სამართალი
Faceამბები

13

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 16:05-ზე, მთვარე კირჩხიბშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის; ინტიმური ურთიერთობისა და ჩასახვისათვის. ამ დღის რთული ორგანო კუჭია. მოერიდეთ ოპერაციებსა და მკურნალობის დაწყებას კუჭზე, ნაღვლის ბუშტზე, მკერდზე, ლიმფურ სისტემაზე, საშვილოსნოზე. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
პოლიტიკა
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სად დასაქმდებიან DevOps-ის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულები, რომელსაც რეგიონში პირველად BTU განახორციელებს
სად დასაქმდებიან DevOps-ის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულები, რომელსაც რეგიონში პირველად BTU განახორციელებს

ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლად ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი სის­ტე­მე­ბის მარ­თვის DevOps-ის სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მის სწავ­ლე­ბას იწყებს. პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც 2021-2022 სას­წავ­ლო წლი­დან და­ი­წყე­ბა, მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნა­დია და DevOps სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი კომ­პა­ნი­ე­ბის მე­ტად ღი­რე­ბუ­ლი კად­რე­ბი არი­ან.

სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ხში­რად აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ DevOps რამ­დე­ნი­მე წელ­ში სა­ინ­ფორ­მა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის წამ­ყვა­ნი მი­მარ­თუ­ლე­ბა გახ­დე­ბა და მას დიდი გავ­ლე­ნა ექ­ნე­ბა მსოფ­ლი­ოს ტექ­ნო­ლო­გი­ურ პრო­ცე­სებ­ზე. სა­ქარ­თვე­ლოს მო­წი­ნა­ვე ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი კომ­პა­ნი­ე­ბი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით უკვე მუ­შა­ო­ბენ და სა­ჭი­რო კად­რე­ბის დე­ფი­ციტ­ზეც სა­უბ­რო­ბენ.

სწო­რედ ამ ფაქ­ტე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­მა შე­ი­მუ­შა­ვა სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც სრუ­ლად აკ­მა­ყო­ფი­ლებს მსოფ­ლიო სტან­დარ­ტებ­სა და მო­თხოვ­ნებს, სას­წავ­ლო პროგ­რა­მაც სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბი­თაა შედ­გე­ნი­ლი. პროგ­რა­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში ჩარ­თუ­ლე­ბი არი­ან ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სექ­ტორ­ში არ­სე­ბუ­ლი მსხვი­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ტოპ მე­ნე­ჯმენ­ტი, პრო­ფე­სო­რე­ბი სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლე­ბით და მოწ­ვე­უ­ლი ლექ­ტო­რე­ბი კომ­პა­ნი­ე­ბის DevOps დე­პარ­ტა­მენ­ტე­ბი­დან.

კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლებს კი ამა­ვე კომ­პა­ნი­ებ­ში და­საქ­მე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ. კონ­სტან­ტი­ნე კევ­ლიშ­ვი­ლი, Orient Logic-ის ექა­უნთ მე­ნე­ჯე­რი: „ზო­გა­დად, DevOps დღეს მსოფ­ლი­ო­ში, ისე­ვე რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთ-ერთი სწრა­ფად მზარ­დი მი­მარ­თუ­ლე­ბაა. ჩვენ­თვი­საც, ორი­ენტ ლო­ჯი­კის­თვის, რო­გორც ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ბაზ­რის ერთ-ერთი ლი­დე­რის­თვის, ბოლო წლებ­ში გან­სა­კუთ­რე­ბით პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი გახ­და ეს მი­მარ­თუ­ლე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, ამ კუ­თხით მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცურ კად­რებს ყო­ველ­თვის ვე­ძებთ. ამ­ჟა­მად ამ მხრივ საკ­მა­ოდ დიდი რე­სურ­სი გვაქვს, თუმ­ცა მა­ინც გვჭირ­დე­ბა ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ მი­მარ­თუ­ლე­ბის კი­დევ უფრო დახ­ვე­წა­სა და გან­ვი­თა­რე­ბა­ში დაგ­ვეხ­მა­რე­ბი­ან.

