პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს არის მორიგი რუსული "ზაგატოვკა" - რას აცხადებს ნინო კალანადაძე ე.წ. საზღვრის საქმეში არსებულ არქიმანდრიტ კირიონის ჩვენებაზე
"ეს არის მორიგი რუსული "ზაგატოვკა" - რას აცხადებს ნინო კალანადაძე ე.წ. საზღვრის საქმეში არსებულ არქიმანდრიტ კირიონის ჩვენებაზე

და­ვით­გა­რე­ჯის თე­მა­ზე არ­ქი­მან­დრიტ კი­რი­ო­ნის ჩვე­ნე­ბას, სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე ნინო კა­ლან­და­ძე ეხ­მა­უ­რე­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" სა­უ­ბარ­ში კა­ლან­და­ძე არ­ქი­მან­დრი­ტის გან­ცხა­დე­ბას პა­სუ­ხობს, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, ნინო კა­ლან­და­ძე და­ვით გა­რე­ჯის სა­კი­თხზე ქვეყ­ნის და­მა­ზი­ა­ნე­ბელ პო­ზი­ცი­ას გა­მო­ხა­ტავ­და.

კა­ლან­და­ძე აცხა­დებს, რომ ეს ბრალ­დე­ბე­ბი რუ­სუ­ლი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის მი­ე­რაა და­გეგ­მი­ლი. სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე მი­იჩ­ნევს, რომ ეს საქ­მე ქარ­თულ არ­ჩევ­ნებ­ში რუ­სე­თის პირ­და­პი­რი ჩა­რე­ვაა, რო­მე­ლიც კრემ­ლის­თვის სა­სურ­ვე­ლი ჯგუ­ფის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში და­ტო­ვე­ბას ისა­ხავს მიზ­ნად.

კა­ლან­და­ძის თქმით­ვე, საქ­მე­ში არ არ­სე­ბობს არც და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბა, არც მო­ტი­ვი და არც რა­ი­მე იუ­რი­დი­უ­ლი შე­დე­გი, რო­მე­ლიც ვინ­მეს ქმე­დე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე დად­გა, ან შე­იძ­ლე­ბა დამ­დგა­რი­ყო.

"ეს ბრალ­დე­ბე­ბი არის რუ­სუ­ლი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის მიერ და­გეგ­მი­ლი და ქარ­თვე­ლი შემ­სრუ­ლებ­ლე­ბის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი სპე­ცო­პე­რა­ცი­ის ნა­წი­ლი, რო­მელ­თა მი­ზა­ნია, ივა­ნიშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის მო­ღა­ლა­ტის იმი­ჯის ჩა­მო­რე­ცხვა და სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის წინ ქარ­თვე­ლი ამომ­რჩევ­ლით ემო­ცი­უ­რი მა­ნი­პუ­ლი­რე­ბა (რო­გორც ეს წარ­მა­ტე­ბით გა­ა­კე­თეს 2012 წლის არ­ჩევ­ნე­ბის წინ, კი­დევ უფრო სას­ტი­კი მე­თო­დე­ბით). ეს საქ­მე არის ქარ­თულ არ­ჩევ­ნებ­ში რუ­სე­თის პირ­და­პი­რი ჩა­რე­ვა, რო­მე­ლიც ხორ­ცი­ელ­დე­ბა კრემ­ლის­თვის სა­სურ­ვე­ლი ჯგუ­ფის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში და­ტო­ვე­ბის მიზ­ნით. ამას მოწ­მობს საქ­მის პრაქ­ტი­კუ­ლად ყვე­ლა დე­ტა­ლი: ის, რომ ამ თე­მის ავან­გარ­დში არი­ან ისე­თი აქ­ტო­რე­ბი, რო­გო­რი­ცაა ე.წ. "პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სი", "ქარ­თუ­ლი მარ­ში" და სა­ეჭ­ვო, რუ­სუ­ლი წარ­სუ­ლის მქო­ნე სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი. ასე­ვე ის, რომ ივა­ნიშ­ვი­ლის პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ შე­თხზუ­ლი ლე­გენ­და მთლი­ა­ნად ეფუძ­ნე­ბა რუ­სუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის არ­ქი­ვებ­ში რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი "ბიზ­ნეს­მე­ნის" მიერ ქარ­თუ­ლი მხა­რის­თვის გა­და­ცე­მულ გა­უ­გე­ბარ დო­კუ­მენტს (რო­გორ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, ოკუ­პან­ტი რა­ი­მეს სა­ქარ­თვე­ლოს სა­სი­კე­თოდ აკე­თებ­დეს?). პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ შე­თი­თხნილ საქ­მე­ში არ არ­სე­ბობს არც და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბა, არც მო­ტი­ვი და არც რა­ი­მე იუ­რი­დი­უ­ლი შე­დე­გი, რო­მე­ლიც ვინ­მეს ქმე­დე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე დად­გა ან შე­იძ­ლე­ბა დამ­დგა­რი­ყო. ბრალ­დე­ბე­ბი სრუ­ლი­ად აბ­სურ­დუ­ლი, უარ­გუ­მენ­ტო და იმ­თა­ვით­ვე მხო­ლოდ ემო­ცი­ებ­ზე და არა რა­ცი­ო­ნა­ლურ მსჯე­ლო­ბა­ზეა გათ­ვლი­ლი. რაც მთა­ვა­რია, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა თა­ვად ამ­ბობს, რომ არ აპი­რებს ამ რუ­კის გა­მო­ყე­ნე­ბას აზერ­ბა­ი­ჯან­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბის პრო­ცეს­ში, ანუ აღი­ა­რებს, რომ მისი მო­ტი­ვი შიდა მოხ­მა­რე­ბა­ზეა გათ­ვლი­ლი და იმ­თა­ვით­ვე პო­ლი­ტი­კუ­რია. ის, რომ "ოც­ნე­ბის" რუს-ქარ­თვე­ლი პი­არ­ტექ­ნო­ლო­გე­ბის მიერ ხდე­ბა ჩემი 8 წლის წი­ნან­დე­ლი გან­ცხა­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა კონ­ტექ­სტი­დან ამოგ­ლე­ჯი­ლად, ვი­თომ 13 წლის წი­ნან­დელ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, მხო­ლოდ ამ­ყა­რებს აზრს, რომ ეს არის პო­ლი­ტი­კუ­რი მა­ნი­პუ­ლა­ცი­ის მცდე­ლო­ბა, მო­რი­გი რუ­სუ­ლი "ზა­გა­ტოვ­კა", რათა შე­იქ­მნას მცდა­რი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზრი და სა­ხალ­ხო აღ­შფო­თე­ბის "ის­რე­ბი" სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­და­ი­ტა­ნოს. ზუს­ტად ამა­ვე მო­ტი­ვით იყო გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი გა­რე­ჯის თე­მის პო­ლი­ტი­კუ­რად გამ­წვა­ვე­ბის მცდე­ლო­ბა 2012 წლის მა­ის­შიც, ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბის წინ. მჯე­რა, ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა აღარ წა­მო­ე­გე­ბა მო­რიგ რუ­სულ სცე­ნარს და მარ­ტი­ვად გა­შიფ­რავს ამ ან­ტი­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი "ზა­გა­ტოვ­კის" მო­ნა­წი­ლე­თა მო­ტი­ვა­ცი­ას", - აცხა­დებს კა­ლან­და­ძე.

