მოზაიკა
სამართალი
პოლიტიკა

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
საზოგადოება
წიგნები
კონფლიქტები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ რა თანხა შესწირა მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს და ვინ არიან ცნობილი შემომწირველები - 9 თვის მონაცემები
ვინ რა თანხა შესწირა მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს და ვინ არიან ცნობილი შემომწირველები - 9 თვის მონაცემები

"ქარ­თულ ოც­ნე­ბას" სექ­ტემ­ბრის თვე­ში 6 495 650 ლარი შეს­წი­რეს. სა­ხელ­მწი­ფო აუ­დი­ტის სამ­სა­ხუ­რის ოფი­ცი­ა­ლურ ვებ-გვერ­დზე გან­თავ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ხედ­ვით, პარ­ტი­ის მი­მართ ფუ­ლა­დი შე­მო­წი­რუ­ლე­ბა 245-მა სუ­ბი­ექ­ტმა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ შე­მომ­წირ­ვე­ლე­ბი­დან 118-მა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სა­სარ­გებ­ლოდ 20 ათა­სი ლა­რი­დან - 60 ათას ლა­რამ­დე გა­ი­ღო.

რაც შე­ე­ხე­ბა მიმ­დი­ნა­რე წლის 9 თვის მო­ნა­ცე­მებს, 1-ელი იან­ვრი­დან 30 სექ­ტემ­ბრის ჩათ­ვლით, მმარ­თველ პარ­ტი­ას თან­ხა სულ 549-მა სუ­ბი­ექ­ტმა ჩა­უ­რი­ცხა.

ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბი­დან ყვე­ლა­ზე მეტი შე­მო­წი­რუ­ლე­ბა პო­ლი­ტი­კურ გა­ერ­თი­ა­ნე­ბა „ლელო სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ აქვს. მას სექ­ტემ­ბრის თვე­ში 1 312 590,51 ლარი შეს­წი­რეს.

ოპო­ზი­ცი­ურ პარ­ტი­ებს შო­რის შე­მო­წი­რუ­ლე­ბის კუ­თხით მე­ო­რე ად­გილ­ზეა „გი­ორ­გი ვა­შა­ძე-სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნე­ბე­ლი“, რომ­ლის შე­მო­წი­რუ­ლო­ბამ სექ­ტემ­ბერ­ში 1 172 837 ლარი შე­ად­გი­ნა.

მე­სა­მე ად­გილ­ზეა, „ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“, რო­მელ­საც გა­სულ თვეს 665 400 ლარი ჩა­უ­რი­ცხეს. „ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ სექ­ტემ­ბრის თვის შე­მო­წი­რუ­ლო­ბამ კი 408 031,3 ლარი შე­ად­გი­ნა.

რაც შე­ე­ხე­ბა კონ­კრე­ტუ­ლი პარ­ტი­ე­ბის შე­მომ­წირ­ვე­ლე­ბის ოდე­ნო­ბას, სა­ხელ­მწი­ფო აუ­დი­ტის სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, „ლე­ლოს“ თან­ხა 59-მა სუ­ბი­ექ­ტმა შეს­წი­რა, მათ შო­რის 35-მა მათ­გან­მა პარ­ტი­ას 20 ათა­სი ლა­რი­დან 60 ათას ლა­რამ­დე ჩა­უ­რი­ცხა.

„სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებლს“ თან­ხა ჯამ­ში 36-მა სუ­ბი­ექ­ტმა ჩა­უ­რი­ცხა, მათ შო­რის 24-მა პარ­ტი­ას 20 ათა­სი ლა­რი­დან 60 ათას ლა­რამ­დე შეს­წი­რა.

