პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ ასე გაგრძელდა, კოლაფსი გარდაუვალია" - როგორ გაუმკლავდება ქვეყანა დამძიმებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას, რას ამბობენ ექსპერტები?
"თუ ასე გაგრძელდა, კოლაფსი გარდაუვალია" - როგორ გაუმკლავდება ქვეყანა დამძიმებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას, რას ამბობენ ექსპერტები?

სა­ქარ­თვე­ლო­ში ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი ყო­ველ­დღი­უ­რად ახალ-ახალ ან­ტირ­ე­კორ­დებს ამ­ყა­რებს, იზ­რდე­ბა გარ­დაც­ვლილ­თა რა­ო­დე­ნო­ბაც.

15 ოქ­ტომ­ბერს, სა­ქარ­თვე­ლო­ში COVID-19-ის 919 ახა­ლი შემ­თხვე­ვა გა­მოვ­ლინ­და, ხოლო 4ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა. ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­ერ­თო ჯამ­ში, ქვე­ყა­ნა­ში ვირუ­სის 14 440 შემ­თხვე­ვაა გა­მოვ­ლე­ნი­ლი, მათ შო­რის 7367 პა­ცი­ენ­ტი გა­მო­ჯან­მრთელ­და, 113 კი გარ­და­იც­ვა­ლა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში სულ უფრო აქ­ტი­ურ­დე­ბა მსჯე­ლო­ბა მო­სა­ლოდ­ნე­ლი სა­მე­დი­ცი­ნო კო­ლაფ­სის შე­სა­ხებ. ის­მის კი­თხვე­ბი: რო­დემ­დე გაწ­ვდე­ბა ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რი­ცხვს და გვე­მუქ­რე­ბა თუ არა იმ ქვეყ­ნე­ბის ბედი, რომ­ლებ­მაც კო­რო­ნა­ვირუს­თან ბრძო­ლა­ში კრა­ხი გა­ნი­ცა­დეს.

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრის დი­რექ­ტორ­მა ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ არ­სე­ბუ­ლი ეპიდსი­ტუ­ა­ცია შე­ა­ფა­სა და აღ­ნიშ­ნა, რომ ვი­თა­რე­ბა თან­და­თან იძა­ბე­ბა.

"რომ შე­ვა­ჯა­მოთ სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი, მთლი­ა­ნა­დაც და ჩვენს ქვე­ყა­ნა­შიც, თან­და­თან იძა­ბე­ბა ეპიდსი­ტუ­ა­ცია და ეს მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო შე­მოდ­გო­მა­ზე... მე­ო­რე ტალ­ღა და­წყე­ბუ­ლია, რო­მე­ლიც უფრო ძლი­ე­რია რი­ცხობ­რი­ვი თვალ­საზ­რი­სით, მაგ­რამ შე­და­რე­ბით უფრო მსუ­ბუ­ქი სიმ­ძი­მის თვალ­საზ­რი­სით, ანუ უფრო მე­ტია მსუ­ბუ­ქად და ასიმპტო­მუ­რად მიმ­დი­ნა­რე შემ­თხვე­ვე­ბი. დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბის დროს 36%-მდე უსიმპტო­მო პა­ცი­ენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბაა, ანუ საკ­მა­ოდ დიდი წი­ლია უსიმპტო­მო­ე­ბის და მსუ­ბუ­ქე­ბის, რომ­ლე­ბიც სწო­რედ უნდა იმარ­თონ ბი­ნა­ზე პირ­ვე­ლა­დი ჯან­დაც­ვის ექი­მე­ბის მიერ და ვი­საც ბი­ნა­ზე იზო­ლი­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არ აქვს, კო­ვიდ­სას­ტუმ­რო­ებ­ში სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ, ხოლო სტა­ცი­ო­ნარ­ში უნდა მოხ­ვდნენ მძი­მე და კრი­ტი­კუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბი, ვი­საც აუ­ცი­ლებ­ლად სჭირ­დე­ბა ინ­ტენ­სი­უ­რი თე­რა­პია“, - გა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

ამ რამ­დე­ნი­მე დღის წინ კი, კი­თხვა­ზე, შე­საძ­ლოა თუ არა სა­ქარ­თვე­ლო­ში იტა­ლი­ის სცე­ნა­რი გან­მე­ორ­დეს, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ მსგავ­სი რამ მო­სა­ლოდ­ნე­ლი არ არის.

ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვას, რო­მე­ლიც სა­წო­ლე­ბის დე­ფი­ცი­ტის შექ­მნის სა­შიშ­რო­ე­ბას შე­ე­ხე­ბო­და, ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრმა უპა­სუ­ხა, რომ ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის ზრდა სა­წო­ლე­ბის დე­ფი­ციტს არ გა­მო­იწ­ვევს. ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ამის მი­ზე­ზი ისაა, რომ გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ყო­ველ­დღი­უ­რად იმა­ტებს და სა­წო­ლე­ბიც თა­ვი­სუფ­ლდე­ბა.

"პა­ცი­ენ­ტე­ბი ინ­ფი­ცირ­დე­ბი­ან, მაგ­რამ აუ­ცი­ლებ­ლად ჯან­მრთელ­დე­ბი­ან. მხო­ლოდ აჭა­რა­ში გუ­შინ გვყავ­და 207 გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი. ამას ჯან­დაც­ვა­ში ეწო­დე­ბა სა­წოლბ­რუნ­ვა. გა­მომ­დი­ნა­რე აქე­დან, ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბის მა­ტე­ბა ეს აუ­ცი­ლე­ბელ შემ­თხვე­ვა­ში არ გა­მო­იწ­ვევს სა­წო­ლე­ბის დე­ფი­ციტს. მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი გვაქვს 3500-მდე სა­წო­ლი, 2200-მდე პა­ცი­ენ­ტი გა­დის მკურ­ნა­ლო­ბას, სატ­რი­ა­ჟე სივ­რცე­შიც არი­ან პა­ცი­ენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ან კო­ვი­დის ტეს­ტის პა­სუხს ელო­დე­ბი­ან, ან ექი­მის და­მა­ტე­ბით ჩა­რე­ვას იმი­სათ­ვის, რომ გა­დაყ­ვა­ნი­ლე­ბი იყ­ვნენ სხვა პრო­ფი­ლის სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში", - გა­ნა­ცხა­და ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა, გარ­დაც­ვლილ­თა რა­ო­დე­ნო­ბის ზრდას, სა­კი­თხის შე­სა­ხებ მე­დი­ას­თან ისა­უბ­რა თენ­გიზ ცერ­ცვა­ძემ. მისი თქმით, შემ­თხვე­ვე­ბის ეს მა­ტე­ბა იყო გარ­და­უ­ვა­ლი და მო­სა­ლოდ­ნე­ლი, ვი­ნა­ი­დან მო­იხ­სნა შე­ზღუდ­ვე­ბი. ცერ­ცვა­ძე ამ­ბობს, სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის არის დიდი, თო­რემ სხვა ქვეყ­ნებ­ში ასეთ მაჩ­ვე­ნე­ბელ­ზე ოც­ნე­ბო­ბენ.

"სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვამ­ბობ, რომ მი­უ­ხე­და­ვად გარ­კვე­უ­ლი მა­ტე­ბი­სა, სა­ქარ­თვე­ლო ინარ­ჩუ­ნებს იმ ქვეყ­ნის სტა­ტუსს, რო­მელ­საც დღემ­დე ევ­რო­პის 49 ქვე­ყა­ნა­სა და ჩრდი­ლო­ეთ ამე­რი­კის ქვეყ­ნებს შო­რის (ორი მცი­რე ქვეყ­ნის გა­მოკ­ლე­ბით) ჰყავს ერთ მი­ლი­ონ მო­სახ­ლე­ზე ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბი გარ­დაც­ვლი­ლი", - თქვა ცერ­ცვა­ძემ.

ჯან­დაც­ვის ექ­სპერ­ტე­ბი ვირუ­სის შემ­თხვე­ვე­ბის რე­კორ­დუ­ლი მა­ტე­ბის უკან მთავ­რო­ბის არა­ე­ფექ­ტურ ქმე­დე­ბებ­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან არას­წორ კო­მუ­ნი­კა­ცი­ას ხე­და­ვენ.

