ავტორი:

ერთა ლიგის მორიგი მატჩი და +1 ქულა - საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა სომხეთთან ფრე ითამაშა (ნახეთ გოლები)

ერთა ლიგის მორიგი მატჩი და +1 ქულა - საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა სომხეთთან ფრე ითამაშა (ნახეთ გოლები)

ერთა ლიგის მესამე ტურის მატჩში საქართველო სომხეთს დაუპირისპირდა. მატჩი ფრედ 2-2 დასრულდა.

თამაში გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ქართველი ფეხბურთელები მატჩს იგებდნენ, თუმცა საბოლოოდ, სომხებმა ანგარიშის გათანაბრებმა შეძლეს.

აღსანიშნავია, რომ მინდორზე საქართველოს ნაკრების ძირითადი ფეხბურთელები არ იყვნენ და მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმერ ვაისმა სომხეთს გადახალისებული შემადგენლობა დაუპირისპირა.

ქართველთა მხრიდან გოლები კაჭარავამ და ოქრიაშვილმა გაიტანეს, ხოლო სომეხთა მხრიდან გოლების ავტორები ბაირამიანი და მხითარიანი არიან.

ამ შედეგით საქართველოს ჯგუფში 5 ქულა დაუგროვდა, სწორედ ამდენივე ქულა აქვს ჩრდილოეთ მაკედონიასაც და პირველ ადგილს ჩვენს ქვეყანასთან ერთად ინაწილებს. მესამე ადგილზე სომხეთია - 4 ქულით, ხოლო ბოლო ადგილს 1 ქულით ესტონეთი იკავებს.

ანტისაბჭოთა შეთქმულების ლიდერის ტრაგიკული ამბავი - სამხედრო ტრიბუნალი და სიკვდილით დასჯილი 17 ახალგაზრდა

მაკა ასათიანი ლევან ვასაძეს რთველში ეწვია - კადრები ვენახიდან და ამღერებული მილიონერი ბიზნესმენი

შვედი მეწარმე, რომელიც საქართველოში არასდროს ყოფილა, ღვინოს ქართული წესით ამზადებს - მარანი შვედეთში ქართული მოტივებით