"ნიუ ჰოსპიტალსის" პედიატრიული ამბულატორიის სამსახურის ხელმძღვანელი, ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. პედიატრი მოუწოდებს საზოგადოებას, არ დამალონ რესპირაციული სიმპტომები, გაუფრთხილდნენ გარშემომყოფებს და მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინონ.
"კიდევ ერთი გაფრთხილება და თხოვნა - ნუ მალავთ რესპირაციული სიმპტომების არსებობას, ნუ მალავთ ტემპერატურას, ნუ დადიხართ ავადმყოფები/ჯანმრთელებად შენიღბულები, გაუფრთხილდით გარშემომყოფებს და საკუთარ ჯანმრთელობას პირველ რიგში! თითოეული სიმპტომი ძალიან მნიშვნელოვანია!!! ეს მხოლოდ კოვიდს არ ეხება, ნებისმიერი ვირუსული ინფექციის დროს აუცილებელია რესპირაციული სიმპტომების მქონე პაციენტის იზოლაცია!!!!
შემთხვევები მატულობს და მოხდა აღრევაც კოვიდ ინფექციის და სხვა ვირუსული ინფექციების!!! ნებისმიერი რესპირაციული სიმპტომების, ტემპერატურის, დიარეის, ოსსალგია-ართრალგიების (ძვლების და სახსრების ტკივილი), თავის ტკივილის, გემოს და სუნის შეგრძნების დათრგნვის,ზოგადი სისუსტის დროს დარჩით სახლში და სასწრაფოდ მოახდინეთ სატელეფონო კომუნიკაცია თქვენს ექიმთან!!!
P.S ისე ერთი რამ მაინტერესებს, რატომ ვმალავთ ჩვენს დიაგნოზებს (ინფექციურს არ ეხება ამ შემთხვევაში) ესეც ქართული სინდრომია? (მტრებს გავახარებ, ხალხი გაიგებს და სირცხვილია... ) ავადმყოფობა არასდროს არ არის სირცხვილი!!! მე ეს სტიგმა დავამსხვრიე, სააშკარაოდ გამოვიტანე ჩემი დაავადება და ამის შემდეგ გაუმჯობესდა ჩემი ჯანმრთელობა, იმიტომ, რომ უამრავი ადამიანი დამიდგა გვერდით! პრობლემის დამალვით ვერასდროს ვერ მოაგვარებთ მას!!! ვიყოთ ფრთხილები და ყურადღებიანები!!!"
აი ზუსტად, მართალს ბრძანებთ..ნახ3ვარი თბილისი სიცხიანი დადის და სულ ფეხზე ჰკიდია, ვინმეს თუ გადასდებს გრიპს ან ვირუსს..ამაზრზენია, ხანშიშესულების ქცევა, როცა პირბადის გაკეთებას სთხოვენ საზოგადოებრივ ტრანსპორტში..საკვირველი ისაა, აქამდე როგორ შეაკავეს ვირუსი..ბრავო ჩვენს ექიმებს
ეჰ, თქვენ გგონიათ ამას გაიგებს ვინმე? ხალხის 80% უკუღმა აკეთებს იმას, რასაც ეუბნებიან!!!! ქუჩაში ისეთი არაადეკვატური ხალხი დადის, რომ სთხოვო პირბადე გაისწორეო, ისეთს გიღრიალებს და გაგინებს. ამის წინ ავტობუსში პატარა გოგომ ისეთი დაატრიალა, ვერავინ ვერფერი უთხრა, იმიტომ რომ გასული იყო მომსახურების ზონიდან და არაფერი ესმოდა. ამ საზოგადოების იმედი გქონდათ თქვენ, ექიმებს და მთვარობას? ყოჩაღ მაშინ!!! მოიხსენით ვარდისფერი სათვალე და რეალობას შეხედეთ თვალებში!!!! მარტში დაგავიწყდათ პოლიცია ქუჩა-ქუჩა რომ იჭერდა განათლებულ ხალხს, რომლებიც წესით თვითიზოლაციაში უნდა ყოფილიყვნენ? ისევ ისეთები ვართ ქალბატონო ექიმო, ისევ ისეთები !!!!