ჯან­დაც­ვის ექ­სპერ­ტი და "სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის" წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სერ­გო ჩიხ­ლა­ძე ambebi.ge -სთან იმ მი­ზე­ზებს ასა­ხე­ლებს, რა­მაც, მისი შე­სა­ფე­ბით, ეპიდსი­ტუ­ა­ცი­ის გამ­წვა­ვე­ბა გა­ნა­პი­რო­ბა:

"მთავ­რო­ბას ალ­ბათ ეგო­ნა, მუდ­მი­ვად 10 და 15 შემ­თხვე­ვა იქ­ნე­ბო­და და ამას კარ­გად მარ­თავ­და. ასეთ მცი­რე მაჩ­ვე­ნე­ბელს უგან­დას­ნა­ი­რი ქვეყ­ნე­ბიც გა­არ­თმე­ვენ თავს. და ეს ხომ არ ნიშ­ნავს იმას, რომ კარ­გი კრი­ზის-მე­ნე­ჯე­რე­ბი არი­ან. მარ­ტი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი სულ იმა­ზე ვსვამ­დით ექ­სპერ­ტე­ბი კი­თხვებს, რა გეგ­მე­ბი ჰქონ­და სა­ხელ­მწი­ფოს იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ სი­ტუ­ა­ცია ისე გან­ვი­თარ­დე­ბო­და, რო­გო­რიც ახ­ლაა, მაგ­რამ იმათ არა­სო­დეს ჰქონ­დათ კონ­კრე­ტუ­ლი პა­სუ­ხე­ბი. მთავ­რო­ბამ აირ­ჩია სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან არას­წო­რი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ფორ­მა. რაც გა­მო­ი­ხა­ტა იმა­ში, რომ ბრი­ფინ­გე­ბით გა­მო­დი­ოდ­ნენ და აკე­თებ­დნენ მცდარ გზავ­ნი­ლებს, ჩვენ კარ­გად ვმარ­თეთ კო­რო­ნა, ამი­ტომ გვაქვს ასე ცოტა შემ­თხვე­ვაო და სა­ზო­გა­დო­ე­ბაც ხოტ­ბას ას­ხამ­და მათ. ამის შე­დე­გია ის, რომ ხალ­ხმა და­ი­ჯე­რა, რომ თით­ქოს ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად არის, საფრ­თხე ნაკ­ლე­ბია და მო­დუნ­და. არა­და, სი­ნამ­დვი­ლე­ში ეს იყო შე­კა­ვე­ბის პე­რი­ო­დი და წინ იყო მე­ო­რე ტალ­ღა. რომ­ლის­თვი­საც სა­თა­ნა­დოდ უნდა მომ­ზა­დე­ბუ­ლი­ყო სის­ტე­მა.

მე­ო­რე შეც­დო­მა ის იყო, რომ ვრცელ­დე­ბო­და არა­თან­მიმ­დევ­რუ­ლი და არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცია. ტეს­ტე­ბი პა­ნა­ცეა არ არი­სო, ამ­ბობ­დნენ, დღეს კი პი­რი­ქით გა­ი­ძა­ხი­ან, რომ მთა­ვა­რი მე­ქა­ნიზ­მი დი­აგ­ნოს­ტი­კა ყო­ფი­ლა თურ­მე. არა­ფერს ვამ­ბობ, ყბა­და­ღე­ბულ და ყოვ­ლად­და­უშ­ვე­ბელ გზავ­ნი­ლებ­ზე ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მქო­ნე პი­რე­ბის შე­სა­ხებ. ფაქ­ტობ­რი­ვად, ქვე­ტექ­სტი ასე­თია, რომ ეს ადა­მი­ა­ნი მა­ინც და­ი­ღუ­პე­ბო­და და კო­რო­ნა არა­ფერ შუ­ა­შია. აბა, სხვა­ნა­ი­რად დავ­სვათ სა­კი­თხი - კო­რო­ნა რომ არ ყო­ფი­ლი­ყო, რამ­დენ ხანს იცო­ცხლებ­და კი­დევ ის ადა­მი­ა­ნი. ამას­თა­ნა­ვე, ბოლო დროს, ჩემი დაკ­ვირ­ვე­ბით, კო­რო­ნა­ვირუ­სის მიერ გა­მოწ­ვე­ულ გარ­თუ­ლე­ბებ­საც მი­ა­წე­რენ ქრი­ნი­კულ და­ა­ვა­დე­ბებს. სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი ვერ ერ­კვე­ვა სა­მე­დი­ცი­ნო ტერ­მი­ნო­ლო­გი­ა­ში და აღიქ­ვამს ისე, თით­ქოს სუნ­თქვის უკ­მა­რი­სო­ბა ან პნევ­მო­ნია იყოს ქრო­ნი­კუ­ლი პრობ­ლე­მა... არა­და, ოჯა­ხის ექი­მე­ბი რომ აქამ­დე გა­დაგ­ვემ­ზა­დე­ბი­ნა და პირ­ვე­ლა­დი ჯან­დაც­ვა მოგ­ვემ­ზა­დე­ბი­ნა ამ გა­მოწ­ვე­ვე­ბის­თვის, ხომ შე­იძ­ლე­ბო­და. მი­ნის­ტრი ამ­ბობს, რომ 3 ოქ­ტომ­ბერს და­ი­წყეს ოჯა­ხის ექი­მე­ბის გა­დამ­ზა­დე­ბა ბა­თუმ­ში. ახლა უნდა და­წყე­ბუ­ლი­ყო ეს? ან ონ­ლა­ინ კლი­ნი­კე­ბი 22 რომ იყო მარ­ტში და ახ­ლაც ამ­დე­ნია, ხომ შე­იძ­ლე­ბო­და გაგ­ვე­ზარ­და?!" - ამ­ბობს სერ­გო ჩიხ­ლა­ძე.

