მოზაიკა
მსოფლიო
პოლიტიკა

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
საზოგადოება
წიგნები
კონფლიქტები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვიღაცას გადავაბრალოთ, რუკა დამალა, ფული აიღო, არაფერი გამოვა...ეს ერთი ადამიანის ღალატთან არ არის დაკავშირებული" - მეუფე ნიკოლოზი დავით გარეჯზე
"ვიღაცას გადავაბრალოთ, რუკა დამალა, ფული აიღო, არაფერი გამოვა...ეს ერთი ადამიანის ღალატთან არ არის დაკავშირებული" - მეუფე ნიკოლოზი დავით გარეჯზე

"არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ დავ­თმობთ გა­რე­ჯის მო­ნას­ტერს!" - ამის შე­სა­ხებ ახალ­ქა­ლა­ქი­სა და კუ­მურ­დოს მიტ­რო­პო­ლიტ­მა, მე­უ­ფე ნი­კო­ლოზ­მა (ფა­ჩუ­აშ­ვი­ლი) ჟურ­ნა­ლის­ტებს სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც მე­უ­ფე ნი­კო­ლოზ­მა აღ­ნიშ­ნა, გა­რე­ჯის უდაბ­ნო ქარ­თვე­ლე­ბის სა­კუთ­რე­ბაა.

"პრინ­ცი­პუ­ლად არ ვე­თან­ხმე­ბი ასეთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას, რა­საც დღეს ვხე­დავთ. და­ვით გა­რე­ჯის უდაბ­ნო იყო ყო­ველ­თვის სა­ქარ­თვე­ლო, ყო­ველ­თვის ქარ­თუ­ლი მო­ნას­ტე­რი იყო და ეს მიწა ყო­ველ­თვის ქარ­თუ­ლი მიწა იყო. მცდე­ლო­ბა - ვი­ღა­ცას გა­და­ვაბ­რა­ლოთ, რომ რუკა და­მა­ლა ვი­ღა­ცამ ფული აიღო, არა­ფე­რი აქე­დან არ გა­მო­ვა.

ეს არის პირ­და­პი­რი აგ­რე­სია, მე ასე ვხე­დავ, თუმ­ცა, არ ვიცი, სა­ი­დან და რო­გორ. სა­ხა­რე­ბა­ში წე­რია "არა არს და­ფა­რუ­ლი, რო­მე­ლი არა გა­ცხად­დეს“, ცოტა დრო გავა და ყვე­ლა­ნი ყვე­ლა­ფერს გა­ვი­გებთ, ყვე­ლა გა­ვი­გეთ სო­ხუ­მი ვინ გა­ყი­და, გაგ­რა ვინ გა­ყი­და, ვინ აიღო ამა­ში ფული, ვინ არის მო­ღა­ლა­ტე. ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­ცხად­დე­ბა. ახალ­გო­რი რა­ტომ დავ­კარ­გეთ, კო­დო­რის ხე­ო­ბა სულ ცოტა ხნის წინ, ან აფხა­ზე­თი და ტაო-კლარ­ჯე­თი?!

დად­გე­ბა დრო და სა­ქარ­თვე­ლო ამ ტე­რი­ტო­რი­ებს აუ­ცი­ლებ­ლად და­იბ­რუ­ნებს. ჩვე­ნი ბრა­ლია ყვე­ლა­ფე­რი, ჩვენ არ ვვარ­გი­ვართ, ქარ­თვე­ლი ხალ­ხი. ღმერ­თი ამ ყვე­ლა­ფერს მოგ­ვცემს,რო­გორც თა­ვი­დან მოგ­ვცა. გა­რე­ჯის უდაბ­ნო ქარ­თვე­ლე­ბის სა­კუთ­რე­ბაა. და­ვით გა­რე­ჯე­ლი ჩა­მო­ვი­და სი­რი­ი­დან და შექ­მნა ეს სა­ო­ცა­რი სა­უნ­ჯე, სა­ო­ცა­რი სამ­ყა­რო და ამას ვე­რა­ვინ წაგ­ვარ­თმევს“, - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე ნი­კო­ლოზ­მა.

კი­თხვა­ზე: ეთან­ხმე­ბით თუ არა სა­პატ­რი­არ­ქოს პო­ზი­ცი­ას, რომ სა­ზღვრის სა­დე­მარ­კა­ციო-სა­დე­ლი­მი­ტა­ციო კო­მი­სი­ის მუ­შა­ო­ბა "მო­ღა­ლა­ტე­ობ­რი­ვია“? მე­უ­ფე ნი­კო­ლოზ­მა უპა­სუ­ხა: "მე პრინ­ცი­პუ­ლად ვფიქ­რობ, რომ არ შე­იძ­ლე­ბა ასე დე­ტა­ლებ­ში ჩაღ­რმა­ვე­ბა“.