ცნო­ბის­თვის, და­ვით გა­რე­ჯის მა­მა­თა მო­ნას­ტრის არ­ქი­მან­დრი­ტი კი­რი­ო­ნი სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბის­თვის მი­ცე­მულ ჩვე­ნე­ბა­ში აცხა­დებს, რომ და­ვით გა­რე­ჯის სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით ქვეყ­ნის და­მა­ზი­ა­ნე­ბელ პო­ზი­ცი­ას იმ­ჟა­მინ­დე­ლი მთავ­რო­ბის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ნინო კა­ლან­და­ძე გა­მო­ხა­ტავ­და.

კი­რი­ო­ნის თქმით­ვე, ნინო კა­ლან­და­ძემ 2012 წლის მა­ი­სის მოვ­ლე­ნე­ბის დროს ოფი­ცი­ა­ლურ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, რომ უდაბ­ნოს მო­ნას­ტე­რი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დრო­ი­დან სა­ქარ­თვე­ლოს არ ეკუთ­ვნო­და და წარ­მო­ად­გენ­და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ლურ კუთ­ვნი­ლე­ბას.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
www
71

თუ ვინმეა რუსების და კრემლის აგენტი ეს ხარ შენ და შენი მიშკა ბლინ!

ლუკა
71

მამა კირიონი არც რუსეთის კაცია და არც ამერიკის და არც რომელიმე ქვეყნის. ის არის საქართველოს კაცი, ის არის ქრისტეს კაცი და ვინც მას ცილს წამებს დაფიქრდეს, რომ ღვთის წიმაშე მოუწეს პასუხისგება. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"ეს არის მორიგი რუსული "ზაგატოვკა" - რას აცხადებს ნინო კალანადაძე ე.წ. საზღვრის საქმეში არსებულ არქიმანდრიტ კირიონის ჩვენებაზე

"ეს არის მორიგი რუსული "ზაგატოვკა" - რას აცხადებს ნინო კალანადაძე ე.წ. საზღვრის საქმეში არსებულ არქიმანდრიტ კირიონის ჩვენებაზე

დავითგარეჯის თემაზე არქიმანდრიტ კირიონის ჩვენებას, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნინო კალანდაძე ეხმაურება.

"ინტერპრესნიუსთან" საუბარში კალანდაძე არქიმანდრიტის განცხადებას პასუხობს, რომლის მიხედვითაც, ნინო კალანდაძე დავით გარეჯის საკითხზე ქვეყნის დამაზიანებელ პოზიციას გამოხატავდა.