მისი პროგ­ნო­ზის მი­ხედ­ვით, თუ ინ­ფი­ცი­რე­ბის გა­მოვ­ლე­ნის ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი სტა­ტის­ტი­კა შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა, სა­წო­ლე­ბის დე­ფი­ცი­ტი გარ­და­უ­ვა­ლია.

"პე­სი­მის­ტი არ ვარ, მაგ­რამ ოპ­ტი­მის­ტუ­რა­დაც ვერ შევ­ხე­დავ მო­სა­ლოდ­ნელ სუ­რათს. ძა­ლი­ან მალე სე­ზო­ნუ­რი გრი­პე­ბი და­ე­მა­ტე­ბა კო­რო­ნა­ვირუსს და ცნო­ბი­ლია, რომ ჩე­უ­ლებ­რი­ვი გრი­პის სე­ზონ­ზე სა­წო­ლე­ბი გა­დავ­სე­ბუ­ლია ხოლ­მე. არ გა­მოვ­რი­ცხავ, რომ იგი­ვე გან­მე­ორ­დეს თბი­ლის­ში, რაც აჭა­რა­ში მოხ­და, რო­დე­საც სი­ტუ­ა­ცია იყო უმარ­თა­ვი. თუ ასე გაგ­რძელ­და, კო­ლაფ­სი გარ­და­უ­ვა­ლია, რად­გან ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ეფექ­ტუ­რად არ გა­მო­ი­ყე­ნა გა­სუ­ლი 6-7 თვე", - აცხა­დებს ambebi.ge -სთან ჩიხ­ლა­ძე.

ექ­სპერ­ტი ჯან­დაც­ვის სა­კი­თხებ­ში მა­რი­ნა ბე­რი­ძე მი­იჩ­ნევს, რომ თუ კი მთავ­რო­ბის მხრი­დან სწო­რი ნა­ბი­ჯე­ბი იქ­ნე­ბა გა­დად­გმუ­ლი, კო­ლაფ­სის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა სავ­სე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია. მისი თქმით, სის­ტე­მუ­რი პრობ­ლე­მე­ბი, რო­მე­ლიც ჯან­დაც­ვის სფე­რო­ში წლე­ბია არ­სე­ბობს, კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ამ კი­დევ უფრო თვალ­სა­ჩი­ნო გა­ხა­და.

