პოლიტიკა
სამართალი
სამხედრო

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
საზოგადოება
სპორტი
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თბილისში შემთხვევების რაოდენობა იმატებს" - როგორია ინფიცირების რეგიონალური განაწილება და აქტიური პაციენტების მდგომარეობა
"თბილისში შემთხვევების რაოდენობა იმატებს" - როგორია ინფიცირების რეგიონალური განაწილება და აქტიური პაციენტების მდგომარეობა

კო­რო­ნა­ვირუ­სის 472 ახა­ლი შემ­თხვე­ვი­დან 230 აჭა­რა­ში, 134 - თბი­ლის­ში და­ფიქ­სირ­და.

ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს კლი­ნი­კუ­რი დი­რექ­ტო­რის მა­რი­ნა ენ­დე­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, კო­რო­ნა­ვირუ­სის 472 ახა­ლი შემ­თხვე­ვი­დან 230 აჭა­რა­ში, 134 კი თბი­ლის­ში და­ფიქ­სირ­და. იმე­რეთ­ში 68 ახა­ლი პა­ცი­ენ­ტია, სამ­ცხე - ჯა­ვა­ხეთ­ში, ქვე­მო ქარ­თლსა და სა­მეგ­რე­ლო - ზემო სვა­ნეთ­ში 8-8 შემ­თხვე­ვაა, შიდა ქარ­თლში 6, ხოლო კა­ხეთ­სა და მცხე­თა - მთი­ა­ნეთ­ში 5-5 - ახა­ლი პა­ცი­ენ­ტია.

რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტებს მა­რი­ნა ენ­დე­ლა­ძემ გა­ნუ­ცხა­და, თბი­ლი­სი ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბის კუ­თხით სა­ყუ­რა­დღე­ბოა, რად­გან სა­ერ­თო ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლებ­ში 22%-დან 28%-მდე მო­ი­მა­ტა კო­რო­ნა­ვირუ­სის ახა­ლი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბელ­მა.

მი­სი­ვე თქმით, დღე­ის­თვის კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა აქ­ტი­უ­რი შემ­თხვე­ვა არის 4672, სა­ი­და­ნაც 60 არის კრი­ტი­კულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, მათ­გან 59 პა­ცი­ენ­ტი არის მარ­თვით სუნ­თქვის სხვა­დას­ხვა რე­ჟიმ­ზე, ამას­თან 9 პა­ცი­ენ­ტი არის აფხა­ზე­თის ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ი­დან.

რაც შე­ე­ხე­ბა ინ­ფექ­ცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფოს, ცენ­ტრში 42 კო­ვიდ-19-ით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი მკურ­ნა­ლობს, მათ შო­რის 6 მძი­მე პა­ცი­ენ­ტია.

ენ­დე­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ბოლო 24 სა­ათ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის ყვე­ლა შემ­თხვე­ვის წყა­რო ცნო­ბი­ლია, თუმ­ცა, ძა­ლი­ან დიდი სიფრ­თხი­ლეა სა­ჭი­რო.

მან მო­სახ­ლე­ო­ბას კი­დევ ერთხელ მო­უ­წო­და, რომ დად­გე­ნი­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი და­იც­ვან.

„ახა­ლი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი­დან ყვე­ლას წყა­რო ცნო­ბი­ლია, მაგ­რამ მინ­და გი­თხრათ, რომ ძა­ლი­ან დიდი სიფრ­თხი­ლე გვჭირ­დე­ბა. თბი­ლის­ში შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა იმა­ტებს. ჯერ ეს დრა­მა­ტუ­ლი და ტრა­გი­კუ­ლი არ არის, მაგ­რამ ძა­ლი­ან ფრთხი­ლად უნდა ვი­ყოთ“, - გა­ნა­ცხა­და ენ­დე­ლა­ძემ.

მისი გან­მარ­ტე­ბით, თბი­ლის­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბის გაზ­რდა შე­საძ­ლოა იმა­საც უკავ­შირ­დე­ბო­დეს, რომ მო­სახ­ლე­ო­ბა რე­გუ­ლა­ცი­ებს სრუ­ლად არ იცავს.

„რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის დაც­ვა აუ­ცი­ლე­ბე­ლია. ალ­ბათ, მა­ტყობთ, რომ მეც მი­ჭირს ნიღ­ბით მე­ტყვე­ლე­ბაც და ყოფ­ნაც, მაგ­რამ რა ვქნათ, ეს უნდა გა­ვა­კე­თოთ. აუ­ცი­ლებ­ლად უნდა და­ვიც­ვათ რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი, ძა­ლი­ან დიდი სიფრ­თხი­ლე გვჭირ­დე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ენ­დე­ლა­ძემ.

გარ­და ამი­სა, სა­ქარ­თვე­ლო­ში ბოლო 24 სა­ათ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის­გან კი­დევ 3 პა­ცი­ენ­ტი გარ­და­იც­ვა­ლა და მათი რა­ო­დე­ნო­ბა 66-მდე გა­ი­ზარ­და.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Stela
14

Skola unda daiketos. Onlainit stavleba ikos dekembris bolomde.

ავტორი:

"თბილისში შემთხვევების რაოდენობა იმატებს" - როგორია ინფიცირების რეგიონალური განაწილება და აქტიური პაციენტების მდგომარეობა

"თბილისში შემთხვევების რაოდენობა იმატებს" - როგორია ინფიცირების რეგიონალური განაწილება და აქტიური პაციენტების მდგომარეობა

კორონავირუსის 472 ახალი შემთხვევიდან 230 აჭარაში, 134 - თბილისში დაფიქსირდა.

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსის 472 ახალი შემთხვევიდან 230 აჭარაში, 134 კი თბილისში დაფიქსირდა. იმერეთში 68 ახალი პაციენტია, სამცხე - ჯავახეთში, ქვემო ქართლსა და სამეგრელო - ზემო სვანეთში 8-8 შემთხვევაა, შიდა ქართლში 6, ხოლო კახეთსა და მცხეთა - მთიანეთში 5-5 - ახალი პაციენტია.

როგორც ჟურნალისტებს მარინა ენდელაძემ განუცხადა, თბილისი ახალი შემთხვევების კუთხით საყურადღებოა, რადგან საერთო ინფიცირებულებში 22%-დან 28%-მდე მოიმატა კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევების მაჩვენებელმა.

მისივე თქმით, დღეისთვის კორონავირუსით ინფიცირებულთა აქტიური შემთხვევა არის 4672, საიდანაც 60 არის კრიტიკულ მდგომარეობაში, მათგან 59 პაციენტი არის მართვით სუნთქვის სხვადასხვა რეჟიმზე, ამასთან 9 პაციენტი არის აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან.

რაც შეეხება ინფექციურ საავადმყოფოს, ცენტრში 42 კოვიდ-19-ით ინფიცირებული მკურნალობს, მათ შორის 6 მძიმე პაციენტია.

ენდელაძის განცხადებით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების ყველა შემთხვევის წყარო ცნობილია, თუმცა, ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო.

მან მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ დადგენილი რეგულაციები დაიცვან.

„ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან ყველას წყარო ცნობილია, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ძალიან დიდი სიფრთხილე გვჭირდება. თბილისში შემთხვევების რაოდენობა იმატებს. ჯერ ეს დრამატული და ტრაგიკული არ არის, მაგრამ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ“, - განაცხადა ენდელაძემ.

მისი განმარტებით, თბილისში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის გაზრდა შესაძლოა იმასაც უკავშირდებოდეს, რომ მოსახლეობა რეგულაციებს სრულად არ იცავს.

„რეგულაციების დაცვა აუცილებელია. ალბათ, მატყობთ, რომ მეც მიჭირს ნიღბით მეტყველებაც და ყოფნაც, მაგრამ რა ვქნათ, ეს უნდა გავაკეთოთ. აუცილებლად უნდა დავიცვათ რეგულაციები, ძალიან დიდი სიფრთხილე გვჭირდება“, - განაცხადა ენდელაძემ.

გარდა ამისა, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან კიდევ 3 პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 66-მდე გაიზარდა.

სოფელ ველისციხის სკოლაში 3 მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა - სასწავლო პროცესი ჩაიშალა

"მის სილამაზეს მაიკო ორბელიანისა და ნინო ჭავჭავაძის მშვენიერებას შევადარებდი" - ცნობილი ონკოლოგი და არაერთი კინოროლის შემსრულებელი გარდაიცვალა

"ამჟამად ყველაზე საშიშია თბილისი", - რას ამბობს მარინა ენდელაძე დედაქალაქში კორონავირუსის მომატებულ შემთხვევებზე