შე­სა­ბა­მი­სად, ფაქ­ტი რომ DevOps, რო­გორც სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მა გა­მოჩ­ნდა ქარ­თულ ბა­ზარ­ზე, ძა­ლი­ან სა­სი­ხა­რუ­ლო სი­ახ­ლეა. ვფიქ­რობ, რომ ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­თან მჭიდ­როდ ვი­თა­ნამ­შრომ­ლებთ და ძა­ლი­ან გაგ­ვი­ხარ­დე­ბა, თუკი კვა­ლი­ფი­ცი­ურ კად­რებს მი­ვი­ღებთ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით. ძა­ლი­ან სწო­რი და დრო­უ­ლი იყო ამ პროგ­რა­მის შე­თა­ვა­ზე­ბა BTU-ს მხრი­დან.“

ზაზა ჯა­ვე­ლი­ძე, Syntax-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი: „კომ­პა­ნია სინ­ტაქ­სი არის წამ­ყვა­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცია სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­მე­ლიც სა­ხელ­მწი­ფო და კო­მერ­ცი­ულ ორგნი­ა­ზა­ცი­ებს ეხ­მა­რე­ბა IT დე­ვე­ლოპ­მენტ და სერ­ვის პრო­ცე­სე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა/ავ­ტო­მა­ტი­ზა­ცი­ა­ში ITIL მე­თო­დო­ლო­გი­ის გა­მო­ყე­ნე­ბით. აღ­ნიშ­ნუ­ლი მე­თო­დო­ლო­გია დღეს­დღე­ო­ბით წარ­მა­ტე­ბით გა­მო­ი­ყე­ნე­ბა მსოფ­ლი­ო­ში და აღი­ა­რე­ბუ­ლია რო­გორც სა­უ­კე­თე­სო პრაქ­ტი­კა აიტი დე­ვე­ლოპ­მენტ და სერ­ვის პრო­ცე­სე­ბის და­ნერგვის­თვის. დღეს ITIL ის უკვე მე-4 ვერ­სია არ­სე­ბობს, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს DevOps ის პრო­ცე­სებს.

შე­სა­ბა­მი­სად, მისი წარ­მა­ტე­ბით და­ნერგვა DevOps-ის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის გა­რე­შე წარ­მო­დუ­გე­ნე­ლია. მჯე­რა, რომ სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მა რო­მე­ლიც ბი­ზე­ნი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სის­ტეტ­მა შექ­მნა, ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა და ხელს შე­უ­წყობს ბა­ზარ­ზე DevOps პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის უფრო დიდი მას­შტა­ბით გა­მო­ჩე­ნას. ჩვე­ნი კომ­პა­ნია მო­უთ­მენ­ლად ელის პირ­ვე­ლი ნა­კა­დის გა­მოშ­ვე­ბას, რომ ჩვენც და­ვა­საქ­მოთ არა­ერ­თი DevOps პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი. ამ დრომ­დე უკვე და­ვა­საქ­მეთ BTU-ს 10-მდე კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლი სხვა­დახ­ვა მი­მარ­თუ­ლე­ბით და ეს პროგ­რა­მა კი­დევ უფრო გა­აღ­რმა­ვებს ამ კუ­თხით ჩვენს თა­ნამ­შრომ­ლო­ბას.” ნა­ი­ნო ქა­ში­ბა­ძე, Wandio-ს მარ­კე­ტინ­გის მე­ნე­ჯე­რი: „ჩვენ BTU-სთან ერ­თად თა­ვი­დან­ვე ჩარ­თუ­ლი ვი­ყა­ვით ახა­ლი სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მის შექ­მნა­ში. ზო­გა­დად, DevOps ძა­ლი­ან მო­თხოვ­ნა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბაა არა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში, არა­მედ მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით. სა­ქარ­თვე­ლო­ში კი მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რე­ბის დე­ფი­ცი­ტია, რად­გან ეს მი­მარ­თუ­ლე­ბა არ არის სა­თა­ნა­დოდ პო­პუ­ლა­რუ­ლი.