კალანდაძე აცხადებს, რომ ეს ბრალდებები რუსული სპეცსამსახურების მიერაა დაგეგმილი. საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე მიიჩნევს, რომ ეს საქმე ქართულ არჩევნებში რუსეთის პირდაპირი ჩარევაა, რომელიც კრემლისთვის სასურველი ჯგუფის ხელისუფლებაში დატოვებას ისახავს მიზნად.

კალანდაძის თქმითვე, საქმეში არ არსებობს არც დანაშაულებრივი ქმედება, არც მოტივი და არც რაიმე იურიდიული შედეგი, რომელიც ვინმეს ქმედების საფუძველზე დადგა, ან შეიძლება დამდგარიყო.

"ეს ბრალდებები არის რუსული სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი და ქართველი შემსრულებლების მიერ განხორციელებული ფსიქოლოგიური სპეცოპერაციის ნაწილი, რომელთა მიზანია, ივანიშვილის ხელისუფლებისთვის მოღალატის იმიჯის ჩამორეცხვა და საპარლამენტო არჩევნების წინ ქართველი ამომრჩევლით ემოციური მანიპულირება (როგორც ეს წარმატებით გააკეთეს 2012 წლის არჩევნების წინ, კიდევ უფრო სასტიკი მეთოდებით). ეს საქმე არის ქართულ არჩევნებში რუსეთის პირდაპირი ჩარევა, რომელიც ხორციელდება კრემლისთვის სასურველი ჯგუფის ხელისუფლებაში დატოვების მიზნით. ამას მოწმობს საქმის პრაქტიკულად ყველა დეტალი: ის, რომ ამ თემის ავანგარდში არიან ისეთი აქტორები, როგორიცაა ე.წ. "პატრიოტთა ალიანსი", "ქართული მარში" და საეჭვო, რუსული წარსულის მქონე სასულიერო პირები. ასევე ის, რომ ივანიშვილის პროკურატურის მიერ შეთხზული ლეგენდა მთლიანად ეფუძნება რუსული უშიშროების არქივებში რუსეთის ხელისუფლებასთან დაკავშირებული "ბიზნესმენის" მიერ ქართული მხარისთვის გადაცემულ გაუგებარ დოკუმენტს (როგორ წარმოგიდგენიათ, ოკუპანტი რაიმეს საქართველოს სასიკეთოდ აკეთებდეს?). პროკურატურის მიერ შეთითხნილ საქმეში არ არსებობს არც დანაშაულებრივი ქმედება, არც მოტივი და არც რაიმე იურიდიული შედეგი, რომელიც ვინმეს ქმედების საფუძველზე დადგა ან შეიძლება დამდგარიყო. ბრალდებები სრულიად აბსურდული, უარგუმენტო და იმთავითვე მხოლოდ ემოციებზე და არა რაციონალურ მსჯელობაზეა გათვლილი. რაც მთავარია, ხელისუფლება თავად ამბობს, რომ არ აპირებს ამ რუკის გამოყენებას აზერბაიჯანთან მოლაპარაკების პროცესში, ანუ აღიარებს, რომ მისი მოტივი შიდა მოხმარებაზეა გათვლილი და იმთავითვე პოლიტიკურია. ის, რომ "ოცნების" რუს-ქართველი პიარტექნოლოგების მიერ ხდება ჩემი 8 წლის წინანდელი განცხადების გამოყენება კონტექსტიდან ამოგლეჯილად, ვითომ 13 წლის წინანდელ საქმესთან დაკავშირებით, მხოლოდ ამყარებს აზრს, რომ ეს არის პოლიტიკური მანიპულაციის მცდელობა, მორიგი რუსული "ზაგატოვკა", რათა შეიქმნას მცდარი საზოგადოებრივი აზრი და სახალხო აღშფოთების "ისრები" სხვა მიმართულებით გადაიტანოს. ზუსტად ამავე მოტივით იყო განპირობებული გარეჯის თემის პოლიტიკურად გამწვავების მცდელობა 2012 წლის მაისშიც, ოქტომბრის არჩევნების წინ. მჯერა, ქართული საზოგადოება აღარ წამოეგება მორიგ რუსულ სცენარს და მარტივად გაშიფრავს ამ ანტისახელმწიფოებრივი "ზაგატოვკის" მონაწილეთა მოტივაციას", - აცხადებს კალანდაძე.

ცნობისთვის, დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტი კირიონი საგამოძიებო უწყებისთვის მიცემულ ჩვენებაში აცხადებს, რომ დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით ქვეყნის დამაზიანებელ პოზიციას იმჟამინდელი მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე გამოხატავდა.

კირიონის თქმითვე, ნინო კალანდაძემ 2012 წლის მაისის მოვლენების დროს ოფიციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უდაბნოს მონასტერი საბჭოთა კავშირის დროიდან საქართველოს არ ეკუთვნოდა და წარმოადგენდა აზერბაიჯანის ტერიტორიალურ კუთვნილებას.

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"მე ხომ სხვის ცხოვრებას არ ვრისკავდი, ჩემს ცხოვრებას ვრისკავდი? რა არის აქ საღლიცინო" - გიგი უგულავა მძევლების ჩანაცვლებაზე