვენი სტრატეგია იცვლება და ეს გახლავთ ვირუსთან ადაპტაცია და მისი მართვა. შესაბამისად, ჩვენი ყველაზე სწორი და მართებული გადაწყვეტილება იქნება წერტილოვანი შეზღუდვებით და ბალანსის სწორი დაჭერით. ბალანსში ვგულისხმობთ წერტილოვან შეზღუდვებს და იმ წესების სწორ შესრულებას, რომელსაც ეპიდემიოლოგები გვიწესებენ - უნდა ვატაროთ პირბადე, დავიცვათ დისტანცია“, - განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, პანიკის საფუძვლები არ არსებობს.

„შემთხვევების მატება რა თქმა უნდა, გვექნება, მაგრამ ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ასეთი მატება იყო მოსალოდნელი. თუმცა, ჩვენ ამ ზრდის მართვის რესურსი გაგვაჩნია. დღეს ჯანდაცვის სისტემა უფრო მომზადებულია, ვიდრე ეს იყო 6-7 თვის წინ. თუმცა, ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რესურსები არც ერთი სხვა ქვეყნის და არც საქართველოსი, ამოუწურავი არ არის. უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და გავუფრთხილდეს ქვეყნის შემდგომი ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობას. ამიტომ წერტილოვანი შეზღუდვები და მკაცრი დისციპლინის დაცვა - პირბადის ტარება და დისტანციის დაცვა არის ის გასაღები, რომელიც გვიტოვებს შესაძლებლობას გრძელვადიან პერსპექტივაში ვირუსთან თანაცხოვრების გზით ჩვენი ეკონომიკა არ გავანადგუროთ და პირიქით, გავაძლიეროთ. ამაზე ყველა უნდა შევთანხმდეთ. ამ შეთანხმების შემდგომ უნდა გვესმოდეს, რომ არანაირი პანიკის საფუძვლები „ვაი პოლიტიკოსების“ და ვითომ ექსპერტების მხრიდან არ არსებობს. ეს ყველამ უნდა გავათვითცნობიეროთ“, - განაცხადა გახარიამ და დასძინა: „ვერავინ ცალკე ვირუსზე ვერ გაიმარჯვებს, ვერც ეპიდემიოლოგები, ვერც ექიმები, ვერც მთავრობა, ვერც სამოქალაქო საზოგადოება, ვერც პოლიცია და ვერც ვერავინ. კონსოლიდაცია და ერთობლივი შრომა ვირუსის წინააღმდეგ არის ერთადერთი გამოსავალი“.

პრემიერ-მინისტრის, განცხადებით, არჩევნები კონსტიტუციურ ვადებში ჩატარდება და არ გადაიდება.

"ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ საარჩევნო უბანი ისეთ დონეზე იქნება ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების თვალსაზრისით მომზადებული, რომ ხშირ შემთხვევაში, ზოგიერთ სავაჭრო ცენტრსა და მაღაზიაში შესვლა იქნება უფრო სახიფათო, ვიდრე საარჩევნო უბანზე მისვლა სრული წესების დაცვით. ამიტომ არანაირი ეპიდემიოლოგიური რისკი არ იარსებებს. ყველანი ვხედავთ, რომ პოლიტიკური პროცესი და საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს ღიად. ერთადერთი, რასაც მოქალაქეებთან ერთად, ჩვენ პოლიტიკოსებს ვთხოვეთ, ეს არის წესების დაცვა. ვატაროთ პირბადე და დავიცვათ დისტანცია, ეს ხომ არაა ასეთი რთული?! შესაბამისად, ყველას უნდა გვესმოდეს, პოლიტიკურ პროცესსა და არჩევნების დღეს არაფერი ემუქრება და ვერც დაემუქრება. მოვემზადოთ ყველა 31 ოქტომბრისთვის და დემოკრატიულად, ღიად, უსაფრთხოდ უნდა ჩავატაროთ ეს არჩევნები", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურის თქმით, “სისტემა დალაგებული და შეთანხმებულია ცესკოსთან“.

“სტრუქტურირებული გვაქვს მიდგომა, როგორ მისცენ ინფიცირებულმა მოქალაქეებმა ხმა საავადმყოფოებში, საკარანტინო სივრცეებში, ასევე როგორ მისცენ ხმა მოქალაქეებმა, რომლებიც თვითიზოლაციაში, სახლში იმყოფებიან... ამ სისტემაზე ერთად იმუშავა შტაბმა და ცესკომ. ყველა მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა ხმა უსაფრთხო გარემოში მისცეს. როდესაც უსაფრთხოებას ვამბობ, რა თქმა უნდა, ვირუსს ვგულისხმობ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, საზოგადოებასთან ურთიერთობა რეგულარული იქნება.

„ხარვეზები ყველგან არსებობს, ამ ხარვეზებს ჩვენც კარგად ვხედავთ. ჩვენი ყველაზე დიდი ამოცანაა, რომ ეს ხარვეზები სისტემური არ იყოს და ჩვენი ამოცანაა, რომ ეს ხარვეზები სწრაფად გამოსწორდეს, რასაც ჩვენ ჩვენს შესაბამის უწყებებთან და ჩვენს მოქალაქეებთან ერთად ვაკეთებთ, ამიტომ გპირდებით: ჩვენი ურთიერთობა რეგულარული იქნება! ყველა სამინისტროს მიღებული აქვს შესაბამისი დავალება. მოქალაქეებთან ერთად აბსოლუტურად ღიად და ტრანსფარენტულად, თუნდაც მტკივნეული საკითხი, რომელიც ხარვეზებს ეხება, იყოს განხილული და ამაზე იყოს საუბარი“, - განაცხადა გახარიამ.

"შსს-ს აქვს ამოცანა, რომ უმძიმესი დანაშაულის ჩამდენი პირი სასწრაფოდ, უმოკლეს ვადებში იყოს დაკავებული" - პრემიერი

"ასეთი რამ საქართველოში შევარდნაძის დროსაც კი არ იყო წარმოსადგენი" - მიხეილ სააკაშვილი ზუგდიდის მოვლენებს ეხმაურება

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"