"ჩვენ ვერ ვი­ტყვით, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა კო­რო­ნა­ვირუ­სის მარ­თვის მხრივ ცუ­დად მუ­შა­ობს. ბევ­რი სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო მი­ღე­ბუ­ლი და თა­ვი­დან ძა­ლი­ან ეფექ­ტუ­რად მოხ­და პრო­ცე­სის შე­კა­ვე­ბა. მაგ­რამ არის ხარ­ვე­ზე­ბიც, ცხა­დია. თუმ­ცა ეს პრობ­ლე­მე­ბი ისე­დაც არ­სე­ბობ­და სის­ტე­მა­ში და კო­რო­ნა­ვირუსს არ გა­მო­უწ­ვე­ვია. უბ­რა­ლოდ, ახლა უფრო თვალ­სა­ჩი­ნო გახ­და. პირ­ველ რი­გის გა­მოწ­ვე­ვა, რა­საც გაზ­რდი­ლი სტა­ტის­ტი­კა პირ­და­პირ უკავ­შირ­დე­ბა, პირ­ვე­ლა­დი ჯან­დაც­ვის რგო­ლის გა­უ­მარ­თავ მუ­შა­ო­ბა­ში მდგო­მა­რე­ობს. მა­გა­ლი­თად, შეც­დო­მა იყო ის, რომ დაგ­ვი­ა­ნე­ბით მოხ­და ოჯა­ხის ექი­მე­ბის გა­დამ­ზა­დე­ბა, ეს პრო­ცე­სი გა­ცი­ლე­ბით ადრე უნდა და­წყე­ბუ­ლი­ყო. ასე­ვე, პრობ­ლე­მაა ისიც, რომ ექი­მე­ბი არ იყ­ვნენ სა­თა­ნა­დოდ წა­ხა­ლი­სე­ბუ­ლე­ბი კო­რო­ნა­ვირუს­თან ბრძო­ლის პრო­ცეს­ში სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან. იყო შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც ისი­ნი კუთ­ვნი­ლი ხელ­ფა­სე­ბის დაგ­ვი­ა­ნე­ბის გამო პრო­ტესტს გა­მოთ­ქვამ­დნენ, მა­შინ, რო­დე­საც ინ­ფექ­ცი­ას­თან ბრძო­ლის გამო, მათი დატ­ვირ­თვა გა­ი­ზარ­და და ხელ­ფა­სიც უნდა გაზ­რდო­დათ. პრობ­ლე­მაა ისიც, რომ ქვე­ყა­ნა­ში ექთ­ნე­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი დე­ფი­ცი­ტია, ექიმ­მა რაც არ უნდა კარ­გად წარ­მარ­თოს მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ცე­სი, თუ მას კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი ექთა­ნი არ ჰყავს გვერ­დით, შე­დე­გის მიღ­წე­ვა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. თუ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა დრო­უ­ლად და­ი­წყებს სე­ზო­ნუ­რი გრი­პის ვაქ­ცი­ნა­ცი­ას, თუ ვაქ­ცი­ნე­ბის დე­ფი­ცი­ტი არ შე­იქ­მნე­ბა, რო­გორც ადრე, მა­შინ არა­ნა­ი­რი კო­ლაფ­სი არ იქ­ნე­ბა. მთა­ვა­რია სე­ზო­ნურ­მა გრიპ­მა არ გა­არ­თუ­ლოს სი­ტუ­ა­ცია, თო­რემ კო­რო­ნა­ვირუ­სის შემ­თხვე­ვებ­თან გამ­კლა­ვე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი ნამ­დვი­ლად არ არის. ასე რომ, არ ღირს გა­მო­ვი­კე­ტოთ სახ­ლებ­ში და ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გვე­ში­ნო­დეს. მთა­ვა­რია, და­ვიც­ვათ რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი თი­თო­ე­ულ­მა ჩვენ­გან­მა და სი­ტუ­ა­ცია სტა­ბი­ლუ­რი იქ­ნე­ბა", - აცა­დებს მა­რი­ნა ბე­რა­ძე.

მკითხველის კომენტარები / 28 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
არა ტროლი
20

ექიმ­მა რაც არ უნდა კარ­გად წარ­მარ­თოს მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ცე­სი, თუ მას კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი ექთა­ნი არ ჰყავს გვერ­დით, შე­დე­გის მიღ­წე­ვა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. თუ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა დრო­უ­ლად და­ი­წყებს სე­ზო­ნუ­რი გრი­პის ვაქ­ცი­ნა­ცი­ას, თუ ვაქ­ცი­ნე­ბის დე­ფი­ცი­ტი არ შე­იქ­მნე­ბა, რო­გორც ადრე, მა­შინ არა­ნა­ი­რი კო­ლაფ­სი არ იქ­ნე­ბა. მთა­ვა­რია სე­ზო­ნურ­მა გრიპ­მა არ გა­არ­თუ­ლოს სი­ტუ­ა­ცია, თო­რემ კო­რო­ნა­ვირუ­სის შემ­თხვე­ვებ­თან გამ­კლა­ვე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი ნამ­დვი­ლად არ არის. ასე რომ, არ ღირს გა­მო­ვი­კე­ტოთ სახ­ლებ­ში და ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გვე­ში­ნო­დეს. მთა­ვა­რია, და­ვიც­ვათ რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი თი­თო­ე­ულ­მა ჩვენ­გან­მა და სი­ტუ­ა­ცია სტა­ბი­ლუ­რი იქ­ნე­ბა", - აცა­დებს მა­რი­ნა ბე­რა­ძე.