დღეს სულ რამ­დე­ნი­მე კარ­გი სპე­ცი­ა­ლის­ტი გვყავს. სა­მა­გის­ტრო კურ­სის სა­შუ­ა­ლე­ბით უფრო მეტი ადა­მი­ა­ნი შეძ­ლებს ის­წავ­ლოს და თუნ­დაც გა­დაკ­ვა­ლი­ფი­ცირ­დეს DevOps-ის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ეს არა მხო­ლოდ ერთი კონ­კრე­ტუ­ლი სექ­ტო­რის, არა­მედ ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის­თვი­საც ძა­ლი­ან კარ­გია. რად­გან რაც მეტი კვა­ლი­ფი­ცუ­რი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი გვე­ყო­ლე­ბა, მით მეტი ადა­მი­ა­ნი შეძ­ლებს დის­ტან­ცი­უ­რად იმუ­შა­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის ტექ­ნო­ლო­გი­ურ კომ­პა­ნი­ებ­ში.“ სვეტ­ლა­ნა აკო­პი­ა­ნი, Exactpro-ს ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის მე­ნე­ჯე­რი: „DevOps-ის მი­მარ­თუ­ლე­ბა საკ­მა­ოდ ინო­ვა­ცი­უ­რი და პერ­სპექ­ტი­უ­ლია არა­მარ­ტო სა­ქარ­თვე­ლოს, არა­მედ მსოფ­ლიო ბა­ზარ­ზე. ბევ­რი სა­ერ­თა­შო­რი­სო კომ­პა­ნია მუ­შა­ობს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით და აქ­ტი­უ­რად არის ჩარ­თუ­ლი DevOps-ის გან­ვი­თა­რე­ბა­ში. რაც შე­ე­ხე­ბა ჩვენს კომ­პა­ნი­ას, ექ­ზაქტპ­რო უკვე 10 წე­ლია მოღ­ვა­წე­ობს ფი­ნან­სურ ინ­დუსტრი­ა­ში და ახორ­ცი­ე­ლებს მსოფ­ლი­ოს მაშ­ტა­ბით სა­ფი­ნან­სო სექ­ტო­რის პრო­დუქ­ტე­ბის ტეს­ტი­რე­ბას.

ჩვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩვენ ყო­ველ­თვის ვცდი­ლობთ ვა­დევ­ნოთ თვა­ლი იმ სი­ახ­ლე­ებ­სა და ტრენ­დებს, რაც არ­სე­ბობს IT სფე­რო­ში. ექ­ზაქტპ­რო-ში ჩვენ მხარს ვუ­ჭერთ DevOps-თან და­კავ­ში­რე­ბულ ყვე­ლა ინი­ცი­ა­ტი­ვას, მაგ­რამ ამ ეტაპ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ოფის­ში არ გვყავს სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი. სა­მო­მავ­ლოდ, ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ აქ­ტი­უ­რად და­ვი­წყებთ DevOps-ის მი­მარ­თუ­ლე­ბით თა­ნამ­შრომ­ლე­ბის აყ­ვა­ნას. გვი­ხა­რია, რომ BTU სა­მა­გის­ტო პროგ­რა­მა ხელს შე­უ­წყობს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში და მის­ცემს ადა­მი­ა­ნებს სა­შუ­ა­ლე­ბას მი­ი­ღონ ცოდ­ნა DevOps-ში. მთე­ლი გუნ­დის სა­ხე­ლით ვუ­სურ­ვებთ BTU-ს წარ­მა­ტე­ბას!“.

პროგ­რა­მის კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლი შეძ­ლებს და­საქ­მე­ბას წამ­ყვან სა­ინ­ფორ­მა­ციო-სა­კო­მუ­ნი­კა­ციო კომ­პა­ნი­ებ­ში, ფი­ნან­სურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში, სა­ბან­კო და სა­და­ზღვე­ვო სექ­ტორ­ში, სამ­რეწ­ვე­ლო, სა­ტე­ლე­კო­მუ­ნი­კა­ციო, კავ­შირ­გაბ­მუ­ლო­ბი­სა და სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნი­ებ­ში, კომ­პუ­ტე­რუ­ლი და ელექტრო­ნი­კის სა­ვაჭ­რო და მომ­სა­ხუ­რე­ბის კომ­პა­ნი­ებ­სა და ასე­ვე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში, სა­დაც ხორ­ცი­ელ­დე­ბა მო­ნა­ცემ­თა ცენ­ტრა­ლი­ზე­ბუ­ლი და­მუ­შა­ვე­ბა.

გარ­და ამი­სა, პროგ­რა­მის კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლებს ექ­ნე­ბათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, და­საქმდნენ სა­მარ­თალ­დამ­ცავ სტრუქ­ტუ­რებ­ში, სა­ჯა­რი­სო ნა­წი­ლებ­ში, სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის ცენ­ტრებ­ში, უშიშ­რო­ე­ბის, დაზ­ვერ­ვი­სა და სხვა სპეც. სამ­სა­ხუ­რებ­ში.

და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცია პროგ­რა­მის შე­სა­ხებ იხი­ლეთ ბმულ­ზე.