„ერ­თი­ან ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“ სექ­ტემ­ბრის თვე­ში, ჯამ­ში, თან­ხა 90-მა სუ­ბი­ექ­ტმა შეს­წი­რა, მათ შო­რის 9 მათ­გან­მა პარ­ტი­ას 20 ათა­სი ლა­რი­დან 60 ათას ლა­რამ­დე ჩა­უ­რი­ცხა. შე­მომ­წირ­ვე­ლებს შო­რი­საა ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის თე­ატ­რის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი ნინო ანა­ნი­აშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც პარ­ტი­ას 60 ათა­სი ლარი შეს­წი­რა. ასე­ვე, გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცი­ის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტო­ბის კან­დი­და­ტი ცე­ზარ ჩო­ჩე­ლი, რო­მელ­მაც პარ­ტი­ის მი­მართ 55 ათა­სი ლარი გა­ი­ღო. მსა­ხი­ობ­მა გო­გო­ლა კა­ლან­და­ძემ პარ­ტი­ას 30 ათა­სი ლარი ჩა­უ­რი­ცხა. ხა­ტია დე­კა­ნო­ი­ძემ კი 18 ათა­სი ლარი. შე­მომ­წირ­ვე­ლებს შო­რი­საა დი­მიტ­რი შაშ­კი­ნიც, რო­მელ­მაც პარ­ტი­ას 2625 ლარი შეს­წი­რა.

რაც შე­ე­ხე­ბა მიმ­დი­ნა­რე წლის 9 თვის მო­ნა­ცე­მებს, 1-ელი იან­ვრი­დან 30 სექ­ტემ­ბრის ჩათ­ვლით, „ერ­თი­ან ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“ თან­ხა სულ 279-მა სუ­ბი­ექ­ტმა ჩა­უ­რი­ცხა.

„ევ­რო­პულ სა­ქარ­თვე­ლოს“ კი თან­ხა 63- მა სუ­ბი­ექ­ტმა ჩა­უ­რი­ცხა, მათ შო­რის 6-მა მათ­გან­მა პარ­ტი­ას 20 ათა­სი ლა­რი­დან 60 ათას ლა­რამ­დე შეს­წი­რა. შე­მომ­წირ­ვე­ლებს შო­რი­საა: პარ­ტი­ის წევ­რი ოთარ კა­ხი­ძე, რო­მელ­მაც პარ­ტი­ას 4 ათა­სი ლარი შეს­წი­რა. მა­რი­ამ რა­მი­ნაშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც პარ­ტი­ის მი­მართ 5 ათა­სი ლარი გა­ი­ღო. ირაკ­ლი კიკ­ნა­ვე­ლი­ძემ პარ­ტი­ას 4998.50 ლარი შეს­წი­რა. ზუ­რაბ ჭი­ა­ბე­რაშ­ვილ­მა 3 ათა­სი ლარი გა­ი­ღო, გი­ორ­გი კან­დე­ლაკ­მა და გი­ორ­გი აბაშ­ვილ­მა კი 5 ათას - 5 ათას ლარი შეს­წი­რეს.

რაც შე­ე­ხე­ბა მიმ­დი­ნა­რე წლის 9 თვის მო­ნა­ცე­მებს, 1-ელი იან­ვრი­დან 30 სექ­ტემ­ბრის ჩათ­ვლით, „ევ­რო­პულ სა­ქარ­თვე­ლოს“ თან­ხა სულ 135-მა სუ­ბი­ექ­ტმა შეს­წი­რა.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
gabo
0

ლელოს,ნაცებს,ოცნებას და ვითონ ევროპულ საქართველოს კი ვხდებით ვინც აფინანსებს,მაგრამ ამ ვითომ სტრატეგია აღმაშენებელს ვინ შესწირა ამდენი ფული საინტერესოა! ძალიან ბევრ ფულს ხარჯავს ეს ესემესა ვაშაძე,უამრავ რეკლამას და პიარს იკეთებს,თან გაიძახის სუფთა ხელები მაქვსო,ცოტა არალოგიკურია! 

სან დრო©
2

იყიდება ნაცარი. უმაღლესი ხარისხის. ფასი შეთანხმებით, გარანტია 4 წელი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.
ავტორი:

ვინ რა თანხა შესწირა მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს და ვინ არიან ცნობილი შემომწირველები - 9 თვის მონაცემები

ვინ რა თანხა შესწირა მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს და ვინ არიან ცნობილი შემომწირველები - 9 თვის მონაცემები

"ქართულ ოცნებას" სექტემბრის თვეში 6 495 650 ლარი შესწირეს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, პარტიის მიმართ ფულადი შემოწირულება 245-მა სუბიექტმა განახორციელა.