"არ მაქვს არა­ვი­თა­რი სრულ­ყო­ფი­ლი ინ­ფორ­მა­ცია, ვფიქ­რობ, არც სა­პატ­რი­არ­ქოს აქვს სრულ­ყო­ფი­ლი ინ­ფორ­მა­ცია. ერთი ადა­მი­ა­ნის ღა­ლატ­თან არ არის ეს და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, ეს არის პირ­და­პი­რი აგ­რე­სია ქვეყ­ნის და ხალ­ხის წი­ნა­აღ­მდეგ. ვის­გან მო­დის, სა­ი­დან მო­დის, ვინ არის მო­ღა­ლა­ტე, ამ სა­ხე­ლებს ადრე თუ გვი­ან ყვე­ლა­ნი გა­ვი­გებთ. და­ვით გა­რე­ჯი იყო და იქ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლო, ვინც რა ღო­ნის­ძი­ე­ბა არ უნდა ჩა­ა­ტა­როს. შე­იძ­ლე­ბა დღეს დავ­კარ­გოთ და ხვალ და­ვიბ­რუ­ნოთ“, - აღ­ნიშ­ნა მე­უ­ფე ნი­კო­ლოზ­მა.

მი­სი­ვე თქმით, მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ეკ­ლე­სია იცავს სა­ქარ­თვე­ლოს მთლი­ა­ნო­ბას. მან ისა­უბ­რა ასე­ვე ეკ­ლე­სი­ის მი­სა­მარ­თით გა­კე­თე­ბულ ბრალ­დე­ბებ­ზე.

"არ­სე­ბობს ასე­თი აზრი, რომ ყვე­ლა­ფე­რი ეკ­ლე­სი­ას უნდა და­აბ­რა­ლო და ყვე­ლა­ზე დიდი მო­ღა­ლა­ტე სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­აა. ეს ასე არ არის. სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია იცავს სა­ქარ­თვე­ლოს მთლი­ა­ნო­ბას, ეკ­ლე­სი­ის მთლი­ა­ნო­ბას. რაც შე­ე­ხე­ბა რუ­სეთს, ახა­ლი ამ­ბა­ვი არ არის, რომ მე­ზო­ბე­ლი სა­ხელ­მწი­ფოა, რო­მელ­საც ინ­ტე­რე­სი აქვს სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ის 20% აქვს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი. 21-ე პრო­ცენტს და­ი­მა­ტებს თუ არ და­ი­მა­ტებს ამით არსი მოვ­ლე­ნე­ბის არ იც­ვლე­ბა“, - აღ­ნიშ­ნა მე­უ­ფე ნი­კო­ლოზ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა ნა­ტა­ლია ილი­ჩო­ვას და ივე­რი მე­ლაშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბას, რო­გორც მე­უ­ფე ნი­კო­ლო­ზი აცხა­დებს, მას არ აქვს ინ­ფორ­მა­ცია, რამ­დე­ნად სწო­რი ბრალ­დე­ბით არი­ან ისი­ნი და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი.

"არ მაქვს ინ­ფორ­მა­ცია ამ ადა­მი­ა­ნე­ბის კრი­მი­ნა­ლუ­რი და­ნა­შა­უ­ლის შე­სა­ხებ. რა­საც ტე­ლე­ვი­ზი­ი­დან გა­ვი­გებთ, ეს არ ნიშ­ნავს, რომ ნამ­დვი­ლად ასეა. მით უმე­ტეს, ძა­ლი­ან ხში­რად ხდე­ბა სხვა­დას­ხვა არ­ხე­ბის და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის მიერ ინ­ფორ­მა­ცი­ის პირ­და­პირ გა­ყალ­ბე­ბა. ვი­ღაც ერ­თმა ადა­მი­ან­მა რა კრი­მი­ნა­ლუ­რი და­ნა­შა­უ­ლი ჩა­ი­დი­ნა ამა­ზე რო­გორ უნდა ვიმ­სჯე­ლოთ? ჩვენ პრინ­ცი­პუ­ლად ვამ­ბობთ ერთ რა­მეს - და­ვით გა­რე­ჯი არის სა­ქარ­თვე­ლო, სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის კუთ­ვნი­ლე­ბა და ასე იქ­ნე­ბა ქრის­ტეს მე­ო­რედ მოს­ვლამ­დე.