 

 

Tu Tu Tu/თუ თუ თუ

ამ დროს კი ქვეყანას დედა არა ყავს

მართალო
42

იმედია გეყოფათ არჩევნებამდე ხალხი,აუ რა ბოლში ვართ

ავტორი:

"თუ ასე გაგრძელდა, კოლაფსი გარდაუვალია" - როგორ გაუმკლავდება ქვეყანა დამძიმებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას, რას ამბობენ ექსპერტები?

"თუ ასე გაგრძელდა, კოლაფსი გარდაუვალია" - როგორ გაუმკლავდება ქვეყანა დამძიმებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას, რას ამბობენ ექსპერტები?

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები ყოველდღიურად ახალ-ახალ ანტირეკორდებს ამყარებს, იზრდება გარდაცვლილთა რაოდენობაც.

15 ოქტომბერს, საქართველოში COVID-19-ის 919 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 4ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში ვირუსის 14 440 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 7367 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 113 კი გარდაიცვალა.

აღნიშნული მონაცემების გათვალისწინებით, საზოგადოებაში სულ უფრო აქტიურდება მსჯელობა მოსალოდნელი სამედიცინო კოლაფსის შესახებ. ისმის კითხვები: როდემდე გაწვდება ჯანდაცვის სისტემა ინფიცირებულთა რიცხვს და გვემუქრება თუ არა იმ ქვეყნების ბედი, რომლებმაც კორონავირუსთან ბრძოლაში კრახი განიცადეს.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ არსებული ეპიდსიტუაცია შეაფასა და აღნიშნა, რომ ვითარება თანდათან იძაბება.

"რომ შევაჯამოთ სტატისტიკური მონაცემები, მთლიანადაც და ჩვენს ქვეყანაშიც, თანდათან იძაბება ეპიდსიტუაცია და ეს მოსალოდნელი იყო შემოდგომაზე... მეორე ტალღა დაწყებულია, რომელიც უფრო ძლიერია რიცხობრივი თვალსაზრისით, მაგრამ შედარებით უფრო მსუბუქი სიმძიმის თვალსაზრისით, ანუ უფრო მეტია მსუბუქად და ასიმპტომურად მიმდინარე შემთხვევები. დიაგნოსტირების დროს 36%-მდე უსიმპტომო პაციენტების რაოდენობაა, ანუ საკმაოდ დიდი წილია უსიმპტომოების და მსუბუქების, რომლებიც სწორედ უნდა იმართონ ბინაზე პირველადი ჯანდაცვის ექიმების მიერ და ვისაც ბინაზე იზოლირების საშუალება არ აქვს, კოვიდსასტუმროებში სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ, ხოლო სტაციონარში უნდა მოხვდნენ მძიმე და კრიტიკული პაციენტები, ვისაც აუცილებლად სჭირდება ინტენსიური თერაპია“, - გაცხადა გამყრელიძემ.

ამ რამდენიმე დღის წინ კი, კითხვაზე, შესაძლოა თუ არა საქართველოში იტალიის სცენარი განმეორდეს, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ მსგავსი რამ მოსალოდნელი არ არის.

ჟურნალისტის კითხვას, რომელიც საწოლების დეფიციტის შექმნის საშიშროებას შეეხებოდა, ჯანდაცვის მინისტრმა უპასუხა, რომ ინფიცირებულების რაოდენობის ზრდა საწოლების დეფიციტს არ გამოიწვევს. ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ამის მიზეზი ისაა, რომ გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა ყოველდღიურად იმატებს და საწოლებიც თავისუფლდება.

"პაციენტები ინფიცირდებიან, მაგრამ აუცილებლად ჯანმრთელდებიან. მხოლოდ აჭარაში გუშინ გვყავდა 207 გამოჯანმრთელებული. ამას ჯანდაცვაში ეწოდება საწოლბრუნვა. გამომდინარე აქედან, ინფიცირებულების მატება ეს აუცილებელ შემთხვევაში არ გამოიწვევს საწოლების დეფიციტს. მობილიზებული გვაქვს 3500-მდე საწოლი, 2200-მდე პაციენტი გადის მკურნალობას, სატრიაჟე სივრცეშიც არიან პაციენტები, რომლებიც ან კოვიდის ტესტის პასუხს ელოდებიან, ან ექიმის დამატებით ჩარევას იმისათვის, რომ გადაყვანილები იყვნენ სხვა პროფილის საავადმყოფოებში", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

რაც შეეხება, გარდაცვლილთა რაოდენობის ზრდას, საკითხის შესახებ მედიასთან ისაუბრა თენგიზ ცერცვაძემ. მისი თქმით, შემთხვევების ეს მატება იყო გარდაუვალი და მოსალოდნელი, ვინაიდან მოიხსნა შეზღუდვები. ცერცვაძე ამბობს, სიკვდილიანობა საქართველოსთვის არის დიდი, თორემ სხვა ქვეყნებში ასეთ მაჩვენებელზე ოცნებობენ.

"სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ მიუხედავად გარკვეული მატებისა, საქართველო ინარჩუნებს იმ ქვეყნის სტატუსს, რომელსაც დღემდე ევროპის 49 ქვეყანასა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებს შორის (ორი მცირე ქვეყნის გამოკლებით) ჰყავს ერთ მილიონ მოსახლეზე ყველაზე ნაკლები გარდაცვლილი", - თქვა ცერცვაძემ.

ჯანდაცვის ექსპერტები ვირუსის შემთხვევების რეკორდული მატების უკან მთავრობის არაეფექტურ ქმედებებსა და საზოგადოებასთან არასწორ კომუნიკაციას ხედავენ.

ჯანდაცვის ექსპერტი და "სტრატეგია აღმაშენებლის" წარმომადგენელი სერგო ჩიხლაძე ambebi.ge -სთან იმ მიზეზებს ასახელებს, რამაც, მისი შესაფებით, ეპიდსიტუაციის გამწვავება განაპირობა:

"მთავრობას ალბათ ეგონა, მუდმივად 10 და 15 შემთხვევა იქნებოდა და ამას კარგად მართავდა. ასეთ მცირე მაჩვენებელს უგანდასნაირი ქვეყნებიც გაართმევენ თავს. და ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ კარგი კრიზის-მენეჯერები არიან. მარტიდან მოყოლებული სულ იმაზე ვსვამდით ექსპერტები კითხვებს, რა გეგმები ჰქონდა სახელმწიფოს იმ შემთხვევაში, თუ სიტუაცია ისე განვითარდებოდა, როგორიც ახლაა, მაგრამ იმათ არასოდეს ჰქონდათ კონკრეტული პასუხები. მთავრობამ აირჩია საზოგადოებასთან არასწორი კომუნიკაციის ფორმა. რაც გამოიხატა იმაში, რომ ბრიფინგებით გამოდიოდნენ და აკეთებდნენ მცდარ გზავნილებს, ჩვენ კარგად ვმართეთ კორონა, ამიტომ გვაქვს ასე ცოტა შემთხვევაო და საზოგადოებაც ხოტბას ასხამდა მათ. ამის შედეგია ის, რომ ხალხმა დაიჯერა, რომ თითქოს ყველაფერი კარგად არის, საფრთხე ნაკლებია და მოდუნდა. არადა, სინამდვილეში ეს იყო შეკავების პერიოდი და წინ იყო მეორე ტალღა. რომლისთვისაც სათანადოდ უნდა მომზადებულიყო სისტემა.

მეორე შეცდომა ის იყო, რომ ვრცელდებოდა არათანმიმდევრული და არასწორი ინფორმაცია. ტესტები პანაცეა არ არისო, ამბობდნენ, დღეს კი პირიქით გაიძახიან, რომ მთავარი მექანიზმი დიაგნოსტიკა ყოფილა თურმე. არაფერს ვამბობ, ყბადაღებულ და ყოვლადდაუშვებელ გზავნილებზე ქრონიკული დაავადებების მქონე პირების შესახებ. ფაქტობრივად, ქვეტექსტი ასეთია, რომ ეს ადამიანი მაინც დაიღუპებოდა და კორონა არაფერ შუაშია. აბა, სხვანაირად დავსვათ საკითხი - კორონა რომ არ ყოფილიყო, რამდენ ხანს იცოცხლებდა კიდევ ის ადამიანი. ამასთანავე, ბოლო დროს, ჩემი დაკვირვებით, კორონავირუსის მიერ გამოწვეულ გართულებებსაც მიაწერენ ქრინიკულ დაავადებებს. საზოგადოების დიდი ნაწილი ვერ ერკვევა სამედიცინო ტერმინოლოგიაში და აღიქვამს ისე, თითქოს სუნთქვის უკმარისობა ან პნევმონია იყოს ქრონიკული პრობლემა... არადა, ოჯახის ექიმები რომ აქამდე გადაგვემზადებინა და პირველადი ჯანდაცვა მოგვემზადებინა ამ გამოწვევებისთვის, ხომ შეიძლებოდა. მინისტრი ამბობს, რომ 3 ოქტომბერს დაიწყეს ოჯახის ექიმების გადამზადება ბათუმში. ახლა უნდა დაწყებულიყო ეს? ან ონლაინ კლინიკები 22 რომ იყო მარტში და ახლაც ამდენია, ხომ შეიძლებოდა გაგვეზარდა?!" - ამბობს სერგო ჩიხლაძე.

