მეცნიერება
საზოგადოება
მსოფლიო

6

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბებიები და ბაბუები ხომ ჰყავთ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც იქ იყვნენ? მეტს არაფერს ვიტყვი" - პაატა იმნაძე სტადიონთან შეკრებილებზე
"ბებიები და ბაბუები ხომ ჰყავთ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც იქ იყვნენ? მეტს არაფერს ვიტყვი" - პაატა იმნაძე სტადიონთან შეკრებილებზე

ბე­ბი­ე­ბი და ბა­ბუ­ე­ბი ხომ ჰყავთ იმ ახალ­გაზ­რდებს, რომ­ლე­ბიც გუ­შინ იქ იყ­ვნენ, მეტს არა­ფერს არ ვი­ტყვი. სხვებ­ზეც ხომ უნდა ვი­ფიქ­როთ ხან­და­ხან, - ასე უპა­სუ­ხა და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის მო­ად­გი­ლე პა­ა­ტა იმ­ნა­ძემ „ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის“ შე­კი­თხვას, და­ირ­ღვა თუ არა გუ­შინ სტა­დი­ონ­თან გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის შეკ­რე­ბით ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს და და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი.

აღ­ნიშ­ნულ შე­კი­თხვას ასე­ვე გა­მო­ეხ­მა­უ­რა და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძე. მისი თქმით, გუ­შინ რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი და­ირ­ღვა და სა­სურ­ვე­ლია სტა­დი­ონ­თან შეკ­რე­ბილ­მა პი­რებ­მა თვით­მო­ნი­ტო­რინ­გი აწარ­მო­ონ.

"ყვე­ლას ძა­ლი­ან გაგ­ვი­ხარ­და, მინ­და მი­ვუ­ლო­ცო სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებს ეს გა­მარ­ჯვე­ბა. მეს­მის ემო­ცი­ე­ბი რაც იყო, მად­ლო­ბა გულ­შე­მატ­კი­ვარს და ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ას, რო­მელ­მაც გა­ით­ვა­ლის­წი­ნა რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, რომ მატ­ჩი ჩა­ტარ­და მა­ყუ­რებ­ლის გა­რე­შე რად­გან ძა­ლი­ან მო­მა­ტე­ბუ­ლი რის­კი იყო იმ რე­გუ­ლა­ცი­ე­ბით რაც არ­სე­ბობს, რომ 30% დას­წრე­ბო­და. რა თქმა უნდა, იქ და­ირ­ღვა რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი რა­საც ჯან­დაც­ვა და და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრი იძ­ლე­ვა, მაგ­რამ და­ვაკ­ვირ­დეთ.

სა­სურ­ვე­ლი იყო არ დარ­ღვე­უ­ლი­ყო, მაგ­რამ ჩვენ ემო­ცი­უ­რი ხალ­ხი ვართ და ასე­თი დიდი გა­მარ­ჯვე­ბა იზე­ი­მეს. მხო­ლოდ ვთხოვ, ვინც იქ იყო, იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ აწარ­მო­ონ თვით­მო­ნი­ტო­რინ­გი, თუ ვინ­მეს და­ე­წყო სიმპტო­მე­ბი: ტემ­პე­რა­ტუ­რა, ხვე­ლა, სუნ­თქვის გაძ­ნე­ლე­ბა, მი­მარ­თონ ცხე­ლე­ბის ცენ­ტრს ან დარ­ე­კონ 112-ში და სწრა­ფად მოხ­დეს მათი გა­მოკ­ვლე­ვა და იზო­ლი­რე­ბა“, - აღ­ნიშ­ნა ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ილია
67

ბებიები და ბაბუები კი ყავთ მარა შეგნება არ ყოფნით და არც განათლება. მეც ვიყავი 15 წლის მარა ასეთი უვიცი, ასეთი შეუგნებელი და ასეთი წინდაუხედავი არ ვყოფილვარ არასდროს. აი რა უნდა გაიზარდოს ეხლა ასეთი თავიდანვე შეუგნებელი როა?

სოფო
61

სახლში არ უნდა შეუშვან ბებია ბაბუებმა, წავიდნენ და იყიდონ თავის ბინები,უსაქმურები

ავტორი:

"ბებიები და ბაბუები ხომ ჰყავთ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც იქ იყვნენ? მეტს არაფერს ვიტყვი" - პაატა იმნაძე სტადიონთან შეკრებილებზე

"ბებიები და ბაბუები ხომ ჰყავთ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც იქ იყვნენ? მეტს არაფერს ვიტყვი" - პაატა იმნაძე სტადიონთან შეკრებილებზე

ბებიები და ბაბუები ხომ ჰყავთ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც გუშინ იქ იყვნენ, მეტს არაფერს არ ვიტყვი. სხვებზეც ხომ უნდა ვიფიქროთ ხანდახან, - ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ „ინტერპრესნიუსის“ შეკითხვას, დაირღვა თუ არა გუშინ სტადიონთან გულშემატკივრების შეკრებით ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები.

აღნიშნულ შეკითხვას ასევე გამოეხმაურა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე. მისი თქმით, გუშინ რეკომენდაციები დაირღვა და სასურველია სტადიონთან შეკრებილმა პირებმა თვითმონიტორინგი აწარმოონ.

"ყველას ძალიან გაგვიხარდა, მინდა მივულოცო საქართველოს ნაკრებს ეს გამარჯვება. მესმის ემოციები რაც იყო, მადლობა გულშემატკივარს და ფეხბურთის ფედერაციას, რომელმაც გაითვალისწინა რეკომენდაციები, რომ მატჩი ჩატარდა მაყურებლის გარეშე რადგან ძალიან მომატებული რისკი იყო იმ რეგულაციებით რაც არსებობს, რომ 30% დასწრებოდა. რა თქმა უნდა, იქ დაირღვა რეკომენდაციები რასაც ჯანდაცვა და დაავადებათა კონტროლის ცენტრი იძლევა, მაგრამ დავაკვირდეთ.

სასურველი იყო არ დარღვეულიყო, მაგრამ ჩვენ ემოციური ხალხი ვართ და ასეთი დიდი გამარჯვება იზეიმეს. მხოლოდ ვთხოვ, ვინც იქ იყო, იმ ადამიანებს, რომ აწარმოონ თვითმონიტორინგი, თუ ვინმეს დაეწყო სიმპტომები: ტემპერატურა, ხველა, სუნთქვის გაძნელება, მიმართონ ცხელების ცენტრს ან დარეკონ 112-ში და სწრაფად მოხდეს მათი გამოკვლევა და იზოლირება“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

დღეიდან, აჭარისა და ზოგიერთი გამონაკლისის გარდა, საქართველოში საბავშვო ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი იწყება

ტყიბულში კორონავირუსის 22 შემთხვევა დაფიქსირდა

"მაქვს iPhone 11 PRO, ბოლო მოდელი არაა, გამოვიდა უკვე iPhone 12...მჭირდება, როგორც იარაღი“ – მეუფე ნიკოლოზი