ვე­რა­ვი­თარ ნდო­ბას ვერ გა­მო­ვუ­ცხა­დებ ვე­რა­ვის და ვერც სა­ხელ­მწი­ფოს, თუ ჩვენ გა­რე­ჯში მის­ვლის და ლოც­ვის უფ­ლე­ბა არ გვექ­ნე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა იმას, რომ ეკ­ლე­სი­ის და სა­ხელ­მწი­ფოს პო­ზი­ცი­ე­ბი არ­ჩევ­ნე­ბამ­დე ერთი თვით ადრე ემ­თხვე­ვა ერ­თმა­ნეთს, ეს ძა­ლი­ან კონ­კრე­ტუ­ლი სა­კი­თხე­ბია და ხან არის ხან არ არის, ვი­ღა­ცის ემ­თხვე­ვა, ვი­ღა­ცის არ ემ­თხვე­ვა. არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ დავ­თმობთ გა­რე­ჯის მო­ნას­ტერს!“ - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე ნი­კო­ლოზ­მა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახო
38

ვცდილობდი ყოველთვის კორექტული ვყოფილიყავი სასულიერო პირების მიმართ. წმინდა ბიძინამ იმდენი ქნა რომ გულის ამრევი გახადა სასულიეროც და საერო პირებიც. და ისევ სასამართლოზე მურუსიძეზე და ქვეყანაში არსებულ სამართალზე შევრჩერდები მარაზმი ნაგავი ბიძინა და მის გარშემო შეკრებილი დიდი უზნეო ხალხი. ყველაფრის მკადრებელი. იმედია არჩევნები დაასრულებს ამ უზნეოთა ზეიმს

მდაა
34
გამოვიდა ბურძგლა და გვიკითხავს.მორალს, თავად ამორალურებო, ქვეყნის გამყიდველო და მომხვეჭელებო, ზნედაცემულო ურწმუნოებო თქვენ როგორ შეიძლება მრევლი გყავდეთ, თქვენ ვინ უნდა აზიაროთ და ვის უნდა უქადაგოთ, ბოროტების ბუდედ აქციეთ ეკლესია, ხელშეუხებლები გახდით და თქვენს ზემოთ აღარ არსებობს თქვენთვისრავის არავინ და არაფერი
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.
ავტორი:

"ვიღაცას გადავაბრალოთ, რუკა დამალა, ფული აიღო, არაფერი გამოვა...ეს ერთი ადამიანის ღალატთან არ არის დაკავშირებული" - მეუფე ნიკოლოზი დავით გარეჯზე

"ვიღაცას გადავაბრალოთ, რუკა დამალა, ფული აიღო, არაფერი გამოვა...ეს ერთი ადამიანის ღალატთან არ არის დაკავშირებული" - მეუფე ნიკოლოზი დავით გარეჯზე

"არავითარ შემთხვევაში არ დავთმობთ გარეჯის მონასტერს!" - ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი) ჟურნალისტებს სამების საკათედრო ტაძარში განუცხადა.

როგორც მეუფე ნიკოლოზმა აღნიშნა, გარეჯის უდაბნო ქართველების საკუთრებაა.

"პრინციპულად არ ვეთანხმები ასეთ დამოკიდებულებას, რასაც დღეს ვხედავთ. დავით გარეჯის უდაბნო იყო ყოველთვის საქართველო, ყოველთვის ქართული მონასტერი იყო და ეს მიწა ყოველთვის ქართული მიწა იყო. მცდელობა - ვიღაცას გადავაბრალოთ, რომ რუკა დამალა ვიღაცამ ფული აიღო, არაფერი აქედან არ გამოვა.

ეს არის პირდაპირი აგრესია, მე ასე ვხედავ, თუმცა, არ ვიცი, საიდან და როგორ. სახარებაში წერია "არა არს დაფარული, რომელი არა გაცხადდეს“, ცოტა დრო გავა და ყველანი ყველაფერს გავიგებთ, ყველა გავიგეთ სოხუმი ვინ გაყიდა, გაგრა ვინ გაყიდა, ვინ აიღო ამაში ფული, ვინ არის მოღალატე. ეს ყველაფერი გაცხადდება. ახალგორი რატომ დავკარგეთ, კოდორის ხეობა სულ ცოტა ხნის წინ, ან აფხაზეთი და ტაო-კლარჯეთი?!