მისი პროგნოზის მიხედვით, თუ ინფიცირების გამოვლენის ბოლოდროინდელი სტატისტიკა შენარჩუნდება, საწოლების დეფიციტი გარდაუვალია.

"პესიმისტი არ ვარ, მაგრამ ოპტიმისტურადაც ვერ შევხედავ მოსალოდნელ სურათს. ძალიან მალე სეზონური გრიპები დაემატება კორონავირუსს და ცნობილია, რომ ჩეულებრივი გრიპის სეზონზე საწოლები გადავსებულია ხოლმე. არ გამოვრიცხავ, რომ იგივე განმეორდეს თბილისში, რაც აჭარაში მოხდა, როდესაც სიტუაცია იყო უმართავი. თუ ასე გაგრძელდა, კოლაფსი გარდაუვალია, რადგან ხელისუფლებამ ეფექტურად არ გამოიყენა გასული 6-7 თვე", - აცხადებს ambebi.ge -სთან ჩიხლაძე.

ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში მარინა ბერიძე მიიჩნევს, რომ თუ კი მთავრობის მხრიდან სწორი ნაბიჯები იქნება გადადგმული, კოლაფსის თავიდან აცილება სავსებით შესაძლებელია. მისი თქმით, სისტემური პრობლემები, რომელიც ჯანდაცვის სფეროში წლებია არსებობს, კორონავირუსის პანდემიამ კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა.

"ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ხელისუფლება კორონავირუსის მართვის მხრივ ცუდად მუშაობს. ბევრი სწორი გადაწყვეტილება იყო მიღებული და თავიდან ძალიან ეფექტურად მოხდა პროცესის შეკავება. მაგრამ არის ხარვეზებიც, ცხადია. თუმცა ეს პრობლემები ისედაც არსებობდა სისტემაში და კორონავირუსს არ გამოუწვევია. უბრალოდ, ახლა უფრო თვალსაჩინო გახდა. პირველ რიგის გამოწვევა, რასაც გაზრდილი სტატისტიკა პირდაპირ უკავშირდება, პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაუმართავ მუშაობაში მდგომარეობს. მაგალითად, შეცდომა იყო ის, რომ დაგვიანებით მოხდა ოჯახის ექიმების გადამზადება, ეს პროცესი გაცილებით ადრე უნდა დაწყებულიყო. ასევე, პრობლემაა ისიც, რომ ექიმები არ იყვნენ სათანადოდ წახალისებულები კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში სახელმწიფოს მხრიდან. იყო შემთხვევები, როდესაც ისინი კუთვნილი ხელფასების დაგვიანების გამო პროტესტს გამოთქვამდნენ, მაშინ, როდესაც ინფექციასთან ბრძოლის გამო, მათი დატვირთვა გაიზარდა და ხელფასიც უნდა გაზრდოდათ. პრობლემაა ისიც, რომ ქვეყანაში ექთნების სერიოზული დეფიციტია, ექიმმა რაც არ უნდა კარგად წარმართოს მკურნალობის პროცესი, თუ მას კვალიფიციური ექთანი არ ჰყავს გვერდით, შედეგის მიღწევა წარმოუდგენელია. თუ ხელისუფლება დროულად დაიწყებს სეზონური გრიპის ვაქცინაციას, თუ ვაქცინების დეფიციტი არ შეიქმნება, როგორც ადრე, მაშინ არანაირი კოლაფსი არ იქნება. მთავარია სეზონურმა გრიპმა არ გაართულოს სიტუაცია, თორემ კორონავირუსის შემთხვევებთან გამკლავება შეუძლებელი ნამდვილად არ არის. ასე რომ, არ ღირს გამოვიკეტოთ სახლებში და ადამიანებთან ურთიერთობების გვეშინოდეს. მთავარია, დავიცვათ რეკომენდაციები თითოეულმა ჩვენგანმა და სიტუაცია სტაბილური იქნება", - აცადებს მარინა ბერაძე.

თბილისის ანძა აზერბაიჯანის დროშის ფერებში განათდება

როგორ განახლდება ხვალიდან სასწავლო პროცესი უმაღლეს სასწავლებლებში

აჭარაში ხვალიდან მუნიციპალური ტრანსპორტი მუშაობას განაახლებს