პროგ­რა­მით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ კან­დი­დატ­თა რე­გის­ტრა­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს ბმულ­ზე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხმაური და გაწევ - გამოწევა საქალაქო სასამართლოში - კადრები ადგილიდან
ავტორი:

სად დასაქმდებიან DevOps-ის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულები, რომელსაც რეგიონში პირველად BTU განახორციელებს

სად დასაქმდებიან DevOps-ის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულები, რომელსაც რეგიონში პირველად BTU განახორციელებს

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი საქართველოში პირველად ინფორმაციული სისტემების მართვის DevOps-ის სამაგისტრო პროგრამის სწავლებას იწყებს. პროგრამა, რომელიც 2021-2022 სასწავლო წლიდან დაიწყება, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია და DevOps სპეციალისტები ტექნოლოგიური კომპანიების მეტად ღირებული კადრები არიან.

სპეციალისტები ხშირად აღნიშნავენ, რომ DevOps რამდენიმე წელში საინფორმაციო ტექნოლოგიების წამყვანი მიმართულება გახდება და მას დიდი გავლენა ექნება მსოფლიოს ტექნოლოგიურ პროცესებზე. საქართველოს მოწინავე ტექნოლოგიური კომპანიები ამ მიმართულებით უკვე მუშაობენ და საჭირო კადრების დეფიციტზეც საუბრობენ.

სწორედ ამ ფაქტების გათვალისწინებით ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა შეიმუშავა სამაგისტრო პროგრამა, რომელიც სრულად აკმაყოფილებს მსოფლიო სტანდარტებსა და მოთხოვნებს, სასწავლო პროგრამაც საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებითაა შედგენილი. პროგრამის განხორციელებაში ჩართულები არიან ტექნოლოგიების სექტორში არსებული მსხვილი ორგანიზაციების ტოპ მენეჯმენტი, პროფესორები საერთაშორისო გამოცდილებით და მოწვეული ლექტორები კომპანიების DevOps დეპარტამენტებიდან.

კურსდამთავრებულებს კი ამავე კომპანიებში დასაქმების შესაძლებლობა ექნებათ. კონსტანტინე კევლიშვილი, Orient Logic-ის ექაუნთ მენეჯერი: „ზოგადად, DevOps დღეს მსოფლიოში, ისევე როგორც საქართველოში ერთ-ერთი სწრაფად მზარდი მიმართულებაა. ჩვენთვისაც, ორიენტ ლოჯიკისთვის, როგორც ტექნოლოგიური ბაზრის ერთ-ერთი ლიდერისთვის, ბოლო წლებში განსაკუთრებით პრიორიტეტული გახდა ეს მიმართულება. შესაბამისად, ამ კუთხით მაღალკვალიფიცურ კადრებს ყოველთვის ვეძებთ. ამჟამად ამ მხრივ საკმაოდ დიდი რესურსი გვაქვს, თუმცა მაინც გვჭირდება ადამიანები, რომლებიც ამ მიმართულების კიდევ უფრო დახვეწასა და განვითარებაში დაგვეხმარებიან.

შესაბამისად, ფაქტი რომ DevOps, როგორც სამაგისტრო პროგრამა გამოჩნდა ქართულ ბაზარზე, ძალიან სასიხარულო სიახლეა. ვფიქრობ, რომ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან მჭიდროდ ვითანამშრომლებთ და ძალიან გაგვიხარდება, თუკი კვალიფიციურ კადრებს მივიღებთ ამ მიმართულებით. ძალიან სწორი და დროული იყო ამ პროგრამის შეთავაზება BTU-ს მხრიდან.“

ზაზა ჯაველიძე, Syntax-ის დამფუძნებელი: „კომპანია სინტაქსი არის წამყვანი ორგანიზაცია საქართველოში, რომელიც სახელმწიფო და კომერციულ ორგნიაზაციებს ეხმარება IT დეველოპმენტ და სერვის პროცესების ორგანიზება/ავტომატიზაციაში ITIL მეთოდოლოგიის გამოყენებით. აღნიშნული მეთოდოლოგია დღესდღეობით წარმატებით გამოიყენება მსოფლიოში და აღიარებულია როგორც საუკეთესო პრაქტიკა აიტი დეველოპმენტ და სერვის პროცესების დანერგვისთვის. დღეს ITIL ის უკვე მე-4 ვერსია არსებობს, რომელიც მოიცავს DevOps ის პროცესებს.

