პოლიტიკა
სამართალი

15

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
წიგნები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ძმისთვის დაურეკავს, - მგონი, მოვკალიო..." -  დუშეთში მომხდარი დანაშაულის დეტალები: მკვლელობაში ბრალდებულს ჯერ კიდევ ეძებენ
"ძმისთვის დაურეკავს, - მგონი, მოვკალიო..." -  დუშეთში მომხდარი დანაშაულის დეტალები: მკვლელობაში ბრალდებულს ჯერ კიდევ ეძებენ

6 ოქ­ტომ­ბერს, დუ­შე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ პავ­ლე­ურ­ში მკვლე­ლო­ბა მოხ­და. 60 წლის ნა­ი­რა გულ­ბა­თაშ­ვი­ლი მე­ზობ­ლად მცხოვ­რებ­მა ნა­თე­სავ­მა, 25 წლის ზა­ქა­რია გულ­ბა­თაშ­ვილ­მა მოკ­ლა და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­მალ­ვა შეძ­ლო. ჯერ­ჯე­რო­ბით სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს დამ­ნა­შა­ვე არ და­უ­კა­ვე­ბი­ათ და მას ყველ­გან ეძე­ბენ. ანა­ნუ­რის თემ­ში მე­რის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, გე­ნა­დი გულ­ბა­თაშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ დამ­ნა­შა­ვე მკვლე­ლო­ბის მე­ო­რე დღეს ანა­ნურ­ში გა­მოჩ­ნდა, ხალ­ხმა მა­ში­ნათ­ვე პო­ლი­ცი­ას შე­ა­ტყო­ბი­ნა ეს ამ­ბა­ვი, მაგ­რამ მან მი­მალ­ვა შეძ­ლო და ამ დრომ­დე გრძელ­დე­ბა დუ­შეთ­ში სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი. მკვლე­ლო­ბის მო­ტი­ვი ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, ერთ-ერთი ვერ­სი­ით, მო­ტი­ვად ქურ­დო­ბა გა­ნი­ხი­ლე­ბა. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ფიქ­რო­ბენ, რომ დამ­ნა­შა­ვე ნა­ი­რა გულ­ბა­თაშ­ვი­ლის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში გა­სა­ქურ­დად მი­ვი­და, ქალს ეტყო­ბა დამ­ნა­შა­ვე სახ­ლში არ ელო­დე­ბო­და, მაგ­რამ ის სახ­ლში აღ­მოჩ­ნდა და და­ნა­შა­უ­ლიც ჩა­ი­დი­ნა. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, დამ­ნა­შა­ვეს ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი აქვს, ის ერთ ხანს ხო­ნის ფსი­ქი­ატ­რი­ულ­შიც იწვა.

გე­ნა­დი გულ­ბა­თაშ­ვი­ლი, მე­რის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ანა­ნუ­რის თემ­ში:

- შეძ­რუ­ლი ვარ მომ­ხდა­რით. მოკ­ლუ­ლი ნა­ი­რა გულ­ბა­თაშ­ვი­ლი ჩემი ბი­ძაშ­ვი­ლი იყო და ვინც მოკ­ლა, ისიც ჩემი ბი­ძაშ­ვი­ლია. ჩვე­ნი პა­პე­ბი ძმე­ბი იყ­ვნენ. ნა­ი­რა და ზა­ქა­რია ერ­თმა­ნე­თის ნა­თე­სა­ვე­ბი არი­ან. ბიჭს ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი აქვს, 25 წლის არის, იწვა ფსი­ქი­ატ­რი­ულ­შიც რამ­დე­ნი­მე წლის წინ. ახლა იღებ­და თუ არა ფსი­ქოტ­რო­პულ წა­მალს, არ ვიცი. ზა­ქა­რია ნა­სა­მარ­თლე­ვიც არის ქურ­დო­ბა­ზე, ცი­ხე­შიც იჯდა. ნა­ი­რა 60 წლის იყო, ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნი. მშრო­მე­ლი, ოჯახ­ზე და შვი­ლებ­ზე მზრუნ­ვე­ლი. მე­უღ­ლე სამი წლის წინ გარ­და­ეც­ვა­ლა და სო­ფელ­ში დე­დამ­თილ­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და. ერ­თა­დერ­თი, 19 წლის შვი­ლი ჰყავს, რო­მე­ლიც თბი­ლის­ში მუ­შა­ობს და ბე­ბია შვი­ლიშ­ვილ­თან იყო წა­სუ­ლი. სახ­ლში მარ­ტო იყო. ნა­ი­რა რეს­ტო­რან­ში მუ­შა­ობ­და და გვი­ან ბრუნ­დე­ბო­და სახ­ლში. ეტყო­ბა ზა­ქა­რია იქ ბი­ნის გა­სა­ქურ­დად შე­ვი­და. ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ფან­ჯრი­დან არის გა­და­სუ­ლი და ისეა სახ­ლში შე­სუ­ლი და რო­გორც ჩანს, სახ­ლში ნა­ი­რა რომ დახ­ვდა-იცნო, ალ­ბათ ამი­ტომ მოკ­ლა. სხვა რა შე­იძ­ლე­ბა მომ­ხდა­რი­ყო არ ვიცი. სა­შინ­ლად გან­ვიც­დით ამ ამ­ბავს და დამ­ნა­შა­ვეს ყველ­გან ვე­ძებთ, ჯერ ვერ ვი­პო­ვეთ.

- ამ­ბო­ბენ დამ­ნა­შა­ვე მე­ზობ­ლად ცხოვ­რობ­დაო...

- ზა­ქა­რია გულ­ბა­თაშ­ვი­ლის ოჯა­ხი ამ­ჟა­მად სო­ფელ ცივ­წყა­რო­ში ცხოვ­რობს, მაგ­რამ პავ­ლე­ურ­შიც, ნა­ი­რას მე­ზობ­ლად სახ­ლი აქვთ და იქაც ხში­რად და­დი­ოდ­ნენ. ეს სოფ­ლე­ბი ერ­თმა­ნეთ­თან ახ­ლო­საა, მხო­ლოდ მდი­ნა­რე ყოფს. პავ­ლე­ურ­ში და­ი­ბა­და და გა­ი­ზარ­და ზა­ქა­რია, სკო­ლაც იქ აქვს დამ­თავ­რე­ბი­ლი. 40 მეტ­რი­თაა ზა­ქა­რი­ას და ნა­ი­რას სახ­ლე­ბი ერ­თმა­ნე­თის­გან და­შო­რე­ბუ­ლი. არა­ვი­თა­რი კონ­ფლიქ­ტი მათ შო­რის ადრე არ იყო, რომ სხვა ვერ­სია გან­ვი­ხი­ლოთ. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

ავტორი:

"ძმისთვის დაურეკავს, - მგონი, მოვკალიო..." -  დუშეთში მომხდარი დანაშაულის დეტალები: მკვლელობაში ბრალდებულს ჯერ კიდევ ეძებენ

"ძმისთვის დაურეკავს, - მგონი, მოვკალიო..." -  დუშეთში მომხდარი დანაშაულის დეტალები: მკვლელობაში ბრალდებულს ჯერ კიდევ ეძებენ

6 ოქტომბერს, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ პავლეურში მკვლელობა მოხდა. 60 წლის ნაირა გულბათაშვილი მეზობლად მცხოვრებმა ნათესავმა, 25 წლის ზაქარია გულბათაშვილმა მოკლა და შემთხვევის ადგილიდან მიმალვა შეძლო. ჯერჯერობით სამართალდამცავებს დამნაშავე არ დაუკავებიათ და მას ყველგან ეძებენ. ანანურის თემში მერის წარმომადგენელი, გენადი გულბათაშვილი ამბობს, რომ დამნაშავე მკვლელობის მეორე დღეს ანანურში გამოჩნდა, ხალხმა მაშინათვე პოლიციას შეატყობინა ეს ამბავი, მაგრამ მან მიმალვა შეძლო და ამ დრომდე გრძელდება დუშეთში სამძებრო სამუშაოები. მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით უცნობია, ერთ-ერთი ვერსიით, მოტივად ქურდობა განიხილება. ადგილობრივები ფიქრობენ, რომ დამნაშავე ნაირა გულბათაშვილის საცხოვრებელ სახლში გასაქურდად მივიდა, ქალს ეტყობა დამნაშავე სახლში არ ელოდებოდა, მაგრამ ის სახლში აღმოჩნდა და დანაშაულიც ჩაიდინა. ადგილობრივების თქმით, დამნაშავეს ფსიქიკური პრობლემები აქვს, ის ერთ ხანს ხონის ფსიქიატრიულშიც იწვა.