აღსანიშნავია, რომ შემომწირველებიდან 118-მა „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ 20 ათასი ლარიდან - 60 ათას ლარამდე გაიღო.

რაც შეეხება მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებს, 1-ელი იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, მმართველ პარტიას თანხა სულ 549-მა სუბიექტმა ჩაურიცხა.

ოპოზიციური პარტიებიდან ყველაზე მეტი შემოწირულება პოლიტიკურ გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ აქვს. მას სექტემბრის თვეში 1 312 590,51 ლარი შესწირეს.

ოპოზიციურ პარტიებს შორის შემოწირულების კუთხით მეორე ადგილზეა „გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი“, რომლის შემოწირულობამ სექტემბერში 1 172 837 ლარი შეადგინა.

მესამე ადგილზეა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც გასულ თვეს 665 400 ლარი ჩაურიცხეს. „ევროპული საქართველოს“ სექტემბრის თვის შემოწირულობამ კი 408 031,3 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება კონკრეტული პარტიების შემომწირველების ოდენობას, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, „ლელოს“ თანხა 59-მა სუბიექტმა შესწირა, მათ შორის 35-მა მათგანმა პარტიას 20 ათასი ლარიდან 60 ათას ლარამდე ჩაურიცხა.

„სტრატეგია აღმაშენებლს“ თანხა ჯამში 36-მა სუბიექტმა ჩაურიცხა, მათ შორის 24-მა პარტიას 20 ათასი ლარიდან 60 ათას ლარამდე შესწირა.

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ სექტემბრის თვეში, ჯამში, თანხა 90-მა სუბიექტმა შესწირა, მათ შორის 9 მათგანმა პარტიას 20 ათასი ლარიდან 60 ათას ლარამდე ჩაურიცხა. შემომწირველებს შორისაა ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილი, რომელმაც პარტიას 60 ათასი ლარი შესწირა. ასევე, გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ცეზარ ჩოჩელი, რომელმაც პარტიის მიმართ 55 ათასი ლარი გაიღო. მსახიობმა გოგოლა კალანდაძემ პარტიას 30 ათასი ლარი ჩაურიცხა. ხატია დეკანოიძემ კი 18 ათასი ლარი. შემომწირველებს შორისაა დიმიტრი შაშკინიც, რომელმაც პარტიას 2625 ლარი შესწირა.

რაც შეეხება მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებს, 1-ელი იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ თანხა სულ 279-მა სუბიექტმა ჩაურიცხა.

„ევროპულ საქართველოს“ კი თანხა 63- მა სუბიექტმა ჩაურიცხა, მათ შორის 6-მა მათგანმა პარტიას 20 ათასი ლარიდან 60 ათას ლარამდე შესწირა. შემომწირველებს შორისაა: პარტიის წევრი ოთარ კახიძე, რომელმაც პარტიას 4 ათასი ლარი შესწირა. მარიამ რამინაშვილი, რომელმაც პარტიის მიმართ 5 ათასი ლარი გაიღო. ირაკლი კიკნაველიძემ პარტიას 4998.50 ლარი შესწირა. ზურაბ ჭიაბერაშვილმა 3 ათასი ლარი გაიღო, გიორგი კანდელაკმა და გიორგი აბაშვილმა კი 5 ათას - 5 ათას ლარი შესწირეს.

რაც შეეხება მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებს, 1-ელი იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, „ევროპულ საქართველოს“ თანხა სულ 135-მა სუბიექტმა შესწირა.

"საარჩვენო უბანთან მისულ ირაკლი კობახიძეს პირადობის მოწმობა დაავიწყდა" - "ტვ პირველი"

"მეც იარაღით გადავაადგილდები - ვიგებთ მეგობრებო, ვიგებთ მაგრად, 65%-ით" - კახა ოქრიაშვილი

"ბოლნისში ოპოზიციას გადასატანი ყუთის გატაცების მცდელობა ჰქონდა, რასაც “ტვ პირველის“ ოპერატორი იღებდა, თუმცა  კამერა გათიშა" - კობახიძე