შესაბამისად, მისი წარმატებით დანერგვა DevOps-ის პროფესიონალების გარეშე წარმოდუგენელია. მჯერა, რომ სამაგისტრო პროგრამა რომელიც ბიზენისა და ტექნოლოგიების უნივერსისტეტმა შექმნა, ძალიან წარმატებული იქნება და ხელს შეუწყობს ბაზარზე DevOps პროფესიონალების უფრო დიდი მასშტაბით გამოჩენას. ჩვენი კომპანია მოუთმენლად ელის პირველი ნაკადის გამოშვებას, რომ ჩვენც დავასაქმოთ არაერთი DevOps პროფესიონალი. ამ დრომდე უკვე დავასაქმეთ BTU-ს 10-მდე კურსდამთავრებული სხვადახვა მიმართულებით და ეს პროგრამა კიდევ უფრო გააღრმავებს ამ კუთხით ჩვენს თანამშრომლობას.” ნაინო ქაშიბაძე, Wandio-ს მარკეტინგის მენეჯერი: „ჩვენ BTU-სთან ერთად თავიდანვე ჩართული ვიყავით ახალი სამაგისტრო პროგრამის შექმნაში. ზოგადად, DevOps ძალიან მოთხოვნადი მიმართულებაა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით. საქართველოში კი მაღალკვალიფიციური კადრების დეფიციტია, რადგან ეს მიმართულება არ არის სათანადოდ პოპულარული.

დღეს სულ რამდენიმე კარგი სპეციალისტი გვყავს. სამაგისტრო კურსის საშუალებით უფრო მეტი ადამიანი შეძლებს ისწავლოს და თუნდაც გადაკვალიფიცირდეს DevOps-ის მიმართულებით. ეს არა მხოლოდ ერთი კონკრეტული სექტორის, არამედ ქვეყნის განვითარებისთვისაც ძალიან კარგია. რადგან რაც მეტი კვალიფიცური პროფესიონალი გვეყოლება, მით მეტი ადამიანი შეძლებს დისტანციურად იმუშაოს სხვადასხვა ქვეყნის ტექნოლოგიურ კომპანიებში.“ სვეტლანა აკოპიანი, Exactpro-ს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის მენეჯერი: „DevOps-ის მიმართულება საკმაოდ ინოვაციური და პერსპექტიულია არამარტო საქართველოს, არამედ მსოფლიო ბაზარზე. ბევრი საერთაშორისო კომპანია მუშაობს ამ მიმართულებით და აქტიურად არის ჩართული DevOps-ის განვითარებაში. რაც შეეხება ჩვენს კომპანიას, ექზაქტპრო უკვე 10 წელია მოღვაწეობს ფინანსურ ინდუსტრიაში და ახორციელებს მსოფლიოს მაშტაბით საფინანსო სექტორის პროდუქტების ტესტირებას.

ჩვენი საქმიანობიდან გამომდინარე, ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ ვადევნოთ თვალი იმ სიახლეებსა და ტრენდებს, რაც არსებობს IT სფეროში. ექზაქტპრო-ში ჩვენ მხარს ვუჭერთ DevOps-თან დაკავშირებულ ყველა ინიციატივას, მაგრამ ამ ეტაპზე საქართველოს ოფისში არ გვყავს სპეციალისტები. სამომავლოდ, ვიმედოვნებთ, რომ აქტიურად დავიწყებთ DevOps-ის მიმართულებით თანამშრომლების აყვანას. გვიხარია, რომ BTU სამაგისტო პროგრამა ხელს შეუწყობს ამ მიმართულების განვითარებას საქართველოში და მისცემს ადამიანებს საშუალებას მიიღონ ცოდნა DevOps-ში. მთელი გუნდის სახელით ვუსურვებთ BTU-ს წარმატებას!“.

პროგრამის კურსდამთავრებული შეძლებს დასაქმებას წამყვან საინფორმაციო-საკომუნიკაციო კომპანიებში, ფინანსურ დაწესებულებებში, საბანკო და სადაზღვევო სექტორში, სამრეწველო, სატელეკომუნიკაციო, კავშირგაბმულობისა და სატრანსპორტო კომპანიებში, კომპუტერული და ელექტრონიკის სავაჭრო და მომსახურების კომპანიებსა და ასევე ორგანიზაციებში, სადაც ხორციელდება მონაცემთა ცენტრალიზებული დამუშავება.

გარდა ამისა, პროგრამის კურსდამთავრებულებს ექნებათ შესაძლებლობა, დასაქმდნენ სამართალდამცავ სტრუქტურებში, საჯარისო ნაწილებში, საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრებში, უშიშროების, დაზვერვისა და სხვა სპეც. სამსახურებში.

დამატებითი ინფორმაცია პროგრამის შესახებ იხილეთ ბმულზე.

პროგრამით დაინტერესებულ კანდიდატთა რეგისტრაცია მიმდინარეობს ბმულზე.