გენადი გულბათაშვილი, მერის წარმომადგენელი ანანურის თემში:

- შეძრული ვარ მომხდარით. მოკლული ნაირა გულბათაშვილი ჩემი ბიძაშვილი იყო და ვინც მოკლა, ისიც ჩემი ბიძაშვილია. ჩვენი პაპები ძმები იყვნენ. ნაირა და ზაქარია ერთმანეთის ნათესავები არიან. ბიჭს ფსიქიკური პრობლემები აქვს, 25 წლის არის, იწვა ფსიქიატრიულშიც რამდენიმე წლის წინ. ახლა იღებდა თუ არა ფსიქოტროპულ წამალს, არ ვიცი. ზაქარია ნასამართლევიც არის ქურდობაზე, ციხეშიც იჯდა. ნაირა 60 წლის იყო, ძალიან კარგი ადამიანი. მშრომელი, ოჯახზე და შვილებზე მზრუნველი. მეუღლე სამი წლის წინ გარდაეცვალა და სოფელში დედამთილთან ერთად ცხოვრობდა. ერთადერთი, 19 წლის შვილი ჰყავს, რომელიც თბილისში მუშაობს და ბებია შვილიშვილთან იყო წასული. სახლში მარტო იყო. ნაირა რესტორანში მუშაობდა და გვიან ბრუნდებოდა სახლში. ეტყობა ზაქარია იქ ბინის გასაქურდად შევიდა. ჩვენი ინფორმაციით, ფანჯრიდან არის გადასული და ისეა სახლში შესული და როგორც ჩანს, სახლში ნაირა რომ დახვდა-იცნო, ალბათ ამიტომ მოკლა. სხვა რა შეიძლება მომხდარიყო არ ვიცი. საშინლად განვიცდით ამ ამბავს და დამნაშავეს ყველგან ვეძებთ, ჯერ ვერ ვიპოვეთ.

- ამბობენ დამნაშავე მეზობლად ცხოვრობდაო...

- ზაქარია გულბათაშვილის ოჯახი ამჟამად სოფელ ცივწყაროში ცხოვრობს, მაგრამ პავლეურშიც, ნაირას მეზობლად სახლი აქვთ და იქაც ხშირად დადიოდნენ. ეს სოფლები ერთმანეთთან ახლოსაა, მხოლოდ მდინარე ყოფს. პავლეურში დაიბადა და გაიზარდა ზაქარია, სკოლაც იქ აქვს დამთავრებილი. 40 მეტრითაა ზაქარიას და ნაირას სახლები ერთმანეთისგან დაშორებული. არავითარი კონფლიქტი მათ შორის ადრე არ იყო, რომ სხვა ვერსია განვიხილოთ. გააგრძელეთ კითხვა

"მელაშვილის და ილიჩოვას ქმედებებმა ისტორიული ტერიტორიების დაკარგვის საფრთხე შექმნა" - პროკურორი ბრალდების დეტალებზე

"დღევანდელი მოვლენები მსხვერპლშეწირვას ჰგავს... საქმეში ძირითადად, სასულიერო პირების ჩვენებებია" - ივერი მელაშვილის ადვოკატი

"პოლიციის მთელი განყოფილება ფეხზე იდგა... "მარშუტკაში" იპოვეს ჩემი შვილი" - რას ამბობს თბილისში დაკარგული ბიჭის მამა