დადგება დრო და საქართველო ამ ტერიტორიებს აუცილებლად დაიბრუნებს. ჩვენი ბრალია ყველაფერი, ჩვენ არ ვვარგივართ, ქართველი ხალხი. ღმერთი ამ ყველაფერს მოგვცემს,როგორც თავიდან მოგვცა. გარეჯის უდაბნო ქართველების საკუთრებაა. დავით გარეჯელი ჩამოვიდა სირიიდან და შექმნა ეს საოცარი საუნჯე, საოცარი სამყარო და ამას ვერავინ წაგვართმევს“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

კითხვაზე: ეთანხმებით თუ არა საპატრიარქოს პოზიციას, რომ საზღვრის სადემარკაციო-სადელიმიტაციო კომისიის მუშაობა "მოღალატეობრივია“? მეუფე ნიკოლოზმა უპასუხა: "მე პრინციპულად ვფიქრობ, რომ არ შეიძლება ასე დეტალებში ჩაღრმავება“.

"არ მაქვს არავითარი სრულყოფილი ინფორმაცია, ვფიქრობ, არც საპატრიარქოს აქვს სრულყოფილი ინფორმაცია. ერთი ადამიანის ღალატთან არ არის ეს დაკავშირებული, ეს არის პირდაპირი აგრესია ქვეყნის და ხალხის წინააღმდეგ. ვისგან მოდის, საიდან მოდის, ვინ არის მოღალატე, ამ სახელებს ადრე თუ გვიან ყველანი გავიგებთ. დავით გარეჯი იყო და იქნება საქართველო, ვინც რა ღონისძიება არ უნდა ჩაატაროს. შეიძლება დღეს დავკარგოთ და ხვალ დავიბრუნოთ“, - აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა.

მისივე თქმით, მართლმადიდებლური ეკლესია იცავს საქართველოს მთლიანობას. მან ისაუბრა ასევე ეკლესიის მისამართით გაკეთებულ ბრალდებებზე.

"არსებობს ასეთი აზრი, რომ ყველაფერი ეკლესიას უნდა დააბრალო და ყველაზე დიდი მოღალატე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიაა. ეს ასე არ არის. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია იცავს საქართველოს მთლიანობას, ეკლესიის მთლიანობას. რაც შეეხება რუსეთს, ახალი ამბავი არ არის, რომ მეზობელი სახელმწიფოა, რომელსაც ინტერესი აქვს საქართველოში, რომელსაც საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული. 21-ე პროცენტს დაიმატებს თუ არ დაიმატებს ამით არსი მოვლენების არ იცვლება“, - აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა.

რაც შეეხება ნატალია ილიჩოვას და ივერი მელაშვილის დაკავებას, როგორც მეუფე ნიკოლოზი აცხადებს, მას არ აქვს ინფორმაცია, რამდენად სწორი ბრალდებით არიან ისინი დაკავებულები.

"არ მაქვს ინფორმაცია ამ ადამიანების კრიმინალური დანაშაულის შესახებ. რასაც ტელევიზიიდან გავიგებთ, ეს არ ნიშნავს, რომ ნამდვილად ასეა. მით უმეტეს, ძალიან ხშირად ხდება სხვადასხვა არხების და ჟურნალისტების მიერ ინფორმაციის პირდაპირ გაყალბება. ვიღაც ერთმა ადამიანმა რა კრიმინალური დანაშაული ჩაიდინა ამაზე როგორ უნდა ვიმსჯელოთ? ჩვენ პრინციპულად ვამბობთ ერთ რამეს - დავით გარეჯი არის საქართველო, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კუთვნილება და ასე იქნება ქრისტეს მეორედ მოსვლამდე.

ვერავითარ ნდობას ვერ გამოვუცხადებ ვერავის და ვერც სახელმწიფოს, თუ ჩვენ გარეჯში მისვლის და ლოცვის უფლება არ გვექნება. რაც შეეხება იმას, რომ ეკლესიის და სახელმწიფოს პოზიციები არჩევნებამდე ერთი თვით ადრე ემთხვევა ერთმანეთს, ეს ძალიან კონკრეტული საკითხებია და ხან არის ხან არ არის, ვიღაცის ემთხვევა, ვიღაცის არ ემთხვევა. არავითარ შემთხვევაში არ დავთმობთ გარეჯის მონასტერს!“ - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

"200-ლარიან დახმარებაზე უნდა დასვა გამყრელიძე, ცერცვაძე, იმნაძე და ვნახავთ, როგორ რეკომენდაციებს მოგვცემენ" - ზურაბ ჯაფარიძე

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"